Metronidazole - მეტრონიდაზოლი 250მგ 10 ტაბლეტი
გამოყენების ჩვენება
პროტოზოული ინფექციები : ნაწლავური ამებიაზი ( ამებიური დიზენტერია ), გარენაწლავური ამებიაზი (მათ შორის ღვიძლის ამებიური აბსცესი ), უროგენიტალური ტრიქომონიაზი ( ტროქომონაზული ვაგინიტიდა ურეთრიტი ), ლამბლიოზი ( ჟიარდიაზი ).
სავაჭრო დასახელება : მეტრონიდაზოლი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : მეტრონიდაზოლი Metronidazole
სამკურნალო ფორმა : ტაბლეტები
აღწერილობა : მოყვითალო _ მომწვანო ელფერის მქონე თეთრი ტაბლეტები .
შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს : მოქმედი ნივთიერება _ მეტრონიდაზოლი 250 მგ ; დამხმარენივთიერებები : ტალკი , სტეარინის მჟავა , პოლივინილის სპირტი , სახამებელი .
ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ანტიმიკრობული საშუალება , იმიდაზოლის წარმოებული .
გამოყენების ჩვენება
პროტოზოული ინფექციები : ნაწლავური ამებიაზი ( ამებიური დიზენტერია ), გარენაწლავური ამებიაზი (მათ შორის ღვიძლის ამებიური აბსცესი ), უროგენიტალური ტრიქომონიაზი ( ტროქომონაზული ვაგინიტიდა ურეთრიტი ), ლამბლიოზი ( ჟიარდიაზი ).
ინფექციები , რომლებიც გამოწვეულია Bacteroides spp. ( მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus) ; ძვლებისა დასახსრების ინფექციები , ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები ( მათ შორის მენინგიტის , ტვინისაბსცესი ), ბაქტერიული ენდოკარდიტი , პნევმონია , ფილტვების ემპიემა და აბსცესი .
ინფექციები , რომელიც გამოწვეულია სახეებით Bacteroides spp. ( მათ შორის Bacteroides fragili), Clostridium spp., Peptococcus და Peptostreptococcus : მუცლის ღრუს ინფექციები ( პერიტონიტი ,ღვიძლის აბსცესი ), მცირე მენჯის ორგანოების ინფექციები ( ენდომეტრიტი , ფალოპის მილებისა დასაკვერცხეების აბსცესი , საშოს თაღის ინფექციები ქირურგიული ოპერაციების შემდგომ ), კანისა დარბილი ქსოვილების ინფექციები .
სეფსისი , რომელიც გამოწვეულია Bacteroides spp. ( მათ შორის Bacteroides fragilis) და Clostridium spp- ის მიერ .
ფსევდომემბრანული კოლიტი ( რომელიც დაკავშირებულია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ).
გასტრიტი ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები , რომელიც უკავშირდება Helicobacter pylori – ს . ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა ( განსაკუთრებით ჩარევისას კოლინჯში ,რექტარული არის ირგვლივ , აპენდექტომია , გინეკოლოგიური ოპერაციები ). სხივური თერაპიასიმსივნით დაავადებულებში _ რადიომასენსიბილიზირებელი სხივური საშუალებებით , იმ შემთხვევებშიროდესაც სიმსივნის რეზისტენტობა სიმსივნის უჯრედებში განპირობებულია ჰიპოქსიით .
ქრონიკული ალკოჰოლიზმი .
მწვავე წყლულოვანი გინგივიტი .
კბილის მწვავე ინფექციები .
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა , ლეიკოპენია . ალერგიული რეაქციები იმიდაზოლის წარმოებულებზე , ორსულობისI ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი ; ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებები ;სისხლის დაავადებები , ბავშვთა ასაკი 6 წლამდე .
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღების პერიოდში უკუნაჩვენებია ალკოჰოლის მიღება , რადგან შესაძლოა დისულფირამისმსგავსი რეაქციების განვითარება ( სპასტიური ტკივილები მუცლის არეში , გულისრევა , ღებინება , თავისტკივილი , სახის უეცარი ჰიპერემია .
მეტრონიდაზოლით მკურნალობა უნდა შეწყდეს ატაქსიის , თავბრუსხვევის ან დარღვეული ცნობიერებისდროს . გათვალისწინებული უნდა იყოს მდგომარეობის გაუარესების რისკი ცენტრალური ნერვულისისტემის და პერიფერიული ნერვული სისტემის აქტიური დაავადებების მქონე ავადმყოფებში .მეტრონიდაზოლით მკურნალობისას , აუცილებელია კონტროლდებოდეს ცენტრალური ნერვულისისტემის ფუნქცია , პერიფერიული ნერვული სისტემა და სისხლის სურათი . პრეპარატის ხანგრძლივივადით გამოყენებისას , კანდიდოზის პროფილაქტიკის მიზნით , აუცილებელია დაინიშნოს სოკოსსაწინააღმდეგო პრეპარატები . ლეიკოპენიის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დამოკიდებულიაინფექციის სიმძიმეზე .
სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის დროს , ორსულობის IIდა III ტრიმესტრში .
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი
მიიღება შიგნით , ჭამის დროს ან მის შემდეგ , დაუღეჭავად .
ქალებსა და მამაკაცებში , მწვავე და ქრონიკული ტრიქომონიაზის მკურნალობისას ღებულობენ შიგნით 250მგ (1 ტაბლეტი ) 2_3- ჯერ დღეში . მძიმე შემთხვევებში ერთი დღის დოზას ზრდიან 2 გ - მდე (8_ 250 მგ -იანი ტაბლეტი ) (3_4- ჯერადი მიღებით ). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7_10 დღეს .მკურნალობის კურსებს შორის კეთდება 3-_4 კვირიანი შესვენება .
შესაძებელია , აგრეთვე დაინიშნოს შემდეგი სქემის მიხედვით : პირველ დღეს _ 500 მგ - იანი (2 ტაბლეტი) 2- ჯერ დღეში (12 საათიანი ინტერვალით ), მეორე დღეს _ 250 მგ - იანი (1 ტაბლეტი ) 3- ჯერ დღეში (8საათიანი ინტერვალით ), შემდეგი 4 დღე _ 250 მგ - იანი (1 ტაბლეტი ) 2- ჯერ დღეში (12 საათიანიინტერვალით ). კურსის საერთო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 3,75 გ - ს (250 მგ - იანი 15 ტაბლეტი ).
ინიშნება , აგრეთვე სხვა სქემის მიხედვით : 250 მგ 2- ჯერ დღეში ( თითო ტაბლეტი დილას და საღამოსჭამის დროს ან მის შემდეგ ) 10 დღის განმავლობაში ; ქალებში შიგნით მიღების გარდა საღამოს ინიშნებათითო ვაგივალური სანთელი ან ვაგინალური ტაბლეტი , რომელიც შეიცავს 500 მგ მეტრონიდაზოლს .საჭიროების შემთხვევაში , მკურნალობის დამატებით კურსს ნიშნავენ 4_6 კვირის შემდეგ .
ლამბლიოზისა და ამებიაზის დროს : მოზრდილებს _ 500 მგ (2 ტაბლეტი ) 2_3- ჯერ დღეში ; ბავშვებს 6-დან 10 წლამდე _ 250_375 მგ ( ერთი _1/2 ტაბლეტი ), 10- დან 15 წლამდე _ 500 მგ (2 ტაბლეტი ) დღეში ;იღებენ ჭამის დროს 1_2- ჯერადი მიღებით . ამებიაზის მკურნალობა , როგორც წესი გრძელდება 10 დღე ,ლამბლიოზის _ 5 დღე .
კანის ლეიშმანიოზის მკურნალობისას პრეპარატი ინიშნება 7 დღის განმავლობაში . მოზრდილთათვის 250მგ (1 ტაბლეტი ) 4- ჯერ დღეში ; ბავშვებში _ 125 მგ (1/2 ტაბლეტი ) 3- ჯერ დღეში , 7 დღიანი შესვენებისშემდგომ _ 14 დღის განმავლობაში მოზრდილებში 250 მგ (1 ტაბლეტი ) 3- ჯერ დღეში , ბავშვებში _ 125 მგ(1/2 ტაბლეტი ) 2- ჯერ დღეში .
ანაერობული ინფექციების დროს , მეტრონიდაზოლის სამკურნალო დოზა მოზრდილთათვის და 13 წელზეზევით ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 500 მგ - ს (2 ტაბლეტი ) 3- ჯერ დღეში ; იღებენ 7 დღის და მეტისგანმავლობაში . ბავშვებს 13 წლამდე უნიშნავენ გაანგარიშებით 7,5 მგ / კგ - ზე 3- ჯერ დღეში .
ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისათვის _ 750 მგ _1500 მგ (3_6 ტაბლეტი ) დღეში სამჯერადიმიღებით , ოპერაციამდე 3-4 დღით ადრე ან ერთჯერადად 1 გ (4 ტაბლეტი ) ოპერაციის შემდგომიპირველი დღეღამის განმავლობაში . ოპერაციიდან 1_2 დღის შემდეგ ( როდესაც უკვე დაშვებულია შიგნითმიღება ) _ 750 მგ (3 ტაბლეტი ) დღეღამეში 7 დღის განმავლობაში . თირკმლის ფუნქციის გამოხატულიდარღვევებისას ( კკ 10 მლ / წთ - ზე ნაკლები ) სადღეღამისო დოზა შემცირებული უნდა იქნას 2- ჯერ .
ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ ინიშნება 500 მგ დღეღამეში (2 ტაბლეტი ) 6 თვისგანმავლობაში ( მაგრამ არაუმეტესი ).
მწვავე წყლულოვანი გინგივიტის დროს , ნიშნავენ 250 მგ (1 ტაბლეტი ) ყოველ 8 საათში , სამი დღისგანმავლობაში . ბავშვებს 7- დან 13 წლამდე 125 მგ (1/2 ტაბლეტი ) ყოველ 8 საათში , 3_7 დღისგანმავლობაში .
კბილის მწვავე ინფექციების დროს ნიშნავენ 250 მგ (1 ტაბლეტი ) ყოველ 8 საათში , 3_7 დღისგანმავლობაში .
ჭარბი დოზირება
სიმპტომები : სისუსტე , გულისრევა , ღებინება , დიარეა , ცნობიერების დარღვევა . მძიმე შემთხვევებში _პერიფერიული ნეიროპათია და ეპილეფსიური შეტევები .
ჭარბი დოზირება იშვიათად არის სიცოცხლისათვის სახიფათო .
მკურნალობა : სიმპტომატური , სპეციფიური ანტიდოტები არ არსებობს .
გვერდითი ეფექტები
შესაძლოა კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევები გულისრევის სახით , ლითონის გემოსშეგრძნებით ან პირის სიმშრალით , ანორექსიით , ეპიგასტრიუმის არეში სპაზმით , პირღებინებით ,შეკრულობით , დიარეით . ზოგჯერ წარმოიქმნება კანისა და ლორწოვანი გარსის რეაქციები ჭინჭრისციების სახით , ქავილით , ვაზომოტორული დარღვევებით ( შეშუპება ); ნევროლოგიური სიმპტომები (თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , ძილიანობა , უძილობა ). იწვევს შარდის ფერის შეცვლას მოწითალო -მოყავისფროდ . მეტრონიდაზოლის მიღებისას შესაძლოა ალერგიის წარმოშობა , წვის შეგრძნება საშარდეგზებში .
პრეპარატის მაღალი დოზებით ან/ და ხანგრძლივი ვადით დანიშვნისას შესაძლოა ლეიკოპენია, თავისტვინის ფუნქციის და პერიფერიული ნერვების მხრივ მძიმე დარღვევები ( ატაქსია, დიზართრია, ზოგჯერკრუნჩხვებიც), წვის შეგრძნება, კიდურების ანემია, პარესთეზიის გამოვლინება. ხანგრძლივი ვადითგამოყენებისას, აღინიშნება მიკროფლორის დარღვევა ნაწლავებში, კანდიდოზის განვითარებით.
ურთიერთქმედება
ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას , აღინიშნება დისულფირამის მსგავსი რეაქციების განვითარება( სპასტიური ტკივილები მუცლის არეში , გულისრევა , ღებინება , თავის ტკივილი , სახის უეცარიჰიპერემია )
არ არის რეკომენდებული კომბინაცია დისულფირამთან ( შემეცნების დარღვევა , ფსიქოზური რეაქციები ,კოორდინაციის დარღვევა და სხვა ).
ერთდროული პერორალური ( შიგნით ) გამოყენება ნეომიცინის სულფატთან , ამცირებს მსხვილ და სწორნაწლავზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი გართულებების წარმოქმნის ალბათობას .
მეტრონიდაზოლის ერთდროული მიღებისას , კუმარინის და აგრეთვე , ფენანდიონის წარმოებულებთან ,წარმოიქმნება სისხლდენის განვითარების საშიშროება .
ფენობარბიტალი და ფენიტოინი ამცირებს მეტრონიდაზოლის მოქმედების ეფექტურობას .
მეტრონიდაზოლის შეთავსება ცეფალოსპორინებთან უზრუნველყოფს მოქმედების უფრო ფართო სპექტრს .
მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმი ინჰიბირდება ციმეტიდინით ( იზრდება პლაზმაში მეტრონიდაზოლისკონცენტრაცია ).
შენახვის პირობები
სია ბ . მშრალ , სინათლისაგან დაცულა ადგილას , არა უმეტეს 25 °C ტემპერატურისა .
Units | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account