ASPIRIN CARDIO - ასპირინი კარდიო 0.1გ 28 ტაბლეტი
ჩვენება:პრეპარატი ასპირინი კარდიო თავიდან აცილებს სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) ადგეზიას და აგრეგაციას და ამით თავიდან აცილებს სისხლის კოლტების (თრომბების) წარმოქმნას.
ასპირინი კარდიო
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, 100 მგ
აცეტილსალიცილის მჟავა
პრეპარატის გამოყენებამდე მთლიანად წაიკითხეთ ჩანართი ფურცელი, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს შეიცავს.
- შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- პრეპარატი სწორედ თქვენ დაგენიშნა. ნუ გადასცემთ მას სხვა ადამიანებს. მას შეუძლია ზიანის მიყენება, თუნდაც მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვეოდეს.
- რაიმე არასასურველი რეაქციის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ჩანართი ფურცლის მე-4 კარში ჩამოთვლილზე.
ჩანართი ფურცლის შინაარსი
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ასპირინი კარდიო და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს გამოყენებამდე
3. პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს გამოყენება
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5. პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს შენახვა
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
1. რას წარმოადგენს პრეპარატი ასპირინი კარდიო და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ასპირინი კარდიო თავიდან აცილებს სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) ადგეზიას და აგრეგაციას და ამით თავიდან აცილებს სისხლის კოლტების (თრომბების) წარმოქმნას (თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება).
პრეპარატი ასპირინი კარდიო 100 მგ გამოიყენება:
- არასტაბილური სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდის არეში გულის კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო) დროს – როგორც სტანდარტული თერაპიის ნაწილი;
- მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს – როგორც სტანდარტული თერაპიის ნაწილი;
- განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის პირველადი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა);
- არტერიულ სისხლძარღვებზე ქირურგიული ან სხვა ჩარევების შემდეგ (მაგალითად, აორტო-კორონარული ვენური შუნტირების [აკშ] ან პირველადი კანქვეშა კორონარული ჩარევის [პკკჩ]) შემდეგ;
- ტრანზიტორული იშემიური შეტევების (ტიშ) და ტვინის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის დაავადების მომასწავებელი ნიშნების გაჩენის შემდეგ (მაგალითად, სახის ან ხელების კუნთების პარალიჩის გარდამავალი ნიშნები, ან გარდამავალი მხედველობის დაკარგა).
შენიშვნა: პრეპარატი ასპირინიÒ კარდიო 100 მგ განკუთვნილი არ არის ტკივილის შესასუსტებლად.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს 100 მგ გამოყენებამდე
პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს 100 მგ გამოყენება არ შეიძლება:
- თუ გაქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავაზე, სალიცილატებზე ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ნებისმიერ სხვა დამხმარე კომპონენტზე, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 კარში;
- თუ ადრე თქვენ გამოგივლინდათ არასასურველი რეაქციები ტკივილის, მაღალი სიცხის ან ანთების საწინააღმდეგო გარკვეული სამკურნალო პრეპარატების (სალიცილატები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) გამოყენების ფონზე, რასაც თან ახლავდა ასთმის შეტევები ან სხვა ალერგიული რეაქციები;
- თუ გაქვთ მწვავე ფორმის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
- თუ გაქვთ პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მომატებული სისხლდენადობით (ჰემორაგიული დიათეზი);
- თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა;
თუ გაქვთ მძიმე ფორმის გულის უკმარისობა, რომლის დროსაც თქვენ არ იღებთ ადეკვატურ მკურნალობას;
- თუ ერთდროულად იყენებთ მეტოტრექსატს 15 მგ ოდენობით კვირაში ერთ ან მეტ ჯერ;
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრში – ისეთი დოზით, რომელიც აღემატება აცეტილსალიცილის მჟავას 150 მგ დოზას დღეში (იხილეთ თავი «ორსულობა და ძუძუთი კვება»).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ გამოყენებამდე აუცილებელია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაქევტთან კონსულტაციის გავლა:
- თუ გაქვთ ჰიპერმგრძობელობა (ალერგია) სხვა ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ან რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატების ან სხვა ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ალერგიული რეაქციის პროვოცირებას ახდენს;
- თუ ამავდროულად იღებთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, როგორიცაა, მაგალითად, იბუპროფენი ან ნაპროქსენი (ტკივილის, ტემპერატურის მატების ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) (აგრეთვე იხილეთ მე-2 კარი «მოქმედების შესუსტება»).
- თუ გაქვთ სხვა სახის ალერგია (მაგალითად, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა კანის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება);
- თუ გაქვთ ბრონქიალური ასთმა, თივისმიერი ცხელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (ცხვირის პოლიპები) ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები;
- თუ იყენებთ თანმდევ მკურნალობას ანტიკოაგულანტი პრეპარატებით (მაგალითად, კუმარინის წარმოებულებით, ჰეპარინით, ჰეპარინის მცირე დოზებით თერაპიის გამოკლებით);
- თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან ანამნეზში გაგაჩნიათ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა;
- თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
- თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღევა ან გულ-სისხლძარღვოვანი სისხლის მიმოქცევის დარღვევები (მაგალითად, რომლებიც წარმოიქმნა თირკმლის არტერიების ათეროსკლეროზის, მიყუჩებული გულის უკმარისობის, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირების, ფართო ქირურგიული ჩარევების, სეფსისის ან მასიური სისხლდენების შემთხვევების გამო), ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია თირკმლის მწვავე უკმარისობის და თირკმლის ფუნქციის დარღვევების რისკის ამაღლება;
- ქირურგიული ჩარევის წინ (უმნიშვნელო ქირურგიული ჩარევის ჩათვლით, როგორიცაა კბილის ამოღება), სისხლდენის ალბათობის გაზრდის გამო. აუცილებელია თქვენი მკურნალი ექიმის ან სტომატოლოგის შეტყობინება პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ გამოყენების შესახებ;
- გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის (გ6ფდ) დეფიციტის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია ჰემოლიზის ან ჰემოლიზური ანემიის გამოწვევა. ჰემოლიზის რისკის მატების უნარის მქონე ფაქტორს განეკუთვნება, მაგალითად, მაღალი დოზები, მომატებული ტემპერატურა ან მწვავე ინფექციები.
სიფრთხილის კიდევ რა ზომების მიღებაა საჭირო?
დაბალი დოზით გამოყენებისას აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს შარდმჟავის გამოდევნას. ამას შეუძლია ნიკრისის ქარის შეტევის გამოწვევა ამ დაავადებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
ჭრილობის ან ტრავმის შემთხვევაში სისხლდენის შეჩერებას ჩვეულებრივზე მეტი დრო საჭირდება. ეს დაკავშირებულია პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ მოქმედებასთან. მცირე ჭრილობები და დაზიანებები (მაგალითად, პარსვის დროს) ჩვეულებრივ უმნიშვნელოა. თუ შეიმჩნევა უჩვეულო სისხლდენა (ანომალური ხანგრძლივობის ან უჩვეულო ადგილას), საჭიროა თქვენი მკურნალი ექიმისთვის მიმართვა.
მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მაღალი დოზით ისეთი პრეპარატების მიღება, რომელთა შემადგენლობაში შედის აცეტილსალიცილის მჟავა.
ბავშვები და მოზარდები
დაუშვებელია პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ გამოყენება ბავშვებში ან მოზარდებში ცხელებითი მდგომარეობის მკურნალობისთვის, გამონაკლისია ექიმის დანიშნულება და მკურნალობის სხვა მეთოდების არაეფექტურობა. ხანგრძლივი პირღებინება ასეთი დაავადებების ფონზე შეიძლება იყოს რეიეს სინდრომის ნიშანი – ძალზე იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საფრთხის მქონე დაავადებისა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარების გაწევას.
სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი ასპირინი კარდიო 100 მგ
აუცილებელია თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის შეტყობინება ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის რეგულარული გამოყენების/მიღების, ცოტა ხნის წინ გამოყენების/მიღების ან შესაძლო გამოყენების/მიღების შესახებ.
სამკურნალო პრეპარატით ასპირინიÒ კარდიო-თი 100 მგ თანმდევ თერაპიას შეუძლია გავლენის მოხდენა ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო პრეპარატების ან ნივთიერებათა ჯგუფის მოქმედებაზე.
მოქმედების გაძლიერება არასასურველი რეაქციების განვითარების რისკის გაზრდის ჩათვლით:
- ანტიკოაგულანტები (მაგალითად, კუმარინი, ჰეპარინი) და თრომბოლიზური პრეპარატები: აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია სისხლდენის განვითარების რისკის გაზრდა, თუ მას იყენებენ ანტიკოაგულანტებით თერაპიის წინ. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ყურადღების გამახვილება გარე ან შიდა სისხლდენის ნიშნებზე (მაგალითად, სისხლნაჟღენთი) მსგავსი თერაპიის გავლის დროს.
- თრომბოციტების აგრეგაციის სხვა ინჰიბიტორები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ აგრეგაციისადმი თრომბოციტების უნარს), მაგალითად, ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი: სისხლდენის განვითარების რისკის გაზრდა.
- კორტიზონის ან მისი მსგავსი ნივთიერებების შემცველი სამკურნალო პრეპარატები (ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო პრეპარატების ან კორტიზონ-ჩანაცვლებითი თერაპიის გარდა ადისონის დაავადების დროს): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და კუჭ-ნაწლავის წყლულის განვითარების მომატებული რისკი.
- ალკოჰოლი: კუჭ-ნაწლავის წყლულის და სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი.
- სხვა ანალგეტიკები და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატები (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) და რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები სალიცილის მჟავით: კუჭ-ნაწლავის წყლულის და სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი.
- დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ინსულინი, ტოლბუტამიდი, გლიბენკლამიდი (სულფონილშარდმჟავას წარმოებულები) აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად უფრო დიდი დოზით: შესაძლებელია სისხლში გლუკოზის დონის შემცირება.
- დიგოქსინი (სამკურნალო პრეპარატი გულის კუნთის შეკუმშვის ძალის ამაღლებისთვის).
- მეტოტრექსატი (სამკურნალო პრეპარატი კიბოს და ზოგიერთი რევმატული დაავადების მკურნალობისთვის).
- ვალპროის მჟავა (სამკურნალო პრეპარატი კრუნჩხვითი შეტევების მკურნალობისთვის, რომლებიც ჩნდება თავის ტვინის დაავადების [ეპილეფსიის] დროს).
- სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (განსაზღვრული სამკურნალო პრეპარატები დეპრესიის მკურნალობისთვის): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის მომატებული რისკი.
მოქმედების შესუსტება:
- განსაზღვრული სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოდევნას (დიურეტიკები, ე.წ. ალდოსტერონის ანტაგონისტები, მაგალითად, სპირონოლაქტონი და კანრენოატი, აგრეთვე მარყუჟიანი დიურეტიკები, მაგალითად, ფუროსემიდი).
- ზოგიერთი პრეპარატი ჰიპერტონიის მკურნალობისთვის (კერძოდ, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები [აგფ]).
- პრეპარატები ნიკრისის ქარის მკურნალობისთვის, რომლებიც ააქტიურებს შარდმჟავას გამოდევნას (მაგალითად, პრობენეციდი, ბენზბრომარონი).
- ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (აცეტილსალიცილის მჟავის გარდა), როგორიცაა იბუპროფენი ან ნაპროქსენი: სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო 100 მგ ეფექტის შესუსტება, რომელიც აჩერებს თრომბოციტების ადგეზიას და აგრეგაციას; შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს დამცავი ეფექტის შემცირება ინფარქტისა და ინსულტისგან.
- მეტამიზოლს (ტკივილის და ტემპერატურის მატების საწინააღმდეგო პრეპარატი) თანმდევი გამოყენების დროს შეუძლია თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის უჯრედების დაგროვება და თრომბის ფორმირება) აცეტილსალიცილის მჟავის გავლენის შესუსტება. ამიტომ ასეთი შეთავსება უნდა გამოიყენოს სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასპირინის დაბალ დოზებს კარდიოპროტექციისთვის.
აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებამდე აუცილებელია თქვენი მკურნალი ექიმის შეტყობინება მიღებული სამკურნალო პრეპარატების შესახებ. თუ თქვენ რეგულარულად იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე (ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით).
ნუ მიიღებთ სამკურნალო პრეპარატი ასპირინიÒ კარდიო 100 მგ ნებისმიერ სხვა ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატთან ერთდროულად, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომლებიც პირდაპირ არის მითითებული თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
სამკურნალო პრეპარატი ასპირინი კარდიო 100 მგ და ალკოჰოლი
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ დაუშვებელია აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, აგრეთვე თუ თქვენ ვარაუდობთ რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, საჭიროა თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა, მოცემული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე.
ორსულობა
ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრების განმავლობაში სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ გამოყენება საჭიროა მხოლოდ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში დაუშვებელია აცეტილსალიცილის მჟავის, რომელიც სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს, გამოყენება ისეთი დოზით, რომელიც დღეში 150 მგ-ს აღემატება, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგ დედისა და ბავშვისათვის გართულებების განვითარების მომატებული რისკის გამო (ასევე იხილეთ კარი «პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო 100 მგ გამოყენება დაუშვებელია»). ორსულობის ბოლო ტრიმესტრში აცეტილსალიცილის მჟავის ისეთი დოზების გამოყენება, რომლებიც დღეში 150 მგ ტოლია ან ნაკლებია, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დანიშნულია თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
ძუძუთი კვება
აცეტილსალიცილის მჟავის და მისი მეტაბოლიტების მცირე ოდენობები აღწევს დედის რძეში. ამ მომენტისთვის შემჩნეული არ იყო მავნე ზემოქმედება ჩვილ ბავშვებზე, მაშასადამე, საჭირო არ არის ძუძუთი კვების შეწყვეტა, თუ დღიური დოზა არ აღემატება 150 მგ-ს. უფრო მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში (დღეში 150 მგ მეტი) საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები საჭირო არ არის.
მოცემული სამკურნალო პრეპარატის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი აბი შეიცავს ნატრიუმს 1 მოლზე ნაკლები ოდენობით (23 მგ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
3. პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს 100 მგ გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციებისადმი სრული შესაბამისობით. ეჭვის გაჩენისას გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაქევტთან.
დოზირება:
თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა სხვა რამ არ დაგინიშნათ, რეკომენდებული დოზა შეადგენს:
არასტაბილური სტენოკარდიის დროს (ტკივილი გულმკერდის არეში გულის კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო)
რეკომენდებულია პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო 100 მგ 1 ტაბლეტის მიღება დღეში 1-ჯერ (ეკვივალენტურია აცეტილსალიცილის მჟავის 100 მგ დღეში).
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს
რეკომენდებულია პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო 100 მგ 1 ტაბლეტი მიღება დღეში 1-ჯერ (ეკვივალენტურია აცეტილსალიცილის მჟავის 100 მგ დღეში).
განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის პირველადი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ (განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა)
რეკომენდებულია პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო 100 მგ 3 ტაბლეტის მიღება დღეში 1-ჯერ (ეკვივალენტურია აცეტილსალიცილის მჟავის 300 მგ დღეში).
არტერიულ სისხლძარღვებზე ქირურგიული ან სხვა ჩარევების შემდეგ (მაგალითად, აკშ-ს შემდეგ, პკკჩ-ს დროს)
რეკომენდებულია პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო 100 მგ 1 ტაბლეტის მიღება დღეში 1-ჯერ (ეკვივალენტურია აცეტილსალიცილის მჟავის 100 მგ დღეში).
პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-თი თერაპია უნდა დაიწყოს აორტო-კორონარული შუნტირების (აკშ) შემდეგ, უკეთესია ოპერაციის ჩატარებიდან 24 საათში.
ტრანზიტორული იშემიური შეტევების (ტიშ) და ტვინის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის დაავადების მომასწავებელი ნიშნების გაჩენის შემდეგ
რეკომენდებულია პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო 100 მგ 1 ტაბლეტის მიღება დღეში 1-ჯერ (ეკვივალენტურია აცეტილსალიცილის მჟავის 100 მგ დღეში).
გამოყენების მეთოდი:
საჭიროა ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა დიდი ოდენობით წყლის დაყოლებით, შეძლებისდაგვარად ჭამამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე.
მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობისთვის საჭიროა პირველი ტაბლეტის ჩაკბეჩა და დაღეჭვა.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
სამკურნალო პრეპარატი ასპირინიÒ კარდიო 100 მგ განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. გადაწყვეტილება მკურნალობის ხანგრძლივობის თაობაზე უნდა მიიღოს თქვენმა მკურნალმა ექიმმა.
თუ თქვენ მიიღეთ სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ დოზა, რომელიც დანიშნულ დოზას აღემატება
თავბრუდახვევა და შუილი ყურებში, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულის ასაკის პაციენტებში, შესაძლოა მოწმობდეს სერიოზული მოწამვლის შესახებ.
თუ გაქვთ ეჭვი სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ გადაჭარბებული დოზით მიღებაზე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შეახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ზომებთან დაკავშირებით დოზის გადაჭარბების/ინტოქსიკაციის დონის მიხედვით.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს 100 მგ მიღება
თუ თქვენ მიიღეთ სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ არასაკმარისი დოზა ან საერთოდ არ გამოგიყენებიათ პრეპარატი, საჭირო არ არის შემდეგ ჯერზე პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება; აუცილებელია პრეპარატის მიღება ინსტრუქციის ან თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
თუ თქვენ შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს 100 მგ მიღება
დაუშვებელია სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ მკურნალობის შეჩერება ან შეწყვეტა თქვენს მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიცემული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით აუცილებელია მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად მოცემულ სამკურნალო პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, მაგრამ არა ყველასათვის.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ხშირად: (შეიძლება წარმოექმნას არაუმეტეს 1 პაციენტს 10-დან)
- დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, ისეთი, როგორიცაა გულძმარვა, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა.
- უმნიშვნელო სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მიკროსისხლდენა).
არახშირად: (შესაძლოა წარმოექმნას 100 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს)
- კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა. სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ ხანგრძლივ გამოყენებას შეუძლია რკინადეფიციტური ანემიის გამოწვევა, რომელიც განპირობებულია ფარული სისხლდენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
- კუჭ-ნაწლავის წყლულები, რომლებსაც იშვიათ შემთხვევებში შეუძლია პერფორაციის გამოწვევა.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება.
უცნობია: (არსებული მონაცემების გათვალისწინებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია)
- ნაწლავების ლორწოვანი გარსის უკვე არსებული დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს მემბრანების წარმოქმნას ნაწლავთა ღრუში ნაწლავის სანათურის შემდგომი შევიწროვებით.
შავი ფერის განავლის ან სისხლიანი პირღებინების შემთხვევაში (კუჭში სერიოზული სისხლდენის ნიშანია) საჭიროა დაუყოვნებლივ თქვენი მკურნალი ექიმისთვის მიმართვა (იხილეთ ასევე კარი «ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნას»).
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან
არახშირად: (შესაძლოა წარმოექმნას 100 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს)
- კანის რეაქციები (ძალზე იშვიათად მთავრდება კანზე და ლორწოვან გარსზე გამონაყარის მძიმე ფორმით, რასაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა [ექსუდატიური მულტიფორმული ერითემა]).
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
იშვიათად: (შესაძლოა წარმოექმნას 1000 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს)
- მომატებული მგრძნობელობის რეაქციები კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან, განსაკუთრებით ასთმის მქონე პაციენტებში.
მსგავს სიმპტომებს განეკუთვნება: არტერიული წნევის დაწევა, ქოშინის შეტევები, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ცხვირის გაჭედილობა, ალერგიული რეაქციები, სახის, ენის და ხორცის შეშუპება (ანგიონევროტიული შეშუპება).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
თავის ტკივილი, თავბრუდახვევა, არეული გონება, სმენის დარღვევა ან ზარის ხმა ყურებში შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების ნიშანი, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანში შესული ასაკის პირებში (იხილეთ ასევე კაი «თუ მიიღეთ სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ ისეთი დოზა, რომელიც დანიშნულს აღემატება»).
დარღვევები სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემის მხრიდან
იშვიათიდან (შესაძლოა წარმოექმნას 1000 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს)
ძალზე იშვიათამდე (შესაძლოა წარმოექმნას 1000 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს):
სერიოზული სისხლდენები, ისეთი, როგორიცაა ტვინშიდა სისხლჩაქცევა, განსაკუთრებით არაკონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში და/ან თანმდევი თერაპიის ჩატარებისას ისეთი პრეპარატებით, რომლებიც ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას (ანტიკოაგულანტები); ცალკეულ შემთხვევებში ამ სისხლდენებს შეუძლია სიცოცხლისათვის პოტენციური საფრთხის წარმოქმნა.
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის (გ6ფდ) დეფიციტის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა ჰემოლიზის ან ჰემოლიზური ანემიის შემთხვევები.
სისხლდენა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილების სისხლდენადობა, კანის სისხლდენა ან შარდგამომყოფი სისტემიდან სისხლდენა, შესაძლებელია სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდით. აღნიშნული მოქმედება შეიძლება შენარჩუნდეს გამოყენებიდან 4-8 დღის განმავლობაში.
დარღვევები ღვიძლის მხრიდან
ძალზე იშვიათად: (შესაძლოა წარმოექმნას 10 000 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს)
ღვიძლის ფუნქციის მომატებული მაჩვენებლები.
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრიდან
ძალზე იშვიათად: (შესაძლოა წარმოექმნას 10 000 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს)
თირკმელების ფუნქციის დარღვევა და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ძალზე იშვიათად: (შესაძლოა წარმოექმნას 10 000 პაციენტიდან არაუმეტეს 1-ს)
- გლუკოზის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოგლიკემია)
- მცირე დოზით გამოყენებისას აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს შარდმჟავის გამოდევნას. ამას შეუძლია ნიკრისის ქარის შეტევის გამოწვევა ამ დაავადებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
ზომები, რომლებიც მიღებული უნდა იქნას
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციის შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ გამოყენება უნდა შეწყდეს.
აუცილებელია შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, ვინაიდან მას შეუძლია არასასურველი რეაქცი(ებ)ის სიმძიმის ხარისხის შეფასება და იმის გადაწყვეტა, თუ რა ზომების მიღებაა საჭირო.
სამკურნალო პრეპარატ ასპირინიÒ კარდიო-ს 100 მგ გამოყენება უნდა შეწყდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციის პირველივე ნიშნების გაჩენისას.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ გაქვთ რაიმე არასასურველი რეაქცია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. წინამდებარე რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ჩანართ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ (საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულია ჩანართი ფურცლის მე-6 კარში). არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით თქვენ გვეხმარებით სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი მონაცემების შეგროვებაში.
5. პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს შენახვა
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო პრეპარატი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა იწურება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს იმ სამკურნალო პრეპარატების უტილიზაციის შესახებ ინფორმაციისთვის, რომელსაც უკვე არ იღებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
სამკურნალო პრეპარატ ასპირინი კარდიო-ს შემადგენლობა
- მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავის 100 მგ.
- დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა, ფხვნილი, სიმინდის სახამებელი; გარსი: მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის თანაპოლიმერი (1:1), პოლისორბატი 80, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, ტრიეთილციტრატი.
როგორ გამოყურება პრეპარატი ასპირინიÒ კარდიო და როგორია შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი ორმხრივად ამობურცული აბები, დაფარული თეთრი ფერის გარსით.
14 ტაბლეტი ალუმინის/პოლიპროპილენის ბლისტერში; 2 (28 ტაბლეტი) ან 4 (56 ტაბლეტი) ბლისტერი ჩანართ ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.
აფთიაქებიდან გაშვების პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account