Amlopril - ამლოპრილი 30 ტაბლეტი

15,84 GEL
მარაგშია
SKU
44924_1052

ჩვენება: გამოიყენება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ. 

ამლოპრილიTM

(AmloprilTM )

ლიზინოპრილი/ ამლოდიპინი

ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი,რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .

პრეპარატი გამოიყენეთ ზუსტად ფურცელი-ჩანართის ან თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- დამატებითი ინფორმაციის ან რეკომენდაციების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

- ექიმმა ეს პრეპარატი პირადად თქვენ დაგინიშნათ, არ გადასცეთ იგი სხვა პირებს, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

- ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარებისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმ რეაქციებზეც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის მე-4 პუნქტი.

ფურცელი-ჩანართის შინაარსი

1. რა არის ამლოპრილი TM და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ ამლოპრილიTM-ის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ამლოპრილი TM

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება ამლოპრილი TM

6. დამატებითი ინფორმაცია

1.რა არის ამლოპრილიTMდა რისთვის გამოიყენება იგი

ამლოპრილი™ კომბინირებული პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში შედის ამლოდიპინი, რომელიც მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს, და ლიზინოპრილი, რომელიც მიეკუთვნება ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების (ACE) ინჰიბიტორების ჯგუფს. ამლოპრილი TM გამოიყენება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ. თქვენ შეიძლება არ გქონდეთ რაიმე სიმპტომი, რომელიც მაღალ არტერიულ წნევაზე მიუთითებს, მაგრამ ამას გამო თქვენ შეიძლება იმყოფებოდეთ გარკვეული გართულებების რისკის ქვეშ (როგორიცაა ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი), თუ რეგულარულად არ იღებთ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს.

2.რა უნდა იცოდეთ ამლოპრილიTM-ის გამოყენებამდე

არ მიიღოთ ამლოპრილიTM

თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს სამკურნალო საშუალება:

- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამლოპრილიTM-ის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;

- თუ გაქვთ ალერგია აგფ-ის სხვა ინჰიბიტორების (მაგ., ენალაპრილი, კაპტოპრილი და რამიპრილი) ან კალციუმის არხის სხვა ბლოკატორების მიმართ (მაგ., ნიფედიპინი, ფელოდიპინი ან ნიმოდიპინი);

- თუ გქონიათ ანგიონევროზული შეშუპება (სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, ჭინჭრის ციება, ხიხინი და ხელების, ყელის, პირის ღრუს ან ქუთუთოების შეშუპება), რომელიც დაკავშირებული იყო ან არა აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან ან არ იყო მათთან კავშირში;

- თუ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (მძიმე ჰიპოტენზია);

- თუ გაქვთ აორტის შევიწროება (აორტის სტენოზი), გულის სარქვლის სტენოზი (მიტრალური სტენოზი), გულის კუნთის გასქელება (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) ან კარდიოგენური შოკი (სისხლის არასაკმარისი მიწოდება ქსოვილებში);

- თუ გაქვთ არასტაბილური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდიის გარდა);

- თუ ბოლო 28 დღის განმავლობაში გადატანილი გაქვთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);

- თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად;

- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ამლოპრილიTM-ის გამოყენებისას

ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:

- გაქვთ გულის პრობლემები;

- გაქვს პრობლემები თირკმლების მხრივ;

- გაქვთ ღვიძლის პრობლემები;

- იმყოფებიან დიალიზზე;

- აპირებთ გაიაროთ მკურნალობა, რომელსაც ეწოდება დაბალი სიმკვირივის ლიპოპროდეინების (LDL) აფერეზი, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;

- თქვენი ასკი 65 წელზე მეტია;

- თუ იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობითდა იყენებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს ან დანამატებს;

- გაქვთ დიარეა ან ღებინება;

- გადიხართ დესენსიბილიზაციურ მკურნალობას ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე ალერგიის შესამცირებლად;

- იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ მედიკამენტს.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.

კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების(მათ შორის სპირონოლაქტონი,ამილორიდი,ტრიამტერენი,რომლებიც გამოიყენება სითხის შეკავების შესამცირებლად) გამოყენება ამლოპრილTM-თან ერთა დშესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ .

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო,როდესაც ამლოპრილიTMგამოიყენება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად :

  • დიურეზული საშუალებები (გამოიყენება სითხის შეკავების შესამცირებლად);
  • სხვა მედიკამენტები,რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის შესამცირებლად (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები);
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები(ასაპ),მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა (გამოიყენება ართრიტის,კუნთებისტკივილის,თავისტკივილის,ანთების,ცხელების სამკურნალოდ);
  • ლითიუმი,ნეიროლეფსიური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ;
  • ინსულინი და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები;

· ვეგეტატიური ნერვული სისტემის სტიმულატორები (სიმპატომიმეტური სასუალებები), მათ შორის ეფედრინი, ფენილეფრინი, ქსილომეტაზოლინი და სალბუტამოლი, რომლებიც გამოიყენება შეშუპების, ხველის, გაცივების და ასთმის სამკურნალოდ;

  • იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტანტის უარყოფის თავიდან ასაცილებლად;

· ალუპურინოლი, რომელიც გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ;

· ნარკოტიკული სასუალებები, მორფინი და მსგავსი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ;

  • კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება კუჭის მჟავიანობის სამკურნალოდ;

· საანესთეზიო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ქირურგიაში ან ზოგიერთ სტომატოლოგიურ პროცედურაში. ადგილობრივ ან ზოგად ანესთეზიამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან სტომატოლოგს, რომ იღებთ ამლოპრილTM-ს, რათა გათვალისწინებული იქნას არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითების რისკი;

· კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი), რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ

· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული (რიფამპიცინი), აივ (რიტონავირი) ან სოკოვანი (კეტოკონაზოლი) ინფექციების სამკურნალოდ;

  • ჩვეულებრივი კრაზანს შემცველი მცენარეული პრეპარატები (Hypericum perforatum).

ამლოპრილისTM მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ამლოპრილიTM-ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე, მაგრამ მკურნალობის დროს თავი უნდა აარიდოთ ალკოჰოლს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამლოპრილიTMარ გამოიყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში .

ნებისმიერი წამლის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ამლოპრილიTM-მა შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების უსაფრთხოდ გამოყენების უნარზე.

3.როგორ გამოიყენება ამლოპრილიTM

ყოველთვის მიიღეთ ამლოპრილი TM ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ თვლით, რომ ამლოპრილიTM-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ამლოპრილიTM

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას.

ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია არტერიული წნევის დონის დაქვეითება, რაც საჭიროებს მკაცრ მონიტორინგს და წოლით რეჟიმს, თუ გამოვლინდა დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. ექიმი მიიღებს დამატებით ზომებს.

თუ დაგავიწყდათ ამლოპრილიTM-იმიღება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, რათა თავიდან აიცილოთ ჭარბი დოზირების რისკი. შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს მიიღეთ.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამლოპრილიTM-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სიხშირეები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ძალიან ხშირად: აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

· ხშირად: აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში

  • არც ისე ხშირად: აღინიშნება 1000-დან 1-10 პაციენტში
  • იშვიათი: აღინიშნება 10000-დან 1-10 პაციენტში

· ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

  • უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

ამლოპრილიTM-ის ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში ხშირი გვერდითი მოვლენები იყო: თავის ტკივილი, ხველა, თავბრუსხვევა, პალპიტაცია (უფრო სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა) და ქავილი.

ამლოპრილიTM-ის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ამლოპრილიTM-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ განვითარდება ანგიონევროზ ული შეშუპების შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე:

- სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის ან/და ყელის შეშუპებით ან მის გარეშე.

- სახის, ტუჩების, ენის ან/და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება.

- კანის ძლიერი ქავილი (ბუსტუკებით).

დამატებითი გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაფიქსირდა მხოლოდ ამლოდიპინის ან ლიზინოპრილის (ორი აქტიური ნივთიერების) გამოყენებისას და ასევე შეიძლება განვითარდეს ამლოპრილიTM-ის გამოყენებისას, არის შემდეგი:

ამლოდიპინი

ზოგადი გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი, შეშუპება (მაგ., ტერფების შეშუპება), დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, ცუდად ყოფობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, პალპიტაცია (უფრო სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), გულისრევა, სიმხურვალეს შეგრძნება.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ეს ეფექტები რაიმე პრობლემას შეგიქმნით ან ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.

არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები

გამონაყარი კანზე, კანის ქავილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ქოშინი, კუნთების კრუნჩხვები, დეფეკაციის დარღვევა, კუნთების ან სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი, განწყობის ცვლილებები, ტრემორი, მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი, ჰიპოტენზია, სუნთქვის გაძნელება, გემოს გაუკუღმართება, სურდო, მოშარდვის მოთხოვნილების გაზრდა, პირის სიმშრალე, წყურვილი, ტკივილის მგრძნობელობის დაკარგვა, მომატებული ოფლიანობა, სინკოპე, სისუსტე, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში, იმპოტენცია, სხეულის მასის მომატება, სხეულის მასის დაქვეითება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), სისხლში გლუკოზის დონის მომატება, გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), არარეგულარული გულისცემა (არითმია), ხველა, კანის მძიმე რეაქციები, შეშუპება ან ღრძილების ტკივილი, წითელი ლაქები კანზე.

ლიზინოპრილი

ზოგადი გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან მსუბუქი თავბრუსხვევა, განსაკუთრებით სწრაფი ადგომისას, დიარეა, ხველა, ღებინება, შარდის მოცულობის შემცირება.

არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები

განწყობის ცვლილებები, ანგიონევროზული შეშუპება (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ტუჩების, სახისა და კისრის უეცარი შეშუპებით, ხანდახან ფეხებისა და ხელების შეშუპებით), ხელის ან ფეხის თითების ფერის შეცვლა (მკრთალი ლურჯი, რასაც მოჰყვება სიწითლე) ან/და მათი დაბუჟება ან მათში ჩხვლეტის შეგრძნება (რეინოს ფენომენი), გემოს გაუკუღმართება, დაღლილობა, ძილიანობა ან დაძინების გაძნელება, შფოთვითი სიზმრები, აჩქარებული გულისცემა, სურდო, გულისრევა, კუჭის ტკივილი ან საჭმლის მონელების დარღვევა, გამონაყარი კანზე, ქავილი, იმპოტენცია, დაღლილობა, კუნთების სისუსტე).

იშვიათი გვერდითი მოვლენები

ცნობირების არევა, თირკმლის მწვავე პრობლემები, პირის სიმშრალე, თმის ცვენა, ფსორიაზი, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში. სისხლის სურათის დარღვევები: სისხლის წითელი უჯრედების, თრომბოციტების (თრომბოციტოპენია), სისხლის თეთრი უჯრედების (ნეიტროპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი) დაქვეითება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გახანგრძლივებული სისხლდენა, დაღლილობა, სისუსტე, ლიმფური კვანძების ანთება, აუტოიმუნური დაავადება (როდესაც იმუნური სისტემა იწყებს მოქმედებას სხეულის ნორმალური უჯრედების წინააღმდეგ). უფრო ხშირია ინფექციები.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), ცხვირის დანამატი წიაღების ტკივილი, ხიხინი, ფილტვების ანთება, კანის ან/და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ან პანკრეასის ანთება, კანის მძიმე დაავადებები (რომელთა სიმპტომებია სიწითლე, ბუშტუკები და კანის აქერცვლა), ოფლიანობა.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მძიმდება, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5.როგორ ინახება ამლოპრილიTM

ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25° С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ამლოპრილიTM-ის ტაბლეტები ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღეზე.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ამლოპრილიTM

- აქტიური ნივთიერებებია ლიზინოპრილი და ამლოდიპინი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ლიზინოპრილს (დიჰიდრატის სახით) და 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით).

- სხვა ინგრედიენტებია სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ამლოპრილიTM-ის ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ფერის, გულის ფორმის, ორმხრი ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტები.

10 ტაბლეტი ALU-PVC ბლისტერში. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII,გაიცემაფორმა№3რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy