ბენევრონი B 3 მლ.. 5 ამპულა
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა:
მუქი-წითელი ან მოყავისფრო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 250 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი, რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატის ფორმით) 4 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 250 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 1500 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, მონოთიოგლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ სწრაფად აღწევს სისხლში. ღვიძლში განიცდის ფოსფორილირებას. გროვდება ღვიძლში, გულში, ტვინში, თირკმელებში, ელენთაში, მაგრამ მისი მარაგი ორგანიზმში უმნიშვნელოა. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და ვლინდება დედის რძეში. გამოიყოფა ნაწლავების ან თირკმელების მეშვეობით.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ნაწილდება ყველა ორგანოში და ქსოვილში, დეპონირდება კუნთოვან ქსოვილში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში და მიოკარდიუმში. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი – 66-84 წთ. გამოიყოფა თირკმელებით, პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიტების სახით, მაღალი დოზებით მიღებისას – ძირითადად უცვლელი სახით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა განავალთან ერთად. გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს, მაგრამ უფრო ნელა, ვიდრე თირკმელებით ექსკრეციისას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება ძირითადად ღვიძლში, ნაკლებად – კუნთებში და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. აღწევს პლაცენტაში, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი – 15-20 დღე. გამოიყოფა თირკმელებით, ასევე ჰემოდიალიზის დროს.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი). ინტრამუსკულარული შეყვანის შემგეგ პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 60 წუთში. სისხლში უკავშირდება სპეციფიკურ ცილებს – ტრანსკობალამინებს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირდება უპირატესად ღვიძლში. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს ციანოკობალამინის 7-10% გამოიყოფა თირკმელებით, დაახლოებით 50% – ფეკალურ მასებთან ერთად; თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის დროს – 0-7% თირკმელებით, 70-100% – ფეკალურ მასებთან ერთად. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.
გამოყენების ჩვენებები
- B1, B2, B6 და B12 ვიტამინების ჰიპო- და ავიტამინოზი;
- ნერვული სისტემის დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, როგორებიც არის პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგიები, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულიტები, რეტრობულბარული ნევრიტები, სარტყლისებრი ჰერპესი, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშორისი ნევრალგიები, სახის ნერვის პარეზები, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები;
- ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური, პოსტტრავმული);
- სხვადასხვა გენეზის ანემიები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
- კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
- სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი;
- ოფთალმოლოგიური დაავადებები: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიდოციკლიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული;
- მომატებული ფიზიკური დატვირთვა;
- იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია.
გამოყენების წესი და დოზები
ხსნარი ინსტრამუსკულარული შეყვანისათვის.
პრეპარატის ბენევრონი B დოზირების რეჟიმსა და გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად - 3 მლ (1 ამპულა) ერთხელ დღეში. საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთში.
ექიმის დანიშნულებით პრეპარატის 1 ამპულა შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-3 დღეში ერთხელ.
ბავშვები
10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი.
არასასურველი რეაქციები
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის, ანაფილაქსია, გამონაყარი, ჭინჭრის ციება).
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - პარესთეზია.
სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია - ჰიპოტენზია.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: სიხშირე უცნობია - რეაქციები ინექციის ადგილას (მათ შორის ტკივილი და შეშუპება).
სხვა დაფიქსირებული სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, ალები, თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა, გულისრევა, აკნე და ბულოზური გამონაყარი, ტრემორი. მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების პირველი კვირების განმავლობაში შეიძლება განვითარდეს რეაქტიული თრომბოციტოზი.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისათვის.
ჭარბი დოზირება
B ჯგუფის ვიტამინების გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევები ძალიან იშვიათია, რადგან ისინი წყალში ხსნადია და მათი ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად. დოზის გადაჭარბების ნიშნებს წარმოადგენს: დაბუჟება, ჩხვლეტა ფეხებში, ხელებში ან სხეულის სხვა ნაწილებში, მგრძნობელობის, წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
მკურნალობა: სიმპტომური.
გამოშვების ფორმა
3 მლ საინექციო ხსნარი ყვითელი მინის ამპულაში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account