SPIROLACT - სპიროლაქტი 50მგ/20მგ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 16,23 GEL რეგულარული ფასი 23,38 GEL
მარაგშია
SKU
56708_2080

ჩვენება: შეშუპებითი სინდრომი გულის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის დროს, შეშუპებები და ასციტი ელექტროლიტების ცვლის დარღვევის დროს ჰიპერალდოსტერონიზმის შედეგად, არტერიული ჰიპერტენზია. 


შემადგენლობა 

სპიროლაქტის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებების - სპირონოლაქტონის 50 მგ-ს და ფუროსემიდის 20 მგ-ს.


დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი. გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 6, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი. 

ათქ კოდი: C03EB01 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი 

დიურეზული საშუალებები, მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები კალიუმის შემბოჭავ საშუალებებთან ერთად. 

ფარმაკოლოგიური თვისებები 

სპიროლაქტი - კომბინირებული პრეპარატი, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირონოლაქტონისა და ფუროსემიდის თვისებების შერწყმით. სპირონოლაქტონი წარმოადგენს კალიუმდამზოგველ დიურეზულ საშუალებას, ალდოსტერონის (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი) სპეციფიკურ ანტაგონისტს პროლონგირებული მოქმედებით. უკავშირდება რა ალდოსტერონის რეცეპტორებს, ზრდის წყლის, ნატრიუმის იონებისა და ქლორის ექსკრეციას შარდთან ერთად, ამცირებს კალიუმის იონების და შარდოვანას გამოყოფას, აქვეითებს შარდის მჟავიანობას. 

ფუროსემიდი მიეკუთვნება ძლიერმოქმედ “მარყუჟოვან” შარდმდენ საშუალებებს, აბლოკირებს ნატრიუმისა და კალიუმის იონების, ქლორიდებისა და მაგნიუმის აქტიურ რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის აღმავალ მუხლში, ასევე თირკმლების პროქსიმალურ და დისტალურ ხვეულ მილაკებში; ზრდის წყლის ექსკრეციას. 

ჩვენებები 

- შეშუპებითი სინდრომი გულის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის დროს (განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია ან აღინიშნება დიურეზული საშუალებებით გამოწვეული ჰიპოკალიემია); 


- შეშუპებები და ასციტი ელექტროლიტების ცვლის დარღვევის დროს ჰიპერალდოსტერონიზმის შედეგად; 


- ასციტი ღვიძლის ციროზის დროს; 


- არტერიული ჰიპერტენზია. 


უკუჩვენებები 

- ჰიპერმგრძნობელობა სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის ან სულფანილამიდების მიმართ; 


- თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია; 


- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (ღვიძლის პრეკომა ან კომა);

- ელექტროლიტების ცვლის დარღვევები, რომელიც არ ექვემდებარება კორექციას: ჰიპო- 
ან ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია.
გვერდითი მოვლენები
წყალ-ელექტროლიტური ცვლის მხრივ: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემია, ჰიპო- ან ჰიპერკალიემია; იშვიათად - ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია.

ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ხმაური ყურებში, პარესთეზიები, სმენის დაქვეითება, არამკვეთრი მხედველობა.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ანორექსია, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ერექციის დარღვევა, გინეკომასტია (მამაკაცებში); ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, დისმენორეა, ამენორეა, ჰირსუტიზმი, ხმის გაუხეშება (ქალებში).
ალერგიული რეაქციები: სისტემური ვასკულიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი, მანეკროზებელი ანგიიტი, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ცხელება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად - აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი სპიროლაქტი მიიღება შიგნით მთლიანად, დაუღეჭავად, ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად, დაავადების ნოზოლოგიური ფორმის და წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის გამოხატულების მიხედვით. მკურნალობის პირველი 3-6 დღის განმავლობაში პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად 4 ტაბლეტამდე საშუალო დღიური დოზით. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს - 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში. კლინიკური ეფექტის გამოხატულების მიხედვით ეს დოზა ინიშნება ყოველდღიურად, ან დღეგამოშვებით, ან ორ დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. 


ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია; ელექტროლიტური დისბალანსი, მათ შორის ჰიპოკალიემია; ჰიპოქლორემიული ალკალოზი.
მკურნალობა: სიმპტომური - სითხის სისხლძარღვშიდა მოცულობისა და ელექტროლიტების დეფიციტის აღდგენა. ჰემოდიალიზი არ აჩქარებს ფუროსემიდის გამოყოფას. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება 


- კალიუმის ან კალიუმდამზოგველ შარდმდენ პრეპარატებთან (ტრიამტერენი, ამილორიდი), ასევე ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება; 


- გლუკოკორტიკოიდებთან, ასევე საფაღარათო საშუალებებთან ერთად სპირონოლაქტონის გამოყენებისას, შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარება; 


- სპირონოლაქტონმა შეიძლება შეასუსტოს წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატის კარბენოქსოლონის ეფექტი, აქვეითებს ნორადრენალინის ვაზოპრესულ ეფექტს, ზრდის დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდს; 

- სალიცილატებმა შეიძლება დააქვეითოს სპირონოლაქტონის მოქმედება; 


- ფუროსემიდმა შეიძლება შეასუსტოს ჰიპოგლიკემიური საშუალებების და პრესორული ამინების მოქმედება და გააძლიეროს სალიცილატების, თეოფილინის, ლითიუმის პრეპარატებისა და არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მოქმედება; 


- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა (მაგალითად ინდომეტაცინი) შეიძლება შეასუსტოს ფუროსემიდის მოქმედება; 


- ფუროსემიდისა და ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების ნეფრო- და ოტოტოქსიკური გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები
სპიროლაქტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში პოდაგრით, შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევებით, პაციენტებში სუნთქვითი და მეტაბოლური აციდოზის მომატებული რისკით.
ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია შრატში ელექტროლიტების, ასევე შარდოვანას, კრეატინინის, გლუკოზისა და შარდმჟავას კონტროლი. სპიროლაქტის გამოყენების დროს ალკოჰოლის მიღება აკრძალულია.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. სპიროლაქტის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
პრეპარატის მიღების დროს, განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში, აკრძალულია ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვს სწრაფ ფიზიკურ და ფსიქიკურ რეაქციებს. მომავალში მათი განხორციელების შესაძლებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერზე.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy