Remaxol - რემაქსოლი ფლაკონი 400მლ
ჩვენება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მისი მწვავე ან ქრონიკული დაზიანების შემთხვევაში (ტოქსიკური, ალკოჰოლური, წამლისმიერი ჰეპატიტები).
რემაქსოლი
REMAXOL®
სავაჭრო დასახელება: რემაქსოლი (REMAXOL®)
ჯგუფური დასახელება: ინოზინი+მეგლუმინი+მეთიონინი+ნიკოტინამიდი+ქარვის მჟავა
სამკურნალწამლო ფორმა: საინფუზიო ხსნარი
შემადგენლობა:
მომქმედი ნივთიერებები: ქარვის მჟავა - 5,280 გ; მეგლუმინი (N-მეთილგლუკამინი) -8,725გ; ინოზინი (რიბოქსინი) - 2,0 გ; მეთიონინი - 0,75 გ, ნიკოტინამიდი- 0,25 გ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი - 6.0 გ; კალიუმის ქოლორიდი - 0,30 გ; მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი (უწყლოზე გადათვლით) - 0,12 გ; ნატრიუმის ჰიდროქსიდი - 1,788 გ; საინექციო წყალი 1,0 ლ-მდე.
აღწერილობა: გამჭირვალე, უფერო სითხე, სუსტი დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკო თერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება.
ათქ კოდი: A05BA
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
რემაქსოლი - ბალანსირებული საინფუზიო ხსნარი, ახასიათებს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.
პრეპარატის მოქმედებით ჩქარდება ანაერობული პროცესების გადასვლა აერობულში, უმჯობესდება ჰეპატოციტების ენერგეტიკული უზრუნველყოფა, იზრდება მაკროერგების სინთეზი, იზრდება ჰეპატოციტების მემბრანების გამძლეობა ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვისადმი, ხდება ანტიოქსიდანტური დაცვის ფერმენტების აქტივობის აღდგენა. რემაქსოლი აქვეითებს ციტოლიზს, რაც ვლინდება ინდიკატორული ფერმენტების დონის დაქვეითებით: ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა, ალანინ-ამინოტრანსფერაზა.
რემაქსოლი ხელს უწყობს ბილირუბინის და მისი ფრაქციების დაქვეითებას, აუმჯობესებს ნაღველში პირდაპირი ბილირუბინის ექსკრეციას. აქვეითებს ჰეპატოციტების ექსკრეტორული ფერმენტების აქტივობას - ტუტე ფოსფატაზას და გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას, ხელს უწყობს ქოლესტერინის დაჟანგვას ნაღვლის მჟავებად.
ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური წვეთოვანი შეყვანისას შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში, უტილიზირდება პრაქტიკულად მყისიერად. მეტაბოლიზმის პროდუქტები გამოიყოფა შარდით და არ გროვდება ორგანიზმში.
ჩვენება
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მისი მწვავე ან ქრონიკული დაზიანების შემთხვევაში (ტოქსიკური, ალკოჰოლური, წამლისმიერი ჰეპატიტები).
ვირუსული ჰეპატიტების კომპლექსურ მკურნალობაში (დამატების სახით ეტიოტროპულ თერაპიასთან).
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით
ნეფროლითიაზი, პოდაგრა, ჰიპერურიკემია.
გამოყენების მეთოდი და დოზები
რემაქსოლი შეყავთ მხოლოდ ინტრავენურად, წვეთოვნად, დღიური დოზით 400-800 მლ-მდე 3-12 დღის განმავლობაში, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. შეყვანის სისწრაფე - 40-60 წვეთი (2-3 მლ) წუთში.
გვერდითი მოქმედება
ხსნარის სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია არასასურველი რეაქციების გამოვლენა (კანის საფარის სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ჰიპერემია, სიცხის შეგრძნება, ყელში ღიტინი, პირის სიმშრალე), რაც არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ალერგიული გამონაყარის და კანის ქავილის სახით, რომლებიც იხსნება ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებით.
იშვიათ არასასურველ რეაქციებს მიეკუთვნება გულისრევის, თავის ტკივილის და თავბრუსხვევის გამოვლენა.
ორგანიზმში პრეპარატის მიერ აერობული პროცესების აქტივაციის გამო შესაძლებელია გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება და სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება.
დოზის გადაჭარბება
ცნობები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რეკომენდირებული არ არის ინტრავენურად გამოსაყენებელ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ერთ ფლაკონში შერევა.
გამოშვების ფორმა
400მლ საინფუზიო ხსნარი შუშის ფლაკონებში.
ყოველ ფლაკონს სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურისა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის
შემდეგ.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი: შპს “სამეცნიერო-ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა “პოლისანი” (შპს “სტფფ “პოლისანი”). რუსეთი, 192102, ქ. სანქტ-პეტერბურგი, სალოვის ქუჩა, სახლი 72, კორპუსი 2, ლიტ. ა ტ/ფ (812) 710-82-25.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account