Nimesil - ნიმესილი 2გ.30 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 11,90 GEL რეგულარული ფასი 16,53 GEL
მარაგშია
SKU
5171_1995

ჩვენება: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. გამოიყენება მწვავე ტკივილის, მტკივნეული ოსტეოართრიტის სიმპტომების დამენსტრუალური ტკივილის სამკურნალოდ.

ნიმესილი

ნიმესულიდის  ტაბლეტირებული ფორმა იხილეთ აქ :ემერონი 100მგ 

შემადგენლობა

- მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი
- სხვა ინგრედიენტები: საქაროზა, ფორთოხლის გემოს და სუნის მქონე საგემოვნო დანამატი, ლიმონის მჟავა, მალტოდექსტრინი და მაკროგოლის ცეტოსტეარილის ეთერი. 
პრეპარატი ნიმესილის® აღწერა და შეფუთვა
შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები კომბინირებული მასალით დამზადებულ პაკეტებში (ქაღალდი/ალუმინის ფოლგა/პოლიეთილენი). პაკეტები ჩანართთან ერთად მოთავსებულია დასაკეც მუყაოს კოლოფში. ერთ შეფუთვაში არის 9, 15 ან 30 პაკეტი (თითოეულში 2 გ გრანულა – 100 მგ ნიმესულიდი).
შეიძლება ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

ჩვენებები
ნიმესილი® არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (~აასს~) ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. გამოიყენება მწვავე ტკივილის, მტკივნეული ოსტეოართრიტის სიმპტომების და მენსტრუალური ტკივილის სამკურნალოდ.
ნიმესილი® ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს სარგებელის და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შეფასების შემდეგ.

მიღების წესები და დოზები
ნიმესილი® მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით. ამ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 100 მგ-ს თითო პაკეტში (შემადგენლობა იხსნება ჭიქა წყალში) ორჯერ დღე-ღამეში საკვების მიღების შემდეგ. ნიმესილი უნდა გამოიყენოთ დროის რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, მკურნალობის ერთჯერადი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს.

გვერდითი მოვლენები
როგორც სხვა ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ნიმესილსაც® შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები.
აასს-ის მიღების შემდეგ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომელიც ზოგჯერ შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ნიმესილის® გამოყენებისას~). არსებობს ცნობები ნიმესილით® მკურნალობისას შემდეგი რეაქციების შესახებ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი მუცლის არეში, კუპრისებრი განავალი, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტისა და კრონის დაავადების გამწვავება (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ნიმესილის® გამოყენებისას~), შედარებით იშვიათად გასტრიტი.
არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ შეიძლება გამვითარდეს შეშუპება (სითხის შეკავება ორგანიზმში), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა როგორც რეაქცია აასს-ით მკურნალობისას.
არსებობს მონაცემები აასს-ის მიღებისას ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილი კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, რომელსაც თან ახლავს კანის გაწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. 
ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ნიმესილი®, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის განვითარების უმნიშვნელო რისკთან.

ძალიან ხშირად:

10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს

ხშირად:

10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს

ზოგჯერ:

100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 1000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს

იშვიათად:

1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს და 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე მეტს

ძალიან იშვიათად:

10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, ცნობილი არ არის (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)



დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

იშვიათად

ერითროციტების რაოდენობის შემცირება(ანემია)
სისხლის გარკვეული თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია)

ძალიან იშვიათად

თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
სისხლის ყველა სახის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)
ლოკალიზებული სისხლდენა კანიდან (პურპურა)
 

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათად

ალერგიული რეაქციები

ძალიან იშვიათად

ძლიერი ალერგიული რეაქცია(ანაფილაქსია)

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა

იშვიათად

სისხლში კალიუმის შემცველობის მომატება (ჰიპერკალიემია)

იშვიათად

შიშის შეგრძნება*
ნევროზულობა*
ღამის კოშმარული სიზმრები

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ზოგჯერ

თავბრუსხვევა

ძალიან იშვიათად

თავის ტკივილი
ძილიანობა
ტვინის დაავადების გარკვეული ფორმა (ენცეფალოპათია, მათ შორის რეიეს სინდრომი)

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

იშვიათად

არამკვეთრი მხედველობა

ძალიან იშვიათად

მხედველობის დარღვევა

დარღვევები სმენის ორგანოებისა და ლაბირინთის აპარატის მხრივ

ძალიან იშვიათად

თავბრუსხვევა

გულის დაავადებები

იშვიათად

გახშირებული გულიცემა (ტაქიკარდია)

სისხლძარღვოვანი დარღვევები

ზოგჯერ

მომატებული არტერიული წნევა

იშვიათად

სისხლჩაქცევები
არტერიული წნევის ლაბილობა
'ალები'

რესპირატორული თორაკალური და შუასაყარის დაავადებები

ზოგჯერ

სუნთქვის გაძნელება

ძალიან იშვიათად

ასთმა
ბრონქოსპაზმი

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირად

დიარეა
გულისრევა
ღებინება

ზოგჯერ

კონსტიპაცია (შეკრულობა)
მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა)
კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება
(გასტრიტი)

ძალიან იშვიათად

ტკივილი მუცლის არეში 
საჭმლის მონელების დარღვევა
პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთება, წყლულების წარმოქმნის ჩათვლით
შავი განავალი
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და პერფორაცია
მსხვილი ნაწლავის ანთების გამწვავება

ჰეპატობილიარული დაავადებები (იხ. პარაგრაფი 'განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ნიმესილის® მიღებისას')

ძალიან იშვიათად

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
ელვისებური და მძიმე ფორმის ჰეპატიტი (ლეტალური გამოსავლის ჩათვლით)
სიყვითლე
ნაღვლის გამოყოფის დარღვევა (ქოლესტაზი)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის პათოლოგია

ზოგჯერ

ქავილი
გამონაყარი
მომატებული ოფლიანობა

იშვიათად

ერითემა
დერმატიტი

ძალიან იშვიათად

ჭინჭრის ციება
ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება)
სახის შეშუპება
კანის მძიმე რეაქციები (პოლიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)

დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ

იშვიათად

გაძნელებული შარდვა
სისხლი შარდში
შარდის შეკავება

ძალიან იშვიათად

თირკმელების უკმარისობა
ოლიგურია
თირკმელების ქსოვილის ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი)

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები პრეპარატზე

ზოგჯერ

ქსოვილებში სითხის შეკავება (შეშუპება)

იშვიათად

შეუძლოდ ყოფნა
სისუსტე

ძალიან იშვიათად

სხეულის ანომალურად დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია)

ლაბორატორული ანალიზები

ხშირად

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულ სახეს იღებს ან ვლინდება ისეთი არასასურველი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ანოტაციაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
ნიმესილის® გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ნიმესულიდის ან პრეპარატ ნიმესილის® ერთ-ერთი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებისას წარსულში გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (როგორიცაა, ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება);
- ნიმესულიდის მიღებისას წარსულში გამოვლენილი ტოქსიური ზეგავლენა ღვიძლზე;
- ღვიძლზე ტოქსიური ზემოქმედების მქონე სხვა პრეპარატების, მაგალითად, პარაცეტამოლის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ან აასს-ის მიღება; - პრეპარატების მიღება, რომელიც იწვევს შეჩვევას ან პრეპარატზე ან სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულების არსებობა;
- ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით რეგულარული მიღება;
- ღვიძლის დაავადებები ან ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;
- პეპტიური წყლულის (კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის) არსებობა ამჟამად ან წარსულში.
- დადასტურებული სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან;
- დადასტურებული სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ინსულტი);
- სხვა სისხლდენების ან სისხლის შედედების პროცესის დარღვევით გამოწვეული პრობლემების არსებობა;
- გულის უკმარისობა ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმელების უკმარისობა) ან ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგია;
- გაციება ან გრიპი (ზოგადი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, შეციება ან კანკალი, ან სხეულის ტემპერატურის მომატება);
- ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში;
- ძუძუთი კვების პერიოდი.
პრეპარატი ნიმესილის® დანიშვნა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ნიმესილის® მიღებისას:
პრეპარატის გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია პრეპარატის უმცირესი ეფექტური დოზის რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში მიღების გზით, რაც აუცილებელია დაავადების სიმპტომების კონტროლისათვის.
- შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატის მიღების წინ საჭიროა ექიმთან მიმართვა.
- თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთმოყვანილ პრეპარატს, რომელსაც შეუძლია პრეპარატ ნიმესილთან® ურთიერთქმედება:
- პრეპარატები, რომლებიც ამცირებს სისხლის სიბლანტეს (ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა სალიცილატები);
- სხვა აასს, ცოგ-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები);
- შარდმდენი პრეპარატები (დიურეზულები), რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის ან მომატებული არტერიული წნევის დროს, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; - ლითიუმის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და ანალოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ;
- მეთოტრექსატი;
- ციკლოსპორინი.
პრეპარატი ნიმესილით® მკურნალობის წინ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს აღნიშნული პრეპარატების მიღების შესახებ.
- ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც ღვიძლის შესაძლო დაზიანებაზე მიუთითებს, საჭიროა ნიმესილით® მკურნალობის შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ღვიძლის დაზიანების სიმპტომებს მიეკუთვნება მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, დაღლილობის მუდმივი შეგრძნება, შარდის მუქი შეფერილობა. პრეპარატი ნიმესილის® მიღებამდე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ როდესმე, წარსულში გქონდათ პეპტიური წყლული, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება. 
- პრეპარატი ნიმესილით® მკურნალობის დროს გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომების (ზოგადი სისუსტის, შეუძლოდ ყოფნის, შეციების ან კანკალის შეგრძნება) გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და აცნობეთ მკურნალ ექიმს გამოვლენილი სიმპტომების შესახებ. 
- გულის ან თირკმელების დაავადების შემთხვევაში პრეპარატი ნიმესილის® მიღებამდე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს; რადგან აღნიშნული პრეპარატის მიღებისას თირკმელების ფუნქცია შეიძლება გაუარესდეს. 
- ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში აცნობეთ მკურნალ ექიმს, რადგან პრეპარატმა ნიმესილმა® შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა. 
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში ექიმს შეუძლია უფრო ხშირად დანიშნოს განმეორებითი კონსულტაციები, რათა დარწმუნდეს, რომ პრეპარატი ნიმესილი® არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას კუჭზე, თირკმელებზე, გულზე ან ღვიძლზე.
ხანდაზმულ პაციენტებში, აასს-ის მიღებისას, გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე მომატებულია, სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია კუჭ-ნაწლავიდან სიხლდენა ან პერფორაცია. 
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედება
ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიცაა ნიმესილი®, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელო გაზრდასთან. აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკი იზრდება პრეპარატის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას. არ გაზარდოთ ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.
გულის დაავადების არსებობის, წარსულში გადატანილი ინფარქტის შემთხვევაში, ან თუ თვლით, რომ არსებობს აღნიშნული დაავადებების განვითარების რისკი (მაგალითად, თუ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან გაქვთ სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, ეწევით სიგარეტს), შესაძლო მკურნალობასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
აგრეთვე, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ანამნეზში მომატებული არტერიული წნევის და/ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს ცნობები სითხის შეკავებისა და შეშუპების შესახებ აასს-ის მიღებისას.
ნიმესულიდმა შეიძლება გააუარესოს თრომბოციტების ფუნქცია; ამიტომ, სისხლდენებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში ნიმესილი® ინიშნება სიფრთხილით. ნიმესილი® არ გამოიყენება აცეტილსალიცილის მჟავას ნაცვლად გულის და სისხლძარღვების დაავადებების თავიდან ასაცილებლად. 
უსაფრთხოება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და პერფორაცია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლული და წყლულის პერფორაცია შესაძლოა სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს პაციენტებში, რომლის სამედიცინო ისტორიაში არსებობს ჩანაწერი ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობისას აღნიშნული პრობლემების გამოვლენის შესახებ (იმის მიუხედავად, თუ რა ხნის წინ იყო ეს), საშიში სიმპტომების არსებობის ან არ არსებობისას, ან ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზული დარღვევების არსებობისას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულის და პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის გაზრდის შემთხვევაში, წარსულში წყლულის, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენის ან პერფორაციის მქონე პაციენტებში (ის. პარაგრაფი ~ნიმესილის® გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:~), აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში. ასეთმა პაციენტებმა მკურნალობა რაც შეიძლება დაბალი დოზებით უნდა დაიწყონ. 
აღნიშნულ პაციენტებს, და აგრეთვე იმ პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ თანმხლები თერაპია აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით ან ისეთი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც ზრდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გართულებების რისკს, აუცილებელია განხილულ იქნას დამცავი საშუალებებით (მაგალითად, მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) კომბინირებული თერაპიის შესაძლებლობა. 
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული, ექიმს უნდა აცნობოთ მუცლის არეში ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა), ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკურნალობის საწყის ეტაპზე. 
თუ ერთდროულად იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარების რისკს, მაგალითად, პერორალურ კორტიკოსტეროიდებს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთებითი მდგომარეობების დროს), ანტიკოაგულანტებს, მაგალითად, ვარფარინს, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ან ანტიკოაგულანტებს, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, პრეპარატი ნიმესილის® მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა (იხ. პარაგრაფი ~სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება~).
პრეპარატი ნიმესილის® მიღების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება. 
წარსულში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე ავადმყოფებში (არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა ინიშნება სიფრთხილით, რადგან არსებობს აღნიშნული დაავადებების გამწვავების რისკი (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ნიმესილის® გამოყენების წინ~) 
რეაქციები კანის მხრივ 
არსებობს ცნობები აასს-ის გამოყენებისას, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, სერიოზული ალერგიული რეაქციების შესახებ კანის გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით, სიცოცხლისათვის საშიში რეაქციების ჩათვლით, (ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი/ლაიელის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი ~შესაძლო გვერდითი მოვლენები~). აღმოჩნდა, რომ პაციენტებს აღნიშნული რეაქციების განვითარების ძალიან მაღალი რისკი აქვთ მკურნალობის საწყის ეტაპზე. უმეტეს შემთხვევაში რეაქციის განვითარება ხდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში. კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსების დაზიანებების პირველი ნიშნების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა გამოვლენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატ ნიმესილით® მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

ორსულობა და ლაქტაცია
ამ შემთხვევაში ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ნიმესილის® მიღების დროის განმავლობაში დაორსულების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს.
პრეპარატი ნიმესილის® მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორსულობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექიმის კონსულტაციით. ნიმესილის® მიღება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში არ არის სასურველი დედისთვის და ბავშვისთვის მომატებული რისკის გამო (ის. პარაგრაფი ~ნიმესილის® გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში~). 
ნიმესილს® შეუძლია გაართულოს ჩასახვა.
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები.
ნიმესილის® მიღება ძუძუთი კვების პერიოდში არ შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
პრეპარატი ნიმესილის® მიღებისას თავბრუსხვევის სივრცობრივი ორიენტაციის დაკარგვის ან ძილიანობის შემთხვევაში ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა არ არის სასურველი.

ჭარბი დოზირება
აასს დოზის გადაჭარბების სიმპტომები ჩვეულებრივ შემდეგია: აპათია, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება და ტკივილი ეპიგასტრალურ არეში. შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა არტერიული წნევის მომატება, თირკმელების მწვავე უკმარისობა, სუნთქვის დათრგუნვა და კომა. არსებობს ცნობები მძიმე ალერგიული რეაქციების შესახებ როგორც აასს ჩვეულებრივი დოზებით მიღებისას, ისე აღნიშნული პრეპარატებით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. 
ზომები პრეპარატი ნიმესილის® მორიგი მიღების გამოტოვების დროს
პრეპარატი ნიმესილის® დოზის დავიწყების შემთხვევაში პრეპარატის მორიგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დანიშნულ დროს. 
გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა. 
პრეპარატი ნიმესილის® მიღების შეწყვეტა
ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატი ნიმესილის® მიღების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კორტიკოსტეროიდებისა და ნიმესილის® ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების რისკის გაზრდა (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ნიმესილის® გამოყენებისას~).
აასს-მა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების, მაგალითად ვარფარინის, მოქმედება (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ნიმესილის® გამოყენებისას~). ამიტომ აღნიშნული პრეპარატების ერთდროულად მიღება რეკომენდებული არ არის და არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს, ვისაც სისხლის კოაგულაცია დარღვეული აქვთ. კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ანტიკოაგულაციური აქტივობის საგულდაგულო კონტროლი.
ნიმესილის®, და ანტითრომბოზული პრეპარატების და სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (SSRls) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი. (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პრეპარატი ნიმესილის® გამოყენებისას~).
ნიმესილი® ასუსტებს ფუროსემიდის (დიურეზული საშუალება, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ) და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას. 
ნიმესილის® და ლითიუმის პრეპარატების (ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები) ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა. აუცილებელია ლითიუმის დონის კონტროლი სისხლის შრატში. 
მეთოტრექსატის (რევმატიზმის და კიბოს სამკურნალო პრეპარატი) მიღების წინ ან შემდეგ 24 საათის განმავლობაში ნიმესილის® მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მეთოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა და ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტების გაძლიერება. 
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა (როგორიცაა ნიმესულიდი) შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებზე ციკლოსპორინის არასასურველი მოქმედების გაძლიერება (იმუნური პასუხის დამთრგუნველი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ).
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატების ჩათვლით.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
პაკეტზე და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი ნიმესილის® გამოყენება არ შეიძლება. 3 წელი, ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 აფთიაქიდან გაცემის პირობა

II ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი : რეცეპტით )

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy