GROPRINOSIN - გროპრინოსინი 150მლ სიროფი

20,55 GEL
მარაგშია
SKU
56774_2

ჩვენებები:კანის და ლორწოვანი გარსების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია I ან II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსებით და ვარიცელა ზოსტერის ვირუსით.

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გროპრინოსინ®–რიხტერი (GROPRINOSIN®-RICHTER)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): ინოზინ პრანობექსი
(inosine pranobex).

წამლის ფორმა: სიროფი

შემადგენლობა
5 მლ სიროფი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ინოზინ პრანობექსი – 250,00 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), გასუფთავებული წყალი.

აღწერა:
გამჭვირვალე სითხე ტკბილი გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ინოზინ პრანობექსი არის პურინის სინთეზური წარმოებული. მას გააჩნია იმუნომამოდულირებელი და ანტივირუსული თვისებები, რომლებიც განპირობებულია პრეპარატის მოქმედების შედეგად ორგანიზმში იმუნური პასუხის გაძლიერებით.
კლინიკური კვლევებისას ნაჩვენები იქნა, რომ ინოზინ პრანობექსი ანორმალიზებს უჯრედული იმუნიტეტის უკმარისობას ან დისფუნქციას, იწვევს რა 1 ტიპის თ-ლიმფოციტების ჰელპერების პასუხს, რომელიც აინიცირებს თ-ლიმფოციტების მომწიფებას და დიფერენციაციას და იმუნური პასუხებით ინდუცირებული მიტოგენ- ან ანტიგენ-აქტივირებული უჯრედების გაძლიერებას. გარდა ამისა, პრეპარატი ამოდულირებს თ-ლიმფოციტების და ბუნებრივი კილერების ციტოტოქსიკურობას, თ8-სუპრესორების და თ4-ჰელპერების ფუნქციებს, აგრეთვე ხელს უწყობს IgG და იმუნოკომპეტენტური ზედაპირული მარკერების რაოდენობის ზრდას. IN vitro კვლევებში ინოზინ პრანობექსი აძლიერებდა ილ-1 და ილ-2 ციტოკინების (ინტერლეიკინების) წარმოქმნას, არეგულირებდა ილ-2-ის მიმართ რეცეპტორის ექსპრესიას. ეს მნიშვნელონად ზრდიდა ინ ვივო ენდოგენური ინტერფერონი-γ-ს სეკრეციას და ამცირებდა ილ-4-ის წარმოქმნას. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნა ნეიტროფილების, მონოციტების და მაკროფაგების ჰემოტაქსისის და ფაგოციტოზის გაძლიერება.
ბუნებრივ პირობებში (in vivo) ინოზინ პრანობექსი ხელს უწყობს მრნმ-ს დაქვეითებული სინთეზის და ლიმფოციტებში ტრანსკრიპციის მაჩვენებლების გაძლიერებას, ამასთან ახდენს რა ვირუსული რნმ-ის სინთეზის თავიდან აცილებას იმ ხარისხით, რაც ჯერ კიდევ საჭიროებს დაზუსტებას, შემდეგი გზით:
1) ინოზინ-განპირობებული ოროტის მჟავას ჩართვა პოლირიბოსომებში,
2) პოლიადენილის მჟავას ვირუსულ ინფორმაციულ რნმ-თან ბმის ინჰიბირება,
3) ლიმფოციტების შიდამემბრანული ნაწილაკების (IMP) მოლეკულური გარდაქმნები, რომლებიც მონაწილეობენ სიგნალების გამოშვებაში თ-უჯრედოვანი რეცეპტორების (თცღ) მეშვეობით, რაც იწვევს სიმკვრივის თითქმის სამგზის გაზრდას.
ინოზინ პრანობექსი ინ ვიტრო თრგუნავს ცგმფ-ფოსფოდიესთერაზას მხოლოდ მაღალი კონცენტრაციისას, ხოლო ინ ვივო – ისეთი შემცველობებისას, რომლებიც არ იწვევენ იმუნოფარმაკოლოგიურ ეფექტებს.
ინოზინ პრანობექსი ინ ვიტრო ავლენს დამთრგუნველ მოქმედებას 1 ტიპი ჰერპესის ვირუსის (HSV-1) რეპლიკაციაზე.

ფარმაკოკინეტიკა
ინოზინ პრანობექსის თითოეულ კომპონენტს გააჩნია საკუთარი ფარმაკოლოგიური თვისებები.
შეწოვა
ადამიანში ინოზინ პრანობექსი შიგნით მიღებისას სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება (≥ 90%) კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს სისხლში. რეზუსის მქონე მაკაკებში ინოზინ პრანობექსის პერორალური შეყვანისას თითქმის სრულად (სისხლში მნიშვნელობების 94%-100%) შარდში აღინიშნებოდა პრეპარატის ისეთი კომპონენტების აღდგენა, როგორიცაა DIP [N, N-დიმეთილამინო-2-პროპანოლი] და PAcBA [პ-აცეტამინობენზოის მჟავა].
განაწილება
მაიმუნებში შეყვანილი რადიოაქტიური იზოტოპებით მონიშნული მასალა ვლინდებოდა შემდეგ ორგანოებში აქტივობის კლებადობის მიხედვით: თირკმელები, ფილტვები, ღვიძლი, გული, ელენთა, საკვერცხეები, კუჭქვეშა ჯირკვალი, ტვინი და ჩონჩხის კუნთები.
მეტაბოლიზმი
1 გრამი ინოზინ პრანობექსის შიგნით მიღებისას პლაზმაში განისაზღვრებოდა 3,7 მკგ/მლ (2 საათის შემდეგ) DIP (N, N-დიმეთილამინო-2-პროპანოლი) და 9,4 მკგ/მლ (1 საათის შემდეგ) PAcBA (პ-აცეტამინობენზოის მჟავა). შარდმჟავას კონცენტრაციის მატებას (რომელიც ფასდება, როგორც პრეპარატში ინოზინის შემცველობის საზომი) მიღების შემდეგ, ჰქონდა არახაზოვანი ხასიათი და ვარირებდა ±10% ფარგლებში 1-3 საათის ფარგლებში.ადამიანის ორგანიზმში ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენს N-ოქსიდი DIP-ის და ო-აცილგლუკურონიდი PAცBA-სთვის.
გამოყოფა
PAcBA-ს და მისი ძირითადი მეტაბოლიტის სადღეღამისო ექსკრეცია შარდით დღე-ღამეში 4 გ-ის მუდმივად მიღებისას, შეადგენს მიღებული დოზის დაახლოებით 85%. მონიშნული DIP-ის რადიოაქტიურობის 95%-ს შარდში განაპირობებდა DIP-ის არსებობა უცვლელი სახით და DIP N-ოქსიდის სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,5 საათს DIP-ისთვის და 50 წუთს PAცBA-სთვის. ვინაიდან ინოზინი მეტაბოლიზდება პურინების გარდაქმნით შარდმჟავად, ექსპერიმენტები რადიოაქტიური ნიშით ადამიანებში შეუძლებელია. ცხოველებში, ინოზინის პერორალურად შეყვანილი ინოზინის 70% ტრანსფორმირდება შარდში შარდმჟავად, ხოლო დანარჩენი ნაწილი – ქსანტინის და ჰიპოქსანტინის ნორმალურ მეტაბოლიტებად.
ბიოშეღწევადობა (AUC)
სტაბილური პირობებში PAცBA-ს ფრაგმენტის და მისი მეტაბოლიტის შარდში აღდგენა შეადგენდა მოსალოდნელი მნიშვნელობის >90%-ს. DIP-ფერმენტის და მისი მეტაბოლიტის აღდგენამ შეადგინა >76%. სისხლის პლაზმაში AUC DIP-ისთვის იყო >88%, ხოლო PAcBA-სთვის - >77%.

გამოყენების ჩვენებები
• კანის და ლორწოვანი გარსების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია I ან II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსებით და ვარიცელა ზოსტერის ვირუსით (ჩუტყვავილა, სარტყლისებური ლიქენი).
• სხვა ვირუსული ინფექციები (მაგალითად, ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი).
• დამატებითი თერაპია დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებში ზედა სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციების არსებობისას.

უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
• პოდაგრის მწვავე შეტევა.
• სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.
• 1 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით
ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაგ. ალოპურინოლი) ერთდროულად მიღება, პრეპარატებისა, რომლებიც აძლიერებენ თირკმლებით შარდმჟავას გამოყოფას, თიაზიდური დიურეტიკების (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორტალიდონი, ინდაპამიდი) და მარყუჟოვანი დიურეტიკების (ფუროსემიდი, ტორასემიდი, ეტაკრინის მჟავა) ჩათვლით, პოდაგრა, შარდკენჭოვანი დაავადება ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა ანამნეზში.

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, დაკავშირებული ნაყოფის განვითარებასა და ფერტილობაზე გავლენასთან, არ ჩატარებულა.
ადამიანის რძეში ინოზინის გამოყოფის შესახებ არ არის ცნობილი.
ამგვარად, პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულ და მეძუძურ ქალებში, თუ ექიმი არ თვლის, რომ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.

მიღების წესი და დოზირება
მხოლოდ შიგნით გამოყენებისათვის.
დოზა განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასიდან და დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. სადღეღამისო დოზა განაწილებული უნდა იყოს თანაბარ ნაწილებად დღე-ღამეში რამდენიმე მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 5-14 დღეს. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გამოხატულების შემცირებიდან კიდევ 1-2 დღე.

დოზირების რეჟიმი მოზრდილ და ხანდაზმულ პაციენტებში.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ/კგ სხეულის მასაზე გაანგარიშებით (1მლ/1კგ სხეულის მასაზე): როგორც წესი, სულ 3 გ (60 მლ სიროფი დღეღამეში) გადანაწილებული 3 ან 4 მიღებაზე. Mმაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 4 გ. (80 მლ. სიროფი დღეღამეში).

დოზირების რეჟიმი 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 50 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც 1 მლ გროპრინოსინ®-რიხტერის სიროფის ექვივალენტურია 1 კგ სხეულის მასაზე, გაყოფილი 3-4 მიღებაზე. სადღეღამისო დოზის გამოსათვლელად საჭიროა ცხრილის გამოყენება:

სხეულის მასა სადღეღამისო დოზა*
(გაანგარიშებით 50 მგ/კგ სხეულის მასაზე)
10-14 კგ 3X5 მლ
15-20 კგ 3X5 7,5 მლ-მდე
21-30 კგ 3X7,5 10 მლ-მდე
31-40 კგ 3X10 15 მლ-მდე
41-50 კგ 3X15 17,5 მლ-მდე

*სწორი დოზირებისათვის საჭიროა თანდართული შპრიცის გამოყენება საზომი სკალით.

ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტის დროს:
დაავადების მწვავე ფაზაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე კგ სხელის მასაზე დღეში (მაქსიმუმ 4 გ დღეში), ავადმყოფის მდგომარეობის რეგულარული შეფასებით.

ბავშვები
არ გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გვერდითი მოქმედება
ერთადერთ მუდმივ გვერდით მოვლენას, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, წარმოადგენს სისხლის შრატში და შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება (რომელიც ჩვეულებრივ რჩება ნორმალური მაჩვენებლების ფარგლებში). შარდმჟავას კონცენტრაცია ნორმალიზდება პრეპარატის მოხსნიდან რამდენიმე დღეში.
არასასურველი მედიკამენტური რეაქციები წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების კლასებით MedDRA კლასიფიკაციის და განვითარების სიხშირის შესაბამისად: ძალიან ხშირი: ≥1/10; ხშირი: ≥ 1/100-დან <1/10-მდე; არახშირი: ≥ 1/1000-დან <1/100-მდე; სიხშირე უცნობია: არ არის საკმარისი მონაცემებბი სიხშირის განვითარების შესაფასებლად.

არასასურველი რეაქციები, დაფიქსირებული კლინიკურ კვლევებში პრეპარატის გამოყენებისას 3 თვემდე და მეტი ხნის განმავლობაში:
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირი: თავის ტკივილი, სისტემური თავბრუსხვევა, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა;
არახშირი: ნერვოზულობა, ძილიანობა ან უძილობა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ხშირი: გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
არახშირი: დიარეა, ყაბზობა.
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
ხშირი: ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება ან სისხლის შარდოვანას აზოტის შემცველობის მომატება.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ხშირი: კანის ქავილი, გამონაყარი.
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ
არახშირი: პოლიურია (შარდის მოცულობის გაზრდა).
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ხშირი: ართრალგია.
ლაბორატირული და ინსტრუმენტული მონაცემები
ძალიან ხშირი: სისხლში შარდმჟავას შემცველობის მომატება, შარდში შარდმჟავას შემცველობის მომატება.

არასასურველი რეაქციები, დაფიქსირებული პოსტრეგისტრაციულ პერიოდში:
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: ანგიონევროზული შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობის რექციები, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
სიხშირე უცნობია: თავბრუსხვევა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
სიხშირე უცნობია: ტკივილი ეპიგასტრიუმში.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
სიხშირე უცნობია: ერითემა.

შეტყობინებები სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია გვერდითი რეაქციების შესახებ ინფომირება, რომელთა განვითარებაზე ეჭვი არსებობს უკვე პოსტრეგისტრაციულ პერიოდში. ეს იძლევა სარგებელი/რისკის შეფარდების მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ შეტყობინებას ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ, ეროვნული ანგარიშგების სისტემის გამოყენებით.

ჭარბი დოზირება
პრეპარატ გროპრინოსინ®-რიხტერის სიროფით დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ცნობები არ არის.
ცხოველებზე ჩატარებული ტოქსიკურობის კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარება, გარდა შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატებისა, ნაკლებსავარაუდოა.
დოზის გადაჭარბებისას, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაგალითად, ალოპურინოლი), პრეპარატებს, რომლებიც აძლიერებენ თირკმლებით შარდმჟავას გამოყოფას, თიაზიდური დიურეტიკების (მაგალითად, ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორტალიდონი, ინდაპამიდი) და მარყუჟოვანი დიურეტიკების (ფუროსემიდი, ტორასემიდი, ეტაკრინის მჟავა) ჩათვლით.
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმუნოდეპრესანტების მიღების შეწყვეტის შემდეგ. ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა გამოიყენოთ იმუნოდეპრესანტებთან ერთად შესაძლო ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო, რამაც შეიძლება იმოქმედოს მოსალოდნელ სამკურნალო ეფექტზე.
ერთდროული გამოყენება ზიდოვუდინთან (აზიდოტიმიდინთან) აძლიერებს ზიდოვუდინის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით ნუკლეოტიდების წარმოქმნას, რაც იწვევს ზიდოვუდინის შრატისმიერი ბიოშეღწევადობის მომატებას და მონოციტებში უჯრედშიდა ფოსფორილების გაძლიერებას. ეს იწვევს ზიდოვუდინის ეფექტების გაზრდას.

სიფრთხილის ზომები
პრეპარატმა გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიძლება გამოიწვიოს შარდმჟავას კონცენტრაციის ტრანზიტორული მომატება სისხლის შრატსა და შარდში, როგორც წესი, ნორმალური მნიშვნელობების საზღვრებში (ნორმის ზედა ზღვარია 8 მგ/დლ, რაც შეესაბამება 420 მმოლ/ლ), განსაკუთრებით მამაკაცებსა და ორივე სქესის ხანდაზმულ პირებში. შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება დაკავშირებულია მოცემული პრეპარატის ინოზინის შემადგენელის შარდმჟავად კატაბოლიზმთან, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში. თუმცა ეს არ არის დაკავშირებული ფერმენტების ფუნქციის ან თირკმლების გამომყოფი ფუნქციის გლობალურ დარღვევასთან პრეპარატის ზემოქმედებით. ამგვარად, პაციენტებში პოდაგრით ანამნეზში, ჰიპერურიკემიით, შარდ-კენჭოვანი დაავადებით ან თირკმლების ფუნქციის დარღვევით, მათ შორის ანამნეზში, პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიძლება გამოიყენოთ მხოლოდ სიფრთხილით. ამ პაციენტების მკურნალობისას, საჭიროა შარდმჟავას კონცენტრაციის გულმოდგინე კონტროლი.
არსებობს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის შესაძლებლობა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ხანგრძლივი მკურნალობა. ხანგრძლივი მკურნალობისას (3 თვე ან მეტი), ყოველ პაციენტს რეგულარულად უნდა გაუკონტროლდეს შარდმჟავას კონცენტრაცია სისხლის შრატში და შარდში, ღვიძლის ფუნქცია, სისხლის საერთო ანალიზი და თირკმელების ფუნქცია.
ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი). ასეთ შემთხვევებში მკურნალობა პრეპარატით გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი უნდა შეწყდეს.
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შენელებული ტიპის).
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს საქაროზას. პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი არ უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზას გადაუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევის ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევები.

პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს 650 მგ საქაროზას 1 მლ-ზე. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დანიშვნისას, საჭიროა ამის გათვალისწინება.
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს საქაროზას, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს კბილებისთვის.
პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი შეიცავს ნატრიუმს. პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს 80 მლ-ზე, ესე იგი, არსებითად არ შეიცავს ნატრიუმს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ინოზინ პრანობექსის ფარმაკოდინამიკის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეპარატი გროპრინოსინ®-რიხტერი სიროფი ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

შეფუთვა
სიროფი, 250 მგ/5 მლ
150 მლ მოცულობის, მუქი ფერის მინის ფლაკონი, პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით, დაცვის მოწყობილობით და გამამკვრივებელი საცობით.
ერთი ფლაკონი 0,5 მლ-დან 5 მლ-მდე გრადუირებულ პლასტიკურ შპრიცთან კომპლექტში, მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში. არ გააცივოთ და არ გაყინოთ!
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 6 თვეს.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
გედეონ რიხტერი რუმინეთი ს.ს., ტირგუ-მურეში, რუმინეთი

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy