სავაჭრო სახელწოდება |
ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5 / ENA+HCT-Denk 20/12.5 |
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) |
enalapril, hydrochlorothiazide; |
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი |
ჯგ: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები |
მწარმოებელი ფირმა |
დენკ ფარმა |
მწარმოებელი ქვეყანა |
გერმანია |
გამოშვების ფორმა |
20მგ/12 5მგ ტაბლეტი |
გაცემის რეჟიმი |
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით) |
აქტიური ინგრედიენტები:
ერთი ტაბლეტი შეიცავს 20მგ ენალაპრილის მალეატი და 12,5მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
დამხმარე ინგრედიენტები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის
სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ენაჰცტდენკ 20/12.5 წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და შარდმდენის (ჰიდროქლოროთიაზიდი)
კომბინაციას.
ჰიპერტენზიის მკურნალობისას ენალაპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყენება როგორც მარტო ასევე კომბინირებული სახით. ორივე კომპონენტის
ჰიპოტენზიური ეფექტი არის ადიტიური. ენალაპრილმა შესაძლებელია შეამციროს ჰიდროქლოროთიაზიდით განპირობებული კალიუმის კარგვა.
ენალაპრილი
ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს ენალაპრილის მალეატის მარილს – 2 ამინომჟავის (L ალანინი და L პროლინი) დერივატივს. ანგიოტენზინის
გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) წარმოადგენს პეპტიდილ დიპეპტიდაზას, რომელიც ხელს უწყობს ანგიოტენზინ Iის გარდაქმნას პრესორულ ნივთიერება –
ანგიოტენზინ IIად. აბსორბციის შემდეგ ენალაპრილი ჰიდროლიზდება ენალაპრილატამდე, რაც აინჰიბირებს აგფს. აგფს დაინჰიბირება იწვევს ანგიოტენზინ
IIის კონცენტრაციის შემცირებას. ეს თავის მხრივ იწვევს პლაზმის რენინის აქტივობის მომატებას (რადგან მოხსნილია უარყოფითი უკუკავშირი რენინის
გამოყოფაზე) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას.
აგფს აქტივობის ეფექტური სუპრესია ჩვეულებრივ ვლინდება ენალაპრილის 1 დოზის შიგნით მიღებიდან 24 საათის შემდეგ. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი
ჩვეულებრივ იწყება მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება მიღებიდან 46 საათის შემდეგ.
ეფექტის ხანგრძლივობა დოზადამოკიდებულია. თუმცა რეკომენდებული დოზების მიღებისას ანტიჰიპერტენზიული და ჰემოდინამიკური ეფექტები
გრძელდება სულ მცირე 24 საათს.ჰიდროქლოროთიაზიდი:
ჰიდროქლოროთიაზიდი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინს. თიაზიდი პირდაპირ მოქმედებს თირკმელზე, ზრდის ნატრიუმის ქლორიდის და წყლის ეკსკრეციას.
მისი ძირითადი მოქმედების ადგილს წარმოადგენს თირკმლის დისტალური მილაკი. ისინი აინჰიბირებენ ელექტრონეიტრალური Nაჩლ კოტრანსპორტირებას
სანათურის უჯრედის მემბრანაში. კალიუმი და მაგნიუმი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ხოლო კალციუმი მცირე რაოდენობით. ჰიდროქლოროთიაზიდი
იწვევს წყალბადის კარბონატის მცირე ექსკრეციას და ქლორის ექსკრეცია აჭარბებს ნატრიუმის ექსკრეციას. ჰიდროქლოროთიაზოდოთ მკურნალობისას
შესაძლებელია განვითარდეს მეტაბოლური ალკალოზი. სხვა ორგანული მჟავების მსგავსად ჰიდროქლოროთიაზიდი აქტიურად გამოიყოფა პროქსიმალურ
მილაკებში. დიურეზული ეფექტი შენარჩუნებულია მეტაბოლური ალკალოზის და აციდოზის შემთხვევაშიც. სავარაუდოა, რომ ნატრიუმის შეცვლილი
ბალანსი, უჯრედგარე სითხის პლაზმის მოცულობის შემცირება, თირკმლის სისხლძარღვების რეზისტენტობის შემცირება და ასევე ნორადრენალინის და
ანგიოტენზინ IIისადმი მგრძნობელობის დაქვეითება წარმოადგენს ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ძირითად მექანიზმს.
ჰიდროქლოროთიაზიდის ელექტროლიტების და წყლის ექსკრეციის ეფექტი ვლინდება 2 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 36 საათის შემდეგ და გრძელდება
612 საათი. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება მხოლოდ 34 დღის შემდეგ და შესაძლებელია გაგრძელდეს მკურნალობის დასრულებიდან 1 კვირის
შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
ენალაპრილი:
შიგნით მიღებული ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება, ხოლო შრატში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათის განმავლობაში. შარდის
გამოყოფიდან გამომდინარე შიგნით მიღებული ენალაპრილის ტაბლეტებიდან ენალაპრილის შეწოვა დაახლოებით შეადგენს 60%ს. შიგნით მიღებული
ენალაპრილის აბსორბციაზე არ მოქმედებს კუჭნაწლავში საკვების არსებობა. აბსორბციის შემდეგ შიგნით მიღებული ენალაპრილი სწრაფად და ჭარბად
გარდაიქმნება ენალაპრილატად, პოტენციური ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი. ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში
აღინიშნება ენალაპრილის ტაბლეტის მიღებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ. ენალაპრილატის ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი მიიღწევა
ენალაპრილის მრავალჯერადი დოზის მიღებიდან 11 საათის შემდეგ. ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში ენალაპრილატის სტაბილური
კონცენტრაცია მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან მე4 დღეს.
თერაპიული კონცენტრაციის მიღებისას ენალაპრილატის არაუმეტეს 60%ს უერთდება პლაზმის ცილებს.
გარდა იმისა, რომ იგი გარდაიქმენა ენალაპრილატად, ენალაპრილის მეტაბოლიზმის სხვა მონაცემების არ მოიპოვება.
ენალაპრილი ძირითადად გამოიყოფა თირკმლის გზით. შარდში ძირითადი კომპონენტები წარმოდგენილნი არიან ენალაპრილატის, რაც შეადგენს დოზის
დაახლოებით 40%ს, და დაუშლელი ენალაპრილის სახით (დაახლოებით 20%). ჰიდროქლოროთიაზიდი:
შიგნით მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდის დაახლოებით 80% შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 71±15%.
პლაზმის ცილებს უერთდება ჰიდროქლოროთიაზიდის 65%. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.5 და 1.1ლ/კგს.
ჯანმრთელ პირებში ჰიდროქლოროთიაზიდის 95% უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელების გზით.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2.5 საათს. როგორც წესი, პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია
(თმახ) მიიღწევა 25 საათის შემდეგ. თმახ ხანგრძლივდება თირკმლის უკმარისობის დროს, ხოლო თირკმლის ტერმინალური უკმარისობისას იგი შეადგენს
დაახლოებით 20 საათს.
დიურეზული ეფექტი ვლინდება 12 საათში. დიურეზული ეფექტი დოზადამოკიდებულია და გრძელდება 1012 საათი, ხოლო ანტიჰიპერტენზიული ეფექტი
გრძელდება 24 სთმდე.
ჩვენებები
ენა+ჰცტდენკი 20/12,5 წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. ეს არის ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის და შარდმდენის
(თიაზიდური) კომბინაცია.
ენა+ჰცტდენკი 20/12,5 გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ენა+ჰცტდენკი 20/12,5 გამოიყენება პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ვერ
კონტროლდება ადეკვატურად მხოლოდ ენალაპრილით.
მიღების წესები და დოზები
ენაჰცტდენკ 20/12.5 ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში, მან უნდა მიმართოს
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა:
ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 1 ტაბლეტ ენაჰცტდენკ 20/12.5ს. შენიშვნა: ენაჰცტდენკ 20/12ის მონოთერაპიიდან კომბინირებულ მკურნალობაზე
გადაყვანამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჭარბი ჰიპოტენზია. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია ელექტროლიტების ან სითხის მოცულობის შემცირებისას (მაგ.
ღებინების, ფაღარათის ან მანამდე ჩატარებული შარდმდენების მკურნალობის შემდეგ), გულის მძიმე ხარისხის უკმარისობის, მძიმე ხარისხის ჰიპერტენზია ან
თირკმლის დაავადებით გამოწვეული ჰიპერტენზია. ამის გამო ენაჰცტდენკ 20/12.5ის მიღებიდან პირველი 8 საათის განმავლობაში პაციენტი შესაძლებელია
იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ.
მიღების წესი:
შიგნით მისაღებად.
არ არის აუცილებელი ენაჰცტდენკ 20/12.5ის მიღება კვების დროს. დოზა მიიღება ერთჯერ დღეში, დილით. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი
რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგ. 1 ჭიქა წყალი).
ჭდე არის იმისათვის, რომ გაადვილდეს ტაბლეტის გადაყლაპვა და არა იმისთვის, რომ ტაბლეტი დაიყოს ორ თანაბარ დოზად.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ენაჰცტდენკ 20/12.5 ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ენაჰცტდენკ 20/12.5საც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უნვითარდება.
საჭიროა დაკვირვება მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენების, ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად, ხოლო მათი აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ
უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას.
თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი რეაქცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ენაჰცტდენკ 20/12.5ით მკურნალობა და
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ უეცრად გამოვლინდება სახის, კისრის ან ყელის შეშუპება, კანის სიყვითლე (შესაძლებელია
განვითარდეს ცნობიერების დაქვეითებასთან და კანკალთან ერთად), ან კანის რეაქციები (მაგ. ბუშტუკის წარმოქმნა, კანის აქერცვლა, ჭარბი გამონაყარი ან
ფერის შეცვლა, რის დროსაც პაციენტი ასევე თავს გრძნობს შეუძლოდ).
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ინფექციები:
იშვიათად: სანერწყვე ჯირკვლის ინფექციები.
თირკმლის და საშარდე გზების ინფექციები:
არახშირად: თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია, თირკმლის ინფექციები (ინტერსტიციული ნეფრტიტი).
ძალიან იშვიათად: შარდის გამოყოფის შემცირება.
სასუნთქი გზების დაავადებები:
ძალიან ხშირად: ხველა.
ხშირად: ქოშინი.
არახშირად: ლორწოვანი გარსების ანთებით გამოწვეული გაციება, ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, სპაზმური ბრონქული სტენოზი/ ასთმა, ქოშინი (მათ შორის
პნევმონია და ფილტვების შეშუპება).
იშვიათად: ნივთიერებების დაგროვება ფილტვის ქსოვილში (ფილტვის ინფილტრაცია), ხცვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი), ფილტვის ალერგიული
ანთება (ალვეოლიტი, პნევმონია).
კუჭნაწლავის მხრივ:
ძალიან ხშირად: გულისრევა.
ხშირად: ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეცვლილი შეგრძნება, კუჭის გაღიზიანება, ყაბზობა, პანკრეატიტი.
არახშირად: გაუვალობა, ღებინება, კუჭნაწლავის ზედა ნაწილის სიმპტომები და დისპეპსია, მადის დაკარგვა, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული.
იშვიათად: კუჭის ლორწოვანის ანთება/ აფთოზური წყლული/ წყლულის წარმოქმნა/ ენის ანთება.
ძალიან იშვიათად: ნაწლავის ქსოვილის შეშუპება.
ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი:
არახშირად: სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე);
იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ანთება მათ შორის ღვიძლის უჯრედების მასიური ნეკროზი.
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
ხშირად: კანის ალერგიული რეაქციები, მაგალითად გამონაყარი, სახის, კიდურების, ტუჩის, ენის ანგიონევროზული სინდრომი (ქსოვილის შეშუპება),
საყლაპავის და/ან ხორხის ნაპრალები.
არახშირად: ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, ჭინჭრის ციება, ალოპეცია, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კანის ანთებითი სიწითლე.
იშვიათად: კანის მძიმე რეაქციები (პემფიგუსი, მულტიფორმული ერითემა, სტივენჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ასევე ტოქსიკური
ეპიდერმული ნეკროლიზი და წითელი მგლურას კანის ფორმა, ანაფილაქსიური რეაქციები).
ასევე გამოვლინდა სიმპტომების კომპლექსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა ან ზოგიერთ ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას:
ცხელება, კანის და სისხლძარღვების ანთება, კუნთების ტკივილი და ანთება, სახსრების ტკივილი და ანთება, ანტინუკლეარული ანტისხეულების (ANA)
წარმოქმნა, ედსის მომატება, ეოზინოფილია, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი), ანთებითი კანის სიწითლე,
ფოტოსენსიტიურობა ან სხვა დერმატოლოგიური რეაქციები.
გული და სისხლძარღვები:
ძალიან ხშირად: თავბრუსხვევა.
ხშირად: ძლიერი ჰიპოტენზია, გონების დაკარგვა, გულის შეტევა ან ინსულტი ძლიერი ჰიპოტენზიის გამო მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, გულის
ციმციმი, მკერდის ტკივილი, არითმია, სტენოკარდია, ტაქიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია.
იშვიათად: სისხლძარღვების შევიწროვება (რეინოს სინდრომი), არითმია, ფლებიტი და ვენების ნეკროზი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი).
ნერვული სისტემა და ფსიქიკა:
ხშირად: თავის ტკივილი, დეპრესია, თავბრუსხვევა.
არახშირად: დაბნეულობა, დაღლილობა, უძილობა, ნევროზი, თავბრუსხვევა.
იშვიათად: უჩვეულო სიზმრები, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, კანის დარღვეული მგრძნობელობა.
ყურები:
იშვიათად: თავბრუსხვევა.
თვალები:
ძალიან ხშირად: მხედველობის დარღვევა.
არახშირად: ყვითელი მხედველობა.
რეპროდუქციული სისტემა და მკერდი:
არახშირად: იმპოტენცია.
იშვიათად: მკერდის გაზრდა.
ძვალსახსროვანი სისტემა და შემაერთებელი ქსოვილი:
იშვიათად: კუნთების სპაზმი.ლაბორატორიული ტესტები:
ხშირად: შრატის კალიუმის მომატება, სისხლში იმ ნივთიერებების მომატება, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყოფიან შარდის გზით (კრეატინინი, შარდოვანა,
შარდის მჟავა).
არახშირად: შრატის შარდოვანას დონის მომატება, შრატის ნატრიუმის დონის შემცირება.
იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის ფუნქციური მაჩვენებლების მომატება, შრატის ბილირუბინის დონის მომატება.
სისხლი და ლიმფური სისტემა:
არახშირად: ანემია (მათ შორის აპლასტიური და ჰემოლიზური ანემია)
იშვიათად: ერითროციტების პიგმენტის (ჰემოგლობინი) კონცენტრაციის და/ან ჰემატოკრიტის შემცირება, ასევე არანორმალურად დაბალი ან სხვა მხრივ
შეცვლილი ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები, ასევე ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია,
ლიმფადენოპათია, ძვლის ტვინის უჯრედების დაინჰიბირება, აუტოიმუნური დაავადება, აგრანულოციტოზი.
მეტაბოლიზმი და დიეტა:
ხშირად: სისხლის გლუკოზის დონის მომატება, გლუკოზა შარდში, შრატის შარდოვანას დონის მომატება, ელექტროლიტების დისბალანსი (მათ შორის შრატის
ნატრიუმის და კალიუმის დონის შემცირება), ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონის მომატება.
არახშირად: სისხლის გლუკოზის დონის შემცირება, მადის დაქვეითება.
უცნობი: შრატის ბიკარბონატის დონის მომატება (მეტაბოლური ალკალოზი).
ზოგადი დაავადებები:
ძალიან ხშირად: დაღლილობა
ხშირად: გამოფიტვა
არახშირად: კუნთების სპაზმი, კანის სიწითლე, ყურებში შუილი, სისუსტე, ცხელება.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გამოვლინდა ისეთი ეფექტი, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ენა+ჰცტდენკი 20/12,5 უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ენალაპრილის ან სხვა ნებისმიერი აგფ ინჰიბიტორის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან სხვა თიაზიდების, სულფონამიდების ან
ენა+ჰცტდენკი 20/12,5ში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
თუ აგფ ინჰიბიტორის მიღების შემდეგ გამოვლინდა ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის: სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის უეცარი შესიება, ასევე
შესაძლებელია ხელფეხის შესიება (ანგიოედემა), რასაც თან ახლავს ყლაპვის გაძნელება და ქოშინი;
თუ ოჯახის ანამნეზში აღინიშნება ანგიოედემის შემთხვევა ან პაციენტის ანამნეზში ოდესმე გამოვლენილა უცნობი მიზეზით გამოწვეული ანგიოედემა;
პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა;
პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა;
ორსულობა (შესაბამისად რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა ორსულობის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების შემდეგ უნდა დაიწყონ მკურნალობა და
გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტიული საშუალებები).
ლაქტაციის პერიოდი (შესაბამისად მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს ბავშვის ბუნებრივი კვება).
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში ენაჰცტდენკ 20/12.5ის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ფეტოტოქსიკურობა, რაც
შესაძლებელია ფატალური აღმოჩნდეს.
შესაბამისად ენაჰცტდენკ 20/12.5 მიღებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. ენაჰცტდენკ 20/12.5ით მკურნალობისას საჭიროა საიმედო კონტრაცეპტიული
საშუალებების გამოყენება.
ლაქტაციის პერიოდი:
ენაჰცტდენკ 20/12.5 გამოიყოფა დედის რძეში. შესაბამისად ენაჰცტდენკ 20/12.5ით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ლაქტაციის შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება ენა+ჰცტდენკი 20/12,5 ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში:
ენაჰცტდენკ 20/12.5ის მიღებამდე ექიმმა უნდა გადაამოწმოს თირკმლის ფუნქცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს სითხის და
ელექტროლიტების ჩანაცვლება.
თუ პაციენტი დეჰიდრირებულია შარდმდენების მკურნალობის, დიალიზის, დაბალ მარილოვანი დიეტის, ღებინების ან ფაღარათის გამო. ასეთ შემთხვევებში
იმატებს არტერიული წნევის მომატების რისკი ენაჰცტდენკ 20/12.5ის მკურნალობის დასაწყისში. პაციენტი შესაძლებელია თავს გრძნობდეს სუსტად და
უღონოდ.
თუ პაციენტს აწუხებს გულის სარქვლების სტენოზი ან მარცხენა პარკუჭის ობსტრუქცია ან მარცხენა პარკუჭის სხვა ობსტრუქციული ფორმები.
თუ პაციენტს აწუხებს გულის ან ტვინის ცირკულაციური დარღვევები;
თუ აღინიშნება თირკმლის პრობლემები ან თირკმლის არტერიის ობსტრუქცია.
უახლოეს პერიოდში ჩატარებული თირკმლის ტრანსპლანტაცია.
ღვიძლის პროლემები
სისხლძარღვოვანი დაზიანებებით მიმდინარე შემაერთებელი ქსოვილის გარკვეული დაავადებები (ე.წ. კოლაგენის ვასკულარული დაავადებები).
თუ მიმდინარეობს იმუნოსუპრესანტებით მკურნალობა;
თუ მიმდინარეობს ალოპურინოლით (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი) ან პროკაინამიდით მკურნალობა (არითმიის სამკურნალო პრეპარატი);
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ განვითარდება შემდეგი სიმპტომებით მიმდინარე ინფექცია: ცხელება და ზოგადი მდგომარეობის
გაუარესება ან ცხელება, რაც დაკავშირებულია კისრის, ყელის ან პირის ღრუს ინფექციებთან ან აღენიშნება სითხის შეკავება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა
სისხლის ტესტების ჩატარება, სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობის აღმოსაჩენად (აგრანულოციტოზი);
თუ განვითარდა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება (ანგიოედემა). ეს შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში.
ანგიოედემა უფრო ხშირია შავკანიან პაციენტებში; თუ პაციენტს უტარდება დიალიზი მაღალნაკადიანი დიალიზური მემბრანებით ან LDLის აფერეზი სისხლიდან ქოლესტეროლის მოსაშორელად ან
დესენსიტიზაციური მკურნალობა ფუტკრის ან კრაზანას შხამის წინააღმდეგ ალერგიული რეაქციის შესამცირებლად;
დიაბეტი;
პოდაგრა;
თუ განვითარდა მშრალი ხველა;
თუ დაგეგმილია ოპერაციის ჩატარება ზოგადი ანესთეზიით;
თუ არსებობს შრატის კალიუმის დონის მომატების რისკი.
დაუყოვნებლივ საჭიროა მკურნალი ექიმის გაფრთხილება შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:
სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი გარსების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება;
კანის და ლორწოვანი გარსების გაყვითლება;
ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და/ან ყელის ინფექცია.
ასეთ შემთხვევებში ენაჰცტდენკ 20/12.5 მკურნალობა უნდა შეწყდეს, ხოლო მკურნალი ექიმი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.
ენაჰცტდენკ 20/12.5 შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ჰიდროქლოროთიაზიდი), რომელმაც ანტიდოპინგ ტესტის ჩატარებისას შესაძლებელია გამოავლინოს
ცრუდადებითი პახუსი.
ენაჰცტდენკ 20/12.5ის და ლითიუმის (ფსიქიატრიული დაავადებისას გამოსაყენებელი აქტიური ინგრედიენტი) კომბინირებული გამოყენება არ არის
რეკომენდებული.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
ენაჰცტდენკ 20/12.5 არ გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ). მსუბუქი და საშუალო ხარისხის თირკმლის
უკმარისობის შემთხვევაში დოზა უნდა დარეგულირდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.
ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები:
ენალაპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, რადგან ამ ასაკის ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება
და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ხანდაზმულები:
ხანდაზმულებში პრეპარატის დოზა დამოკიდებულია თირკმლის უკმარისობაზე.
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
აღნიშნული პრეპარატით ჰიპერტენზიის მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო დაკვირვებას.
სხვადასხვა რეაქციებმა შესაძლებელია იმოქმედოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უსაფრთხოებაზე. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის დასაწყის
პერიოდს, დოზის მომატებას, პრეპარატის ცვლილებას და ასევე ალკოჰოლთან ერთად მიღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენაჰცტდენკ 20/12.5ში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. შესაბამისად თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ენაჰცტდენკ 20/12.5ის მიღებამდე უნდა
მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირება
მიუხედავად დოზის გადაჭარბების ხარისხისა, შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: ხშირი შარდვა, მინერალების დისბალანსი, ჭარბი
ჰიპოტენზია, ცნობიერების დარღვევა ან გონების დაკარგვა, გულყრები, არასრული დამბლა, არითმია, შენელებული გულის რითმი, ცირკულატორული
კოლაფსი, თირკმლის უკმარისობა, გაუვალობა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაყოვნებლივ საჭიროა სამედიცინო დახმარების გაწევა.
დოზის გამოტოვება:
არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ენაჰცტდენკ 20/12.5ის მიღება უნდა გაგრძელდეს მკურნალობის რეჟიმის
შესაბამისად.
მკურნალობის შეწყვეტა:
შესაძლებელია არტერიულმა წნევამ ისევ მოიმატოს. შესაბამისად ენაჰცტდენკ 20/12.5ით მკურნალობის შეწყვეტამდე (მაგ. გვერდითი ეფექტების
გამოვლენისას ან მდგომარეობის გაუმჯობესებისას) საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
აღნიშნული პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, მან უნდა
აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელია შემდეგი სახის ურთიერთქმედებები:
პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას და ამცირებენ კალიუმის ექსკრეციას (კალიუმის შემნახველი პრეპარატები, მაგალითად
სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის დანამატები, კალიუმის შემცველი მარილები და ჰეპარინი: იმატებს შრატის კალიუმის დონე.
მკურნლი ექიმი რეგულარულად გადაამოწმებს კალიუმის დონეს.
სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდიან შარდის გამოყოფას (თიაზიდები ან მარყუჟოვანი შარდმდენები), სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები,
ვაზოდილატატორები, დეპრესიის და ფსიქიატრიული დაავადებებისას გამოსაყენებელი პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზურები),
ნარკოტიკები და საანესთეზიო საშუალებები: გამოიხატება ძლიერი ჰიპოტენზია.
ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები: ძლიერი ორთოსტატული ჰიპოტენზია.
ლითიუმი ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი): იზრდება ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი. ლითიუმის და ენაჰცტდენკ
20/12.5ის კომბინირებული გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუ საჭიროა კომბინირებული გამოყენება, ასეთ შემთხვევაში მკურნალი ექიმის მიერ
რეგულარულად უნდა გადამოწმდეს შრატის ლითიუმის დონე.
ანთებისსაწინააღმდეგო (არასტეროიდული) მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები: იწვევს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირებას, შრატის
კალიუმის მომატებას, თირკმლის ფუნქციის დარღვევას, იშვიათ შემთხვევებში – თირკმლის მწვავე უკმარისობას, რაც განსაკუთრებით გამოხატულია
თირკმლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
სხეულის იმუნური ფუნქციის დამაქვეითებელი პრეპარატები (იმუნოსუპრესანტები): სისტემური კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი (ანტიარითმიული
საშუალება): იზრდება თეთრი უჯრედების და სისხლის სხვა უჯრედების რაოდენობის შემცირების რისკი (ლეიკოპენია).
ციტოსტატური საშუალებები (მაგ. ციკლოფოსფამიდი, ფტორურაცილი, მეთოტრექსატი): იზრდება ძვლის ტვინის მხრივ განვითარებული გვერდითი
მოვლენების რისკი (განსაკუთრებით გრანულოციტების შემცირებული რაოდენობა).
პოდაგრის სამკურნალო პრეპარატი (მაგ. ალოპურინოლი, ბენზრომარონი): შესაძლებელია საჭირო გახდეს პოდაგრის სამკურნალო პრეპარატის დოზის გაზრდა. სიმპათომიმეტური საშუალებები (სხეულის ნეიროტრანსმიტერების – ადრენალინის და ნორადრენალინის მსგავსად მოქმედი პრეპარატები, რაც გამოიხატება
არტერიული წნევის მომატებაში): ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც ამცირებენ სისხლის ლიპიდების დონეს):
ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შემცირება.
ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი: ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და შესაბამისად ჰიპოგლიკემიის გაზრდილი რისკი. ანტიდიაბეტური
პრეპარატების და ინსულინის დოზა უნდა დარეგულირდეს.
ამფოტერიცინი B (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება), კარბენოქსოლონი (კუჭნაწლავის წყლულის სამკურნალო პრეპარატი), კორტიზონის შემცველი
პრეპარატები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account