Triftazine - ტრიფტაზინი 0.2% 1მლ. 10 ამპულა
ჩვენება: ფსიქოზური აშლილობები, მათ შორის შიზოფრენია.
გამოყენების ინსტრუქცია
ტრიფტაზინი-დარნიცა
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ტრიფლუოპერაზინე;
ხსნარის 1 მლ შეიცავს ტრიფლუოპერაზინის ჰიდროქლორიდის 2 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიფსიქოზური საშუალება. ფენოთიაზინის პიპერაზინული წარმოებულები.
კოდი ათქ N05A B06.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტრიფტაზინი-დარნიცა – ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეპტიკი), ფენოთიაზინის პიპერაზინული წარმოებული. ფლობს ანტიფსიქოზურ, სედატიურ, ღებინების საწინააღმდეგო, კატალეპტიკურ, ჰიპოტენზიურ, ჰიპოთერმულ და მსუბუქად გამოხატულ ქოლინომაბლოკირებელ, ასევე მიმართულ სლოკინის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ანტიფსიქოზური მოქმედება დაკავშირებულია მეზოლიმბური და მეზოკორტიკალური სისტემის D2-დოფამინური რეცეპტორების ბლოკადასთან, ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკადასთან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის ჰორმონების გამონთავისუფლების მომატებასთან.
სედატიური მოქმედება ვითარდება თავის ტვინის ღეროს რეტიკულარული ფორმაციის ადრენორეცეპტორების ბლოკადის შედეგად.
ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია პერიფერიული და ცენტრალური D2-დოფამინური რეცეპტორების ბლოკადასთან, ცთომილი ნერვის დაბოლოების ბლოკადასთან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ჰიპოთერმული მოქმედება ვითარდება ჰიპოთალამუსის დოფამინური რეცეპტორების ბლოკადის შედეგად.
ფენოთიაზინის სხვა წარმოებულებთან შედარებით, სედატიური მოქმედება და მოქმედება ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე ნაკლებად გამოხატულია, ექსტრაპირამიდული და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება – უფრო ძლიერად.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანის შემდეგ ფლობს ღვიძლიდან ,,პირველი გასვლის” ეფექტს. მჭიდროს უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს, შეკავშირების ხარისხი შეადგენს 95%-ს. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო სისხლში (თმახ) – 1-2- საათი. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, დედის რძეში. ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, მეტაბოლიზმის პროდუქტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურები არიან. ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს 15-30 საათს. მეტაბოლიტები გამოიყოფიან ორგანიზმიდან ნაღველით და თირკმელებით. სუსტად დიალიზდება სისხლის შრატის ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენება
ფსიქოზური აშლილობები, მათ შორის შიზოფრენია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ფენოთიაზინური რიგის სხვა პრეპარატების მიმართ. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია. ცნს-ის დეპრესია. ნებისმიერი ეტიოლოგიის კომა. თავის და ზურგის ტვინის პროგრესირებადი სისტემური დაავადებები. სტენოკარდია. სარძევე ჯირკვლის კიბო. დახურულკუთხოვანი გლაუკომა. თირკმელების და ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა, ღვიძლის დაზიანება. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში. ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება. სუნთქვის ცენტრალური რეგულაციის მექანიზმის დარღვევა (განსაკუთრებით ბავშვებში), რეიეს სინდრომი. ფეოქრომოციტომა. პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნე. მიქსედემა. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია. სისხლმბადი ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული სისხლის პათოლოგიური ცვლილებები. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთზემოქმედების სხვა სახეები
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებები (სანარკოზე საშუალებები, ოპიოიდური ანალგეტიკები, ბარბიტურატები, ანქსიოლიტიკები, ეთანოლი, ეთანოლშემცველი პრეპარატები) – ძლიერდება პრეპარატის ეფექტი, ძლიერდება ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია და სუნთქვის დათრგუნვა.
ჩYP1A2 ინდუქტორები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, რიფამპიცინი, ამინოგლუტეტიმიდი) – ამცირებენ ტრიფტაზინი-დარნიცას კონცენტრაციას და ეფექტს.
ჩYP1A2 ინჰიბიტორები (ამიოდარონი, ციპროფლოქსაცინი, ფლუვოქსამინი, კეტოკონაზოლი, ნორფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, როფეკოქსიბი) – ზრდიან ტრიფტაზინი-დარნიცას კონცენტრაციას და ეფექტს.
ალფა-ადრენობლოკატორები – ზრდიან პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტებს.
ლევოდოპა და ფენამინები – ამცირებენ პრეპარატის ეფექტს.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები – ერთდროული გამოყენებისას მცირდება ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტი.
ანტითირეოიდული პრეპარატები – იზრდება აგრანულოციტოზის განვითარების რისკი.
ასტემიზოლი, დიზოპირამიდი, ერითრომიცინი, პროკაინამიდი – იზრდება ტაქიკარდიის განვითარების რისკი.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაპროთილინი, მაო-ს ინჰიბიტორები – შესაძლებელია ტრიფტაზინი-დარნიცას სედატიური და ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერება და გახანგრძლივება.
ლითიუმის პრეპარატები – შესაძლებელია ექსტრაპირამიდული დარღვევების გაძლიერება, ლითიუმით ინტოქსიკაციის ნიშნების ადრეული გამოვლენა.
ადრენომიმეტიკები და სიმპატომიმეტიკები – ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის პარადოქსული დაწევა.
ეფექტები ურთიერთძლიერდება ეთანოლთან ერთდროული გამოყენებისას.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები – შესაძლებელია კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირება.
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ექსტრაპირამიდულ რეაქციებს (მეტოკლოპრამიდი) – შესაძლებელია ექსტრაპირამიდული დარღვევების სიმძიმის და სიხშირის გაძლიერება.
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები – შესაძლებელია ორთოსტატული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.
პროქლორპერაზინი – შესაძლებელია გონების ხანგრძლივი წასვლა.
პრეპარატმა შესაძლებელია შეამციროს ეფედრინის და ეპინეფრინის სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტი, გააძლიეროს სხვა პრეპარატების ანტიქოლინერგული ეფექტები, დათრგუნოს ამფეტამინების, ლევოდოპას, კლონიდინის, გუანეტიდინის მოქმედება.
ბრომოკრიპტინი – ფენოთიაზინები თრგუნავენ ბრომოკრიპტინის უნარს შეამციროს პროლაქტინის კონცენტრაცია სისხლის შრატში.
პროპრანოლოლი, სულფადოქსინი – ზრდიან ტრიფტაზინი-დარნიცას კონცენტრაციას სისხლის შრატში.
პოლიპეპტიდური ანტიბიოტიკები – ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სასუნთქი კუნთების პარალიზება.
ტრაზოდონი – ვლინდება ადიტიური ჰიპოტენზიური ეფექტი.
ვალპროის მჟავა – ერთდროული გამოყენებისას ვლინდება ვალპროის მჟავას კონცენტრაციის მატება სისხლის შრატში.
პრეპარატმა შესაძლებელია შეამციროს შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტების ეფექტი.
ერთდროული გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ Qთ ინტერვალს (ანტიარითმიული, არასედაციური ანტიჰისტამინური, მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ციზაპრიდი, დიურეტიკები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ფენოთიაზინის წარმოებულები ზრდიან პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკს.
სიფრთხილით ინიშნება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
გამოყენების თავისებურებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გლაუკომით (უკუნაჩვენებია გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმის დროს), გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ცერებროვასკულარული, სუნთქვის დარღვევით, სიყვითლით, პარკინსონიზმით, შაქრიანი დიაბეტით, ჰიპოთირეოზით, მიასთენია გრავისით, შარდის შეკავებით, ნაწლავთა პარალიზური გაუვალობით.
პაციენტები, რომლებიც პრეპარატს იყენებენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საჭიროებენ ზედამხედველობას დაგვიანებული დისკინეზიის ნიშნების, თვალების, სისხლის, ღვიძლის სისტემების მხრიდან ცვლილებების, გულის გამტარობის დარღვევის დროული გამოვლენის მიზნით.
დაგვიანებული დისკინეზიის ან ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის ნიშნების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის კლინიკური გამოვლენა შესაძლებელია მოიცავდეს ჰიპერექსიას, კუნთების რიგიდობას, ფსიქიკური მდგომარეობის და ცნობიერების ცვლილებას, ვეგეტატურ არასტაბილურობას (ირეგულარული პულსი, არტერიული წნევის ცვლილება, ტაქიკარდია, მომატებული ოფლიანობა, გულის არითმია). ამ სინდრომის დიაგნოსტირება განსაკუთრებით რთულია პაციენტებში მძიმე დაავადებებით (მაგალითად, პნევმონიით, სისტემური ინფექციებით და სხვა). საჭიროა დიფერენცირებული დიაგნოსტიკის ჩატარება პაციენტებში ცნს-ის პათოლოგიით, მედიკამენტოზური ცხელებით, სითბური დარტყმით, ცენტრალური ანტიქოლინერგული ტოქსიკურობით. ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებენ კომბინირებულ თერაპიას ლითიუმით, გამოვლენილია ენცეფალოპათიური სინდრომი (სისუსტე, დაღლა, ცხელება, კანკალი, არეული ცნობიერება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ლეიკოციტოზი, ფერმენტების, შარდის აზოტის, სისხლის გლუკოზის დონის მომატება), ზოგიერთ შემთხვევაში განვითარდა თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, ამიტომ საჭიროა ნევროლოგიური ტოქსიკურობის ადრეული გამოვლინებების დროული დაფიქსირება და, ასეთი ნიშნების განვითარებისას, მკურნალობის შეწყვეტა.
პაციენტებში რეიეს სინდრომით, შარდის შეკავებით, სუნთქვის ორგანოების ქრონიკული დაავადებებით, ღებინებით, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მკურნალობით მიღებული სარგებლისა და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
არაფსიქოზური შფოთვის მკურნალობისას, ტრიფლუოპერაზინი პაციენტების უმრავლესობში უნდა დაინიშნოს ალტერნატიული პრეპარატების გამოყენების შემდეგ (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები), რომლებსაც არ აქვთ ტრიფლუოპერაზინისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი გვერდითი რეაქცია.
აღწერილია მოხსნის სინდრომი, რომელიც ვლინდება ღებინებით, გულისრევით, ოფლიანობით, უძილობით. ასევე შესაძლებელია ფსიქოზური სიმპტომების რეციდივი, მოძრაობითი აშლილობები (აკატიზია, დისტონია, დისკინეზია). ამიტომ, პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანმიმდევრობით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები უფრო მეტად მიდრეკილები არიან არტერიული ჰიპოტენზიის და ნერვ-კუნთოვანი რეაქციის განვითარების მიმართ; ასეთი პაციენტების მკურნალობის დროს საჭიროა მკაცრი ზედამხედველობა. ხანდაზმული ასაკის პაციენტების უმრავლესობისთვის საკმარისია პრეპარატის ქვედა დიაპაზონის დოზირება. დოზირება უნდა იყოს ინდივიდუალური და უნდა დაკორექტირდეს პაციენტის რეაქციის შესაბამისად. ასეთ პაციენტებში დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანმიმდევრობით. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შეუქცვევადი დისკინეზია.
ფენოთიაზინური პრეპარატების გამოყენებამ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დემენციით შესაძლებელია გაზარდოს ლეტალური შედეგის რისკი.
ექსტრემალურ პირობებში გამოყენება შესაძლებელია საშიში იყოს, რადგან ფენოთიაზინის გამოყენებისას შესაძლებელია თერმორეგულაციის დარღვევა. რეკომენდებულია თავიდან იქნეს აცილებული მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება.
პრეპარატის გამოყენება არ უნდა გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტი პერიოდი, რადგან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს მუდმივი დაგვიანებული დისკინეზიის განვითარება, რომელიც შესაძლებელია იყოს შეუქცევადი.
თუ პაციენტს უვითარდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის, სიყვითლე, სისხლის პათოლოგიური ცვლილებები), ფენოთიაზინების განმეორებითი დანიშვნა არ უნდა მოხდეს.
სედაციურ პრეპარატებთან, საანესთეზიო საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, ალკოჰოლთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შეჩვევა.
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება.
ფენოთიაზინის მოქმედებამ ღებინების ცენტრზე შესაძლებელია შენიღბოს სხვა პრეპარატებით ჭარბი დოზის სიმპტომები.
ფენოთიაზინით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მხედველობის რეგულარული კონტროლი.
სიფრთხილით ინიშნება მწვავე ინფექციის ან ლეიკოპენიის დროს.
პარენტერალური შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა დარჩეს მწოლიარე მდგომარეობაში ზურგზე 30 წუთის განმავლობაში არტერიული წნევის კონტროლით.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. გამოყენების საჭიროებისას ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და პოტენციურად საშიში საქმიანობისგან, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.
გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება კუნთში. საწყისი დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 1-2 მგ-ს. განმეორებითი შეყვანა ხორციელდება 4-6 საათის შემდეგ; უფრო ხშირი ინექციების შემთხვევაში შესაძლებელია კუმულაცია. როგორც წესი, სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 მგ-ს, გამონაკლის შემთხვევებში – 10 მგ-ს.
დეპრესიულ-ჰალუცინატორული და დეპრესიულ-ბოდვითი მდგომარეობების დროს ტრიფტაზინი-დარნიცა გამოიყენება ანტიდეპრესანტებთან ერთად.
ტრიფტაზინი-დარნიცათი მკურნალობა უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური, დაავადების მიმდინარეობის შესაბამისი. მკურნალობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას.
ბავშვები
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვების სამკურნალოდ შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზა ვლინდება დისკინეზიით, დიზართრიით, ძილიანობით და სტუპორით, ექსტრაპირამიდული დარღვევებით, კუნთების უნებლიე შეკუმშვით, არტერიული ჰიპოტენზიით ან ჰიპერტენზიით, გულის არითმიით, კრუნჩხვებით, ცვლილებებით ეკგ-ზე, ცხელებით, ვეგეტატური აშლილობებით, პირის სიმშრალით, ნაწლავური გაუვალობით. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია კომა.
მკურნალობა. მკურნალობა არის სიმპტომატური და შემანარჩუნებელი. სუნთქვის დათრგუნვის დროს ტარდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, ჟანგბადოვანი თერაპია. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, ფორსირებული დიურეზი.
გვერდითი რეაქციები
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, უძილობა, აკატიზია, დისტონიური ექსტრაპირამიდული რეაქციები (რომლებიც შესაძლებელია მოიცავდნენ კისრის კუნთების სპაზმს, კისერმრუდობას, ზურგის კუნთების ექსტენზიას შესაძლო ოპისტოტონუსით, კარპოპედალურ სპაზმს, ტრიზმს, გართულებულ ყლაპვას, ოკულოგირულ კრიზს, ენის პროტრუზიას; ეს სიმპტომები ქრებიან პრეპარატის მოხსნიდან 24-48 საათის შემდეგ ან რამდენიმე საათის განმავლობაში), ფსევდოპარკინსონიზმი (ნიღბისმაგვარი სახე, ნერწყვდენა, დაკბილული ბორბლის ფენომენი, სიარულის გართულება), მოგვიანებითი დისკინეზია (სიმპტომები შესალებელია იყოს შეუქცევადი, დამახასიათებელია ენის, პირის, ყბის რითმული უნებლიე მოძრაობა (მაგალითად, ენის პროტრუზია, ლოყების შებერვა, პირის მოჭმუჭვნა, ღეჭვითი მოძრაობები), მოგვიანებითი დისტონია, კიდურების უნებლიე მოძრაობა (კიდურების მოძრაობა შესაძლებელია იყოს მოგვიანებითი დისკინეზიის ერთადერთი გამოვლინება)), მოგვიანებითი დისამნეზია, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, ფსიქიკური ინდიფერენტობის გამოვლენა, დაგვიანებული რეაქცია გარე გამღიზიანებლებზე, აკინეტიკო-რიგიდული მოვლენები, ჰიპერკინეზები, ტრემორი, ვეგეტატური დარღვევები, სახის კუნთების დაგვიანებული დისკინეზია, დისტონია, თერმორეგულაციის დარღვევა, მომატებული დაღლა, არეული ცნობიერება, კუნთების რიგიდობა, კრუნჩხვები.
მგრძნობელობითი ორგანოების მხრიდან: აკომოდაციის პარეზი, რეტინოპათია, ბროლის და რქოვანას დაბინდვა, მხედველობითი აღქმის დარღვევა, კონიუნქტივიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: პირის სიმშრალე, ჰიპერსალივაცია, ანორექსია, ბულემია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, გასტრალგია, ნაწლავთა პარეზი, ტრიზმი, ენის პროტრუზია.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრიდან: ქოლესტატური სიყვითლე, ჰეპატოტოქსიკურობა, ჰეპატიტი.
ენდოკრინული სისტემის მხრიდან და მეტაბოლური დარღვევები: ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა (დისმენორეა, ამენორეა), გინეკომასტია, სხეულის წონის მატება, გალაქტორეა, მკერდის ტკივილი, ლიბიდოს დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დარღვევა (ორთოსტატული ჰიპოტენზია), გულის რითმის დარღვევა, ეკგ-ს ცვლილება (Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, თ კბილანის გაბრტყელება), სტენოკარდიის შეტევები, პარკუჭოვანი არითმია ტორსადეს დე პოინტეს ტიპით, გულის გაჩერება).
სისხლის და სისხლმბადი ფუნქციის მხრიდან: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია (ჰემოლიზური, აპლასტიური), პანციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ეოზინოფილია.
შარდ-სასქესო სისტემის მხრიდან: პოტენციის შემცირება, ეაკულაციის დარღვევა, პრიაპიზმი, შარდის შეკავება, ოლიგურია, შარდვის დარღვევა.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრიდან: მიასთენია.
დერმატოლოგიური დარღვევები: ფოტოდერმია, კანის სიწითლე, კანის დეპიგმენტაცია, ექსფოლიაციური დერმატიტი.
იმუნური სისტემის მხრიდან: ალერგიული რეაქციები, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
ლაბორატორიული კვლევების პათოლოგიური შედეგები: ორსულობის ცრუდადებითი ტესტი, ფენილკეტონურია.
სხვა: სისუსტე, შეშუპება.
ფენოთიაზინებისთვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქციების გამოვლინებები: ჰიპოთერმია, ღამის კოშმარები, დეპრესია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერპირექსია, თავის ტვინის შეშუპება, გენერალიზებული და პარციალური კრუნჩხვები, ცნს-ზე ოპიატების, ანალგეზიურების, ანტიჰისტამინების, ბარბიტურატების, ალკოჰოლის, ატროპინის, სითბოს, ფოსფორორგანული ინსექტიციდების გახანგრძლივებული მოქმედება, ცხვირის დაგუბება, ადინამიური ნაწლავური გაუვალობა, ნაწლავთა ატონია, მიოზი, მიდრიაზი, ფსიქოზური პროცესების რეაქტივაცია, კატატონური მდგომარეობა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ბილიარული სტაზი, ირეგულარული მენსტრუაცია, ქავილი, ეკზემა, ასთმა, ეპინეფრინული ეფექტი, მადის მომატება, მგლურასმაგვარი სინდრომი, კანის პიგმენტაცია, ეპითელური კერატოპათია, ლენტიკულარული და კორნეალური გართულებები, უეცარი სიკვდილი, ასფიქსია, რეაქცია შეყვანის ადგილას, ტკივილის და გაღიზიანების ჩათვლით.
ვარგისობის ვადა
4 წელი.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე. არ იყინება.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა
ტრიფლუოპერაზინის და ფენოთიაზინების რიგის სხვა პრეპარატების ხსნარები შეუთავსებელია ბარბიტურატების, კარბონატების ხსნარებთან, რინგერის ხსნართან (წარმოიქმნება ნალექი).
არ უნდა მოხდეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთ შპრიცში შეყვანა.
შეფუთვა
1 მლ ამპულაში; 10 ამპულა კოლოფში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში; 2 კონტურულ უჯრედულ შეფუთვა კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account