Remycin - რემიცინი 100მგ 10 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 5,64 GEL რეგულარული ფასი 5,94 GEL
მარაგშია
SKU
46445_1887

ჩვენებები: ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: სასუნთქი გზების ინფექციები, პლევრის ემპიემა ლორ ორგანოების ინფექციები 

რემიცინი 

ანტიბაქტერიული საშუალება

RX - მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

შემადგენლობა:  1 ტაბლეტი შეიცავს 100მგ დოქსიციკლინს

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:  

დოქსიციკლინს გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება, ავლენს ბაქტერიოსტატულ თვისებებს. აქტიურია უმრავლესობა გრამ-დადებითიდა გრამ-უარყოფითი, მათ შორის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (ტეტრაციკლინების გარდა) რეზისტენტული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. დოქსიციკლინი ასევე მოქმედებს რიკეტსიებზე, მიკოპლაზმებზე, ქლამიდიებსა და ზოგიერთ უმარტივესზე. არ მოქმედებს პროტეუსის შტამებისუმრავლესობაზე, სოკოებზე, მცირე და საშუალო ვირუსებზე.  პრეპარატი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ნელა გამოიყოფაორგანიზმიდან; დოზის მიხედვით თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 1824 საათის განმავლობაში. პრეპარატის ნახევრად დაშლის პერიოდი – 12 -  22 საათია.

გამოყენების ჩვენებები:

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

სასუნთქი გზების ინფექციები - მათ შორის ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ტრაქეიტი, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა
ლორ ორგანოების ინფექციები - მათ შორის ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, ფერიმჭამელური
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები - ცისტიტი, პიელონეფრიტი, ბაქტერიული პროსტატიტი, ურეთრიტი, ურეთროცისტიტი, უროგენიტალური მიკოპლაზმოზი; ენდომეტრიტი, ენდოცერვიციტი და სალპინგოოფიორიტი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში; მათ შორის ინფექციები, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით; უროგენიტალური ქლამიდიოზი, პირველადი და მეორადი სიფილისი, გაურთულებელი გონორეა (როგორც ალტერნატიული თერაპია), საზარდულის გრანულომა, ვენერიული ლიმფოგრანულომა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლერა, იერსინიოზი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, გასტროენტეროკოლიტი, ბაცილარული და ამებური დიზენტერია, “მოგზაურთა” დიარეა)
ტიფი, ბრუცელოზი, რიკეტსიოზი, ოსტეომიელიტი, ტრაქომა, ქლამიდიოზი, ტროპიკული მალარია, ქოლერა, ლეპტოსპიროზი
კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში:

თვალის ინფქციური დაავადებები -  ტრაქომა
ორნიტოზი, ციმბირის წყლული (მათ შორის ფილტვის ფორმა), ბარტონელეზი, გრანულოციტარული ერლიხიოზი, ყივანახველა, ბრუცელოზი, ოსტეომიელიტი, სეფსისი, ქვემწვავე სეფტიური ენდოკარდიტი, პერიტონიტი
ოპერაციის შემდგომი ჩირქოვანი გართულებების პროფილაქტიკა

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შეკრულობა, ყლაპვის გაძნელება, პირის ღრუს, კუჭისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსების ანთება.

შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები, კანის ან კანქვეშა ქსოვილის ან ლორწოვანი გარსების ალერგიული შეშუპება.

სისხლწარმოქმნის ორგანოების მხრივ შესაძლებელია სისხლის ფორმულის შეცვლა.

პრეპარატი იწვევს კანის ჰიპერმგრძნობელობას ულტრაიისფერი დასხივების მიმართ, ბავშვებში კბილების ფერის შეცვლას.

გვერდითი მოვლენების ან სხვა რაიმე არასასურველი ეფექტის გამოვლენისთანავე აუცილებლად მიმართ ექიმს და იკითხეთ თუ შეიძლება პრეპარატის მიღების გაგრძელება.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინების მიმართ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი,
12 წლამდე ასაკი, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, პორფირია

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:

ექიმის დანიშნულებით ინიშნება შემდეგი სქემის მიხედვით:

სტანდარტული დოზა მოზრდილებსა და ბავშვებისათვის 12 წლის ასაკიდან და 45 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში: 200მგ (2 ტაბლეტი) პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ (1ტაბლეტი)  დღეში. დოზირება და ხანგრძლივობა სხვადასხვა დაავადებების დროს შეიძლება იყოს განსხვავებული.

გამოშვების ფორმა:

10 ტაბლეტი შეფუთვაში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy