Flokort - ფლოკორტი თვალის წვეთები 5მლ

განსაკუთრებული ფასი 29,60 GEL რეგულარული ფასი 37,00 GEL
მარაგშია
SKU
76142_3118

ჩვენება:თვალის ბაქტერიული ინფექციები მწვავე ანთებითი რეაქციით.

დექსამეთაზონის ფოსფატი 1მგ/მლ + ოფლოქსაცინი 3 მგ/მლ   თვალის წვეთები, ხსნარი

რა არის ფლოკორტი და რისთვის გამოიყენება

ფლოკორტი შეიცავს ორ აქტიურ სუბსტანციას, ოფლოქსაცინს, ანტიბიოტიკს ისეთი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ყურის ინფექცია და დექსამეთაზონს, კორტიკოსტეროიდს.

ფლოკორტი ნაჩვენებია თვალის ქირურგიული ოპერაციის წინ და შემდეგ, როდესაც შეიძლება ერთდროულად აღინიშნებოდეს ინფექცია და ანთება ან თვალის გარეთა ზედაპირის ინფექციების სამკურნალოდ, გამოწვეული ოფლოქსაცინ-სენსიტიური მიკროორგანიზმებით, რაც ნიშნავს ბაქტერიულ ინფექციებს მწვავე ანთებითი რეაქციით.

ფლოკორტი ნაჩვენებია მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულებში).

რა უნდა იცოდეთ ფლოკორტის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ ფლოკორტი:

  • თუ გაქვთ ალერგია დექსამეთაზონის ფოსფატის ან ოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6);
  • თუ გაქვთ მწვავე ჩირქოვანი ბაქტერიული ინფექცია, სოკოვანი ინფექცია, ვირუსული ინფექცია (ჰერპესის ვირუსი, ვაქციანიას ვირუსი, ვარიცელა ზოსტერის ვირუსი) ან ემბოლიური ინფექცია;
  • თუ გაქვთ რქოვანას დაზიანებები (პერფორაცია, დაწყლულება ან დაზიანებები არასრულ ნაწიბურების წარმოქმნასტან დაკავშირებით);
  • თუ გაქვთ გლუკოკორტიკოსტეროიდით (კორტიკოსტეროიდის ოჯახიდან) ინდუცირებული თვალის ჰიპერტენზია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფლოკორტის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა შეშუპება და წონაში მატება ტანის ირგვლივ და სახის მიდამოში, რადგან ეს ნიშნები, როგორც წესი, ქუშინგის სინდრომის პირველი გამოვლინებებია. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება განვითარდეს ფლოკორტით გრძელვადიანი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. თვითნებურად მკურნალობის შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს. აღნიშნული რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების და იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც იღებენ პრეპარატს რიტონავირს ან კობიცისტატს.

ფლოკორტის გრძელვადიანმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის შიდა წნევის მომატება, ამიტომ, საჭიროა თვალის შიდა წნევის უფრო ხშირი მონიტორინგი.

შეიძლება განვითარდეს ოპორტუნისტული ინფექციები, მათ შორის სოკოვანი ინფექციები, რომლის დროსაც მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია.

ტოპიკალური კორტიკოიდების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ანთებითი გამოვლინებები და შენიღბოს ან გააძლიეროს ჩირქოვანი ინფექციები (ჩირქით).

რქოვანას წყლულის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია თვალების უფრო ხშირი მონიტორინგი. ფლოკორტი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ანთება არის ჭრილობის შეხორცების დაყოვნების მთავარი მიზეზი.

მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტის მქონე პაციენტებში, როდესაც ეს მდგომარეობა არ რეაგირებს სტანდარტულ მკურნალობაზე, ფლოკორტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დროის ხანმოკლე პერიოდით.

ფლოკორტით მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული კონტაქტური ლინზების გამოყენება.

თუ გაქვთ დიაბეტი, უთხარით თქვენს ოფთალმოლოგს.

თუ გაქვთ არადიაგნოსტირებული თვალის სიწითლე, არ გამოიყენოთ ფლოკორტი.

ფლოკორტი სიფრთხილით გამოიყენება ქინოლონების შემცველი სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ სენსიტიურ პაციენტებში.

ამ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი ბაქტერიული ინფექციის განვითარება, რომელიც არ რეაგირებს ფლოკორტზე.

თუ ინფექციური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა მკურნალობის ერთი კვირის შემდეგ ან თუ მკურნალობის დროს თვალის მხრივ სიმპტომები გამწვავდა, მიმართეთ თქვენს ექიმს კლინიკური მდგომარეობის უკეთ შეფასების მიზნით.

ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თვალის ზედაპირზე დაზიანებების ან წყლულების მქონე პაციენტებში.

ფლოკორტმა შეიძლება გამოიწვიოს მზის სინათლის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა. ფლოკორტით მკურნალობის დროს მოერიდეთ მზის სინათლის ან მზის პირდაპირ ზემოქმედებას.

გულის პრობლემები: ფლოკორტის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, თუ გაქვთ თანდაყოლილი QT ინტერვალის პროლონგაცია ან ეს მდგომარეობა საოჯახო ანამნეზში (გამოვლენილი ეკგ-ზე), გაქვთ სისხლში მარილის დისბალანსი (სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის განსაკუთრებულად დაბალი დონე), გაქვთ ძალიან დაბალი გულის რითმი (ბრადიკარდია), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), ანამნეზში გაქვთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული ასაკის ან იღებთ სხვა ისეთ პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ზე დარღვევებს (იხ. პუნქტი „სხვა პრეპარატები და ფლოკორტი“).

მყესების შეშუპება და გაწყვეტა აღინიშნა იმ ადამიანებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონებს პერორალურად ან ინტრავენურად, განსაკუთრებით უფროსი ასაკის პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს. შეწყვიტეთ ფლოქსედოლის მიღება, თუ განვითარდა ტკივილი ან შეშუპება (ტენდინიტი).

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში ფლოკორტის გამოყენების შესახებ გამოცდილება მცირეა. ბავშვებში ფლოკორტის გამოყენების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

მოერიდეთ გრძელვადიან თერაპიას.

სხვა პრეპარატები და ფლოკორტი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ  სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გულის რითმის ცვლილება: პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ანტი-არითმიული პრეპარატების ჯგუფს (მაგ. ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (რომლებიც მიკეუთვნება მაკროლიდების ჯგუფს), ზოგიერთი ანტიფსიქოტური საშუალებები.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ იღებთ რიტონავირს, ვინაიდან ამან შეიძლება გაზარდოს სისხლში დექსამეთაზონის რაოდენობა.

აღინიშნა რქოვანას ზედაპირზე კალციუმის ფოსფატის დალექვის შემთხვევები, როდესაც კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ტოპიკალურ ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.

თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, თითოეული პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 15 წუთი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ორსულობა: ფლოკორტის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება: ფლოკორტის გამოყენება რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვების პერიოდში. ოფლოქსაცინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, ამიტომ, არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში. თუ საჭიროა მკურნალობის ჩატარება, ძუძუთი კვების შეწყვეტა განხილული უნდა იყოს ექიმის მიერ.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

თუ ფლოკორტის გამოყენების შემდეგ აღინიშნება დროებით მხედველობის დაბინდვა, არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები, ვიდრე არ დაბრუნდება ნორმალური მხედველობა.

ფლოკორტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს

ეს პრეპარატი შეიცავს 0.1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის ყოველ მლ-ში. რბილმა კონტაქტურმა ლინზებმა შეიძლება შეიწოვოს ბენზალკონიუმის ქლორიდი და შეცვალოს კონტაქტური ლინზების ფერი. ამ პრეპარატის გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზები და კვლავ გაიკეთეთ 15 წუთის შემდეგ. თუ ბენზალკონიუმის ქლორიდმა ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ გამოიწვია თვალის გაღიზიანება, წვა ან ტკივილი თვალის არეში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ფლოკორტი შეიცავს ფოსფატის ბუფერებს.

ეს პრეპარატი შეიცავს 5.6 მგ ფოსფატს ხსნარის ყოველ მლ-ში.

თუ გაქვთ რქოვანას მძიმე დაზიანება, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფოსფატებმა შეიძლება გამოიწვიონ რქოვანაზე ბუნდოვანი ლაქები მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

როგორ გამოიყენება ფლოკორტი

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.

რეკომენდებული დოზა არის ერთი-ორი წვეთი დაავადებულ თვალში, დღეში სამი-ექვსჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

გამოყენების წესი

თვალში (თვალებში) წვეთების ჩაწვეთებამდე ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

წვეთები ჩაიწვეთეთ შემდეგნაირად:

  1. გახსენით ბოთლი თავსახურის საათის საპირისპირო მიმართულებით დატრიალების გზით;
  2. თავი უკან გადახარეთ და ქვედა ქუთუთო ოდნავ ჩამოწიეთ, ისე რომ წარმოიქმნას ჯიბე ქუთუთოსა და თვალს შორის;
  3. ამოატრიალეთ ბოთლი და ოდნავ დააწექით ვიდრე ერთი წვეთი არ მოხვდება თვალში, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. არ შეეხოთ თვალს ან ქუთუთოს საწვეთურის წვერით;
  4. დახუჭეთ თვალი და თითით დააწექით თვალის კუთხეს ცხვირთან 2 წუთის განმავლობაში. ეს ხელს უწყობს პრეპარატის შეღწევას ორგანიზმის დანარჩენ ნაწილში.
  5. მეორე თვალში ჩაწვეთებისას გაიმეორეთ საფეხურები 2-4, თუ ექიმმა მოგცათ ამგვარი რეკომენდაცია.
  6. საწვეთურს დაახურეთ თავსახური და კარად მოუჭირეთ. ძალიან მჭიდროდ არ მოუჭიროთ.

ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ფლოკორტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში დადგენილი არ არის. ფლოკორტი გამოყენებული უნდა იყოს სიფრთხილით ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ფლოკორტი

თვალებში პროდუქტის ძალიან დიდი რაოდენობით ჩაწვეთებისას და ხანგრძლივი გაღიზიანების განვითარებისას, მოიბანეთ თვალები სტერილური წყლით.

ბოთლის შემცველობის შემთხვევით შიგნით მიღებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ფლოკორტის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ფლოკორტის გამოყენება

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ერთბაშად. თუ განიხილავთ მკურნალობის შეწყვეტას, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

  •  თვალის შიდა წნევის მომატება

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

  • თვალის გაღიზიანება, თვალის მიდამოში დისკომფორტი, წვა, ქავილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მხედველობის დაბინდვა (ბუნდოვანება) (ეს სიმპტომები, როგორც წესი, არის დროებითი და მსუბუქი)
  • არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
  • ჭრილობის შეხორცების შეფერხება, თვალის ბროლის შემღვრევა (კატარაქტა), ოპორტუნისტული ინფექცია და გლაუკომა

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):

  • გუგების გაფართოება (მიდრიაზი), სახის შეშუპება, ქუთუთოების დაწევა (ფტოზი), თვალის უკანა ნაწილის ანთება (უვეიტი), რქოვანას ანთება (ბროლის კერატოპათია და კერატიტი), რქოვანას სისქის ცვლილება, რქოვანას შეშუპება, რქოვანას დაწყლულება, რქოვანას პერფორაცია, თვალის გარსების ანთება (კონიუნქტივიტი).
  • ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთ პაციენტში, რომლებსაც აქვთ თვალის წინა ნაწილზე (რქოვანა) გამჭვირვალე ფენის მძიმე დაზიანება, შეიძლება განვითარდეს ბუნდოვანი ლაქები რქოვანაზე მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო.

ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):

  • სერიოზული გვერდითი ეფექტები: პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში გამონაყარი კანზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნა ფლოკორტის გამოყენებისას, რაც თავდაპირველად ვლინდება მოწითალო ფერის ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით ხშირად ტანზე ცენტრალური ბუშტუკებით.
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ალერგიული რეაქციების ნიშნები და სიმპტომები თვალებზე, როგორიცაა თვალებისა და ქუთუთოების ქავილი, ანაფილაქსური რეაქციები, რაც ვლინდება სახის, ტუჩების, ყელის, ხელებისა და ტერფების შეშუპებით (ანგიოშეშუპება), ქოშინი, მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსური შოკი), პირ-ხახის (პირის უკანა ნაწილის) შეშუპება, სახისა და ენის შეშუპება.
  • ჰორმონული პრობლემები: სხეულზე ჭარბი თმის ზრდა (განსაკუთრებით ქალებში), კუნთების სისუსტე, სხეულის კანზე იასამნისფერი გრძელი ხაზები, არტერიული წნევის მომატება, მენსტრუალური ციკლის არარეგულარობა ან არარსებობა, ორგანიზმში პროტეინისა და კალციუმის დონეების ცვლილებები, ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შეფერხება და ტანისა და სახის მიდამოებში წონაში მომატება („ქუშინგის სინდრომი“) (იხ. პუნქტი 2 „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).
  • გულის რითმის ცვლილება („QT ინტერვალის დაგრძელება“, რაც ვლინდება გულის ეკგ-ზე), არარეგულარული გულის დარტყმები, მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, სინათლეზე მგრძნობელობა, თვალების შეშუპება, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდენა, თვალის სიმშრალე, თვალის ტკივილი, თვალის სიწითლე, თვალების ირგვლივ შეშუპება (მათ შორის ქუთუთოების შეშუპება - არასერიოზული გვერდითი ეფექტი), გულისრევა.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ ინახება ფლოკორტი

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 250C-ზე ზემოთ.

ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 28 დღის განმავლობაში.

პრეპარატები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლოკორტი

  • აქტიური სუბსტანცია არის დექსამეთაზონის ფოსფატი და ოფლოქსაცინი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 1 მგ დექსამეთაზონის ფოსფატს (დექსამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის ფორმით) და 3 მგ ოფლოქსაცინს.
  • სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის მონოჰიდრატი, დინატრიუმის წყალბადის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი (50% ხსნარი) და საინექციო წყალი. შეიძლება შეიცავდეს ჰიდროქლორმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის კორექციისთვის.

ფლოკორტის აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ფლოკორტი არის სუფთა, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი.

ფლოკორტი წარმოდგენილია ყურის წვეთების, ხსნარის ფორმით, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიან კონტეინერებში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ჩანართით. თითოეული ბოთლი შეიცავს 5 მლ ხსნარს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე  

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

Laboratorio Edol – პორტუგალია

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy