Tricortin - ტრიკორტინი 1000 2მლ 5 ამპულა
ჩვენება:ცენტრალური ნერვული სისტემის ჰიპოქსიური და დისმეტაბოლური დარღვევები.
დამხმარე ნივთიერებები:
ლიდოკაინის ქლორიდი;
ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი 12H2O;
ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი 2H2O;
პ-ჰიდროქსიბენზოინის მჟავას ეთერები;
საინექციო წყალი საკმარისი 2 მლ- სთვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფსიქო-ანალეპტიური საშუალებები, ფსიქო-სტიმულატორები და ნოოტროპული საშუალებები.
ფარმაკოდინამიკა:
ლიპოსომური ფოსფოლიპიდები ორგანიზმში შეყვანის შემდეგ გადალახავენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს, სადაც ისინი აქტიურად მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში. მათი მოქმედება აძლიერებს, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინის ნეირონებში; "უცხო" ფოსფოლიპიდების წყალობით აქტიურდება გლუკოზისა და ენდოგენური ფოსფოლიპიდების გარდაქმნა.
ციანკობალამინი არის მრავალი პროცესის ბიოლოგიური აქტივატორი ადამიანის ორგანიზმში. ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპიდური რეაქციები ადამიანის ორგანიზმში ხდება მისი უშუალო მონაწილეობით. ვიტამინი B12- ის როლი ასევე მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების აქტივობაში. ასტიმულირებს მიელინის გარსის რეგენერაციას, აუმჯობესებს ნეიროტრანსმისიას და ნევრული გამტარობის სიჩქარეს;
ციანკობალამინი ზრდის ტკივილის ზღურბლს და საშუალებას გვაძლევს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (ასას) მედიკამენტების დოზის შემცირებას.
ჩვენებები:
- იშემიური ინსულტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
- კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
- ათეროსკლეროზული ენცეფალომიოპათიები,
- ვაზოსპასტური ან ტოქსიური ცეფალგია,
- ტოქსიკური და ალკოჰოლური პოლინევრიტი,
- ართრიტული წარმოშობის პოლირადიკულონევრიტი,
- პოლიალგიური სინდრომი ორგანული საფუძვლის გარეშე.
დოზირება:
18 წლიდან ზრდასრულებში: 1-2 ამპულა ი/მ 10-20 დღე, პრეპარატის მიღება რეკომენდებული დღის საათებში
გამოშვების ფორმა:
2მლ N5 ამპულა საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.
უკუჩვენებები:
პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის გამოყენება არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: არ არის დადგენილი ტრიკორტინი 1000-ის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.
გაფრთხილება:
პრეპარატის გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის პირდაპირი მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება:
რეკომენდებული დოზების მიღების დროს ადგილი არ ქონია ჭარბი დოზირების შემთხვევებს.
გვერდითი მოვლენები:
ადგილი არ ქონია პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითრებას. ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
ფიდია ფარმაცეუტიჩი, იტალია
ასევე, იხილეთ : ტრიკორტინი - Tricortin 1000 2მლ 5 ამპულა
რაოდენობა | 5 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account