Mixegyn - მიქსეგინი 6 ვაგინალური კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 33,52 GEL რეგულარული ფასი 44,10 GEL
მარაგშია
SKU
56746_2568

ჩვენება: ვულვოვაგინური მიკოზიტის, ტრიქომონას და არასპეციფიკური ვაგინიტის ადგილობრივი მკურნალობა, ვარაუდისას, ნეომიცინის ან პოლიმიქსინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით გამოწვეული სუპერინფქციის მკურნალობა.

 მიქსეგინი  Mixegyn

 მეტრონიდაზოლი-მიკონაზოლი-ნეომიცინი-გოთუ კოლა-პოლიმიქსინი

 ვაგინალური რბილი კაფსულები

შემადგენლობა   

თითოეული რბილი ვაგინური კაფსულა შეიცავს:

მეტრონიდაზოლი              400მგ

მიკონაზოლის ნიტრატი    100მგ

ნეომიცინის სულფატი       45მგ

გოთუ კოლა                        15მგ

პოლიმიქსინის სულფატი   5მგ

თხევადი ვაზელინი, ვაზეილინი, ჟელატინი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილაპარაბენი, სანსეტ ყვითელი და ტიტანის დიოქსიდი     q.s.

თერაპიული მოქმედება

მიქსეგინი შეიცავს აქტიური ნივთიერებების კომბინაციას სოკოს და ინფექციის საწინააღმდეგო მოქმედებით, გინეკოლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ.

მიქსეგინი ასევე შეიცავს გოთუ კოლას ვაგინური ეპითელიუმის აღმდგენი და რეგენერაციული მოქმედებით .

ჩვენებები

ვულვოვაგინური მიკოზიტის, ტრიქომონას და არასპეციფიკური ვაგინიტის ადგილობრივი მკურნალობა, ვარაუდისას, ნეომიცინის ან პოლიმიქსინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით გამოწვეული სუპერინფქციის მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი

რეკომენდებული დოზაა 1 ან 2 კაფსულა დღეში 7-10 დღე. ტრიქომონას დროს რეკომენდებულია პერორალურ თერაპიასთან ერთად გამოყენება. დაუშვებელია მკურნალობის განმეორება წელიწადში 2-3 ჯერ-ზე მეტად.

შეიყვანეთ ვაგინალური რბილი კაფსულა ღრმად, საშოში ძილის წინ ღამით.

უკუჩვენებები

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა წამლის რომელიმე ნივთიერების მიმართ.

ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი

ღვიძლის უკმარისობა.

ლატექსის დიაფრაგმები ან კონდომები.

გაფრთხილება

მიქსეგინის გამოყენება არ ახდენს სექსუალურად გადამდები დაავადებების განვითარების პრევენციას.

არ გამოიყენოთ ორსულობის დაგაგმვის შემთხვევაში, ვინაიდან შესაძლებელია ხელი შეუშალოს ფერტილობას.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობა უნდა შეწყდეს ატაქსიის, თავბრუსხვევის ან ცნობიერების დარღვევის შემთხვევაში.

სისხლის დარღვევების ისტორიის შემთხვევაში, უნდა აკონტროლოთ ლეიკოციტების შემცველობა.

ურთიერთქმედებები

სპერმიციდები. მიუხედავად იმის, რომ ადგილობრივად გამოყენებული მიქსეგინის სისტემური აბსორბცია დაბალია, საჭიროა ანტიკოაგულანტებთან, სულფონამიდებთან, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, ფენიტოინთან და ასტემიზოლთან ურთიერთქმედების გათვალისწინება. არ არის რეკომენდებული მკურნალობის დროს ალკოჰოლის ან ვარფარინის, დისულფირამის ან კუმარინის გამოყენება.

გვერდითი რეაქციები

პაციენტების მცირე რაოდენობაში შესაძლებელია ვაგინალური წვა ან ქავილი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღევვები, გულისრევა, ლითონის გემოს შეგრძნება, ანორექსია, ღებინება და დიარეა.

ჭარბი დოზირება

მითითებული დოზებით პროდუქტის ვაგინურად გამოყენებისას არ არსებობს ჭარბი დოზირების რისკი.

გამოშვების ფორმა

კონტეინერი 6 რბილი ვაგინური კაფსულით.

ვარგისობის ვადა:

2 წელი

შენახვის პირობები

ინახება გრილ ადგილას არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეაპრატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი - Laboratorios Beta S.A. (არგენტინა)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა6
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy