პანკრეატინი 0.25გ 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 5,18 GEL რეგულარული ფასი 5,45 GEL
მარაგშია
SKU
1345_92

ჩვენებები გამოყენებისთვის
გამოიყენება აქილიის, ქრონიკული პანკრეატიტის დროს კუჭქვეშა ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქციით, საჭმლის მონელების დარღვევის დროს, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებთან, ანაციდურ და ჰეპაციდურ გასტრიტთან, ქრონიკულ ენტეროკოლიტებთან.

პანკრეატინი

PANCREATIN

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: პანკრეატინი

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება (სად) ან ჯგუფური დასახელება: პანკრეატინი

სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები, დაფარული ნაწლავში გამხსნელი გარსით

შემადგენლობა ერთ ტაბლეტზე:
აქტიური ნივთიერება პანკრეატინი – 0,1 გ (პროთეოლიტიკური აქტიურობა არანაკლებ 25 ერთ., ლიპოლიტიური აქტიურობა არანაკლებ 140 ერთ, ამილოლიტიკური აქტიურობა არანაკლებ 1500 ერთ.).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა (რძის შაქარი) – 0.2120 გ., მეთილცელულოზა მც-16 – 0.0048 გ., კალციუმის სტეარატი -0.0032 გ.; გარსის შემადგენლობა: ცელაცეფატი – 0.01386 გ., მჟავური წითელი 2C-0.00010 გ., პოლისორბატი-80-0.00006გ.

აღწერა:
ტაბლეტები, დაფარული გარსით, ვარდისფერი ან მუქი ვარდისფერი, მრგვალი, ორმაგამობურცული სპეციფიური სუნით. ტაბლეტის ბირთვის განივ კვეთაზე დაიშვება წერტილების არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვების მომნელებელი ფერმენტული საშუალება
ATC კოდი: [А09АА02]

ფარმაკოლოგიური თვისებები
კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დეფიციტის შევსება. შეიცავს ექსკრეტორულ პანკრეატიკულ ფერმენტებს: ლიპაზას, ალფა-ამილაზას, ტრიპსინს, ქიმოტრიპსინს, ხელს უწყობს ცილების (ამინომჟავებამდე), ცხიმების (გლიცერინამდე და ცხიმჟავებამდე) და სახამებლის (დექსტრინებამდე და მონოსაქარიდამდე) დაშლას, ახდენს საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზებას. ფერმენტები, რომლებიც შედიან პანკრეატინის შემადგენლობაში, თავისუფლდებიან წვრილი ნაწლავის ტუტოვან გარემოში, რადგან დაცულნი არიან კუჭის წვენის ზემოქმედებისგან თავისი გარსით. ტრიპსინი წვრილი ნაწლავის ზედა მიდამოში ახდენს კუჭქვეშა ჯირკვალის სტიმულირებული სეკრეციის ინჰიბირებას, განაპირობებს რა პანკრეატინის ტკივილის გამაყუჩებელ ეფექტს.

ჩვენებები გამოყენებისთვის
გამოიყენება აქილიის, ქრონიკული პანკრეატიტის დროს კუჭქვეშა ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქციით, საჭმლის მონელების დარღვევის დროს, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებთან, ანაციდურ და ჰეპაციდურ გასტრიტთან, ქრონიკულ ენტეროკოლიტებთან.

უკუჩვენებები
გადამეტებული მგრძნობელობა (მათ შორის ღორის ხორცის აუტანლობა), მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.
გამოყენების მეთოდი და დოზები
ტაბლეტები მიღებული უნდა იყოს საკვების მიღების დროს ან მის მერე დაუყოვნებლივ, დაღეჭვის გარეშე. დიდებისთვის პანკრეატინის ერთჯერადი დოზა შეადგენს 0,5-1,0 გრამს, სადღეღამისო-4 გრამს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებს ფხვნილის ფორმის პანკრეატინს უნიშნავენ 0.1-0,15 გ.-ს, 2 წლის ასაკის – 0.2გ., 3-4 წლის ასაკის-0.25 გ., 5-6 წლის – 0.3 გ., 7-9 წლის-0.4 გ., 10-14 წლის-0.5 გ. მიღებაზე.
პრეპარატს ტაბლეტებში უნიშნავენ ბავშვებს შემდეგი დოზებით: 6-7 წლის ასაკის 1 ტაბლეტი (0.25 გ.), 8-9 წლის ასაკის 1-2 ტაბლეტი (0.25-0.5 გ.), 10-14 წლის ასაკის 2 ტაბლეტი (0.5გ.).
მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირიდან 2-3 თვემდე და მეტი.

გვერდითი მოქმედება
ნაწლავის გაუვალობის სიმპტომები (სტრიქტურების წარმოქმნა ილეოცეკალურ განყოფილებაში და ასწვრივ კოლინჯში) და დაუყოვნებლივი ტიპის ალერგიული რეაქციები (მუკოვისციდოზის დროს, განსაკუთრებით ბავშვებში).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამცირებს რკინის შეწოვებას (განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების დროს)

გამოშვების ფორმა
ტაბლეტები, დაფარული ნაწლავში გახსნადი გარსით 25 ერთ.
10 ტაბლეტი უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის აპკისგან. 60 ტაბლეტი ფორთოხლისფერი შუშის ქილაში, დალუქული დაჭიმული პლასტმასის თავსახურით, ან პოლიმერული მასალებისგან დამზადებულ ქილაში ხრახნილი თავსახურით. ქილაში თავისუფალ სივრცეს ავსებენ სამედიცინო ბამბით ან გამამრკვივებლით პოლიეთილენისგან. ქილაზე აწებებენ ეტიკეტის ან საწერი ქაღალდისგან დამზადებულ, ან თვითწებვად ეტიკეტს.
6 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ან გამოყენების ინსტრუქციის შემცველი ქილა განთავსებულია კოლოფის მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ ადგილას, 12-დან 20 ºCტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy