Lumixa - ლუმიქსა ფლაკონი 10მლ

განსაკუთრებული ფასი 28,04 GEL რეგულარული ფასი 39,98 GEL
მარაგშია
SKU
81470_3129

ჩვენება:მშრალი თვალის სინდრომის ყველა ფორმა, მექანიკური სტრესი.

შემადგენლობა:

კროსლინკიგირებული ჰიალურონის მჟავა  0.15%  ,ლიპოსომები  0.6%  , კროკუსი.

ლუმიქსა   წარმოადგენს  უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებულ  უკონსერვანტო ჰიდრო-ლიპიდურ  ემულსიას .მისი კომპონენტების სინერგისტული მოქმედება უზრუნველყოფს საცრემლე აპკის სამივე შრის   ეფექტურ აღდენას  და პროლონგირებულ მოქმედებას.

კროსლინკიგირებული ჰიალურონის მჟავა მაღალი  ვისკოელასტიურობით, მუკოადჰეზიურობით   და  ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით ხასიათდება, რასაც მისი  დიდი  მოლეკულურ მასა უზრუნველყოფს.იგი მდგრადია ფერმენტული  დეგრადაციისადმი  და  გააჩნია  პროლონგირებული (12 საათიანი)  მოქმედება.

ლიპოსომები  უზრუნველყოფენ  საცრემლე აპკის ლიპიდური  შრის ეფექტურ  აღდეგენას,  რაც  მიშვნელოვნად აფერხებს   წყლის შრის შემცირებას გაძლიერებული აორთქლების პირობებში.

მასში შემავალი კროკუსი  იცავს  თვალს ულტრაიისფერი სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან.

ჩვენება:

  • მშრალი თვალის  სინდრომის ყველა ფორმა
  • მექანიკური სტრესი (ოფთალმოლოგიური სადიაგნოსტიკო პროცედურები,ქირურგიული ჩარევა, ტრავმა)
  • გარემო   პირობებით გამოწვეული სტრესი (კონდიცირებული ჰაერი, მშრალი ცხელი ჰაერი, სიცივე, ქარი, მტვერი, გამონაბოლქვი, ქლორიანი წყალი)
  • მხედველობითი სტრესი (ხანგრძლივი მუშაობა კომპიუტერთან)

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემავალი კომპონენტის მიმართ.

დოზირება:  ერთი წვეთი 2-ჯერ დღეში.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

ვარგისია გახსნიდან   60 ღღე. 

შესაძლებელია გამოყენება კონტაქტურ ლინზებთან.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 10 მლ

მწარმოებელი:   FBVISION  ესპანეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy