Clotrimazole - კლოტრიმაზოლ ARISTO 2% 20გ ვაგინალური კრემი
ჩვვენება:კლოტრიმაზოლი არისტო არის სოკოს ინფექციის სამკურნალო საშუალება (ანტიმიკოზური).
კლოტრიმაზოლი არისტო 2 % ვაგინალური კრემი
აქტიური ნივთიერება: კლოტრიმაზოლი
ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია ამ პრეპარატის გამოყენებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.
ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის და ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით.
- შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა მოგვიანებით.
- ჰკითხეთ ფარმაცევტს დამატებით ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად.
- თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
- თუ ოთხი დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება ან შეიმჩნევა მდგომარეობის გაუარესება, მიმართეთ ექიმს.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
1. რას წარმოადგენს კლოტრიმაზოლი არისტო და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენებამდე
3. კლოტრიმაზოლი არისტოს მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
5. კლოტრიმაზოლი არისტოს შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
1. რას წარმოადგენს კლოტრიმაზოლი არისტო და რისთვის გამოიყენება?
კლოტრიმაზოლი არისტო არის სოკოს ინფექციის სამკურნალო საშუალება (ანტიმიკოზური).
კლოტრიმაზოლი არისტო გამოიყენება
- საშოს ანთებითი პროცესის და სოკოსგან – ძირითადად კანდიდათი გამოწვეული გამონადენის და ასევე კლოტრიმაზოლის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების დამატებითი ინფექციების (სუპერინფექცია) სამკურნალოდ.
2. ინფორმაცია კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენებამდე
არ შეიძლება კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენება,
- თუ გახასიათებთ ალერგია კლოტრიმაზოლის, ბენზილის ალკოჰოლის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც აღწერილია პუნქტში 6.
ცეტილის სტეარილის ალკოჰოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში რეკომენდებულია ვაგინალური კრემის ნაცვლად ცეტილის სტეარილის ალკოჰოლის გარეშე წამლის ფორმის (მაგ., ვაგინალური ტაბლეტების) გამოყენება.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
შემდეგში აღწერილია პირობები, რომლის დროსაც უნდა გამოიყენოთ ეს მედიკამენტი მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით და განსაკუთრებული სიფრთხილით.
მიმართეთ ექიმს რჩევისთვის, თუ აღინიშნება
დაავადების პირველადი გამოვლენა
- თუ გასული 12 თვის ხნის განმავლობაში მსგავსი სოკოვანი ინფექციები აღინიშნა 4 -ზე მეტჯერ.
ცხელების დროს (სხეულის ტემპერატურა 38 °C და უფრო მაღალი), აბდომინალური ტკივილებისას, ზურგის ტკივილის დროს, ვაგინალური გამონადენის ცუდი სუნისას, ღებინების, ვაგინალური სისხლდენის და/ან მხრების ტკივილის თანხლების არსებობისას უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
ვაგინალური ბაგეების და მიმდებარე არეალის ერთდროული ინფექციისას ნაჩვენებია ლოკალური მკურნალობა კლოტრიმაზოლის გარეგანი გამოყენების კრემით ინტრავაგინალურ მკურნალობასთან ერთად (კომბინირებული თერაპია).
საჭიროა ასევე პარტნიორსაც ჩაუტარდეს ადგილობრივი მკურნალობა, თუ ვლინდება სიმპტომები, როგორიცაა ქავილი და ანთება.
მკურნალობის პერიოდში არ უნდა გამოიყენოთ ტამპონები, ინტიმური დუში, სპერმიციდები ან სხვა ვაგინალური პროდუქტი.
ვაგინალური ინფექციებისას და ამ პროდუქტის გამოყენების პერიოდში რეკომენდებულია არ გქონდეთ სქესობრივი კონტაქტი, ვინაიდან არსებობს პარტნიორის დაინფიცირების რისკი.
მითითება:
მოერიდეთ მედიკამენტის თვალში მოხვედრას. არ გადაყლაპოთ.
კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ/გამოიყენეთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღებას/გამოყენებას.
ვაგინალური გამოყენების კლოტრიმაზოლის და ორალური ტაკროლიმუსის (FK-506 იმუნოსუპრესიული საშუალება) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს ტაკროლიმუსის და
შესაბამისად სიროლიმუსის პლაზმური დონის გაზრდა. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მეთვალყურეობა ტაკროლიმუსის ან სიროლიმუსის ზედოზირების გამოვლენაზე. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს თითოეულის პლაზმური კონცენტრაციის დონის შემოწმება.
კლოტრიმაზოლი ამცირებს ამფოტერიცინის და სხვა პოლიენური ანტიბიოტიკების (ნისტატინი, ნატამიცინი) ეფექტურობას.
რომელი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას უნდა მოვერიდოთ?
დაავადებულ კანის ადგილას უნდა გამოიყენოთ დეოდორანტები ან სხვა ინტიმური ჰიგიენის საშუალებები მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რადგან არ არის გამორიცხული კლოტრიმაზოლი არისტოს ეფექტურობის შემცირება.
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობა
თქვენ შეგიძლიათ კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენება ორსულობის პერიოდში, თუმცა მხოლოდ ექიმის მითითებების მიხედვით. ორსულობის პერიოდში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ან ვაგინალური კრემით ექიმის მიერ ან ვაგინალური ტაბლეტებით აპლიკატორის გარეშე.
კლოტრიმაზოლი არისტო არ უნდა გამოიყენოთ სიფრთხილის მიზნით ორსულობის ადრეულ ფაზაში (1-დან 3 თვემდე ვადაში).
ლაქტაცია
ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენება ექიმის მითითებით.
ფერტილობა
კლოტრიმაზოლის ფერტილობაზე (ნაყოფიერებაზე) ადამიანებში ზეგავლენის შესახებ არ ჩატარებულა კვლევები.
ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არის საჭირო განსაკუთრებული ზომების დაცვა.
კლოტრიმაზოლი არისტო შეიცავს ცეტილის სტეარილის ალკოჰოლს
ცეტილის სტეარილის ალკოჰოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი კანის გაღიზიანებები (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
კლოტრიმაზოლი არისტო შეიცავს ბენზილის ალკოჰოლს
ეს მედიკამენტი შეიცავს 10 მგ ბენზილის ალკოჰოლს ვაგინალური კრემის ყოველ გრამზე. ბენზილის ალკოჰოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანებები.
კლოტრიმაზოლი არისტოს და ლატექსის პროდუქტის (მაგ., კონდომი, დიაფრაგმა) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს პრეპარატის შემცველობაში არსებული დამხამრე ნივთიერებების წყალობით ფუნქციის დაქვეითება და ამ პროდუქტის დამცავი მოქმედების შემცირება. ეს ეფექტი გარდამავალია და ვლინდება მხოლოდ მკურნალობის პერიოდში.
3. კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენების წესი
ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ ზუსტად გამოყენების ინსტრუქციის ან ექიმის და ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზირება:
შეიყვანეთ დღეში 1-ჯერ საღამოს 3 ერთმანეთზე მიყოლებული დღეების განმავლობაში 1 კრემით სავსე აპლიკაცია (დაახლ. 5 გრ ვაგინალური კრემი) რაც შეიძლება ღრმად საშოში.
გამოყენების წესი:
დღეში ერთჯერ – კერძოდ საღამოს – 3 ერთმანეთზე მიყოლებული დღეების განმავლობაში 1 სავსე აპლიკაციის (დაახლ. 5 გრ) მეშვეობით შეიყვანეთ კრემი საშოში რაც შეიძლება ღრმად და დაცალეთ აპლიკაცია საშოში. კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენებისას უმჯობესია მოთავსდეთ ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში და ოდნავ მოხრილი ფეხებით (იხ. აპლიკატორის გამოყენების ინსტრუქცია).
მკურნალობა არ უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის პერიოდში ან უნდა დასრულდეს მის დაწყებამდე.
თუკი ექიმის მითითების საფუძველზე საჭიროა მკურნალობის ჩატარება ორსულობის პერიოდში, მაშინ უნდა გამოიყენოთ ვაგინალური ტაბლეტები, რადგან მათი გამოყენება შესაძლებელია აპლიკატორის გარეშე.
ვაგინალური კრემის გამოყენება ერთჯერადი აპლიკატორით:
1. გახსენით ტუბი და ერთჯერადი აპლიკატორი მოარგეთ ტუბზე.
2. ტუბზე ფრთხილი დაწოლით ივსება ერთჯერადი აპლიკატორი, სანამ კოლბა ბოლომდე არ გამოვა
3. ერთჯერადი აპლიკატორი მოხსენით ტუბს.
4. შევსებული ერთჯერადი აპლიკატორი შეიყვანეთ საშოში რაც შეიძლება ღრმად (უმჯობესია ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში) და კოლბაზე ზეწოლის მეშვეობით დაცალეთ აპლიკატორი.
5. მოხსენით ერთჯერადი აპლიკატორი გამოყენების შემდეგ და გადააგდეთ.
ყოველი ჯერზე უნდა გამოიყენოთ ახალი ერთჯერადი აპლიკატორი, რომელიც გამოყენების შემდეგ ასევე უნდა გადააგდოთ.
ისეთი აპლიკატორები, რომლებზეც შეინიშნება დაზიანება, არ უნდა გამოიყენოთ.
გამოყენების ხანგრძლივობა
როგორც წესი საკმარისია 3 ერთმანეთზე მიყოლებით დღიანი მკურნალობა სოკოვანი ინფექციის აღმოსაფხვრელად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის მეორე ციკლის მიყოლებით ჩატარებაც.
ზოგადად საშოს ანთების სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია სოკოვანი ინფექციებით (როგორიცაა ქავილი, გამონადენი, წვა) მცირდება მკურნალობის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. თუ 4 დღის შემდეგ არ აღინიშნება საგრძნობი გაუმჯობესება, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ გამოიყენეთ კლოტრიმაზოლი არისტოს ჭარბი დოზირება
ცნობები კლოტრიმაზოლით ინტოქსიკაციის შესახებ არ მოიპოვება.
თუ დაგავიწყდათ კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენება
თუ დაგავიწყდათ საღამოს მედიკამენტის გამოყენება, შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატი მეორე დღის შუადღემდე. არ გამოიყენოთ მომდევნო გამოყენებისას ვაგინალური კრემის ზედმეტი დოზირება, განაგრძეთ მკურნალობა ჩვეულებრივ რეკომენდებული რეჟიმის მიხედვით.
თუ გსურთ კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენების შეწყვეტა
ინფექციის სრული განკურნების მისაღწევად და რეციდივის თავიდან არიდების მიზნით, არ უნდა დაასრულოთ მკურნალობა ნაადრევად ან არ შეწყვიტოთ დროზე ადრე. თუ მაინც შეწყვეტთ მკურნალობას დროზე ადრე, მოსალოდნელია სიმპტომების გამოვლენის რეციდივი, ვინაიდან სავარაუდოდ არ მოხდა სოკოვანი ინფექციის სრული გაქრობა.
სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა არ უნდა შეწყვიტოთ, არამედ უნდა განაგრძოთ ის კიდევ დამატებით 3 დღის განმავლობაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები ან ნიშნები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას ან გასაკუთრებულ ზომებს გამოვლენისას:
თუ თქვენს შემთხვევაში შეინიშნება შემდგომში აღნიშნული გვერდითი ეფექტები, უნდა შეწყვიტოთ კლოტრიმაზოლი არისტოს გამოყენება და მიმართოთ ექიმს დაუყონებლივ.
უცნობია სიხშირე: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით
- ალერგიული რეაქციები (სუნთქვის უკმარისობა, გულყრა)
- კანზე გამონაყარი, გენიტალიებზე კანის აქერცვლა, შეშუპება, დისკომფორტი
- მენჯების ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა
- აბდომინალური ტკივილები
სხვა მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
უცნობია სიხშირე: სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით
- ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ჰიპოტონია)
- ქავილი, წვა, ჩხვლეტა, კანის სიწითლე, კანის გაღიზიანება
ბენზილის ალკოჰოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ასევე ფედერაციის წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ინსტიტუტის, ფარმაკოლოგიური განყოფილების მეშვეობით, მდებარე კურტ-გეორგ-კისინგერის-ალეე 3, D- 53175 ბონში. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი მონაცემების მოპოვებას.
5. კლოტრიმაზოლი არისტოს შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება ტუბზე ან საკეც კოლოფზე აღნიშნული ,,ვარგისიანობის ვადის‘‘ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს კლოტრიმაზოლი არისტოს ვაგინალური კრემი
აქტიური ნივთიერება არის: კლოტრიმაზოლი
1 გ ვაგინალური კრემი შეიცავს 0,02 გ კლოტრიმაზოლს.
დამხმარე ნივთიერებებია:
სორბიტანის სტეარატი, პოლისორბატი 60, ცეტილის პალმიტატი (Ph.Eur.), ოკტილის დოდეკანოლი (Ph.Eur.), ცეტილის სტეარილის ალკოჰოლი (Ph. Eur.), ბენზილის ალკოჰოლი, გასუფთავებული წყალი
კლოტრიმაზოლი არისტოს გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
კლოტრიმაზოლი არისტო 2% ვაგინალური კრემი არის თეთრი კრემი ალუმინის ტუბში პლასტმასის აპლიკატორით (გამჭვირვალე).
კლოტრიმაზოლი არისტო 2 % ვაგინალური კრემის შეფუთვა შეიცავს 20 გ კრემს 3 აპლიკატორთან ერთად.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოკოვანი ინფექციების და მათი კლოტრიმაზოლი არისტო 2% ვაგინალური კრემით მკურნალობის შესახებ
საფუარის სოკოს აღმოცენება ჯანმრთელ ადამიანებში
საფუარის სოკო გხვდება ნებისმიერ გარემოში. მნიშვნელოვან საფუარის სოკოს წარმოადგენს Candida albicans. ჯანსაღ ადამიანებში, ძირითადად ვრცელდება ის პირის შრუში და ასევე კუჭ-ნაწლავის არეში. ჯანსაღ გოგონებში და ქალებში Candida albicans ვრცელდება ასევე ვაგინალურ ლორწოვან გარსში და აღინიშნება ვაგინალურ სეკრეტში.
საშოში საფუარის სოკოს Candida albicans-ის აღმოცენების ინტენსივობა განპირობებულია ოსტროგენების დონეზე. ამიტომ გოგონებში ჰორმონალურ სიმშვიდის პერიოდში იშვიათად აღინიშნება მათი აღმოცენება. Candida albicans -ის აღმოცენების პირობები ხელსაყრელი ხდება, როგორც კი აღინიშნება ოსტროგენების დონის მოჭარბება. ჯანმრთელი, სქესობრივად მომწიფებული, არა ორსული ქალების ვაგინაში აღინიშნება საფუარის სოკოს აღმოცენების შემთხვევების 10 % მსოფლიოს მასშტაბით. კლიმაქსის პერიოდში ქალებში აღინიშნება Candida albicans-ის აღმოცენების დეგრადაცია და ვლინდება გარდატეხის ასაკის დონეზე.
ორსულობის პერიოდი წარმოადგენს საშოში სოკოვანი ინფექციის ზრდისათვის ხელსაყრელ მდგომარეობას. მშობიარობისას აღინიშნება სოკოვანი ინფექციები ორსულების 30% ზე მეტს.
რას ნიშნავს სოკოვანი ინფექცია (მიკოზი)?
თუკი აღინიშნება საფუარის ინფექციის ჭარბი ზრდა (85 % აღინიშნება Candida albicans) საშოში, მაშინ ის განიმარტება, როგორც საშოშ სოკოვანი ინფექცია ან ვაგინალური მიკოზი, უფრო ზუსტად ვაგინალური კანდიდოზი.
საფუარის ინფექციის ზრდას ხელს უწყობს პირობები, როგორიცაა სხეულის იმუნური სისტემის დასუსტება (მაგ., გამოწვეული სტრესით ან გარკვეული მედიკამენტების მიღებით, რომლებიც ასუსტებენ იმუნიტეტს), ჰორმონალური ცვლილებები ან დისბალანსი (მაგ., მენსტრუალური ციკლი ან ორსულობა), ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება მაღალი გესტაგენის შემცველობით, გარკვეული ანტიბიოტიკების მიღება, დაავადებები, როგორიცაა მაგ., შაქრიანი დიაბეტი და ასევე გადაჭარბებული ჰიგიენა ინტიმურ ზონაში.
როგორც შევნიშნავთ ვაგინალურ სოკოვან ინფექციებს?
ვაგინალური სოკოვანი ინფექციები (ვაგინალური კანდიდოზი) ვლინდება თითქმის მხოლოდ ჰორმონალურად აქტიურ ასაკის ქალებში. განასხვავებენ მსუბუქ, საშუალო სირთულის და რთულ ვაგინალურ კანდიდოზს. ტიპიური ნიშნებია ქავილი, თითქმის ნეიტრალური სუნის გამონადენი და ასევე დადებითი საფუარის სოკოვანი ბაქტერიები. სიმპტომების გამოხატვის მეტ-ნაკლები დონე განპიროებულია ინფექციის სირთულით.
სირთულების პირველადი ან მრავალჯერადი გამოვლენისას უნდა მიმართოთ ექიმს. ის დაადგენს დაავადების სწორ დიაგნოზს.
როგორ უნდა ვუმკურნალოთ ვაგინალურ სოკოვან ინფექციებს?
სოკოვანი ინფექციის მკურნალობა უნდა მოხდეს ანტიმიკოზური საშუალებების მეშვეობით, როგორიცაა კლოტრიმაზოლი არისტო.
ვაგინალური კრემის საშოში შეყვანით ხდება სოკოს კვდომა და სოკოს გავრცელების ინჰიბირება.
წარმატებული მკურნალობის პირობაა კლოტრიმაზოლი არისტოს რეგულარული გამოყენება საღამოობით და 3 ერთმანეთზე მიყოლებული დღეების განმავლობაში.
როგორ მოვახდინოთ ვაგინალური სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკა?
სოკოვანი ინფექციის პრევენციისათვის უნდა მოერიდოთ ინტიმურ არეალში გადაჭარბებულ ჰიგიენას, ვიწრო შარვლების ჩაცმას და სინთეთიკური მასალის საცვალის ტარებას.
- ინტიმური არეალი დაიბანეთ ყოველ დღე საკმარისი რაოდენობის წყლით, შესაძლებელია მსუბუქი საპნის გამოყენება.
- ყოველდღე გამოცვალეთ დასაბანი ღრუბელი, ხელსახოცი და საცვალი.
- ატარეთ ჰაერგამტარი ტანსაცმელი.
დამატებით კითხვების შემთხვევაში დაავადების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ისინი მოგცემენ რჩევებს.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account