calci glukonate - კალცი გლუკონატი 10% 5მლ 10 ამპულა
ჩვენება:სხვადასხვა გენეზის ჰიპოკალცემია,ჰიპოპარათირეოზი,პარენქიმატოზული ჰეპატიტი,ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება.
კალციუმის გლუკონატი-დარნიცა (სტაბილიზირებული)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ცალციუმ გლუცონატე;
1 მლ ხსნარი შეიცავს: 85 მგ კალციუმის გლუკონატს, კალციუმის ლევულინატს 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის საქარატი, ქლორწყალბადმჟავა განზავებული, საინექციო ხსნარი.
პრეპარატის 1 მლ შეიცავს 9,706 მგ ჯამურ კალციუმს (Ca2+), რაც კალციუმის გლუკონატის თეორიულ შემცველობაზე გადაანგარიშებით არის 100 მგ/მლ ექვივალენტური.
წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები, გამჭირვალე, უფერო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კალციუმის პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კალციუმის გლუკონატი (სტაბილიზირებული) –საშუალება, რომელიც არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, ავსებს კალციუმის დეფიციტს ორგანიზმში, ახდენს ჰემოსტაზურ ანტების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამცირებს კაპილარების გამტარობას.
კალციუმის იონები მონაწილეობას იღებენ ახალი ნერვული იმპულსების, გლუვი და განივზოლიანი კუნთების შემცირებაში, მიოკარდის ფუნქციონირებაში, სისხლის შედედებაში: ისინი აუცილებელია ძვლის ქსოვილის ფორმირებისთვის, სხვა სისტემების და ორგანოების ფუნქციონირებისთვის. კალციუმის იონების კონცენტრაცია სისხლში მცირდება უმეტეს პათოლოგიურ პროცესებში; გამოხატული ჰიპოკალციემია ხელს უწყობს ტეტანიის წარმოშობას. ჰიპოკალციემიის აღმოფხვრის გარდა კალციუმის ნაერთები ამცირებენ სისხლძარღვების გამტარობას, ახდენენ ალერგიის, ანთების საწინააღმდეგო, ჰემოსტაზურ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
პარენტერარული შეყვანის შემდეგ სამკურნალო საშუალება თანაბრად ნაწილდება ყველა ქსოვილში და ორგანოებში.სისხლის პლაზმაში კალციუმი ოინიზირებულ მდგომარეობაშია. გადის რა პლაცენტურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით.
კლინიკური მახასიათებლები:
ჩვენებები:
პარაფარისებრი ჯირკვალის არასაკმარისი ფუნქცია; კალციუმის გაძლიერებული გამოყოფა ორგანიზმიდან (ძირითადად ხანგრძლივი გაუწყლოვანების დროს); დამხმარე ნივთიერების სახით ალერგიული დაავადებების (შრატისმიერი დაავადება, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება) და მედიკამენტოზური თერაპიის შედეგად განვითარებული ალერგიული გართულებების დროს; სხვადასხვა გენეზის პათოლოგიური პროცესების დროს სისხლძარღვების გამტარობის შემცირება (ანთებითი პროცესის ექსუდაციური ფაზა, ჰემორაგიული ვასკულიტი, სხივური დაავადება); პარენქიმატოზური ჰეპატიტი; ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება; ნეფრიტი; ეკლამპსია; ჰიპერკალიემია; პაროქსიზმული მიოპლეგიის ჰიპერკალიემიური ფორმა; კანის დაავადებები (კანის ქავილი, ეგზემა, ფსორიაზი); გამოიყენება სისხლდენის შემაჩერებელი საშუალების სახით; ასევე გამოიყენება ანტიდოტის სახით მაგნიუმის მარილებით, მჟაუნმჟავით ან მისი ხსნადი მარილებით, ასევე ფტორმჟავას ხსნადი მარილებით მოწამვლის შემთხვევაში.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ჰიპერკალციემია; მიდრეკილება თრომბოზებისადმი; მძიმე ჰიპერკალციურია; გამოხატული ათეროსკლეროზი; სისხლის მომატებული შედედება; თირკმელების მძიმე უკმარისობა; სარკოიდოზი; გულის გლიკოზიდებთან, ცეფტრიაქსონთან ერთდროული გამოყენება.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ზემოქმედების სხვა სახეები
ეთილის სპირტის და კალციუმის გლუკონატის ურთიერთზემოქმედების შედეგად ეს უკანასკნელი წარმოქმნის ნალექს.
არ არის რეკომენდებული სხვა კალციუმის პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნა.
კალციუმის გლუკონატის ვენაში შეყვანა ვერაპამილის გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ ამცირებს მის ჰიპოტენზიულ მოქმედებას, მაგრამ არ მოქმედებს მის ანტიარითმიულ ეფექტზე.
თიაზიდურ დიურეზულეთან კომბინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერკალციემიის განვითარება.
ქინიდინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია შენელდეს პარკუჭშიდა გამტარობა და გაიზარდოს ქინიდინის ტოქსიკურობა.
გულის გლიკოზიდებთან მკურნალობის პერიოდში კალციუმის გლუკონატის პარენტერალური გამოყენება არ არის რეკომენდებული კარდიოტოქსიკური მოქმედების გაძლიერების გამო.
კალციუმის გლუკონატი აფერხებს ამინოგლიკოზიდების რიგის ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად განვითარებული ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დათრგუნვას.
ფენიგიდინთან ერთდროული გამოყენებისას კალციუმის პრეპარატები ამცირებენ მის ეფექტურობას.
გამოყენების თავისებურებები
კალციუმის მარილები სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის, გულის დაავადების მქონე პირებში.
პაციენტებში გამოყენებისას, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და/ან დიურეზულებს, ასევე ხანგრძლივი მკურნალობისას უნდა მოხდეს სისხლში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი, განსაკუთრებით ბავშვებში.
მათი კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი გამოყენების დროებით შეწყვეტა.
სიფრთხილით და შარდით კალციუმის ექსკრეციის დონის რეგულარული კონტროლით ინიშნება ზომიერი ჰიპერკალიურიის მქონე პაციენტებში, რომლის მაჩვენებელი აჭარბებს 300 მგ/დღ (7,5 მმოლ/დღ), ასევე თირკმელების ფუნქციის არამკვეთრად გამოხატული დარღვევების, ანამნეზში შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე პირებში. საჭიროებისას პრეპარატის დოზა მცირდება ან მკურნალობა წყდება. შარდ-გამომყოფ გზებში კონკრემენტების წარმოქმნის მიდრეკილების მქონე პირებში მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული მოხმარებული სითხის მოცულობის გაზრდა.
აუცილებელია კონტროლირდებოდეს კალციუმის დონე სისხლში და კალციუმის ექსკრექცია, განსაკუთრებით ბავშვებში, პაციენტებში ქრონიკული თირკმლის უკმარისობით ან ნეფროლითიაზით. თუ კალციუმის დონე სისხლის პლაზმაში აღემატება 2.75 მმოლ/ლ ან სადღეღამისო ექსკრექცია შარდთან ერთად აღემატება 5 მგ/კგ, მკურნალობა აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ გულის არითმიის განვითარების რისკის გამო.
შპრიცის კალციუმის გლუკონატის ხსნარით შევსების წინ, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ მასში არ არის ეთილის სპირტის ნარჩენი, ვინაიდან კალციუმის სპირტთან ურთიერთქმედების შედეგად ილექება.
სერიოზული გართულებები, მათ შორის ლეტალური დასასრულით, ვითარდებოდა ორგანიზმში კალციუმის არა ხსნადი მარილების მიკროკრისტალიზაციის შემდეგ ფიზიკურად შეუთავსებელი ხსნარების ან კალციუმის და ფოსფატების შემცველი სრული პარენტერალური კვების ხსნარების დაყოფილი შეყვანის შემდეგ.
აღწერილია ლეტალური რეაქციების შემთხვევებიდ დღე ნაკლული ან 1 თვემდე ასაკის დროული ახალშობილების ფილტვებსა და თირკმელებში ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტატების წარმოქმნის შედეგად.
სამეცნიერო გამოცემებში არსებობს ცნობები პაციენტებში სისხლსძარვშიდა პრეციპიტატების წარმოქმნის შემთხვევების შესახებ, ახალშობილების გარდა, რომლებსაც მკურნალობდნენ ცეფტრიაქსონით და კალციუმის შემცვლელი ხსნარებით, ან კალციუმის შემცველი ნებისმიერი სხვა პროდუქტებით. ინ-ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ახალშობილებში ცეფტრიაქსონ-კალციუმის პრეციპიტაციის რისკი უფრო მაღალია ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში.
არ შეიძლება ცეფტრიაქსონის შერევა ან კალციუმის შემცველი ვენაში შესაყვანი ნებისმიერ ხსნართან ერთად შეყვანა ნებისმიერი ასაკის პაციენტებში.
თუმცა 28 დღიდან ასაკის პაციენტებში ცეფტრიაქსონისა და კალციუმის შემცველი ხსნარების შეყვანა შეიძლება თანმიმდევრულად ერთი მეორის შემდეგ, თუ ინფუზია სხვადასხვა უბნებზე ტარდება ან თუ ინფუზიის სისტემა შეცვლილია ნალექის წარმოქმნის პრევენციის მიზნით.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო საშუალების გამოყენება გამოყენება შეიძლება დედისათვის სარგებელი/ნაყოფისათვის (ბავშვისთვის) რისკის შეფარდების გათვალისწინების პირობით. კალციუმი აღწევს დედის რძეში რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე და რეაქციის სისწრაფეზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე და რეაქციის სისწრაფეზე.
გამოყენების წესი და დოზები.
შეიყვანება ვენაში ან კუნთში.
გამოყენებამდე ხსნარის შემცველი ამპულა უნდა შეთბეს სხეულის ტემპერატურამდე. ხსნარი შეიყვანება ნელა, 2-3 წუთის განმავლობაში.
14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები - შეიყვანება 5-10 მლ ,,კალციუმის გლუკონატი-დარნიცა (სტაბილიზირებული)’’ ყოველდღიურად ან 1-2 დღის გამოშვებით, შეყვანის სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და დაავადების მიმდინარეობაზე.
ბავშვებში შეიყვანება მხოლოდ ვენაში, დოზა დამოკიდებულია ასაკზე, 10% კალციუმის გლუკონატის ხსნარის შეყვანა ხდება შემდეგი დოზით: 6 თვემდე ასაკი - 0,1-1 მლ, 6-12 თვე - 1-1,5 მლ, 1-3 წელი - 1,5-2 მლ, 4-6 წელი - 2-2,5 მლ, 7-14 წელი - 3-5 მლ.
1 მლ-ზე ნაკლები რაოდენობით ხსნარის შესაყვანად ერთჯერადი დოზა იზრდება შესაბამის მოცულობამდე (შპრიცის მოცულობა) 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით ან 5%-იანი გლუკოზის ხსნარით.
ბავშვები.
14 წლამდე ბავშვთა ასაკში პრეპარატის კუნთში შეყვანა არ არის რეკომენდებული, რადგანაც არსებობს ნეკროზის განვითარების შესაძლებლობა.
ჭარბი დოზა.
სიმპტომები: შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერკალციემია.
ჰიპერკალციემიის სიმპტომებია ანორექსია, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, კუნთების სისუსტე, პოლიდიპსია, პოლიურია, ფსიქიკური აშლილობები, ნეფროკალცინოზი, ნეფროლითიაზი; მძიმე შემთხვევებში - გულის არითმია და კომა.
მკურნალობა: უმნიშვნელო ჭარბი დოზის შემთხვევაში (კალციუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში - 2,6-2,9 მმოლ/ლ) პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა, ასევე წყდება სხვა კალციუმისშემცველი სამკურნალო საშუალებების გამოყენება. მძიმე ჭარბი დოზის შემთხვევაში (კალციუმის კონცენტრაცია სისხლის შრატში 2,9 მმოლ/ლ მეტი) პარენტერალურად შეიყვანება კალციტონინი დღეში სხეულის წონის 5-10 სე/სხეულის წონის კგ დოზით (განზავებული 500 მლ 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით), ვენაში წვეთოვნად 6 საათის განმავლობაში. შესაძლებელია ვენაში ნელი ნაკადით შეყვანა 2-4-ჯერ დღეში. გამოიყენება არათიაზიდური დიურეზულები, ხორციელდება კალიუმის და მაგნიუმის კონცენტრაციის კონტროლი შრატში, საჭიროების შემთხვევაში - შეიყვანება კალიუმის და მაგნიუმის პრეპარატები; ტარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის კონტროლი, არითმიის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება ბეტა-ადრენობლოკატორები. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ჰემოდიალიზი.
გვერდითი რექციები
სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა, თავის სიმძიმის შეგრძნება, სინკოპური მდგომარეობა, ზოგადი სისუსტე, არტერიული ჰიპოტენზია, ვაზომოტორული კოლაფსი, ზოგჯერ ლეტალური. ზოგჯერ შესაძლებელია დიარეა, ბრადიკარდია, ცხელების შეგრძნება პირის ღრუში, შემდეგ კი მთელ სხეულში, რაც მალევე თავისით გაივლის; კალციუმის ხსნარის ექსტრავაზაციის შედეგად რბილი ქსოვილების კალციფიცირება. კალციუმის მარილების კუნთში ინექციამ შესაძლებელია გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება.
ძალიან იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიურ შოკიც კი.
ვარგისობის ვადა. 3 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ეთილის სპირტთან, დამამჟავებლებთან, ლიმონმჟავასთან, კარბონატებთან, ბიკარბნონატებთან, ფოსფატებთან, სალიცილატებთან, სულფატებთან, ტარტრატებთან.
ფიზიკური შეუთავსებლობა ამფოტერიცინთან, ცეფალოტინის ხსნართან, ცეფამანდოლთან, ვეფტრიაქსონთან, ნოვობიოცინ-ნატრიუმთან, დობუტამინის ჰიდროქლორიდთან, პროქლორპირაზინთან, ტეტრაციკლინთან.
შეფუთვა
5 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში, 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა კოლოფში; 10 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში, 1 ან 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account