Milurit - მილურიტი 300მგ 30 ტაბლეტი

21,17 GEL
მარაგშია
SKU
57582_3

ჩვენება:პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი, შარდმჟავას სინთეზის ინჰიბიტორები.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ალოპურინოლი

მილურიტი® 100 მგ ტაბლეტები:  100 მგ ალოპურინოლი ყოველ ტაბლეტში

მილურიტი® 300 მგ ტაბლეტები:  300 მგ ალოპურინოლი ყოველ ტაბლეტში

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით:

მილურიტის®  ყოველი 100 მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.

გარეგანი სახე:

100 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ღარით ერთ მხარეს და გრავირებული სტილიზებული ასო E  და ციფრი 351 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

300 მგ ტაბლეტები: თეთრი ან მონაცისფრო-თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით, გამყოფი ღარით ერთ მხარეს და გრავირებული სტილიზებული ასო E  და ციფრი 352 მეორე მხარეს, უსუნო ან თითქმის უსუნო.

გამოყენების ჩვენებები

მოზრდილები:

·         ჰიპერურიკემიის ყველა სახე, რომელთა კონტროლიც შეუძლებელია დიეტით, მათ შორის სხვადასხვა წარმოშობის მეორადი ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკემიის კლინიკური გართულება, კერძოდ, გამოხატული პოდაგრა, ურატული ნეფროპათია, ასევე, შარდმჟავას კრისტალების (თირკმლის კენჭები) დაშლა და  წარმოქმნის შეფერხება.

·         მორეციდივე, შერეული კალციუმის ოქსალატის კრისტალები, რომელსაც თან სდევს ჰიპერურიკემია, როდესაც სხვადასხვა სითხეების გამოყენებას, დიეტის დაცვას და მსგავს ზომებს არა აქვთ შედეგი.

ბავშვები და მოზარდები:

·         სხვადასხვა წარმოშობის მეორადი ჰიპერურიკემია.

·         ნეფროპათია, რომელიც გამოწვეულია ლეიკოზის მკურნალობისას შადმჟავას გამოყენებით.

·         თანდაყოლილი ფერმენტული უკმარისობა, ლეშ-ნიჰანის სინდრომი (ჰიპოქსანტინ-გუანინ-ფოსფორიბოზილტრანსფერაზას სრული ან ნაწილობრივი უკამრისობა) და ადენინ-ფოსფორიბოზილტრანსფერაზას უკამრისობა.

მიღების წესი და დოზირება

დოზები

მოზრდილები:

აროპურინოლის არასასურველი ეფექტების რისკის შესამცირებლად, მკურნალობის დასაწყისში უმჯობესია დაბალი დოზების მიღება,  კერძოდ კი, 100 მგ/დღეში და დოზის გაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ურატების დონეზე ზემოქმედება  შრატში არის არასაკმარისი. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როდესაც დაქვეითებულია თირკმლის ფუნქცია.

მოცემულია დოზირების შემდეგი სქემა:

100 – 200 მგ  სიმძიმის მსუბუქი ხარისხის დროს,

300 – 600 მგ სიძიმის საშუალო ხარისხის დრის,

700 – 900 მგ მძიმე ხარისხის დროს.

თუ საჭიროა  დოზის განსაზღვრა მგ-ში სხეულის მასის კგ-ზე, მაშინ უნდა გამოვიყენოთ დოზა 2-10 მგ/კგ/დღეში.

საბავშვო ასაკის მქონე პაციენტები (15 წლამდე ასაკის ბავშვები):

რეკომენდებული დოზაა 10-20 მგ/ სხეულის მასის კგ/დღეში მაქსიმალურ დოზამდე 400 მგ დღეში, გაყოფილი 3 მიღებად. ბავშვებში გამოიყენება იშვიათად, გარდა ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი ფორმის შემთხვევისა (განსაკუთრებით ლეიკოზი) და ფერმენტების ფუნქციის გარკვეული  დარღვევებისას, როგორიცაა ლეშ-ნიჰანის სინდრომი.

ხანდაზმული პაციენტები:

განსაკუთრებული მონაცემების არ ქონისას, რეკომენდებულია მაქსიმალურად დაბალი დოზების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ურატების დონის დამაკმაყოფილებელ დაწევას. 

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ვინაიდან ალოპურინოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების და/ან მისი მეტაბოლიტების დაყოვნება ორგანიზმში და შესაბამისად, სისხლის პლაზმიდან ნახევრად-გამოყოფის დროის გახანგრძლივება.

ქვემოთ მოცემული სქემა წარმადგენს დოზის კორექციის ორიენტირს თირკმლის ფუნქციის დარღვევისას:

                                                   კრეატინინის კლირენსი                                                          დღიური დოზა
                                                          >20 მლ/წთ                                                        ნორმალური დოზა
                                                         10-20 მლ/წთ                                                         100-200 მგ/დღეში
                                                           <10 მლ/წთ                         100 მგ/დღეში ან დოზირების ინტერვალის გახანგრძლივება

 თირკმლის მძიმე უკმარისობისას, მიზანშეწონილი იქნება  100 მგ/დღეში დოზაზე დაბალი დოზის მიღება ან 100 მგ ერთჯერადი დოზის მიღება 24 საათზე მეტი ინტერვალით.

თუ არის საშუალება სისხლის პლაზმაში გაკონტროლდეს ოქსიპურინოლის დონე, მაშინ დოზა უნდა დაკორექტორდეს ისე, რომ ოქსუპურინოლის კონცენტრაცია  შენარჩუნდეს 100 მკმოლ/ლ-ზე (15,2 მგ/ლ) მეტ დონეზე.

ალოპურინოლი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ჰემოდიალიზისას. თუ საჭიროა ჰემოდიალიზის ჩატარება ორ-სამჯერ  კვირაში, მაშინ უნდა მოხდეს დოზირების ალტერნატიული სქემის განხილვა - 300-400 მგ ალოპურინოლი ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ, შუალედებში დოზის მიღების გარეშე.

პაციენტებმა, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღონ ალოპურინოლის და თიაზიდური ჯგუფის შარდმდენი საშუალებების კომბინაცია. ალოპურინოლის მიღება უნდა მოხდეს მაქსიმალურად დაბალი ეფექტური დოზებით და თირკმელის ფუნქციაზე სათანადო მონიტორინგით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

პაციენტებმა, რომლეთაც დარღვეული აქვთ  ღვიძლის ფუნქცია, უნდა მიიღონ ალოპურინოლის შემცირებული დოზები. მკურნალობის ადრეულ სტადიაზე რეკომენდებულია პერიოდულად ღვიძლის ფუნქციური სინჯების ჩატარება.

ურატების წარმოქმნით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა, მაგალითად, ახალწარმონაქმნები, ლეშ-ნიჰანის სინდრომი:

სასურველია ჰიპერურიკემიის და/ან ჰიპერურიკოზურიის კორექცია ალოპურინოლის საშუალებით ციტოტოქსიური თერაპიის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია,  ორგანიზმში ადექვატური წყლის ბალანსის უზრუნველყოფა ოპტიმალური დიურეზის შესანარჩუნებლად, ასევე, ზომების მიღება   შარდის გატუტოვნებისთვის, შარდში ურატის/შარდმჟავას ხსნადობის გასაზრდელად. ალოპურინოლის დოზები უნდა იყოს  რეკომენდებული დოზირების სქემის დაბალ ზღვარზე.

თუ ურატული ნეფროპათია ან სხვა პათოლოგია გახდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის  მიზეზი, აუცილებელია რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოცემულია პარაგრაფში: „თირკმლის ფუნქციის დარღვევა“.

აღნიშნული ზომების მიღებამ შეიძლება შეამციროს ქსანტინის და/ან ოქსიპურინოლის დაგროვების რისკი, რომელიც ართულებს კლინიკურ მდგომარეობას.

უკუჩვენება:

მომატებული ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების,  ან ნებისმიერი დამხამრე ნივთიერების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

6-მერკაპტოპურინი და აზატიოპრინი:

აზატიოპრინი  მეტაბოლიზირდება 6-მერკაპტოპურინად, რომელიც კარგავს აქტიურობას ქსანტინოქსიდაზას ზემოქმედებით. თუ 6-მერკაპტოპურის ან აზატიოპრინის მიღება ხდება მილურიტთან® ერთად, მაშინ უნდა მოხდეს 6-მერკაპტოპურის ან აზატიოპრინის ჩვეულებრივი დოზის ერთი მეოთხედის მიღება, ვინაიდან ქსანტინოქსიდაზას დათრგუნვა ახანგრძლივებს  მათ მოქმედებას. თუ აღნიშნული დოზა არ შემცირდება, მაშინ ამ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციამ შრატში შეიძლება მიაღწიოს ტოქსიურ დონემდე.

ვიდარაბინი (ადენინის არაბინოზიდი):

არსებობს მონაცემები, რომ ალოპურინოლის მიღების დროს ბიდარაბინის ნახევრად-გამოყოფის პერიოდი იზრდება. ამ პრეპარატების ერთდროული მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული  სიფრთხილე, ტოქსიური ურთიერთქმედების ამოსაცნობად.

სალცილატები და შარდმჟავას გამომყვანი (ურიკოზურიული)  საშუალებები:

თერაპიული მოქმედების მქონე ოქსიპურინოლი, ალოპურინოლის მთავარი მეტაბოლიტი, ურატების მსგავსად, გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით. ამგვარად, ურიკოზურიული მოქმედების წამლები, როგორიცაა პრობენეციდი ან სალიცილატების მაღალი დოზები, აჩქარებენ ოქსიპურინოლის გამოყოფას. აღნიშნულმა,  შესაძლებელია შეამციროს მილურიტის® თერაპიული მოქმედება, თუმცა, ამ მოვლენის მნიშნვნელობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

ქლორპროპამიდი:
თუ მილურიტის® მიღება ხდება ქლორპროპამიდთან ერთად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის პირობებში შეიძლება წარმოიქმნას გახანგრძლივებული ჰიპოგლიკემიური მოქმედების რისკი, ვინაიდან ალოპურინოლი და ქლორპროპამიდი კონკურენციას უწევენ ერთმანეთს თირკმლის მილაკებიდან გამოყოფის დროს.

კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები:

არსებობს ცალკეული შეტყობინებები, რომლებიც უკავშირდება ვარფარინის და კუმარინის სხვა წარმოებული ანტიკოაგულანტების გაძლიერებულ მოქმდებებას,  რაც გამოწვეულია ალოპურინოლთან კომბინაციით, ამიტომ ანტიკოაგულანტების მიმღები ყველა პაციენტი  უნდა იყოს სათანადო მონიტორინგის ქვეშ.

ფენიტოინი:

ალოპურინოლმა შეიძლება დათრგუნოს ფენიტოინის დაჟანგვა ღვიძლში, მაგრამ, აღნიშნული ფაქტის კლინიკური მნიშვნელობა არ არის დადასტურებული.

თეოფილინი:

 შეტყობინებებში აღინიშნა თეოფილინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა. ურთიერთქმედების მექანიზმი შეიძლება აიხსნას ორგანიზმში თეოფილინის ბიოტრანსფორმაციით, რომელშიც მონაწილეობს ქსანტინოქსიდაზა. იმ პაციენტების სისხლში, რომლებიც იწყებენ ალოპურინოლით მკურნალობას ან მის დოზას ზრდიან, აუცილებელია თეოფილინის დონის მონიტორინგი.   

ამპიცილინი / ამოქსიცილინი:

ალოპურინოლის და ამპიცილინის ან ამოქსიცილინის ერთდროულად მიღებისას, აღინიშნა კანისმიერი რეაქციის სიხშირის ზრდა უფრო მეტად, ვიდრე იმ პაციენტებში რომლებიც არ იღებდნენ ორივე წამალს ერთად. ამ ურთიერთქმედების მიზეზი არ არის დადგენილი. თუმცა, იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ალოპურინოლს იღებენ, რეკომენდებულია ამპიცილინის ან ამოქსიცილინის ნაცვლად სხვა ანტიბიოტიკური საშუალებების გამოყენება.

ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ბლეომიცინი, პროკარბაზინი, მექლორეთამინი:

პაციეტებში, რომელთაც აღენიშნებათ ავთვისებიანი წარმონაქმნები (გარდა ლეიკოზისა), გამოვლენილია ზურგის ტვინის გაძლიერებული სუპრესია,  ალოპურინოლის და ციკლოფოსფამიდის ან ციტოსტატიკური სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღებისას. თუმცა, ერთ-ერთ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელშიც პაციენტები იღებდნენ ციკლოფოსფამიდს, დოქსორუბიცინს, ბლეომიცინს, პროკარბაზინს და/ან მექლორეთამინს (ქლორმეთანის  ჰიდროქლორიდს), ალოპურინოლს არ გამოუწვევია ამ ციტოტოქსიური საშუალებების მომატებული ტოქსიური რეაქცია.

ციკლოსპორინი:

არსებობს შეტყობინებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ციკლოსპორინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს მისი და ალოპურინოლის ერთდროული მიღებისას. ამ პრეპარატების ერთდროული მიღებისას გასათვალისწინებელია ციკლოსპორინის ტოქსიურობის შესაძლო მომატება.

დიდანოზინი:

ჯანმრთელ მოხალისეებში და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) მქონე პაციენტებში, რომლებიც დიდანოზინს იღებდნენ, დიდანოზინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში  (Cmax) და საშუალო ფართობი მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია-დრო” (AUC) იყო დაახლოებით ორჯერ მეტი  ალოპურინონოლთან (300 მგ დღეში) ერთად მიღებისას, საბოლოო ფაზაში ნახევრად-გამოყოფის პერიოდის ცვლილების გარეშე.  ამ ორი წამლის ერთდროულად მიღება, როგორც წესი,  არ არის რეკომენდებული. თუ ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, შეიძლება საჭირო გახდეს დიდანოზინის დოზის შემცირება და პაციენტების მუდმივი მონიტორინგი.

აგფ იჰიბიტორები  (ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტები):

ალოპურინოლთან ერთად მიღება დაკავშირებულია ლეიკოპენიის განვითარების რისკის მომატებასთან, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია. რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა.

აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის რისკის გაზრდა  ალოპურინოლის და ACE იჰიბიტორების  ერთდროულად მიღებისას, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. 

ალოპურინოლის და კაპტოპრილის ერთდროულად მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს კანისმიერი რეაქციების ზრდის რისკი, განსაკუთრებით ღვიძლის მწვავე უკმარისობისას.

დიურეზული საშუალებები:

ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა ურთიერთქმედება ალოპურინოლსა და ფუროსემიდს შორის, რაც იწვევს შრატში ურატის და სისხლის პლაზმაში ოქსიპურინოლის კონცენტრაციების ზრდას.

აღწერილია ჰიპერმგრეძნობელობის რისკის ზრდა  ალოპურინოლის და დიურეზული საშუალებების, კერძოდ თიაზიდების ერთდროულად მიღებისას, განსაკუთრებით ღვიძლის უკმარისობისას.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ალოპურინოლის უსაფრთხოება ორსულ ქალებში საკმარისად არ არის შესწავლილი, თუმცა, მისი გამოყენება ფართოდ ხდებოდა წლების განმავლობაში აშკარა ნეგატიური შედეგის გარეშე.

ორსულობის დროს მისი გამოყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს შედარებით უსაფრთხო ალტერნატივა და როცა თავად დაავადება წარმოადგენს  უფრო დიდ რისკს  დედისთვის და ბავშვისთვის ვიდრე პრეპარატის  მიღება.

ლაქტაციის პერიოდი

შეტყობინებები ამტკიცებს, რომ ალოპურინოლი და ოქსიპურინოლი აღწევს დედის რძეში. დედის რძეში, რომელიც იღებდა ალოპურინოლს დოზით 300 მგ/დღეში, გამოვლინდა ალოპურინოლის 1,4 მგ/ლ და ოქსიპურინოლის 53,7 მგ/ლ კონცენტრაცია. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე გავლენა არ გამოკვლეულა.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ვინაიდან ალოპურინოლის მიმღებ პაციენტებს აღენიშნებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა, თავბრუსხვევა რეტის დასხმით (ვერტიგო) და ატაქსია, ამიტომ, პაციენტებს მართებთ სიფრთხილის გამოჩენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ალოპურინოლი არ მოქმედებს უარყოფითად მოქმედებების შესრულებაზე.

გვერდითი მოვლენები

აღნიშნულ პრეპარატზე  არ არსებობს რაიმე სახის კლინიკურ მონაცემებთან დაკავშირებული თანამედროვე დოკუმენტაცია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა გვერდითი მოვლენების სიხშირის დასადგენად. გვერდითი მოვლენების  გამოვლინების სიხშირე სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე და, ასევე,  სხვა თერაპიულ საშუალებებთან კომბინაციაზე.

დოზის გადაჭარბება

პაციენტს, რომელმაც მიიღო 20 გ ალოპურინოლი, აღენიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა და თავბრუსხვევა. საერთო მხარდამჭერი ღონისძიებების შემდეგ მდგომარეობა დარეგულირდა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური მოქმედება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატი, შარდმჟავას სინთეზის ინჰიბიტორები.

მოქმედების მექანიზმი

ალოპურინოლი წარმოადგენს ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორს. ალოპურინოლი და მისი მთავარი მეტაბოლიტი ოქსიპურინოლი ამცირებს შარდმჟავას კონცენტრაციის დონეს სისხლის პლაზმასა და შარდში, ქსანტინოქსიდაზას ინჰიბირების გზით, ფერმენტი, რომელიც იწვევს ჰიპოქსანტინის ჟანგვას ქსანტინამდე და ქსანტინის ჟანგვას შარდმჟავამდე.  ჰიპერურიკემიის მქონე ზოგ, მაგრამ არა ყველა პაციენტში პურინების კატაბოლიზმის ინჰიბირების გარდა, ითრგუნება de novo პურინების ბიოსინთეზი უკუკავშირის მექანიზმით,  რაც გამოწვეულია ჰიპოქსანტინ-გუანინის ფოსფორიბოსილ-ტრანსფერაზას ფერმენტის ინჰიბირებით. ალოპურინოლის სხვა მეტაბოლიტებს შორისაა ალოპურინოლ-რიბოზიდი და ოქსიპურინოლ-7-რიბოზიდი.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ალოპურინოლი მოქმედებს პერორალურად მიღებისას. იგი სწრაფად შეიწოვება კუჭ -ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან. ფარმაკოკინეტიკური კვლევების თანახმად,  ალოპურინოლი სისხლში ხვდება მიღებიდან 30-60 წუთში. ბიოშეღწევადობის მაჩვენებლები მერყეობს 67% - 90% ფარგლებში. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატ მილურიტის® პერორალურად მიღებიდან დაახლოებით 1.5 საათში. შემდეგ ალოპურინოლის კონცენტრაცია   სწრაფად მცირდება და მიღებიდან 6 საათში სისხლის პალზმაში აღინიშნება მხოლოდ პრეპარატის კვალი. აქტიური მეტაბოლიტის - ოქსიპურინოლის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, მიიღწევა პრეპარატ მილურიტის® პერორალურად მიღებიდან 3-5 საათში და მისი კონცენტრაციის დონე სისხლის პლაზმაში მცირდება მნიშვნელოვნად ნელა.

განაწილება

ალოპურინოლი თითქმის არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ცილების დონის შეცვლამ არ უნდა იმოქმედოს მნიშვნელოვნად მის კლირენსზე. ალოპურინოლის გავრცელების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 1,6 გ/კგ-ს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქსოვილები საკმარისად გამოხატულად შთანთქავენ პრეპარატს. ალოპურინოლის შემცველობა ადამიანის სხვადასხვა ქსოვილებში შესწავლილი არ არის, თუმცა, სავსებით დასაშვებია, რომ ალოპურინოლი და ოქსიპურინოლი ყველაზე დიდი კონცენტრაციით გროვდებოდეს  ღვიძლსა და ნაწლავების ლორწოვან გარსში, სადაც  ქსანტინოქსიდაზა არის მაღალაქტიური.

ბიოგარდაქმნა

ალოპურინოლის მთავარი მეტაბოლიტია ოქსიპურინოლი. ალოპურინოლის სხვა მეტაბოლიტებს შორისაა ალოპურინოლ-რიბოზიდი და ოქსიპურინოლ-7-რიბოზიდი.

გამოყოფა

პერორალურად მიღებული ალოპურინოლოს დაახლოებით 20% ნაწლავებით  გამოიყოფა 48-72 საათის განმავლობაში. ალოპურინოლი ძირითადად გამოიყოფა ოქსიპურინოლის სახით  მეტაბოლური გარდაქმნით, ქსანტინოქსიდაზას და ალდეჰიდოქსიდაზას ზემოქმედების შედეგად, ამასთან,  დღიური დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ალოპურინოლის სახით.  სისხლის პლაზმიდან ალოპურინოლის ნახევრად-გამოყოფის  პერიოდი დაახლოებით 0,5-1,5 საათს შეადგენს.

ალოპურინოლთან შედარებით, ოქსიპურინოლი, ქსანტინოქსიდაზას ნაკლებად ძლიერი ინჰიბიტორია, თუმცა, მისი ნახევრად-გამოყოფის  პერიოდი  მნიშვნელოვნად მეტია. არსებული შეფასებით, ადამიანებში ეს მაჩვენებელი 13-30 საათს შეადგენს. ამგვარად, ალოპურინოლის დღეში ერთჯერადად მიღებისას, ქსანტინოქსიდაზას აქტივობის ეფექტური დათრგუნვა ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებსაც თირკმლის ნორმალური ფუნქცია აღენიშნებათ,  ოქსიპურინოლის შემცველობა ნელ-ნელა იზრდება, სანამ არ მიაღწევს სისხლის პლაზმაში ოქსიპურინოლის კონცენტრაციის ბალანსს. დღეში 300 მგ ალოპურინოლის მიღებისას, ასეთი პაციენტების სისხლის პლაზმაში ოქსიპურინოლის კონცენტრაცია, როგორც წესი, შეადგენს 5-10 მგ/ლ-ს.

შენახვის ვადა.

5 წელი

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy