Citomax - ციტომაქსი 40მგ 28 ტაბლეტი

19,74 GEL
მარაგშია
SKU
10949_638

ჩვენება: დეპრესიის მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა. პანიკური მოშლილობების (აგორაფობიით და მის გარეშე) და აკვიატებული კომპულსიური დარღვევების მკურნალობა.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
ციტალოპრამი . . . . . . . 20 მგ  
ციტალოპრამი . . . . . . . 40 მგ  
დამხმარე ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდის საღებავი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიდეპრესანტი, SSRI

ფარმაკოლოგიური თვისებები
ციტალოპრამი არის სეროტონინის უკუმიტაცების მძლავრი სელექტიური ინჰიბიტორი (შშღI), რომელსაც ახასიათებს ანტიდეპრესიული ეფექტი და მინიმალური ზეგავლენა ნორეპინეფრინის და დოფამინის ნეირონულ უკუმიტაცებაზე.
ციტალოპრამი პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს სეროტონინის 5HT1A, 5HT2A, დოფამინის D1 და D2, ადრენერგულ α1, α2 და β, ჰისტამინურ H1, გამა ამინოერბო მჟავის (GABA), ქოლინერგულ, მუსკარინულ და ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებთან. სხვა პრეპარატების ანტიქოლინერგულ, სედაციურ და კარდიოვასკულურ ეფექტებს იწვევს მუსკარინულ, ჰისტამინერგულ და ადრენერგულ რეცეპტორებთან მათი ურთიერთქმედება. ციტალოპრამი არის ციტოქრომული P450 II D6 სისტემის ძალიან სუსტი ინჰიბიტორი. აღნიშნული განაპირობებს არასასურველი ეფექტებისა და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემცირებას. ანტიდეპრესიული ეფექტი ვითარდება 2-4 კვირის შემდეგ. ციტალოპრამი არ მოქმედებს გულის გამტარ სისტემასა და არტერიულ წნევაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში. ციტალოპრამი ასევე არ მოქმედებს ჰემატოლოგიურ, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებზე. ციტალოპრამი ხელს არ უშლის წონის მატებას და არ ახდენს  ალკოჰოლის მოქმედების პოტენცირებას.

ფარმაკოკინეტიკა
ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა, პრეპარატის 10-60 მგ/დღეში დოზის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების დროს, არის სწორხაზოვანი და დოზის პროპორციული. ციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ღვიძლისმიერია და პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 35 საათს. ციტალოპრამის ერთჯერადი დღეღამური დოზირების დროს მდგრადი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ერთი კვირის შემდეგ. ერთჯერადი ორალური დოზის შემთხვევაში (40 მგ ტაბლეტი) კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 4 საათში. ციტალოპრამის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 80% და მის აბსორბციაზე საკვები არ ახდენს გავლენას. ციტალოპრამის განაწილების მოცულობა შეადგენს 12ლ/კგ-ს, ცილებთან კავშირის მაჩვენებელი კი – დაახლოებით 80%-ს.
პრეპარატი მეტაბოლიზმს განიცდის დიმეთილირების, დეზამინირებისა და ჟანგვითი რეაქციებით. ციტალოპრამი მეტაბოლიზდება დიმეთილციტალოპრამად, დიდემეთილციტალოპრამად, ციტალოპრამის N-ოქსიდად და დეზამინირებული პროპიონის მჟავის დერივატებად. პლაზმაში ძირითადად ინტაქტური ციტალოპრამი გვხვდება, რომელიც შარდითა და განავლით ექსკრეტირდება.
ციტალოპრამის ღვიძლისმიერი N-დიმეთილაცია ხდება CYP3A4 და CYP2C19 იზოსომებით.
ასაკი: 60 წლის ასაკის ზევით ინდივიდებში პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღებისას ციტალოპრამის AUC (მრუდის ქვეშ არსებული არე) და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება შესაბამისად 30% და 50%-ით, ხოლო მრავალჯერადი დოზების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებლები იზრდება შესაბამისად 23% და 30%-ით. ხანდაზმული პაციენტების უმრავლესობაში  რეკომენდებული დოზაა 20 მგ.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის დროს ციტალოპრამის ორალური კლირენსი მცირდება 37%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება. ამ დროს რეკომენდებულ დოზას 20 მგ წარმოადგენს.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობისას ციტალოპრამის კლირენსი მცირდება 17%-ით ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება. ასეთ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო

ჩვენებები
დეპრესიის მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა. პანიკური მოშლილობების (აგორაფობიით და მის გარეშე) და აკვიატებული კომპულსიური დარღვევების მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი
ციტომაქსის ტაბლეტები ინიშნება დღეში ერთჯერადად. მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილები: ციტომაქსის მიღება იწყება ერთჯერადი 20 მგ დღიური დოზით  და როგორც წესი, იზრდება 40 მგ-მდე. დოზის ზრდა უნდა მოხდეს 20 მგ-იანი მატებით და მატებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ერთ კვირაზე ნაკლები. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად.
ხანდაზმული პირები (65 წლის ასაკის ზევით): ამ ასაკში რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.
თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის  მძიმე უკმარისობის დროს. (კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წუთში).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.
ბავშვები: პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა.
ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
მორეციდივე დეპრესიის (უნიპოლარული) მქონე პაციენტებში შემანარჩუნებელი თერაპია უნდა გაგრძელდეს რამდენიმე წელი ახალი შეტევების თავიდან ასაცილებლად. 
მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით.

გვერდითი მოვლენები
არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტომაქსის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდებიან მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ განიცდიან შემსუბუქებას დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.
ცოტომაქსთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული ოფლიანობა და ტრემორი, სექსუალური დისფუნქცია (ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება), დიარეა, სომნოლენცია, დისპეფსია, ცხელება, სისუსტე, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები და რინიტი. კრუნჩხვები გვხვდება იშვიათ შემთხვევებში.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი - პარესთეზია, შაკიკი; იშვიათი: დისკოორდინაცია, ჰიპერესთეზია, ფიტოზი, სტუპორი. 
გასტროინტესტინალური დარღვევები: ხშირი - მეტეორიზმი. ნაკლებად ხშირი: გასტრიტი, გასტროენტერიტი, სტომატიტი, ბუასილი, დისფაგია, გინგივიტი, ეზოფაგიტი.
ზოგადი: იშვიათი - ჰიპერემია, ალკოჰოლის აუტანლობა, სინკოპე, გრიპის მსგავსი სიმპტომები. 
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ნაკლებად ხშირი - პურპურა, ანემია, ეპისტაქსისი, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია.
ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი - კონცენტრაციის უნარის გაუარესება, ამნეზია, აპათია, დეპრესია, მადის მომატება, აგრავაციული დეპრესია, სუიციდური მცდელობები, დეზორიენტაცია. ნაკლებად ხშირი: ლიბიდოს მომატება, აგრესია, ტოქსიკომანია, ფსიქოტური დეპრესია, პანიკური რეაქცია. იშვიათი: კატატონური რეაქცია, მელანქოლია.
რეპროდუქციული სისტემის დარღვევები/ქალები: ხშირი - ამენორეა, ნაკლებად ხშირი: გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა.
გრძნობათა ორგანოები: ნაკლებად ხშირი - შუილი ყურებში, კონიუნქტივიტი. იშვიათი: მიდრიაზი, ფოტოფობია, დიპლოპია, გემოს დაკარგვა.
საშარდე სისტემა: ხშირი - პოლიურია. ნაკლებად ხშირი: შარდის შეუკავებლობა, შარდის რეტენცია, დიზურია. იშვიათი: ჰემატურია, ოლიგურია, პიელონეფრიტი, ტკივილი წელის არეში.
პრეპარატის მიღების შეწყვეტას იწვევენ შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, უძილობა, სომნოლენცია, ასთენია, პირის სიმშრალე, ღებინება და აჟიტაცია.
არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები 
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად. მომატებული მგრძნობელობა ციტალოპრამის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
გესტაციური კატეგორია - C. ციტომაქსის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები
ციტომაქსი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან უნდა დაინიშნოს მათი შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა დაიწყოს ციტომაქსის შეწყვეტიდან ასევე 14 დღის შემდეგ. 
ციტალოპრამით მკურნალობის დროს აღინიშნა ჰიპონატრემიისა და ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის იშვიათი შემთხვევები. აღნიშნული მდგომარეობები გაუმჯობესდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
თუ პაციენტი გადადის მანიაკალურ ფაზაში, ციტომაქსის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ნეიროლეფსიური საშუალებები. ციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელბსაც ანამნეზში აღენიშნებათ მანიაკალური მდგომარეობები.
ციტალოპრამი, სხვა ანტიდეპრესანტების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში კრუნჩხვების არსებობის დროს. 
როგორც ყველა ანტიდეპრესიული მკურნალობის დროს, სუიციდური მცდელობების ალბათობა დეპრესიულ პაციენტებში მანამდე რჩება, სანამ მნიშვნელოვანი რემისია არ მიიღწევა, ამიტომ ინჰიბიციის ეფექტი ანდიდეპრესიულ ეფექტზე წინ დგას.
პანიკური დარღვევების დროს ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ანტიდეპრესიული მკურნალობის დაწყებისას ადგილი ჰქონდეს შფოთვის სიმპტომების გაძლიერებას. აღნიშნული პარადოქსული რეაქცია ზოგადად მკურნალობიდან პირველი ორი კვირის შემდეგ ქრება.
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დაბალი დოზით მსგავსი პარადოქსული ანქსიოგენური ეფექტების შესამცირებლად (იხ. `დოზირების რეჟიმი”).
ციტალოპრამი სიფრთხილით გამოიყენება და რეკომენდებულია მაქსიმალურად დაბალი დოზა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.
ციტალოპრამი ასევე სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.
ბავშვები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ დადგენილი არ არის.
მანქანის ან სხვა დანადგარების მართვა: ციტომაქსი არ აუარესებს ინტელექტუალურ და ფსიქომოტორულ ფუნქციებს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფსიქომოტორულ საშუალებებს, აღენიშნებათ ზოგადად ყურადღების ან კონცენტრირების უნარის შემცირება, რაც განპირობებულია საკუთრივ დაავადებით ან წამლით, ან ორივე ფაქტორით ერთად. ასეთ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია სიფრთხილით იყვნენ მანქანის ან სხვა დანადგარების მართვის დროს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ციტომაქსის დოზის გადაჭარბებისას ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, კომა, ამიმია, დიდი გულყრა, სინუსური ტაქიკარდია, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ჰიპერვენტილაცია. სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჭარბი დოზირების კლინიკური სახე არ არის მუდმივი.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. აუცილებელია გასტრალური ლავაჟის ჩატარება პრეპარატის მიღებიდან რაც შეიძლება სწრაფად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება 
ციტომაქსი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ცნს-ზე მოქმედ სხვა წამლებთან ერთად.
ციტომაქსის მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და ხანდახან ფატალური რეაქციები, როგორიცაა ჰიპერთერმია, რიგიდობა, მიოკლონუსი და მენტალური სტატუსის ცვლილებები, როგორიცაა აგზნებადობა, შემდგომი დელირიუმითა და კომით.
ციტალოპრამის გამოყენება სუმატრიპტანთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ციტალოპრამს შეუძლია სუმატრიპტანის სეროტონერგული ეფექტების პოტენცირება.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესწავლამ აჩვენა ციტომაქსის მხოლოდ სუსტი ურთიერთქმედება სპარტეინ ოქსიგენაზასთან (CYP2D6), ხოლო ციტომაქსით მკურნალობა საერთოდ არ ახდენს გავლენას მეფენიტოინის ოქსიგენაზაზე.
ციმეტიდინი იწვევს ციტალოპრამის საშუალო პლაზმური დონის გაზრდას. ამ მიზეზის გამო, ციმეტიდინის მაღალი დოზების გამოყენების დროს რეკომენდებულია სიფრთხილე ციტომაქსის მაღალი დოზების დანიშვნისას.
დიგოქსინსა და ციტომაქსს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ ციტალოპრამი არ მოქმედებს ალკოჰოლის კოგნიტურ და მოტორულ ეფექტებზე, ალკოჰოლის მიღება მაინც არ არის რეკომენდებული ციტომაქსით მკურნალობის დროს დეპრესიის მქონე პაციენტებში.
ციტალოპრამის (40 მგ/დღეში 10 დღის განმავლობაში) და ლითიუმის პრეპარატის (30 მმოლ/დღეში 5 დღის განმავლობაში) ერთდროული მიღებისას, როგორც ციტალოპრამის, ისე ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ციტალოპრამისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ლითიუმს შეუძლია გაზარდოს ციტალოპრამის სეროტონერგული ეფექტი. 
ციტალოპრამისა და CYP1A2-ს სუბსტრატის, თეოფილინის, ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე. თეოფილინის ზემოქმედება ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე  შესწავლილი არ არის.
ციტომაქსი ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს.
კარბამაზეპინისა და ციტალოპრამის ერთდროული გამოყენება კარბამაზეპინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებებს არ იწვევს.
ძირითადი ფერმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ციტალოპრამის მეტაბოლიზმში, არიან CYP3A4 და CYP2C19. რადგან არ არსებობს კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ციტალოპრამის კლირენსი შესაძლოა შემცირდეს CYP3A4–ისა (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ერითრომიცინი) და  CYP2C19–ის     
(ომეპრაზოლი) პოტენციურ ინჰიბიტორებთან ერთდოული მიღების დროს.
მეტოპროლოლის და ციტომაქსის ერთდროული გამოყენების დროს 2-ჯერ იზრდება მეტოპროლოლის დონე პლაზმაში. მეტოპროლოლის პლაზმური დონის გაზრდა კი მისი კარდიოსელექტიურობის დაქვეითებას იწვევს. ციტომაქსის და მეტოპროლოლის ერთდროული გამოყენება არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე. 
ციტომაქსს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოთიაზინებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან არ აქვს. 
კლინიკურ კვლევებში ციტომაქსის ერთდროული გამოყენება ბენზოდიაზეპინებთან, ნეიროლეპტურ და ანალგეზიურ საშუალებებთან, ანტიჰისტამინურ და ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებთან, ბეტა ბლოკერებთან და სხვა კარდიოვასკულარულ პრეპარატებთან ერთად მათ შორის ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებებს არ იწვევდა. 
ციტომაქსის და ელექტროკონვულსიური თერაპიის ერთად გამოყენების შესახებ არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy