Metadoxil - მეტადოქსილი 500მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 40,10 GEL რეგულარული ფასი 59,00 GEL
მარაგშია
SKU
9070_927
ჩვენება: - ქრონიკული ალკოჰოლიზმი; - ღვიძლის დაავადებების (განსაკუთრებით ალკოჰოლური ეტიოლოგიის) კომპლექსური თერაპია.

სავაჭრო სახელწოდება: მეტადოქსილი
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება ან ჯგუფური სახელწოდება: მეტადოქსინი
წამლის ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: მეტადოქსინი - 500 მგ.
არააქტიური ნივთიერება: ცელულოზა მიკროკრისტალური 85მგ, მაგნიუმის სტეარატი 15მგ.


აღწერა:
მრგვალი, ორმაგად ამობურცული თეთრი ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭრილით, ხოლო მეორე მხარეზე ამოტვიფრულია პრეპარატის სახელწოდება.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალება.

Aთჩ ცოდე: V03AA.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტადოქსინის ჰეპატოპროტექტული მოქმედება განპირობებულია მემბრანომასტაბილიზირებელი ეფექტით და ეფუძნება გაჯერებული და გაუჯერებელი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების ურთიერთმიმართების აღდგენის უნარს. ამის შედეგად იზრდება ჰეპატოციტების მდგრადობა ლიპიდების პეროქსიდული დაჟანგვის მიმართ, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ტოქსიკური აგენტების ზემოქმედების შედეგად. მეტადოქსინის დეზინტოქსიკაციური ეფექტი განპირობებულია ღვიძლის იმ ფერმენტების აქტივაციით, რომლებიც მონაწილეობენ ეთანოლის მეტაბოლიზმში რაც ამცირებს მის ტოქსიკურ ზემოქმედებას.
მეტადოქსილი ხელს უშლის ჰეპატოციტებში ტრიგლიცერიდების დაგროვებას და ასევე ფიბრონექტინისა და კოლაგენის წარმოქმნას რაც მნიშვნელოვნად ანელებს ღვიძლის ციროზის პროცესის ფორმირებას.
მეტადოქსინი ახდენს ქოლინერგიული და გაზმ (გამაამონოზეთოვანი მჟავა)-ერგიული ნეიროტრანსმიტერული სისტემების აქტივიზაციას, აუმჯობესებს აზროვნებისა და ხანმოკლე მეხსიერების ფუნქციებს, ხელს უშლის მოძრაობითი აგზნებადობის წარმოქმნას, რომელსაც იწვევს ეთანოლი.
პრეპარატი ამცირებს ნაბახუსევი სინდრომის ფსიქიკურ და სომატურ გამოვლინებებს, ამცირებს ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომის კუპირების დროს.
მეტადოქსინი ახდენს ერთგვარ არასპეციფიურ ანტიდეპრესიულ და ანქსიოლიზურ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა (60-80%). პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს – 50%. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიურ მეტაბოლიტებამდე – პირიდინისა და პიროლიდონის კარბოქსილატი. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს 40-60 წუთს.
პრეპარატის 45-50% გამოიყვანება შარდით 24 საათის განმავლობაში, პრეპარატის 35-50% გამოიყვანება განავლით 96 საათის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენება:
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
- ღვიძლის დაავადებების (განსაკუთრებით ალკოჰოლური ეტიოლოგიის) კომპლექსური თერაპია.

უკუჩვენებები:

- პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;

გამოყენების მეთოდი და დოზირება:
ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ (1000 მგ) ჭამამდე 15-30 წუთით ადრე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე (1500 მგ) დღეში. თერაპიის კურსი უნდა შეადგენდეს არაუმცირეს 90 დღისა.

სიფრთხილით:
სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პარკინსონის დაავადების შემთხვევაში, თუ ერთდროულად გამოიყენება ლევოდოპასთან ერთად, რადგან მეტადოქსინი ამცირებს წამლის ეფექტურობას.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები:
არ არის ცნობილი

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
კომპლექსური გამოყენების შემთხვევაში ამცირებს ლევოდოპის ეფექტურობას.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენას არ ახდენს.

 

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები 500მგ
10 ტაბლეტი პვხ/პე/პვდხ და ალუმინის ფოლგისაგან/პვდხ დამზადებულ ბლისტერში;
1 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის ვადა:
5 წელი
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ჩº-ზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაცემის მეთოდი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით)

წარმოებულია:
”ლაბორატორი ბალდაჩი ს.პ.ა.”, იტალია/ »Lაბორატორი Bალდაცცი შ.პ.A. « , Iტალყ
მისამართი: Vია შ. Mიცჰელე დეგლი შცალზი 73, Pისა, Iტალყ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy