Flucox - ფლუკოქსი 150მგ 1 ტაბლეტი

7,55 GEL
მარაგშია
SKU
42625_1788
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

ფლუკოქსი

FLUCOX

 

სამკურნალო საშუალების დასახელება

ფლუკოქსი

 

გენერიკული დასახელება

ფლუკონაზოლი

 

სამკურნალო ფორმა

ტაბლეტები

საინფუზიო ხსნარი ინტრავენური გამოყენებისათვის

 

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

ფლუკონაზოლს – 150 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ჟელატინი, პოვიდონი K 90, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი.

 

100 მლ შეიცავს:

ფლუკონაზოლს – 200 მგ-ს;

ნატრიუმის ქლორიდს – 900 მგ-ს;

საინიექციო წყალს – 100 მლ-მდე.

           

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი და ათქ-კოდი

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. J02AC01.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა. ფლუკონაზოლი ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სოკოს უჯრედში ციტოქრომი Р-450-ის მეშვეობით 14-ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირებით, რაც იწვევს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებას. 14-ალფა-მეთილსტეროლების დაგროვებაზე დამოკიდებულია სოკოს უჯრედის მემბრანის მიერ ერგოსტეროლის დაკარგვა, რაც განაპირობებს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო ეფექტს.

In vitro ფლუკონაზოლი აქტიურია შემდეგი კლინიკური შტამების მიმართ:  ჩანდიდა სპეციეს (მათ შორის, С. Albicans, С. parapsilosis, C. tropicalis). C. glabrata-ს ახასიათებს მგრძნობელობის ფართო დიაპაზონი, С. krusei რეზისტენტულია ფლუკონაზოლის მიმართ.

In vitro ფლუკონაზოლი ასევე აქტიურია Cryptococcus neoformans-ს და Cryptococcus gattii-ს მიმართ, ასევე ენდემური ფორმების მიმართ:  Blastomyces dermatiditis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides Brasiliensis.

ფარმაკოკინეტიკა. ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები მსგავსია პრეპარატის ვენაში შეყვანისას და პერორალური მიღებისას. 

აბსორბცია. პერორალური მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება და პლაზმაში მისი კონცენტრაცია (და სისტემური ბიოშეღწევადობა) შეადგენს ვენაში შეყვანისას პლაზმაში არსებული კონცენტრაციის 90%-ს. აბსორბცია პერორალური მიღებისას არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. უზმოზე მიღებისას პრეპარატის კონცენტრაციის პიკი პლაზმაში აღინიშნება 0.5-1.5 სთ-ში. პლაზმური კონცენტრაცია დოზის პროპორციულია. 4-5 დღის განმავლობაში ფლუკონაზოლის ყოველდღიური ერთჯერადი გამოყენებისას სტაბილური კონცენტრაცია პლაზმაში აღწევს 90%-ს.

დისტრიბუცია. განაწილების მოცულობა უახლოვდება სითხის საერთო მოცულობას ორგანიზმში. მცირე ხარისხით (11_12%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ყველა ბიოლოგიურ სითხეში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში პლაზმის კონცენტრაციის ანალოგიურია. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში შეადგენს 80%-ს სისხლის პლაზმასთან შედარებით.  რქოვან შრეში, ეპიდერმისში, დერმასა და საოფლე ჯირკვალში კონცენტრაცია აღწევს მნიშვნელობებს, რომლებიც პლაზმურ კონცენტრაციას აჭარბებს. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვან შრეში. 150 მგ პრეპარატის პერორალური მიღებისას მე-7 დღეს რქოვან გარსში მისი კონცენტრაცია შეადგენს 23.4 მკგ/გ-ს, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაცია შეადგენს 7.1 მკგ/გ-ს. 4 თვის განმავლობაში 150 მგ პრეპარატის ერთხელ კვირაში გამოყენებისას კონცენტრაცია ჯანმრთელ ფრჩხილებში შეადგენს 4.05 მკგ/გ-ს და დაზიანებულ ფრჩხილებში _ 1.8 მკგ/გ-ს; ფლუკონაზოლი აღინიშნება ფრჩხილებში მკურნალობის დასრულებიდან კიდევ 6 თვის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი და ექსკრეცია. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა შარდით, დოზის დაახლოებით 80% აღინიშნება შარდში უცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია.

ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის დროს. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გლომერული ფილტრაციის სიჩქარე < 20 მლ/წთ) ნახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია 30 სთ-დან 98 სთ-მდე, რის გამოც საჭიროა დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზით, ნაკლები ხარისხით – პერიტონეალური დიალიზით. 3 საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ სისხლიდან გამოიყოფა ფლუკონაზოლის დაახლოებით 50%. 

 

ჩვენებები

  • გენიტალური კანდიდოზი. ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან რეციდიული. კანდიდოზური ბალანიტი. პროფილაქტიკური გამოყენება ვაგინალური კანდიდოზების სიხშირის შემცირების მიზნით (3 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში).
  • კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკული მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის ინფექციების ჩათვლით (მაგ., ფილტვები, კანი). მკურნალობა შესაძლებელია ტარდებოდეს ავადმყოფებში, რომლებსაც ნორმალური იმუნური რეაქცია აქვთ, ასევე შიდს-ით დაავადებულ ავადმყოფებში, ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს და სხვა ფორმის იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფებში. შესაძლებელია ფლუკონაზოლი გამოვიყენება შიდსით დაავადებულ პაციენტებში დამხმარე თერაპიის სახით კრიპტოკოკოზის რეციდივების პროფილაქტიკისთვის.
  • სისტემური კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის და სხვა ფორმის ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების ჩათვლით. მათ მიეკუთვნება პერიტონეუმის, ენდოკარდიუმის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები. მკურნალობა შესაძლებელია ჩაუტარდეთ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფებს, ინტენსიური თერაპიის ავადმყოფებს, ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ ციტოსტატიკურ პრეპარატებს ან იმუნიტეტის დამთრგუნველ საშუალებებს.
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზები, მათ შორის ოროფარინგეალური, საყლაპავის კანდიდოზები, ბრონქოპულმონური არაინვაზიური ინფექციები, კანდიდურია, კან-ლორწოვანის და პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (რომელიც დაკავშირებულია კბილის პროტეზის ხმარებასთან). მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნორმალური და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფებში.
  • ტერფის მიკოზები, ტანის, საზარდულის მიდამოს მიკოზები, ქერცლოვანი დერმატოზის (სირსველი) და კანის კანდიდოზური ინფექციები.
  • სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის შემდეგ ნეიტროპენიის განვითარების რისკის გამო, მათ შორის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს.

 

მიღების წესი და დოზები

თერაპია შეიძლება დაიწყოს გამომწვევის დადგენამდე და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებამდე, მაგრამ შედეგის მიღებისთანავე საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიის სათანადო კორექცია.

მოზრდილები

ერთჯერადი დოზა

ვაგინალური კანდიდოზი: ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა ვაგინალური კანდიდოზის დროს შეადგენს 150 მგ-ს ერთჯერადი პერორალური დოზის სახით.

მრავალჯერადი დოზა

პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზა ერთნაირია პერორალური და ინტრავენური გამოყენებისას. დარტყმითი დოზა გაორმაგებული სადღეღამისო დოზის სახით რეკომენდებულია თერაპიის პირველ დღეს, იმისათვის რომ თერაპიის მეორე დღისთვის სისხლში შეიქმნას პრეპარატის სტაციონარული კონცენტრაცია.

 

ფლუკონაზოლის სადღეღამისო დოზა, ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობის გარდა, დამოკიდებულია ინფექციის ხასიათზე და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციაზე.  

ოროფარინგეალური კანდიდოზი: 200 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ ერთხელ დღეში. ოროფარინგეალური კანდიდოზის სიმპტომები როგორც წესი რამდენიმე დღეში გაივლის, მაგრამ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 2 კვირის განმავლობაში, რეციდივის შესაძლებლობის შემცირების მიზნით.

საყლაპავი მილის კანდიდოზი: 200 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ ერთხელ დღეში. თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით შესაძლებელია დღეში 400 მგ-ს გამოყენება. მკურნალობა გრძელდება სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში და სიმპტომების გაქრობის შემდეგ _ კიდევ 2 კვირა.  

სისტემური კანდიდოზი: 400 მგ დღეში.

შარდგამომყოფი გზების ინფექციები და პერიტონიტი: 50_200 მგ დღეში.

კრიპტოკოკული მენინგიტი: მწვავე კრიპტოკოკული მენინგიტის მკურნალობისას რეკომენდებული დოზა პირველ დღეს _ 400 მგ, შემდეგ 200 მგ დღეში. თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით შეიძლება დაინიშნოს 400 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა თავ-ზურგ-ტვინის სითხეში კულტურაზე ნეგატიური რეაქციის შემდეგ არის 10_12 კვირა. კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივების შემცირების მიზნით შიდს-ით დაავადებულ პაციენტებში ინიშნება 200 მგ დღეში.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ პაციენტებში ინიშნება 400 მგ დღეში. გრანულოციტოპენიის (ნეიტროფილები < 500/მმ3) რისკის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლი ინიშნება მოსალოდნელი ნეიტროპენიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და გრძელდება 7 დღის განმავლობაში, იმის შემდეგ, როდესაც  ნეიტროფილების რიცხვი აღემატება 1000/მმ3-ს.

ბავშვები

ოროფარინგეალური კანდიდოზი: 6 მგ/კგ პირველ დღეს, შემდეგ 3 მგ/კგ ერთხელ დღეში. რეციდივების შემცირების მიზნით მკურნალობა უნდა გაგრზელდეს 2 კვირის განმავლობაში.

საყლაპავი მილის კანდიდოზი: 6 მგ/კგ პირველ დღეს, შემდეგ 3 მგ/კგ ერთხელ დღეში. თერაპიაზე პაციენტის პასუხის მიხედვით შესაძლებელია დღეში 12 მგ/კგ გამოყენება. მკურნალობა გრძელდება სულ მცირე 3 კვირის განმავლობაში და სიმპტომების გაქრობის შემდეგ _ კიდევ 2 კვირა.  

სისტემური კანდიდოზი: 6_12 მგ/კგ დღეში.

კრიპტოკოკული მენინგიტი: 12 მგ/კგ პირველ დღეს, შემდეგ 6 მგ/კგ ერთხელ დღეში. თერაპიაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით შეიძლება დაინიშნოს 12 მგ/კგ ერთხელ დღეში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა თავ-ზურგ-ტვინის სითხეში კულტურაზე ნეგატიური რეაქციის შემდეგ არის 10_12 კვირა. მენინგიტის რეციდივების შემცირების მიზნით შიდს-ით დაავადებულ ბავშვებში ინიშნება 6 მგ/კგ დღეში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობის დროს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ერთჯერადი დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღებისას საწყისი დატვირთვის დოზაა 50 მგ-დან 400 მგ-მდე. დატვირთვის დოზის შემდეგ მკურნალობა გრძელდება (ჩვენებების მიხედვით) შემდეგ ცხრილში არსებული მონაცემების მიხედვით:

კრეატინინის კლირენსი  (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის %

> 50

100%

≤ 50 (დიალიზის გარეშე)

50%

რეგულარული დიალიზის დროს

100% ყოველი დიალიზის შემდეგ

 

 

 

 

 

ფლუკონაზოლის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. ფლუკონაზოლის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. 

საინიექციო ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენურად.

 

გვერდითი მოვლენები

ნერვული სისტემის დარღვევები:  თავის ტკივილი, კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუხვევა, ტრემორი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გემოს შეგრძნების დარღვევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, გულისრევა, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები: ალტ-ს, ასტ-ს და ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში, ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის დონის გაზრდა, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულარული ნეკროზი, ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ოფლიანობა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ალოპეცია. 

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია.

იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსია.

 

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
  • მრავალჯერადი გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპია, აუცილებლობისას _ კუჭის ამორეცხვა. ფლუკონაზოლი გამოიყოფა შარდით და ფორსირებული დიურეზი სავარაუდოდ გაზრდის გამოყოფის სიჩქარეს. 3 საათიანი ჰემოდიალიზის შემდეგ პლაზმური კონცენტრაცია მცირდება 50%-ით.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ფლუკონაზოლი სტანდარტული დოზებით და ხანმოკლე მკურნალობისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის დროს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა.

ფლუკონაზოლი მაღალი დოზებით ან/და ხანგრძლივი სქემით არ უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის დროს, გარდა სასიცოცხლო საფრთხის მქონე ინფექციების მკურნალობისას.

ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში, მაგრამ მისი კონცენტრაცია გაცილებით დაბალია, ვიდრე პლაზმაში.

ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ფლუკონაზოლი გამოიყენება ერთჯერადად სტანდარტული დოზით 200 მგ ან ნაკლები. ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის მრავალჯერადი ან მაღალი დოზის გამოყენებისას.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ პრეპარატებთან: ციზაპრიდი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი, ერითრომიცინი.

შემდეგ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული:

ჰალოფანტრინი: იზრდება კარდიოტოქსიკურობის (QT ინტერვალის გახანგრძლივება, პირუეტული ტაქიკარდია) და უეცარი სიკვდილის რისკი.

შემდეგ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და დოზის კორექცია.

რიფამპიცინი: რიფამპიცინისა და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას 25%-ით მცირდება ფლუკონაზოლის AUC და 20%-ით მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი. რიფამპიცინის მიღებისას საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის გაზრდა.

ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი ზრდის ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის ეფექტს.

ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები, მაგ., მიდაზოლამი, ტრიაზოლამი: პერორალურად მიდაზოლამისა და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას იზრდება მიდაზოლამის კონცენტრაცია და ფსიქომოტორული ეფექტები. ტრიაზოლამის ეფექტის პოტენცირება და გახანგრძლივება აღინიშნება ფლუკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას.

კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი აფერხებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და 30%-ით ზრდის მის კონცენტრაციას შრატში.

კალციუმის არხების ბლოკერები: ფლუკონაზოლი ზრდის კალციუმის არხების ბლოკერების ანტაგონისტების სისტემურ მოქმედებას.

ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლთან გამოყენებისას საჭიროა ცელეკოქსიბის დოზის განახევრება.

ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის კომბინირებული გამოყენებისას იზრდება ბილირუბინისა და კრეატინინის კონცენტრაცია შრატში.

ფენტანილი: ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს ფენტანილის ელიმინაციას. ფენტანილის კონცენტრაციის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა.

ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და QT –ს.

სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციას.

ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლი 5-ჯერ ზრდის შრატში ტაკროლიმუსის კონცენტრაციას პერორალური მიღებისას. ეს იწვევს ნეფროტოქსიკურობას. 

ლოზარტანი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ლოზარტანის მეტაბოლიზმს.

მეთადონი: ფლუკონაზოლი ზრდის სისხლში მეთადონის კონცენტრაციას.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები: ფლუკონაზოლი პოტენციურად ზრდის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების სისტემურ მოქმედებას. 

ფენიტოინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში.

პრედნიზონი: ფლუკონაზოლის ხანგრძლივი გამოყენებისას პრედნიზონის ერთდროული მიღების დროს საჭიროა თიკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის კონტროლი ფლუკონაზოლის შეწყვეტისას.

რიფაბუტინი: არსებობს მონაცემები უვეიტის განვითარების შესახებ რიფაბუტინის და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას.

სულფონილშარდოვანას წარმოებულები: საჭიროა გლუკოზის დონის კონტროლი სისხლში და სულფონილშარდოვანების დოზის შემცირება ერთდროული გამოყენებისას.

თეოფილინი: საჭიროა პაციენტების მონიტორინგი თეოფილინის ტოქსიკურობის სიმპტომების გამოსავლენად.

ზიდოვუდინი: პაციენტები, რომლებიც იღებენ ამ კომბინაციას, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ ზიდოვუდინთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განვითარების გამო.

 

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობა გრძელდება კლინიკური სიმტომების და ლაბორატორიული ტესტების შედეგების მიღებამდე, რაც დაადასტურებს ინფექციის გაქრობას. არასრულმა მკურნალობამ შეიძლია გამოიწვიოს რეციდივი.

ფლუკონაზოლი სიფრთხილით ინიშნება თირკმლისა და ღვიძლის დისფუნქციის დროს. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკურობა შექცევადი ხასიათისაა და მკურნალობის შეწყვეტისას გაივლის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: საჭიროა პაციენტების ინფორმირება შესაძლო თავბრუხვევისა და კრუნჩხვების განვითარების შესახებ ფლუკონაზოლის გამოყენებისას, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან სხვა სამუშაოების შესრულება ასეთი სიმპტომების აღმოცენებისას.

 

შეფუთვა

ტაბლეტები: 150 მგ ტაბლეტი. 1 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

საინფუზიო ხსნარი: 200 მგ/100 მლ საინფუზიო ხსნარი ინტრავენური გამოყენებისათვის პლასტმასის ბოთლში. 1 პლასტმასის ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

  

შენახვის პირობები          

ტაბლეტი და საინფუზიო ხსნარი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა 

ტაბლეტი და საინფუზიო ხსნარი: 3 წელი.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

გაცემის წესი

რეცეპტით.

 

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

შპს „ულტრა ლაბორატორის“

ULTRA LABORATORIES PVT.LTD 

ნაკვეთი №102-ბ & 102-ბ (პ-1).

სეზ ფარმაცევტიკალ, კიადბ ინდასტრიალ ესტეიტ

ჰასანი, კარნატაკა, ინდოეთი - 573201.

 

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy