ALOTENDIN - ალოტენდინი 10მგ/5მგ 30 ტაბლეტი

29,91 GEL
მარაგშია
SKU
32156_3

ჩვენება: გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გარკვეული მიზეზებით გამოწვეული მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების ქრონიკული ნაკლებობის დროს

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amlodipine, bisoprolol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები → ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

მწარმოებელი კომპანია: სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი

მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი

გამოშვების ფორმა: 5მგ/10მგ ტაბლეტი №28; №30; №56; №90

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ აღნიშნული ინსტრუქცია!
- შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა, თქვენ გაგიჩნდეთ სურვილი კიდევ ერთხელ წაიკითხოთ ის.
- თუ თქვენ დამატებით ინფორმაციას ან რჩევას საჭიროებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- აღნიშნული პრეპარატი ექიმმა გამოწერა პირადად თქვენთვის, და თქვენ არ უნდა მისცეთ ის სხვა პირს. 
აღნიშნულმა წამალმა სხვა პირს შეიძლება მიაყენოს ზიანი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ავადმყოფობის სიმპტომები თქვენი ავადმყოფობის მსგავსია.
- მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ან თუ თქვენ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც მითითებული არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში, გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა 
- მოქმედი ნივთიერებები: ბისოპროლოლი და ამლოდიპინი
- სხვა ინგრედიენტები: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ა ტიპი), ცელულოზა მიკროკრისტალური.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ტაბლეტირებული პრეპარატი ალოტენდინი (ბისოპროლოლი/ ამპლოდიპინი) გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (არტერიული ჰიპერტენზიის) და გარკვეული მიზეზებით გამოწვეული მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების ქრონიკული ნაკლებობის (ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის) სამკურნალოდ

მიღების წესები და დოზები
როგორ მივიღოთ ალოტენდინის ტაბლეტები
ალოტენდინის მიღებისას ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რეკომენდაცია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ პრეპარატის მიღების სისწორეში, მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. 
ჩვეულებრივი დოზა – გარკვეული დოზირების ერთი ტაბლეტი. ალოტენდინის ტაბლეტები სასურველია მიიღოთ დილით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, წყლის მცირე რაოდენობის დაყოლებით და დაუღეჭავად. 
ეფექტის მიხედვით, თქვენს ექიმს შეუძლია გაზარდოს საწყისი დოზა სხვა დოზირებასთან კომბინირების გზით. 
ჩვეულებრივ, თირკმელების მსუბუქი და ზომიერი ფუნქციური უკმარისობის შემთხვევაში, დოზა კორექციას არ საჭიროებს. 
ღვიძლის და თირკმელების სერიოზული პათოლოგიის შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის შეცვლა.
საფუძვლიანი მიზეზების გარეშე არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვებში ალოტენდინის ტაბლეტების გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ამ პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტთა ამ კატეგორიისთვის დადგენილი არ არის. 
თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ალოტენდინის ტაბლეტების თერაპიული ეფექტი გადაჭარბებული ან არასაკმარისია, მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
თუ თქვენ მიიღეთ ალოტენდინის ტაბლეტების ჭარბი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ ალოტენდინის ტაბლეტების ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ალოტენდინის ტაბლეტის მიღება
ეცადეთ, რაც შეიძლება მალე მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა. თუ უკვე დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით, ვინაიდან ამით თქვენ ვერ მიაღწევთ კომპენსაციას, მაგრამ შეძლებთ გაზარდოთ ჭარბი დოზირების რისკი. 
თუ თქვენ შეწყვიტეთ ალოტენდინის მიღება დანიშნულ ვადაზე ადრე
არ შეწყვიტოთ სამკურნალო პრეპარატის მიღება უეცრად, არ შეცვალოთ რეკომენდებული დოზა ექიმის კონსულტაციის გარეშე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობის მიმდინარეობის დროებითი გაუარესება. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს უეცრად, რაც განსაკუთრებით ეხება გულის გვირგვინოვანი არტერიების დაავადების მქონე პაციენტებს. მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების შემთხვევაში, დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს. 
აღნიშნული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. 
ალოტენდინის ტაბლეტები არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევაში:
- თუ თქვენ ალერგიული ხართ (მომატებული მგრძნობელობა) ბისოპროლოლის, ამპლოდიპინის (აქტიური ნივთიერებები), დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან ალოტენდინის ტაბლეტების სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; 
- არასტაბილური სტენოკარდიის შემთხვევაში (ტკივილები გულმკერდის არეში უფრო ხშირად ვითარდება, უფრო ძლიერი ინტენსივობით, ადრინდელზე უფრო ხანგრძლივია); 
- თუ თქვენ გაქვთ აორტის სერიოზული შევიწროება;
- თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა, ან გულის უკმარისობა, რომელიც მოითხოვს პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას გულის კუნთის შეკუმშვის ძალის გასაძლიერებლად;
- თუ თქვენ გაქვთ შოკი, გამოწვეული გულის ფუნქციის დარღვევით (ამ შემთხვევაში არტერიული წნევა ძალზე დაბალია და არსებობს მიდრეკილება კოლაფსისადმი);
- თუ თქვენ გაგაჩნიათ გულის პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ბრადიკარდიით ან არარეგულარული რითმით (ატრიოვენტრიკული ბლოკადა მე-2 ან მე-3 ხარისხის, სინოატრიული ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი).
- არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში (პირველი მონაცემი ნაკლებია 100 მმ.ვწყ.სვ-ზე);
- მძიმე ბრონქული ასთმის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შემთხვევაში;
- პერიფერიული არტერიების სერიოზული პათოლოგიის შემთხვევაში;
- რეინოს სინდრომის შემთხვევაში, რომელიც ხასიათდება ხელის და ტერფის თითების დაბუჟებით, “გუგუნით” და გაფითრებით, რომლებიც განიცდიან სიცივის ზემოქმედებას. 
- განუკურნავი ფეოქრომოციტომის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის იშვიათ სიმსივნეს;
- მეტაბოლური ცვლილებისას, როდესაც სისხლის pH იცვლება აერობული მიმართულებით;
- ბავშთა ასაკში;
- ძუძუთი კვების დროს.
თუ თქვენ თვლით, რომ ზემოთმოყვანილი მდგომარეობებიდან თქვენ აგეღნიშნებათ რომელიმე მათგანი, მიიღეთ თქვენი ექიმის რჩევა პრეპარატის მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ალოტენდინის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოქმედება. 
თუ ვითარდება ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტი, საჭიროა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
ხშირი გვერდითი ეფექტები (1-10 100 ადამიანზე): გულისცემა, გულის კუმშვადობის შენელება (50 დარტყმაზე ნაკლები წუთში), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კუჭნაწლავური დარღვევები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, კიდურებში სიცივის და დაბუჟების შეგრძნება, დაღლილობა
არახშირი გვერდითი ეფექტები (100 ადამიანზე 1-ით ნაკლები, ხოლო 1000 ადამიანზე 1-ზე მეტი): იმპულსის ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევები, არსებული გულის უკმარისობის გაუარესება, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლჩაქცევები კანზე და ლორწოვანზე, პერიფერიული ნეიროპათია, გონების ხანმოკლე დაკარგვა, ჰიპესთეზია, პარესთეზია, გემოს შეცვლა, ტრემორი, ძილის დარღვევა, მხედველობის დარღვევები, შუილი ყურებში, ქოშინი, ხველა, ბრონქული ასთმა (შეტევითი ქოშინი) ან მწვავე ბრონქოსპაზმი ფილტვების დაავადების შემთხვევაში დროებითი ბრონქოსპაზმით ანამნეზში, რინიტი, დისპეფსია, ღრძილების ჰიპერპლაზია, პანკრეატიტი, პირის სიმშრალე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკისDდარღვევა, გახშირებული შარდვა, შარდვის პროცესის დარღვევა, ნიქტურია, მომატებული ოფლიანობა, ალოპეცია, კანის გაუფერულება, ართრალგია, მიალგია, კუნთების სისუსტე, კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი, ჰიპერგლიკემია, ვასკულიტი, არტერიული ჰიპოტენზია, ასთენია, წონაში მომატება ან დაკლება, იმპოტენცია, სარძევე ჯირკვლის ჰიპერტროფია მამაკაცებში, გუნება-განწყობის შეცვლა, დეპრესია.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (1000 ადამიანზე 1-ით ნაკლები, ხოლო 10000 ადამიანზე 1-ზე მეტი): საცრემლე სითხის სეკრეციის დაქვეითება (ეს გასათვალისწინებელია ლინზების ტარების შემთხვევაში), სმენის დარღვევა, ალერგიული რინიტი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა: ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება (მწვავედ აღმოცენებული კანის ან ლორწოვანის შესიება, ყველაზე ხშირად ქუთუთოებზე, ტუჩებზე, სახსრების, გენიტალიების, ყიას, ხახის და ენის მიდამოებში), ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა (კანის და ლორწოვანის მძიმე ანთება წითელი ფერის ვეზიკულებით), სისხლში ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატიტი, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები (არასწორი აღქმა, რომლის გამოვლინება ხდება გამღიზიანებლების არარსებობისას, რეალური შეგრძნების მსგავსია და ადამიანი მას რეალურად აღიქვამს).
ძალზე იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000 ადამიანზე 1-ით ნაკლები): კონიუნქტივიტი, გასტრიტი, ჭინჭრის გამონაყარი, ბისოპროლოლის მსგავსი მოქმედების მექანიზმების მქონე პრეპარატებმა (პრეპარატის აქტიური ინგრედიენტი) შეიძლება გამოიწვიონ ფსორიაზი ან გააუარესონ მისი მიმდინარეობა, ან გახდნენ კანის ფსორიაზის მსგავსი ცვლილების, ნაღველის გამოყოფის*, სიყვითლის* მიზეზი.
* = უმეტეს შემთხვევაში მიზეზობრივი კავშირი უცნობია.
ამლოდიპინის დანიშვნისას ასევე გამოვლენილია არასასურველი ეფექტები (მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია და მოჭერითი ხასიათის ტკივილები გულმკერდის არეში კორონარული უკმარისობის შედეგად), რომელთა საფუძველზე შეუძლებელი იყო ძირითად დაავადებასთან მათი კავშირის დადგენა.
თუ გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე სერიოზული გახდა ან თქვენ შეამჩნიეთ გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღნიშნულ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია
მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღების საკითხთან დაკავშირებით.
გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ პრეპარატის გამოყენების სათანადო კლინიკური გამოცდილება ორსულებში არ არსებობს, მისი დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ რისკი/სარგებელის თანაფარდობა საგულდაგულო ინდივიდუალური განხილვის შემდეგ, ამიტომ თქვენ უნდა გააფრთხილოთ ექიმი თქვენი არსებული ან დაგეგმილი ორსულობის შესახებ.
ორსულობისას პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ნაყოფის და ახალშობილის საგულდაგულო მონიტორინგი.
შესაბამისი კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გათვალისწინებით, აღნიშნული პრეპარატის გამოყენება მეძუძურ დედებში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
ალოტენდინის ტაბლეტების გამოყენებისას, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე 
ალოტენდინის ტაბლეტები განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, ამიტომ თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ნებისმიერი მსგავსი მდგომარეობის შესახებ:
- შაქრიანი დიაბეტი სისხლში შაქრის დონის დიდი ცვალებადობით;
- მკაცრი დიეტა;
- ალერგიის საწინააღმდეგო (მადესენსიბილიზებელი) მკურნალობის პარალელურად ჩატარება (მაგალითად, ალერგიული რინიტის პროფილაქტიკის მიზნით);
- გულის რითმის დარღვევები (პირველი ხარისხის AV –ბლოკადა);
- კორონარული სისხლმიმოქცევის და პერფუზიის დარღვევა (პრინცმეტალის სტენოკარდია)
- კიდურების სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც ხასიათდება პერფუზიის დაქვეითებით;
- ფსორიაზი;
- ჰიპერთირეოზი;
- ღვიძლის და თირკმელების დაავადებები;
- თუ თქვენ გეგმავთ ჩაიტაროთ ქირურგიული ოპერაცია, გააფრთხილეთ ანესთეზიოლოგი, რომ ღებულობთ ალოტენდინის ტაბლეტებს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა 
ალოტენდინის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიონ უმაღლესი ფუნქციების დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან როდესაც თქვენ ცვლით მკურნალობის სქემას, ასევე ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში – ამ მიზეზით, ექიმმა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პრეპარატის რა დოზის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატების თერაპიული და არასასურველი ეფექტები სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია შეინიღბოს მათი ეფექტებით. 
ურთიერთმოქმედება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება ხდება დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში. 
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ ან ღებულობდით ადრეულ წარსულში სხვა პრეპარატებს, მათ შორის საშუალებებს, რომლებიც გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
რეკომენდებული არ არის ალოტენდინის ტაბლეტების ერთდროული გამოყენება შემდეგ პრეპარატებთან:
ვერაპამილის და დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების ბლოკატორები: ეს პრეპარატები გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის სამკურნალოდ.
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზური საშუალებები (მაგალითად, კლონიდინი, მეთილდოპა, მოქსონოდინი, რილმენიდინი): არ შეწყვიტოთ თქვენი პრეპარატების მიღება ექიმთან კონსულტაციამდე.
შემდეგი პრეპარატების ალოტენდინის ტაბლეტებთან ერთდროული გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში განსაკუთრებული სიფრთხილით და სამედიცინო კონტროლის შესაძლებლობის პირობით: გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის რითმზე (ქინიდინი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, ფენიტოინი, ფლეკაინიდი, პროპაფენონი, ამიოდარონი). ეს პრეპარატები გამოიყენება არითმიის და გულის სხვა დარღვევების სამკურნალოდ. 
ბეტა-ბლოკატორების ტოპიკური ფორმები (მაგალითად, თვალის წვეთები გლაუკომის მკურნალობისას).
პარასიმპათომიმეტურები. ეს პრეპარატები გამოიყენება გლუვი მუსკულატურის ფუნქციის გაძლიერების მიზნით კუჭის, წვრილი ნაწლავის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს და ასევე გლაუკომის შემთხვევაში.
ინსულინი და დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები.
საძილე საშუალებები
საგულე გლიკოზიდები (ფუტკარას პრეპარატები), პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). ეს პრეპარატები ინიშნება სახსრების ანთების, ტკივილების ან ართრიტის სამკურნალოდ.
ბეტა-სიმპათომიმეტურები (მაგალითად, იზოპრენალინი, დობუტამინი). ეს პრეპარატები გამოიყენება სისხლის მიმოქცევის სერიოზული დარღვევების სამკურნალოდ გადაუდებელ სიტუაციებში.
ეპინეფრინი გამოიყენება სერიოზულ, სიცოცხლისათვის სახიფათო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების და გულის გაჩერების სამკურნალოდ. 
ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას თერაპიული ან არასასურველი ეფექტების ხარჯზე (ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინები).
საჭიროა გადაწყდეს შემდეგი პრეპარატების დანიშვნის საკითხი ალოტენდინის ტაბლეტებთან შეთავსებით:
მეფლოკინი, რომელიც გამოიყენება ციების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით.
მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები (მაო–B ინჰიბიტორების გარდა), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
ალოტენდინის ტაბლეტების მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან ერთად ალკოჰოლმა შეიძლება მოახდინოს აღნიშნული პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტის პოტენცირება.

შენახვის პირობები და ვადები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ალოტენდინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ალოტენდინი, თუ აღმოაჩენთ გაფუჭების გარეგნულ ნიშნებს (მაგალითად, გაუფერულება).
სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ პრეპარატი საჭიროებს მოშორებას ნარჩენებში და აღარ გჭირდებათ, მიიღეთ ფარმაცევტის კონსულტაცია. 
აღნიშნული ზომები საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy