Caffeine - კოფეინი ნ/ტ 0.2გ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 2,48 GEL რეგულარული ფასი 3,57 GEL
მარაგშია
SKU
977_87

ჩვენება: ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა.

ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატი

სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი;
ერთი ტაბლეტი შეიცავს 0.2 გ ნატრიუმის კოფეინის ბენზოატს;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, რძის შაქარი, კალციუმის სტეარატი, აეროსილი.

წამლის ფორმა.
ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ძირითადად როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი.
ზრდის მოძრაობის აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამცირებს დაღლილობასა და ძილიანობას. პრეპარატის მოქმედება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უმაღლესი ნერვული საქმიანობის სახეობაზე.
ახასიათებს დოზადამოკიდებული ეფექტები. დიდი დოზებით კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული უჯრედების დაზიანება.
ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა. ჯანმრთელ ადამიანებში 0.1 გ კოფეინის შიგნით მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.9-5.3 სთ.

ჩვენებები.
ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაწევის დროს, მდგომარეობებში, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, ვეგეტატიური და ძილის დარღვევები, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების (შაკიკი), თავის ტკივილის დროს (სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავასთან). პრეპარატი ინიშნება ორგანიზმის რეზერვების მობილიზების საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური და ფიზიკური შრომისუნარიანობის ასამაღლებლად, ძილიანობის აღმოსაფხვრელად. ბავშვებში ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი გამოიყენება ენურეზის დროს.

უკუჩვენებები. ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი უკუნაჩვენებია აგზნებადობის, უძილობის, არტერიული წნევის გამოხატული მომატების, ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებების დროს, ხანდაზმულებში და 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, გლაუკომის დროს.

სიფრთხილე გამოყენებისას.
ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლოა წარმოიქმნას ფსიქიკური დამოკიდებულება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. პრეპარატი შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან, ატროპინთან, ბრონქოლიზურებთან, ანალგეზურებთან, ბრომიდებთან. არ არის შეთავსებადი მაო-ს ინჰიბიტორებთან. წარმოადგენს ნარკოზის, საძილე და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა ნივთიერებების ანტაგონისტს.

გამოყენების წესი და დოზები. ნატრიუმის კოფეინის ბენზოატი ინიშნება შიგნით. პრეპარატის დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა. მიიღება დღეში 2-3-ჯერ. ერთჯერადი დოზა მოზრდილებში ჩვეულებრივ შეადგენს 0.1-0.2 გ; 5-14 წლის ბავშვებში შინაგანად ინიშნება 0.025-0.1 გ 2-3-ჯერ დღეში. უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი – 0.5 გ, დღე-ღამის – 1.5 გ.
ჭარბი დოზის აღინიშნება აგზნებადობა, თავბრუსხვევა, გახშირებული სუნთქვა, ღებინება, კანკალი.
პრეპარატით მოწამვლის შემთხვევებში კუჭი ირეცხება აქტივირებული ნახშირის ნარევით.

გვერდითი ეფექტები.
პრეპარატის გამოყენებისას (განსაკუთრებით ხანგრძლივი) შესაძლოა განვითარდეს უძილობა, შფოთვა, ღებინება, გულისრევა, გულისცემა.

ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები. მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან ან დანაყოფების გარეშე შეფუთვაში. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 1 შეფუთვა კოლოფში.

მწარმოებელი. დსს სსც “ბორსჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
მისამართი. უკრაინა, 03134, ქ.კიევი, მირის ქ, 17.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy