NAVI INFLA - ნავი ინფლა თვალის წვეთები 15მლ

განსაკუთრებული ფასი 30,96 GEL რეგულარული ფასი 32,59 GEL
მარაგშია
SKU
69339_2486

ჩვენებები:

გამოიყენება ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასთან, როგორიცაა თვალის სიწითლე, წყლიანი გამონადენი და ქავილი, რომლებიც ხშირად გამოწვეულია მწვავე, ქრონიკული და ალერგიული კონიუნქტივიტით და ასევე ოქსიდაციური სტრესით, დაბინძურების, ქარის, მზესთან კონტაქტის ან კომპიუტერის გამოყენების შედეგად.

NAVI INFLA - ნავი ინფლა თვალის წვეთები 15მლ

 

navi® infla

ნავი®

ინფლა

 

 

თვალის წვეთები 

საპოხი  და ანტიოქსიდანტური ოფთალმოლოგიური ხსნარიდამზადებული ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტებით.

 


შემადგენლობა: 

 

დამასკოს ვარდიემბლიკა, კურკუმაP-Plus™, ჰიპრომელოზა, SCO®, EDTA  დინატრიუმის მარილი, იზოტონურ ბუფერულ ხსნარში  pH  7.2. 

აღწერილობა: 

NAVI®INFLA არის საპოხი და ანტიოქსიდანტური ოფთალმოლოგიური ხსნარი მცენარეული ექსტრაქტებით,  ჰიპრომელოზასთან და P-Plus™ თან ერთად. 

P-Plus™ და ჰიპრომელოზა ხელს უწყობს თვალის ზედაპირის კარგ ტენიანებას და გაპოხვას, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას თვალის სიმშრალის სიმპტომებისგან, რომელიც დაკავშირებულია  ანთებასთან. 

NAVI®INFLA დამზადებულია დამასკოს ვარდისემბლიკას და კურკუმას საფუძველზე რომელთაც გააჩნიათ ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება და სასარგებლოა ოქსიდაციური სტრესის დისკომფორტის მოსახსნელად, რაც ხელს უწყობს ანთების სიმპტომების  შემცირებას.

NAVI®INFLA დაცულია სპეციალური დამცავი სისტემით, სახელად SCO™ (ჟანგბად-ქლორის სტაბილური კომპლექსი) რომელიც უნარჩუნებს ხსნარს  სტერილურობას ბოთლში. სინათლის ზემოქმედებისას, SCO™ იშლება ისეთ კომპონენტებად, რომლებიც ბუნებრივად შედის ადამიანის ცრემლებში, როგორებიცაა ნატრიუმის ქლორიდი, ჟანგბადი და წყალი, რაც მის ძალიან კარგ ამტანობას უწყობს ხელს. 

ჩვენებები: 

გამოიყენება ისეთი სიმპტომების  სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასთან,  როგორიცაა  თვალის სიწითლე, წყლიანი გამონადენი და ქავილი, რომლებიც ხშირად გამოწვეულია მწვავე, ქრონიკული და ალერგიული კონიუნქტივიტით და ასევე ოქსიდაციური სტრესით, დაბინძურების, ქარის, მზესთან კონტაქტის ან კომპიუტერის გამოყენების შედეგად. 

NAVI®INFLA თავსებადია ყველა სახის კონტაქტურ ლინზებთან

გამოყენების ინსტრუქცია: 

  • დაიბანეთ, ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები საგულდაგულოდ.
  • დარწმუნდით , რომ ლუქი მთელია. 
  • ბოთლის გასახსნელად, მოხსენით ზედა ნაწილი მთლიანად და მოხსენით უსაფრთხოების ლუქი. 
  • ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი თითოეულ თვალში 3-6 ჯერ დღეში, ისე როგორც საჭიროა, ან სპეციალისტის რჩევის მიხედვით.
  • გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს. 

სიფრთხილის ზომები: : 

  • შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, არ შეახოთ და კონტაქტში არ შეიყვანოთ საწვეთურის წვერი ნებისმიერ ზედაპირთან ან თვალთან. 
  • არ გამოიყენოთ ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში. 
  • ზოგიერთ შემთხვევაში, მცირედმა მგრძნობელობამ შესაძლოა გამოიწვიოს ხანმოკლე წვა ან გაღიზიანება წამლის ჩაწვეთების ადგილზე, რომელიც ქრება თვალის დახამხამების შემდეგ.
  • არ დალიოთ ხსნარი. 
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • ბოთლის გაიხსნის შემდეგ, ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 30 დღის განმავლობაში. 
  • არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. 
  • რაიმე სიმპტომების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თვალის სპეციალისტთან.
  • არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში.
  • არ მოახვედროთ მზესთან პირდაპირი კონტაქტის ქვეშ

შენახვა: 

  • შეინახეთ 5-დან -35 ° C ტემპერატურის ფარგლებში და მოარიდეთ სინათლის პირდაპირ წყაროს.

3 მლ  (უფასო ნიმუში  REF   D3NI291

15 მლ                         REF          D15NI292 

 

 

ლე კორონადო

ფონვიეილის გამზირი 20,

MC 98000 მონაკო    

www.novaxpharma.com                  

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy