Mercazolil - მერკაზოლილი 5 მგ 100 ტაბლეტი
ჩვენება:დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია
საერთაშორისო დასახელება:
Thiamazole
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: მეთიმაზოლი (თიამაზოლი).
1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ მეთიმაზოლს (თიამაზოლს).
დამხმარე ნივთიერებები : კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, რაფინირებული შაქარი, ტალკი .
წამლის ფორმა: ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტითირეოიდული საშუალება , ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის წარმოქმნას .
ფარმაკოლოგიური თვისებები . თირეოსტატული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის წარმოქმნაში მონაწილე ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებით , თიროქსინის სეკრეციის შემცირებით .
პრეპარატი აწესრიგებს მეტაბოლურ პროცესებს ფარისებრ ჯირკვალში , ამცირებს ძირითად ცვლას (რომელიც მომატებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას), აჩქარებს ფარისებრი ჯირკვლიდან იოდიდების გამოყოფას , ზრდის ჰიპოფიზში თირეოტროპული ჰორმონის სინთეზს და გამოყოფას . ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს თირეომასტიმულირებელი იმუნოგლობულინების გაქრობას .
ფარმაკოლოგიური მოქმედების ეფექტურობით აღემატება პროპილთიოურაცილს .
ფარმაკოლოგიური ეფექტი გამოვლინებას იწყებს 5 დღეში 40 მგ დოზის მიღებიდან.
შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან . ბიოშეღწევადობა 93%- ს შეადგენს . მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 0.4-1.2 საათის განმავლობაში. სისხლის ცილებს პრაქტიკულად არ უერთდება. კუმულირდება ფარისებრი ჯირკვალში. აღწევს დედის რძეში და მასში შეიძლება მიაღწიოს კონცენტრაციას, რომელიც შეესაბამება სისხლში არსებულ კონცენტრაციას. მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევრადგამოყოფის პერიოდი – 3-6 საათი. გამოიყოფა შარდით და ნაღვლის წვენთან ერთად. თირკმელებით 24-48 საათის განმავლობაში მოქმედი ნივთიერების 70% გამოიყოფა, თანაც 7-12% უცვლელი სახით.
ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები არ არის დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე.
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება .
გამოყენების ჩვენებები:
დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, თირეოტოქსიკური კრიზი, ჰიპერთირეოზი (ბაზედოვის დაავადება); თირეოიდექტომიისათვის მომზადება; ჰიპერთირეოზის ოპერაციის შემდგომი რეციდივები; წინასწარი და შუალედური მკურნალობა რადიოაქტიური იოდით მკურნალობის დროს .
უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობისას მის ან თიოშარდოვანას წარმოებულების მიმართ, ჰიპოთირეოზის (თირეოსტაზულებით მკურნალობის პროცესში განვითარებულის გარდა ), აგრანულოციტოზის დროს კარბიმაზოლით ან თიამაზოლის პრეპარატებით ადრე ჩატარებული თერაპიის დროს, გრანულოციტოპენიის (მ . შ . ანამნეზში), გამოხატული ლეიკოპენიის, ჩიყვის ძალიან დიდი ზომების, ფარისებრ ჯირკვალში კვანძების არსებობის ( დაავადების მძიმე პროგრესირებადი მიმდინარეობის შემთხვევების გარდა , როდესაც ოპერაცია დროებით შეუძლებელია ), ჩიყვის მკერდის უკან მდგომარეობის , მკურნალობის დაწყებამდე ქოლესტაზის , ორსულობის , ლაქტაციის დროს . 3 წლამდე ასაკის ბავშვები .
სიფრთხილე:
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .
შეზღუდვას პრეპარატის გამოყენებისათვის წარმოადგენს ღვიძლის უკმარისობა , ფარისებრი ჯირკვლის მსხვილი სტრუმები ტრაქეის სანათურის შევიწროვებით . ბოლო შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ხანმოკლე დროით და ლევოთიროქსინთან კომბინაციაში პაციენტის მდგომარეობის კონტროლით ( თირეოტროპული ჰორმონის დონის, ტრაქეის სანათურის კონტროლი ).
ოპერაციისათვის მომზადებისას , როგორც პრეპარატის გამოყენების შედეგი , გამორიცხული არ არის ფარისებრი ჯირკვლიდან სისხლდენის განვითარება . ამის პრევენციისათვის ( რემისიის მიღწევისას ან მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისას ) პრეპარატის გამოყენება წყდება და ინიშნება იოდის პრეპარატები. ოპერაცია 2-3 კვირაში ტარდება .
რადიოაქტიური იოდის დაგეგმილ მიღებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე დიაგნოსტიკის ან თერაპიის მიზნით პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს .
ჰიპოთირეოზის პროფილაქტიკისათვის ეუთირეოზის მიღწევისას დამატებით ინიშნება ლევოთიროქსინი (სქემა " დააბლოკირე და ჩაანაცვლე"); ამ დროს რეკომენდებულია თავისუფალი თიროქსინის დონის კონტროლი .
ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი . მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი .
ორსულობა . პრეპარატის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის . ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება მინიმალურ ეფექტურ დოზებში , რომლებიც შესაძლებელს ხდის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ნორმის ზედა ზღვარზე შენარჩუნებას .
ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისუნარზე:
მონაცემები არ არსებობს .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის კომბინირება არ შეიძლება ლეიკოპენიის გამომწვევ პრეპარატებთან : ამიდოპირინი და მისი ანალოგები, სულფანილამიდები.
პრეპარატის ეფექტურობას ზრდიან: ორგანიზმში იოდის უკმარისობა , ლითიუმის პრეპარატები , β - ადრენობლოკატორები ( განსაკუთრებით სუბტოტალური თირეოიდექტომიისათვის მომზადების პერიოდში ), რეზერპინი , ამიოდარონი , გენტამიცინი ; ამცირებენ – კალიუმის იოდიდი , იოდი ( საჭიროა მერკაზოლილ - ზდოროვიეს დოზის გაზრდა ). პრეპარატი ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მგრძნობელობას სხივური თერაპიის მიმართ , ანტიკოაგულანტების ეფექტურობას ( კუმარინი , ინდანდიონის წარმოებულები ); ზრდის β - ბლოკატორების კლირენსს . ლეიკოპენიის განვითარების რისკი მცირდება ლეიკოგენთან და ფოლის მჟავასთან ერთად გამოყენებისას .
იმ პაციენტებში , რომლებიც მერკაზოლილი - ზდოროვიეს იღებენ თირეოტოქსიკოზის სამკურნალოდ , ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ერთდროულად მიღებული პრეპარატების დოზების შეცვლა: საგულე გლიკოზიდების , ამინოფილინის დოზების შემცირება ; ვარფარინისა და სხვა ანტიკოაგულანტების დოზის მომატება ( კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულები ). ამიოდარონთან ერთად დანიშვნისას შეიძლება საჭირო გახდეს მერკაზოლილ - ზდოროვიეს დოზის შემცირება .
გასათვალისწინებელია ის , რომ თირეოტოქსიკოზის დროს ჩქარდება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმი და ელიმინაცია , რამაც შეიძლება საჭირო გახადოს დოზირების რეჟიმის კორექცია .
განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტმა უნდა იცოდეს , რომ თერაპიის პერიოდში ყელის ტკივილის, ჩაყლაპვის გაძნელების , სხეულის ტემპერატურის მომატების , სტომატიტის , ფურუნკულოზის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან მიმართვა .
მკურნალობის დროს კანქვეშა სისხლჩაქცევების ან გაუგებარი გენეზის სისხლდენების , კანზე გენერალიზებული გამონაყარისა და ქავილის , ძლიერი ღებინებისა ან გულისრევის , სიყვითლის , ეპიგასტრიუმში ძლიერი ტკივილების და გამოხატული სისუსტის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა .
მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.
გამოყენების წესი და დოზები:
ინიშნება შიგნით , ჭამის შემდეგ , დაუღეჭავად , სითხის დაყოლებით .
საწყისი და ინდივიდუალური დოზები ინდივიდუალურად შეირჩევა . სადღეღამისო დოზა ინიშნება 1 მიღებად ან იყოფა 2-3 ერთჯერად დოზად . მკურნალობის დასაწყისში ერთჯერადი დოზები მიიღება დღის განმავლობაში მკაცრად განსაზღვრულ დროს .
შემანარჩუნებელი დოზა მიიღება 1 მიღებად საუზმის შემდეგ .
ჰიპერთირეოზი . მოზრდილებში მსუბუქი და საშუალო ფორმებისას ინიშნება 5 მგ (1 ტაბლეტი ) 3-4- ჯერ დღეში;
თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმებისას – 10 მგ (2 ტაბლეტი ) 3-4- ჯერ დღეში . რემისიის დადგომის შემდეგ ( ჩვეულებრივ 3-6 კვირის შემდეგ ) სადღეღამისო დოზა 5-10 მგ - ით მცირდება ყოველ 5-10 დღეს და თანდათან შეირჩევა მინიმალური შემანარჩუნებელი დოზა მდგრადი თერაპიული ეფექტის მიღებამდე – 5 მგ (1 ტაბლეტი ) დღეში ერთხელ , დღეგამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ .
უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის : ერთჯერადი – 10 მგ (2 ტაბლეტი ), სადღეღამისო – 40 მგ (8 ტაბლეტი ). მკურნალობის კურსი 1-2 წელი .
თირეოტოქსიკოზის მძიმე ფორმებისას შეიძლება დოზის გაზრდა 60 მგ - მდე დღეში 3-4 მიღებად , მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ (ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევა ) შემანარჩუნებელი დოზა – 5-20 მგ / დღე .
მომზადება თირეოიდექტომიისათვის: მოზრდილებში ინიშნება 20-40 მგ (4-8 ტაბლეტი ) დღეში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის სიმპტომების აღმოფხვრამდე ( ჩვეულებრივ – 3-4 კვირა , ცალკეულ შემთხვევებში –უფრო ხანგრძლივად); მიღება წყდება 1 დღით ადრე ოპერაციამდე. ოპერაციისათვის მომზადების დროის შემცირების მიზნით დამატებით ინიშნება ß - ადრენობლოკატორები და იოდის პრეპარატები .
მომზადება რადიოაქტიური იოდით მკურნალობისათვის: მოზრდილებში ინიშნება 20-40 მგ (4-8 ტაბლეტი ) დღეში ეუთირეოიდული მდგომარეობის მიღწევამდე .
რადიოაქტიური იოდის მოქმედების ლატენტური პერიოდი ( სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი ). მოზრდილებში ინიშნება დოზით 1.25-10 მგ დღეში და ლევოთიროქსინი მცირე დოზით .
იოდის პრეპარატის დანიშვნისას თირეოტოქსიკოზის პროფილაქტიკა (იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებების გამოყენების შემთხვევების ჩათვლით ) ლატენტური თირეოტოქსიკოზის , ავტონომიური ადენომების ან ანამნეზში თირეოტოქსიკოზის დროს . მოზრდილებში ინიშნება დოზით 10-20 მგ (2-4 ტაბლეტი ) დღეში და კალიუმის პერქლორატი დოზით 1 გ / დღე 8-10 დღის განმავლობაში იოდის შემცველი საშუალებების გამოყენებამდე .
13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება იმავე დოზებით , როგორც მოზრდილებში .
3-13 წლის ბავშვებში ინიშნება საწყისი დოზით 0.3-0.5 მგ / კგ / დღე , შემანარჩუნებელი დოზები – 0.2-0.3 მგ / კგ / დღე ( ერთჯერადად , დილით ჭამის შემდეგ ).
მაქსიმალური დოზა ბავშვებისათვის – 15 მგ დღეში (3 ტაბლეტი ). საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინიშნება ლევოთიროქსინი .
ორსულობის დროს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის) ინიშნება მინიმალურ დოზებში 2.5-10 მგ დღეში . სადღეღამისო უმაღლესი დოზა – 10 მგ (2 ტაბლეტი).
პრეპარატის ქრონიკული ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში ვითარდება ჰიპოთირეოზი .სიმპტომები :
ღებინება , გულისრევა , ყაბზობა , სისუსტე , კანის სიმშრალე , თავის ტკივილი , ძილიანობა, აპათია , ასკეტიზმი , კუნთების ტკივილი , ქალებში მენსტრუალური ციკლის შეცვლა , სხეულის წონის მომატება , ფარისებრი ჯირკვლის გადიდება . რაიმე არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა .
მკურნალობა : პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა . როგორც წესი , პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სპონტანური აღდგენა . ზოგიერთ შემთხვევაში ექიმს შეუძლია დანიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია .
გვერდითი ეფექტები . ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპოთირეოზი , ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზია , ცხელება ; იშვიათად – ინსულინური აუტოიმუნური სინდრომი სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირებით .
კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა , იშვიათად – გემოს შეგრძნების შექცევადი შეცვლა ; ძალიან იშვიათად – სანერწყვე ჯირკვლების ძლიერი გადიდება , ღვიძლის ფუნქციის დარღვევა , ქოლესტაზური სიყვითლე , ჰეპატიტი . სისხლის სისტემის მხრივ : ლეიკოპენია , აგრანულოციტოზი; იშვიათად – აპლასტიური ანემია , ჰიპოპროთრომბინემია , თრომბოციტოპენია ასიმპტომატური . ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემისმხრივ : თავის ტკივილი , თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად – ნევრიტი, პოლინეიროპათია. ალერგიული რეაქციები : ქავილი , ჰიპერემია , გამონაყარი კანზე , იშვიათ შემთხვევებში – კვინკეს შეშუპება .
სხვა: ართრალგია, სისუსტე , სხეულის წონის მომატება; იშვიათად – ოპერაციის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლიდან სისხლდენის მომატება , სხეულის ტემპერატურის მომატება ; ძალიან იშვიათად – ლიმფადენოპათია , მგლურასმაგვარი სინდრომი, ნეფრიტი .
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება . გვერდითი ეფექტების უმეტესობა დამოკიდებულია დოზაზე და ვითარდება მკურნალობის პირველი 4-8 კვირის განმავლობაში, გვერდითი ეფექტების განვითარებისას საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა .
რაიმე არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა (განსაკუთრებით ბავშვების მკურნალობისას).
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი . შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება .
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 8-25 0C ტემპერატურაზე .
გამოშვების ფორმა:
50 ან 100 ტაბლეტი პლასტმასის კონტეინერში და კოლოფში .
გაცემის წესი: რეცეპტით .
მწარმოებელი: " ფარმაცევტული კომპანია " ზდოროვიე ", უკრაინა.
რაოდენობა | 100 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account