Altin - ალტინი თვალის წვეთები 10მლ
ჩვენება:სეზონური და ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტი
ალტინი
სტერილური თვალის წვეთები კონსერვანტების გარეშე
შემადგენლობა
ექტოინი, ფუკოიდანი, პერილას ექსტრაქტი, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ბორის მჯავა, ნატრიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი.
ჩვენება
ალტინის წვეთები ხელს უწყობს სეზონური და ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომების მკურნალობას. ამშვიდებს გაღიზიანებას, აქვს დამატენიანებელი ეფექტი და ხელს უწყობს თვალის ზედაპირის დამცავი ბარიერის რეგენერაციას.
თვალის გაღიზიანება გამოწვეული ალერგენებით, როგორიცაა მტვერი, მტვრის ტკიპა, ცხოველის თმა ან ობი.
ოთხი აქტიური ნივთიერების უნიკალური კომბინაცია, ინტენსიურად ატენიანებს და სწრაფად ამშვიდებს ალერგიული კონიუნქტივიტის უსიამოვნო სიმპტომებს (მაგ. სიწითლე, ქავილი, წვა ან წყლიანი თვალები).
როგორ მუშაობს ალტინის შემადგენელი კომპონენტები?
ნატრიუმის ჰიალურონატი - ადამიანის სხეულში ბუნებრივად არსებული პოლისაქარიდი, ძლიერი დამატენიანებელი ნივთიერება. ჰიალურონის მჟავას მუკოადჰეზიური თვისებები უზრუნველყოფს პრეპარატის უკეთეს შეწოვას თვალის ზედაპირზე, რაც ხელს უწყობს რქოვანას ეპითელიუმის სწრაფ შეხორცებას, ვისკოელასტიური თვისებები კი ზრდის ცრემლის აპკის სტაბილურობას.
ექტოინი - ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება დუღილის პროცესში ექსტრემოფილების (ექსტრემალურ გარემო პირობებში მცხოვრები მიკროორგანიზმები) მიერ. ექტოინი მიეკუთვნება ჰიგროსკოპული (წყლის შემაკავშირებელი/ტენიანობის შთანთქმის) და ოსმოპროტექტორული თვისებების მქონე ნივთიერებებს, რისი წყალობითაც ატენიანებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ზედაპირს, იცავს ეპითელიუმის უჯრედებს და ასტაბილურებს უჯრედულ გარსებს. უჯრედის მემბრანების სტაბილიზაცია და, შესაბამისად, ქსოვილის ბარიერული ფუნქციის გაძლიერება ამცირებს ალერგენ-მემბრანის ურთიერთქმედება და ამსუბუქებს ანთებით გამოწვეულ სიმპტომებს.
ფუკოიდანი - არის ბუნებრივი წარმოშობის სულფონირებული პოლისაქარიდი, რომელიც წარმოადგენს ფუკუსის ტიპის ყავისფერი წყალმცენარეების და წყლის ცხოველების (მაგ. ზღვის კიტრი და ზღვის ზღარბი) უჯრედის მემბრანის ნაწილს. მისი დამსახურებაა, რომ წყალმცენარეები მოქცევის დროს არ შრება და არ კვდება მზის ზემოქმედებით. ლორწო, რომლითაც ისინი დაფარულია, ასევე უზრუნველყოფს მათ დაცვას გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. ცნობილია, რომ ფუკოიდანი გამოიყენება როგორც დამატენიანებელი და ჰიდროგელის წარმომქმნელი კომპონენტი. ოფთალმოლოგიაში ფუკოიდანის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური კვლევის და დაკვირვების პროცესშია. ინტენსიურად იკვლევს და ვითარდება.
პეროლა (Perilla frutescens) - ერთწლოვანი ზეთოვანი მცენარეა ლამიაცეას ოჯახიდან. იგი ავლენს მთელ რიგ თვისებებს - დამატენიანებელიდან დაწყებული ლორწოვან გარსებში ალერგიული რეაქციის გაჩენასთან დაკავშირებული სიმპტომების დამამშვიდებელით დამთავრებული.
ვისთვის არის განკუთვნილი ალტინის წვეთები?
ალტინის თვალის წვეთები განკუთვნილია 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის.
დოზირება
ერთი წვეთი 3-ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია უფრო ხშირი გამოყენება.
1. პრეპარატის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები.
2. მოხსენით თავსახური და ჩაწვეთებისას საწვეთური არ შეახოთ თვალის ზედაპირს.
3. თავი გადახარეთ ოდნავ უკან.
4. დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად.
5. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, მოუჭირეთ ბოთლს და ჩაიწვეთეთ წვეთი კონიუნქტივალურ პარკში.
6. დახუჭეთ თვალები და თვალის კაკლის გადაადგილებით გადაანაწილეთ წვეთი თვალის ზედაპირზე.
7. გაიმეორეთ იგივე აქტივობები მეორე თვალისთვის.
8. გამოყენების შემდეგ დაახურეთ თავსახური.
9. ჩაწვეთების შემდეგ არ ჩამოიბანოთ თვალის ზედაპირი წყლით ან სხვა სითხით.
შენახვის პირობები
• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
• მოარიდეთ სითბოს წყაროებს
• შეინახეთ მშრალ ადგილას 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.
• არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
უკუჩვენება
• არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
• არ გამოიყენოთ ინგრედიენტებზე ალერგიის არსებობისას
სიფრთხილის ზომები
• არ გამოიყენოთ ბოთლის დაზიანების შემთხვევაში
• არ შეახოთ თვალს ან სხვა ზედაპირს საწვეთურის წვერით
• სხვა ოფთალმოლოგიური ხსნარების გამოყენების შემთხვევაში ჩაწვეთებებს შორის დაიცავით მინიმუმ 15 წუთიანი ინტერვალი.
• ალტინის წვეთები უნდა ჩაიწვეთოთ ბოლოს
• მრავალჯერადად გამოყენებადი სამედიცინო პროდუქტი უნდა გამოიყენოს ერთმა პაციენტმა
მწარმოებელი
SUPROBION
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account