BICILLIN-5 - ბიცილინ-5 1 500 000 ერთეული
ჩვენება: გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ბ ი ც ი ლ ი ნ ი - 5 კ მ პ
ზოგადი დახასიათება:
თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ფერის ფხვნილი;
შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს 1200000 სე სტერილურ ბენზათინ ბენზილპენიცილინს, 300000 სე სტერილური ბენზილპენიცილინის ნოვოკაინის მარილს.
წამლის ფორმა:
ფხვნილი ინექციის მოსამზადებლად ფლაკონებში.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ მგრძნობიარე პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიცილინის ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ბენზილპენიცილინის მოქმედების სპექტრის ანალოგიურია. ბიცილინის მიმართ მგრძნობიარეა როგორც გრამდადებითი (Staphylococcus spp., გარდა პენიცილინაზას წარმომქმნელი, აგრეთვე Streptococcus spp., გარდა S. faecalis, Bacillus anthracis, Clostridium spp., Corynebacterium diphtheriae), ასევე გრამუარყოფითი კოკები (Neisseria gonorrhoae, Neisseria meningitidis), აგრეთვე Treponema pallidium.
პრეპარატის მოქმედების მიმართ მდგრადია გრამუარყოფითი ბაქტერიების უმრავლესობა, მიკობაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უმარტივესები. პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის გარსის მუკოპეპტიდების სინთეზის ინჰიბირებით.
ფარმაკოკინეტიკა:
ბიცილინი წარმოადგენს ბენზილპენიცილინის პროლონგირებულ ფორმას. მისი კუნთებში შეყვანისას კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება პრეპარატის დეპო. მისი მიღებიდან პირველ საათებში სისხლში აღინიშნება ბენზილპენიცილინის მაღალი კონცენტრაცია. პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია სისხლში შენარჩუნებულია 28 დღის განმავლობაში. ბიცილინი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა ნახველით, ოფლით, ნერწყვით, დედის რძითა და საცრემლე სითხით.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება იმ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბენზილპენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. აგრეთვე ბიცილინ-5-კმპ გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში რევმატიზმის რეციდივის პროფილაქტიკისათვის მთელი წლის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება:
ბიცილინი-5-კმპ შეყავთ მხოლოდ კუნთებში! ბიცილინი-5-კმპ-ს სუსპენზია მზადდება ასეპტიკურ პირობებში უშუალოდ გამოყენების წინ. პრეპარატის შემცველ ფლაკონში შეყავთ 5-6 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან საინექციო სტერილური წყალი, ან ნოვოკაინის 0,25-0,5 % ხსნარი. ფლაკონის შიგთავსს შეანჯღრევენ ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე, რომელიც მოზრდილებში შეყავთ დუნდულოს ზემო გარეთა კვადრანტში ღრმად, 1 500 000 სე დოზით ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. სკოლამდელი ასაკის ბავშვებში პრეპარატი შეყავთ 600 000 სე დოზით 3 კვირაში ერთხელ, 8 წლის ასაკის ზევით ბავშვებში კი 1 200 000 სე დოზით ერთხელ 4 კვირაში. პრეპარატის ზემოთაღნიშნულ მიღების წესსზე ხშირი ინექციები უკუნაჩვენებია.
გვერდითი მოვლენები:
პენიცილინისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება თავის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ურტიკარია, კანსა და ლორწოვან გარსზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, ეოზინოფილია, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი და სხვა ალერგიული რეაქციები. ინექციის შემდეგ (როგორც პენიცილინის სხვა პროლონგირებული პრეპარატების შემთხვევაში) მოსალოდნელია ინექციის ადგილას ტკივილის შეგრძნება.
პაციენტები, რომლებსაც პრეპარატის მიმართ აღენიშნებოდათ მომატებული მგრძნობელობა უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მუდმივი და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ რეაქტიული მოვლენების სრულ გაქრობამდე. მძიმე შემთხვევებში ინიშნება:
- 0.1 % ატროპინის ინექცია -0,5-0,6 მლ;
- ნიშადურის სპირტის შესუნთქვა;
- 0,1% ადრენალინის ინექცია 1 მლ ან 5% ეფედრინის 1 მლ;
- 2% სუპრასტინის ინექცია - 1-2 მლ.
უკუჩვენება:
პენიცილინის, სულფანილამიდებისა და ნოვოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ბრონქული ასთმა, ურტიკარია, თივის ცხელება და სხვა ალერგიული დაავადებები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის რეკომენდებული ბიცილინი-5-კმპ-ს სუსპენზიისა და სხვა საინექციო ხსნარების ერთმანეთში შერევა, პრეპარატისა და ინდომეტაცინის, ფენილბუტაზონისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენება. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას (ჯვარედინი ალერგიის შესაძლო განვითარების გამო).
განსაკუთრებული მითითებანი:
პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ალერგიული რეაქციების მიმართ, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე საჭიროა ბიცილინი-5-კმპ-ს მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს +200 C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
გაცემა:
რეცეპტით.
შეფუთვა:
ფლაკონი, რომელიც შეიცავს 1 500 000 სე ბიცილინ-5 კმპ-ს.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account