Adipin - ადიპინი 5 მგ. 30 ტაბლეტი

5,25 GEL
მარაგშია
SKU
6173_469

ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია, სტაბილური სტენოკარდია, არასტაბილური სტენოკარდია, გულის უკმარისობა.

შემადგენლობა

ადიპინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის - 5 მგ-ს ან 10 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
კალციუმის არხების ბლოკატორი (III თაობა). ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია სისხლძარღვთა კედლის გლუვ კუნთებზე პირდაპირი მოქმედებით, ხოლო ანტიანგინალური ეფექტი - პერიფერიული არტერიოლების გაფართოებით, რაც იწვევს საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებას, რეფლექტორული ტაქიკარდიის წარმოქმნის გარეშე. შედეგად, მცირდება მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილება და ენერგიის მოხმარება. მეორეს მხრივ, ამლოდიპინი აფართოებს მიოკარდიუმის როგორც ინტაქტური, ასევე იშემიური უბნების მსხვილი კალიბრის კორონარულ არტერიებსა და არტერიოლებს, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს კორონარული არტერიების სპაზმის დროს მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებას. შიგნით მიღებისას პრეპარატი ნელა და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა - 60-65%. Cmax მიიღწევა საშუალოდ 6-12 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 97-98%. T1/2 შეადგენს 35-50 სთ-ს. ამლოდიპინი მეტაბოლიტების (60%) და შეუცვლელი სახით (10%) გამოიყოფა ძირითადად თირკმლების საშუალებით.

ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაშიც); - სტაბილური სტენოკარდია;
- არასტაბილური სტენოკარდია (მათ შორის პრინცმეტალის სტენოკარდია);
- გულის უკმარისობა.

მიღების წესები და დოზები
რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შეიძლება დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ - პერიფერიული შეშუპება, გულისცემის გაძლიერება, სახის წამოწითლება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია - კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა.

უკუჩვენება
პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებებია - ჰიპერმგრძნობელობა, აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზი, გულის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია, კოლაფსი, სისხლძარღვოვანი და კარდიოგენული შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველი კვირა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

განსაკუთრებული მითითებები
ადიპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის. პრეპარატის მოქმედება პედიატრიაში შესწავლილი არ არის. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტები და თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფები დოზის შემცირებას არ საჭიროებენ. ადიპინით დასაშვებია როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნა. ადიპინის მიღება უსაფრთხოა თიაზიდურ დიურეტიკებთან, ამფ-ის ინჰიბიტორებთან, ალფაადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, პროლონგირებული მოქმედების ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციაში. მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს, ადიპინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების კომბინაცია დიდი სიფრთხილით ინიშნება. ადიპინი არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე. დოზის გადაჭარბებისას: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებებისა და კალციუმის გლუკონატის შეყვანა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy