Lidocaine-Liqvo - ლიდოკაინი ლიქვო 2% 20მლ. ხსნარი

3,92 GEL
მარაგშია
SKU
7062_353

ჩვენებები:ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.

ლიდოკაინი-ლიქვო 2%-იანი 20მლ

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ლიდოკაინი-ლიქვო
სინონიმები: ლიგნოკაინი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, ქსილოკაინი, ლიდოკარტი.

პრეპარატის ფორმა:
საინექციო ხსნარი 2% და 1%

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20 მგ/მლ და 10 მგ/მლ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი.

აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს უფერო ან ოდნავ მოყვითალო გამჭვირვალე სითხეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი საანესთეზიო, I-ბ ჯგუფის ანტიარითმული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლიდოკაინი წარმოადგენს აცეტანილიდის წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო და ანტიარითმული მოქმედება. იგი იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულს და გამტარებლობითს. ლორწოვანი გარსიდან საკმაოდ სწრაფად შეიწოვება და შეიძლება გამოიწვიოს სისტემური მოქმედება.
 ლიდოკაინი წარმოადგენს I-ბ ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატს, იგი  ეფექტურია პარკუჭოვანი არითმიებისა და ექსტრასისტოლიების დროს. ლიდოკაინი ავლენს მემბრანომასტაბილიზირებელ მოქმედებას. მიოკარდიუმის უჯრედებში აბლოკირებს ნატრიუმის არხებს, რაც იწვევს მიოკარდიუმში ექტოპიური კერების ავტომატიზმის დათრგუნვას. იგი არ მოქმედებს მიოკარდის გამტარებლობაზე. ლიდოკაინი ხელს უწყობს კალიუმის იონების გამოსვლას მიოკარდიუმის უჯრედებიდან და აჩქარებს უჯრედული მემბრანების რეპოლარიზაციის პროცესს, ამასთანავე ამცირებს მოქმედების პოტენციალს და ეფექტურ რეფრაქტერულ პერიოდს.
ლიდოკაინი საშუალო თერაპიული დოზები გამოყენებისას პრაქტიკულად არ თრგუნავს გულის შეკუმშვის ძალას და არ იწვევს ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
ლიდოკაინის ხსნარის პარენტერულად გამოყენებისას მისი აბსორბცია დამოკიდებულია ინექციის ადგილზე, პრეპარატის დოზაზე, ადრენალინის არსებობაზე. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი შეყვანიდან 5 წთ-ის შემდეგ.
განაწილება:
პრეპარატი ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში, ძირითადად – სისხლით კარგად მომარაგებულ ორგანოებში, როგორიცაა: გული, თირკმელები, ტვინი, ღვიძლი, ელენთა, შემდგომში ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში. მისი ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 50%-ს. იგი აღწევს პლაცენტურ ბარიერში.
მეტაბოლიზმი:
პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოქმნის ფარმაკოლოგიურად აქტიურ ორ მეტაბოლიტს. მისი უმნიშვნელო ნაწილი ექვემდებარება ღვიძლშიდა ცირკულაციას.
გამოყოფა:
პრეპარატი ელიმინირდება შარდში მეტაბოლიტების სახით. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-3 სთ-ს. ლიდოკაინის გამოყოფა მცირდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულის უკმარისობისა და შოკის დროს, აგრეთვე 70 წლის ასაკის ზევით ბავშვებში.
  
ჩვენებები:
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია და ტაქიკარდია, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში, პარკუჭების ფიბრილაციის პროფილაქტიკა, გლიკოზიდური ინტოქსიკაცია, კარდიოქირურგია.
ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარებლობითი; აგრეთვე ადგილობრივი ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში, მეან-გინეკოლოგიაში, ქირურგიაში, დერმატოლოგიაში, პერიფერიული ნერვებისა და ნერვული კვანძების ბლოკადა.
მეანობაში: ეპიზიოტომიის წინ და ნაკერების დადების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
კარდიოლოგიური პრაქტიკა:
პრეპარატის შეყვანას იწყებენ ინტრავენური ბოლუსით დოზით 1 მგ/კგ. სისხლში მისი თერაპიული კონცენტრაციის შესანარჩუნებლად ლიდოკაინის ვენაში შეყვანას იმეორებენ დოზით 0,5 მგ/კგ ყოველ 8-10 წთ-ში, აუცილებლობის შემთხვევაში საერთო დოზით – 3 მგ/კგ. პირველი დოზის შეყვანის შემდეგ იწყებენ შემანარჩუნებელ ინფუზიას, 2-4 მგ/წთ (30-50 მკგ/კგ/წთ); წვეთოვანი ინფუზია შესაძლებელია 24-36 სთ-ის განმავლობაში.
ინფუზიისათვის 2%-იანი ლიდოკაინი-ლიქვორის ხსნარს ანზავებენ 2-4 მგ/მლ კონცენტრაციამდე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. გულის უკმარისობის, შოკის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისა და 70 წლის ასაკის ზევით პაციენტებში საწყის ან შემანარჩუნებელ დოზას ამცირებენ 50%-მდე. ასეთი შემთხვევის დროს, ხანგრძლივი ინფუზიისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ლიდოკაინის კონცენტრაციის დინამიკური შემოწმება. ენდოტრაქეალურად და კუნთებში შეყვანისას იყენებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლებელია ვენაში შეყვანა.
ლიდოკაინი კუნთებში შეჰყავთ დოზით 2-4 მგ/კგ (მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 200 მგ-ს) 4-6 სთ-იანი ინტერვალით. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ჰოსპიტალიზაციამდე 4 მგ/კგ (მაქსიმალურად – 200-300 მგ). პრეპარატის ქირურგიაში და მეანობაში, სტომატოლაგიაში, ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში გამოსაყენებლად დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად ჩვენების, კლინიკური სიტუაციისა და გამოყენებული სამკურნალო ფორმის მიხედვით. ლიდოკაინის ხსნარი შეთავსებადია ეპინეფრინთან. აუცილებლობის შემთხვევაში 10 მლ პრეპარატს უმატებენ (უშუალოდ გამოყენების წინ) 0,1 % ეპინეფრინის ჰიდროქლორიდის ხსნარის 1 წვეთს და არაუმეტეს 5 წვეთისა მთელ ხსნარზე. ადგილობრივი ანესთეზიის დროს პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 200 მგ-ს, ეპინეფრინთან  - 500 მგ.

გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მოუსვენრობა. მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში პრეპარატის ვენაში სწრაფი შეყვანისას შესაძლებელია კრუნჩხვები, ტრემორი, პარესთეზიები, ეიფორია, დეზორიენტაცია, ყურებში შუილი, მეტყველების შენელება.
პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ბრადიკარდია, გამტარებლობის შენელება, არტერიული ჰიპოტენზია.
         
წინააღმდეგჩვენებები:
გამოხატული ბრადიკარდია, ჰიპოვოლემია, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, სინოატრიალური, ატრიოვენტრიკულური ან პარკუჭშიდა ბლოკადები, კარდიოგენული შოკი, გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმები, პრეპარატის და/ან სხვა ამიდების ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ადამს-სტოკსისა და ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი;

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ფსიქომოტორული აგზნებადობა, ტრემორი, კრუნჩხვები, კოლაფსი, ცნს-ის დათრგუნვა.
მკურნალობა:
ვენაში ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების შეყვანა, ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანკვილიზატორების გამოყენება, აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტს ასუნთქებენ ჟანგბადს, ატარებენ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას, მიმართავენ აგრეთვე რეანიმაციურ სხვა მეთოდებს. სისხლმიმოქცევის აღსადგენად შესაძლებელია გამოვიყენოდ ვაზოპრესორები.

განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, სინუსური ბრადიკარდია, შოკი, ჰიპოვოლემია.
ანესთეზიის გამოსაწვევად ლიდოკაინის მაღალ დოზებში შეყვანამდე 1 საათით ადრე უნიშნავენ ბარბიტურატებს. ლიდოკაინის ფონზე არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას ინტრავენურად შეჰყავთ სიმპატომიმეტური საშუალებები; ბრადიკარდიის დროს უნიშნავენ 0,5-1 მგ ატროპინს ინტრავენურად.
ლიდოკაინის ხსნარი, რომელიც შეიცავს ეპინეფრინს არ შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ანტიარითმული საშუალება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებების შემთხვევაში. ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ლიდოკაინის და ბეტა-ადრენობლოკატორის ერთდროულად დანიშვნისას შესაძლოა ლიდოკაინის ეფექტის გაძლიერება (მათ შორის ტოქსიკურობის). ამიტომ ასეთ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.
არარაციონალურია ლიდოკაინის დანიშვნა ერთდროულად აიმალინთან, ამიოდარონთან, ვერაპამილთან, ქინიდინთან, დიფენინთან ერთად, კარდიოდეპრესული მოქმედების გაძლიერებასთან დაკავშირებით.
ლიდოკაინის ნოვოკაინამიდთან ერთად დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის აგზნება, ჰალუცინაციები.
ინტრავენურად ჰექსენალის და თიოპენტალ ნატრიუმის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა.
ლიდოკაინისა და ფენიტოინის კომბინაციისას სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია არასასურველი კარდიოდეპრესული ეფექტის განვითარება.
მაო-ს ინჰიბიტორების ზემოქმედებით სავარაუდოა ლიდოკაინის ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედების გაძლიერება.
ლიდოკაინისა დ პოლიმიქსინის ერთდროული გამოყენებისას, ამ უკანასკნელის ურთიერთქმედებით  შესაძლებელია ლიდოკაინით, რომელიც გამოიყენება როგორც ანტიარითმული საშუალება, ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის დათრგუნვა, ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის სუნთქვის ფუნქციის კონტროლი.
ლიდოკაინისა და საძილე ან სედატიური საშუალებების კომბინაციისას შესაძლებელია ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედება.
ლიდოკაინის ინტრავენურად შეყვანისას ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ციმეტიდინს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძილიანობას, ბრადიკარდიას, პარესთეზიებს და სხვა. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 8-25ოჩ ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაიცემა რეცეპტით.

ლიდოკაინი-ლიქვო 2% მინის 20 მლ ფლაკონებში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy