Adenuric - ადენურიკი 120მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება:ადენურიკი გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ.
1. ადენურიკის® აღწერა და გამოყენება
პრეპარატ ადენურიკი® ტაბლეტების მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ფებუქსოსტატი, ის გამოიყენება პოდაგრის – ორგანიზმში შარდმჟავას (ურატების) ჭარბი დაგროვებით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ. ზოგიერთი ადამიანის სისხლი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით შარდმჟავას, ამასთან დაკავშირებით ის ხდება არახსნადი. აღნიშნულის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ურატების კრისტალები, რომლებიც გროვდება სახსრებსა და თირკმლებში. მოცემულ პროცესს შეიძლება თან ახლდეს სახსრის მოულოდნელი
ძლიერი ტკივილი, გაწითლება, შესივება და ტემპერატურის მომატება (პოდაგრის შეტევა). თუ მკურნალობა არ იქნება ჩატარებული, ცალკეული კრისტალები წარმოქმნის დიდ გროვას (ტოფუსებს) სახსრებსა და მათ გარშემო. ამ ტოფუსებს შეუძლია სახსრისა და ძვლის დაშლა.
პრეპარატ ადენურიკის® ეფექტი დაფუძნებულია შარდმჟავას დონის შემცირებაზე. ადენურიკის® მიღების შედეგად შარდმჟავას კონცენტრაცია რჩება საკმაოდ დაბალი, რაც ხელს უშლის კრისტალების წარმოქმნას და დროთა განმავლობაში ხელს უწყობს დაავადების სიმპტომების სიმძიმის შემცირებას. თუ შარდმჟავას კონცენტრაცია დაბალია ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ტოფუსების ზომაც შეიძლება შემცირდეს.
ადენურიკი® 120 მგ, ტაბლეტები, აგრეთვე გამოიყენება სისხლში შარდმჟავას მაღალი კონცენტრაციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, რაც შეიძლება განვითარდეს სისხლის ავთვისებიანი დაავადებების დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის დასაწყისში. ქიმიოთერაპიის ჩატარებისას ხდება სიმსივნის უჯრედების დაშლა, რაც იწვევს სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებას, თუ არ ტარდებოდა შარდმჟავას წარმოქმნის პროფილაქტიკა.
პრეპარატი ადენურიკი® განკუთვნილია მოზრდილთათვის.
2. რა უნდა ვიცოდეთ ადენურიკის® მიღების დაწყებამდე
ადენურიკის® მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევაში:
• ალერგია ფებუქსოსტატის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ადენურიკის® მიღების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ:
• გაწუხებთ (ან წარსულში გაწუხებდათ) გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადებები.
• გაწუხებთ (ან წარსულში გაწუხებდათ) თირკმლის დაავადებები ან/და გქონდათ მძიმე
ალერგიული რეაქციები ალოპურინოლის მიმართ (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ).
• გაწუხებთ (ან წარსულში გაწუხებდათ) ღვიძლის დაავადებები ან ადგილი აქვს ღვიძლის
სინჯების გადახრას.
• თქვენ მიიღეთ მკურნალობა შარდმჟავას დონის მომატებასთან დაკავშირებით ლეშ- ნიხანის სინდრომის შემთხვევაში (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე).
• გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება ადენურიკის® მიმართ მძიმე ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 4). შესაძლო სიმპტომები ან ალერგიული რეაქციები არის:
• გამონაყარი, მძიმე ფორმების ჩათვლით (როგორიცაა, ბუშტუკები, კვანძები, გამონაყარი
ქავილით ან ექსფოლიაციური გამონაყარი), კანის ქავილი,
• კიდურების ან სახის შეშუპება,
• სუნთქვის გაძნელება,
• ციებ-ცხელება ან ლიმფური კვანძების გადიდება,
• აგრეთვე სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ალერგიული მდგომარეობები გულის და სისხლის მიმოქცევის გაჩერებით.
მკურნალ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პრეპარატ ადენურიკით® თერაპიის უვადოთ შეწყვეტის შესახებ.
არსებობს იშვიათი ცნობები სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში კანზე გამონაყარის გამოვლენის შესახებ პრეპარატ ადენურიკის® მიღების შემდეგ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი), როდესაც სხეულზე ჯერ ჩნდება მოწითალო, ბრტყელი ფორმის ლაქები ან ცირკულარული კერები, ხშირად ბუშტუკით ცენტრში. აგრეთვე, ამ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს წყლულები პირის ღრუში, ხახაში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე და კონიუნქტივიტი (თვალების გაწითლება და შესივება). გამონაყარის პროგრესირება შესაძლებელია ბუშტუკების გავრცელებით და კანის აქერცვლით.
ფებუქსოსტატის მიღების შემდეგ სტივენს-ჯონსონის სინდრომის განვითარების შემთხვევაში ადენურიკის® მიღების გაგრძელება არ შეიძლება. გამონაყარის ან ზემოაღნიშნული კანის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მას, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
თუ ამჟამად თქვენ აღგენიშნებათ პოდაგრის გამწვავება (სახსრების მოულოდნელი ძლიერი ტკივილი, გაწითლება, მტკივნეულობა, შესივება და ტემპერატურის მომატება), პრეპარატ ადენურიკით® მკურნალობის დაწყებამდე დაელოდეთ მის გაყუჩებას.
ზოგიერთ შემთხვევაში პოდაგრის გამწვავებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი პრეპარატებით მკურნალობის დასაწყისში. ასეთი გამწვავება ყველა პაციენტს არ აღენიშნება, მაგრამ პრეპარატ ადენურიკით® მკურნალობის პირველ კვირებში ან თვეებში შეიძლება გამოვლინდეს პოდაგრის შეტევები. მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ მკურნალობა ასეთი შეტევების გამოვლენისას, რადგან ამ შემთხვევაშიც კი ადენურიკი® ხელს უწყობს შარდმჟავას კონცენტრაციის შემცირებას. თუ თქვენ იღებთ
ადენურიკს® ყოველდღიურად, ექიმის დანიშნულების თანახმად, დროთა განმავლობაში პოდაგრის შეტევები უფრო იშვიათი და ნაკლებად მტკივნეული გახდება.
აუცილებლობის შემთხვევაში თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლის პოდაგრის სიმპტომების განვითარებას ან ამსუბუქებს მათ (სახსრების ტკივილი და შესივება).
პაციენტებში ურატების ძალიან მაღალი დონით (მაგალითად ქიმიოთერაპიის ჩატარებისას ავთვისებიანი დაავადებების გამო), შარდმჟავას დონის დამაქვეითებელი პრეპარატებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზებში ქსანტინების დაგროვება კენჭების შესაძლო წარმოქმნით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ ადენურიკს® სიმსივნის დაშლის სინდრომთან დაკავშირებით.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის ჩატარება ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად.
ბავშვები და მოზარდები
არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პაციენტების ამ ჯგუფში მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით
რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ ქვემოთ მითითებული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების შესახებ, რომლებსაც შეუძლია ურთიერთქმედება პრეპარატ ადენურიკთან®. ამ შემთხვევაში ექიმს შეუძლია საჭირო ზომების მიღება:
• მერკაპტოპურინი (გამოიყენება ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალოდ).
• აზატიოპრინი (გამოიყენება იმუნური პასუხის დასაქვეითებლად).
• თეოფილინი (გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების რისკი პრეპარატ ადენურიკით® მკურნალობის დროს დადგენილი არ არის. ორსულობის დროს ადენურიკის® მიღება რეკომენდებული არ არის. Aასევე, ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ადენურიკი® დედის რძეში. არ შეიძლება პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების დროს ან მისთვის მომზადების შემთხვევაში.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გახსოვდეთ, რომ მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა, ძილიანობა, არამკვეთრი მხედველობა, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, რომელთა განვითარებისას რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებების მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება.
ადენურიკი® შეიცავს ლაქტოზას
ადენურიკის® ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (შაქრის სახეობა). შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის დადგენის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
3. ადენურიკის® მიღების წესი
ადენურიკი® ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. კითხვების გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• პრეპარატის სტანდარტული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს ერთხელ დღე-ღამეში. ბლისტერული შეფუთვის უკანა მხარეს აღნიშნულია კვირის დღეები პრეპარატის რეგულარულად მიღების საკონტროლოდ.
• ადენურიკი® მიიღება შიგნით ჭამამდე, ჭამის დროს ან შემდეგ.
პოდაგრა
ადენურიკი® გამოდის ტაბლეტებში 80 მგ ან 120 მგ. მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ
პრეპარატს თქვენთვის ყველაზე შესაფერისი დოზით.
მნიშვნელოვანია ადენურიკის® ყოველდღე მიღება, პოდაგრის შეტევების არ არსებობის შემთხვევაშიც კი.
შარდმჟავას მაღალი დონის პროფილაქტიკა და მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია ავთვისებიანი დაავადებების გამო
ადენურიკი® გამოდის ტაბლეტებში 120 მგ.
ადენურიკის® მიღება უნდა დაიწყოთ ქიმიოთერაპიის დაწყებამდე ორი დღით ადრე და გააგრძელოთ მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ჩვეულებრივ მკურნალობა ხანმოკლეა.
თუ თქვენ გადააჭარბეთ ადენურიკის® რეკომენდებული დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ პრეპარატის დიდი დოზა, საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ მკურნალ ექიმს ან მიმართოთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
თუ დაგავიწყდათ ადენურიკის® მიღება
ადენურიკის® დროულად მიღების დავიწყების შემთხვევაში მიიღეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. ხოლო თუ ამის შესახებ გაგახსენდათ პრეპარატის შემდეგ მიღებამდე წოტახნით ადრე, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ადენურიკის® მიღების შეწყვეტის შემთხვევაში
არ შეწყვიტოთ ადენურიკის® მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს გაცილებით კარგად გრძნობთ. მკურნალობის შეწყვეტას შეიძლება თან ახლდეს შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება და დაავადების სიმპტომების გაღრმავება სახსრებსა და მათ გარშემო, და თირკმლებში ურატების ახალი კრისტალების წარმოქმნის შედეგად.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას შემდეგი იშვიათი გვერდითი მოქმედებების (აღენიშნება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს) გამოვლენის შემთხვევაში, რადგან მათ შეიძლება მოჰყვეს მძიმე ალერგიული რეაქციები:
• ანაფილაქსიური რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 2 ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~)
• სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გამონაყარი კანზე, რომელსაც ახასიათებს
ბუშტუკების წარმოქმნა და კანის და ორგანიზმის შიდა ღრუების ზედაპირის, მაგალითად, პირის ღრუს ან სასქესო ორგანოების კანის აშრევება, მტკივნეული წყლულები პირის ღრუში ან/და სასქესო ორგანოების არეში, ციების, ყელის ტკივილის და სისუსტის (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკურ-დერმული ნეკროლიზი) ან ლიმფური კვანძების გადიდების, ღვიძლის გადიდების, ჰეპატიტის (თირკმლის უკმარისობამდე), სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდის (სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით - DღEშშ) თანხლებით (იხ. პარაგრაფი 2).
• გენერალიზებული გამონაყარი კანზე.
ხშირი გვერდითი მოქმედებები (შეიძლება აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს)
• ღვიძლის სინჯების გადახრა
• დიარეა
• თავის ტკივილი
• გამონაყარი (სხვადასხვა სახის გამონაყარის ჩათვლით, იხილეთ ქვემოთ პუნქტებში ~არც ისე ხშირი~ და ~იშვიათი~)
• გულისრევა
• პოდაგრის სიმპტომატიკის გაღრმავება
• ლოკალური შესივება ქსოვილებში სითხის შეკავების გამო (შეშუპება)
სხვა გვერდითი მოქმედებები, რომლებიც არ არის მითითებული ზემოთ, ჩამოთვლილია ქვემოთ.
არც ისე ხშირი გვერდითი მოქმედებები (შეიძლება აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს):
• მადის დაქვეითება, სისხლში შაქრის დონის შეცვლა (შაქრიანი დიაბეტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი წყურვილით, სისხლში ცხიმების დონის მომატება,
• სხეულის წონის მომატება;
სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა;
•ძილის დარღვევა, ძილიანობა;
• თავბრუსხვევა, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა, მგრძნობელობის
დაქვეითება ან შეცვლა (ჰიპესთეზია, ჰემიპარეზი ან პარესთეზია), გემოს მგრძნობელობის დაქვეითება ან შეცვლა (ჰიპოსმია);
• ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, არითმია ან გულისცემის გახშირება,
გულისცემის შეგრძნება;
• წამოხურება (მაგალითად, სახის ან ყელის გაწითლება), არტერიული წნევის მომატება, სისხლდენა (სისხლჩაქცევები, რომლებსაც ადგილი აქვს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპიის კურსი სისხლის დაავადებების გამო);
• ხველა, ქოშინი, ტკივილი ან დისკომფორტი გულ-მკერდის არეში, ცხვირის ნესტოების
ან/და ხახის ანთება (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები), ბრონქიტი;
• პირის სიმშრალე, ტკივილი/დისკომფორტი მუცელში ან მეტეორიზმი, გულძმარვა/მოუნელებლობა, ყაბზობა, ხშირი დეფეკაცია, ღებინება, მუცელში დისკომფორტის შეგრძნება;
• ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის ანთება ან ფერის შეცვლა, კანზე წვრილი წითელი ან
მეწამული ლაქები, კანზე წვრილი ბრტყელი წითელი ლაქები, კანის გაწითლებული უბნები დაფარული წვრილი ერთმანეთში გადასული ხორკლებით, გამონაყარი, კანზე წითელი უბნები და ლაქები, ასევე სხვა დარღვევები კანის მხრივ;
• კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, კუნთების ან სახსრების ტკივილი, ბურსიტი ან
ართრიტი (სახსრების ანთება, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს ტკივილი, შესივება ან/და დაჭიმულობა), კიდურების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი;
• შარდში სისხლის გამოვლენა, გახშირებული შარდვა, ცვლილებები შარდის ანალიზში
(ცილების დონის მომატება), თირკმლების ფუნქციის დარღვევა;
• მომატებული დაღლილობა, ტკივილი ან დისკომფორტი გულ-მკერდის არეში;
• კენჭები ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლის სადინრებში (ქოლელითიაზი);
• თირეოტროპული ჰორმონის (თტჰ) დონის მომატება;
• ცვლილებები სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში ან სისხლის უჯრედების ან
თრომბოციტების რაოდენობის შეცვლა (დარღვევები სისხლის ანალიზის შედეგებში);
• კენჭები თირკმლებში;
• ერექციის დარღვევა.
იშვიათი გვერდითი მოქმედებები (აღენიშნება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს):
• კუნთების დაზიანება, მდგომარეობა, რომელიც რიგ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მძიმე. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთის მოქმედების დარღვევა, განსაკუთრებით ცუდი გუნება-განწყობის ან მაღალი ტემპერატურის დროს, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ანომალური მიოპათიით.
კუნთის ტკივილის, მტკივნეულობის ან სისუსტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
• კანის ღრმა ფენების მძიმე შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების, სასქესო
ორგანოების, ხელების, ტერფების ან ენის არეში, სუნთქვის შესაძლო გართულებით;
• ციებ-ცხელება წითელას მსგავსი გამონაყარის, ლიმფური კვანძების გადიდების, ღვიძლის გადიდების, ჰეპატიტის (თირკმლის უკმარისობამდე), სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდის (ლეიკოციტოზი ეოზინოფილიით ან მის გარეშე) თანხლებით;
• კანის გაწითლება (ერითემა), სხვადასხვა სახის გამონაყარი (მაგალითად, წითელას
მსგავსი გამონაყარი მიმდინარე ქავილით, თეთრი ლაქებით, ბუშტუკებით, ჩირქიანი ბუშტუკებით, კანის აშრევებით), გენერალიზებული ერითემა, ნეკროზი, აგრეთვე ეპიდერმისის და ლორწოვანი გარსის ბულოზური აშრევება, რომელთა შედეგსაც
წარმოადგენს კანის აშრევება და შესაძლო სეფსისი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/
ტოქსიკურ-დერმული ნეკროლიზი);
• მომატებული აგზნებადობა;
• წყურვილი;
• ხმაური ყურებში;
• არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის აღქმის შეცვლა;
• თმის ცვენა;
• წყლულები პირის ღრუს ლორწოვანზე;
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება: ხშირ სიმპტომებს წარმოადგენს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება;
• მომატებული ოფლდენა;
• წონის დაკლება, მადის მომატება, მადის არაკონტროლირებადი დაკარგვა (ანორექსია);
• კუნთების ან/და სახსრების შებოჭილობა;
• სასწრაფოდ მოშარდვის შეგრძნება;
• შარდის მოცულობის შეცვლა ან შემცირება თირკმლების ანთების შედეგად
(ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი);
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
• კანის საფარის გაყვითლება (სიყვითლე)
• ღვიძლის დაზიანება.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას - მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში.
შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. ადენურიკის® შენახვის პირობები
• პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე წარწერის ~ვარგისია~ (~EXP~) შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
• მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
• ვარგისობის ვადა: 36 თვე.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან ნაგავთან. პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია პრეპარატ ადენურიკის® შემადგენლობა
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ფებუქსოსტატი.
ერთი ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ან 120 მგ ფებუქსოსტატს.
სხვა კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH101), მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH102), კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური ჰიდრატირებული სილიციუმის დიოქსიდი.
აპკიანი გარსი
Opadry II ყვითელი, 85F42129, რომელიც შეიცავს: პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს, მაკროგოლს 3350, ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს.
პრეპარატ ადენურიკის® აღწერა და შეფუთვა
ადენურიკი® - აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, წარმოადგენს კაფსულის ფორმის, მკრთალი-ყვითელიდან ყვითელ შეფერილობამდე ტაბლეტებს. 80 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს აქვს გრავირება ~80~ ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის მარკირების გარეშე. 120 მგ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს აქვს გრავირება ~120~ ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის მარკირების გარეშე.
ადენურიკი® 80 მგ და 120 მგ წარმოდგენილია გამჭვირვალე ბლისტერულ შეფუთვაში (აკლარი/პვქ/ალუმინი), 14 ტაბლეტი.
ადენურიკი® 80 მგ და 120 მგ გაიცემა შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14, 28, 42, 56, 84 და 98 აპკიანი გარსით დაბარულ ტაბლეტს.
შეიძლება ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account