Oftan Catachrom - ოფტან-კატახრომი თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 15,86 GEL რეგულარული ფასი 16,70 GEL
მარაგშია
SKU
82395_3281

ჩვენება:თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ოფთან® კატაქრომი
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
ციტოქრომ C, ადენოზინი, ნიკოტინამიდი
სამკურნალწამლო ფორმა: 
თვალის წვეთები

შემადგენლობა:
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები:  ციტოქრომ C  0,675 მგ, ადენოზინი  2 მგ, ნიკოტინამიდი  20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,04 მგ, ნატრიუმის  სუქცინატის ჰექსაჰიდრატი, სორბიტი, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 2- წყლოვანი, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2- წყლოვანი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:
გამჭვირვალე, მოწითალო ფერის ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
და სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა.
კატარაქტის მკურნალობისას თვალის წვეთების ოფთან კატაქრომის მოქმედების მექანიზმი ძირითადად დამყარებულია მისი აქტიური ნივთიერებების ციტოქრომ C, ადენოზინი, ნიკოტინამიდის ანტიოქსიდანტურ და მკვებავ მოქმედებაზე.

ჩვენებები:
კატარაქტა.

უკუჩვენებები:
მომატებული  მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოყენების მეთოდი  და დოზირება:
მოზრდილებში 1-2 წვეთი ადგილობრივად, დაზიანებული თვალების (თვალის) კონიუქტივალურ  პარკში ჩასაწვეთებლად დღეში 3–ჯერ, ქვედა ქუთუთოს ფრთხილი ჩამოწევით და ზემოთ მიმართული მზერით.
თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ:
• გულდასმით დაიბანეთ ხელები
• მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკესთან).

თვალის წვეთების გამოყენება:
1. გახსენით ფლაკონი. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად – ფლაკონის ბოლოთი არ შეეხოთ ქუთუთოებს, წამწამებს და არ მოკიდოთ ხელი.
პირველი გამოყენებისას, მოატრიალეთ ფლაკონის სახურავი, ერთდროულად დააჭირეთ მას ზევიდან ქვევით და შემდეგ გახსენით ფლაკონი.
2. თავი გადაწიეთ უკან.
მოათავსეთ ფლაკონი თვალის ზემოთ.
3. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, აიხედეთ ზემოთ და ფლაკონის მსუბუქად მოჭერის ფონზე ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები.
4. დახუჭეთ თვალი, ერთი წუთის განმავლობაში თითით მსუბუქად მოახდინეთ ზეწოლა თვალის შიდა კუთხესთან. აღნიშნული დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების მოხვედრა ცხვირსაცრემლე გზებში. მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

გვერდითი რეაქციები:
ჩაწვეთების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს თვალების ხანმოკლე წვა და ჩხვლეტა. იშვიათია ინფორმაცია  ალერგიული კონიუნქტივიტის (კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალის ქავილი, წვის შეგრძნება) და კონტაქტური დერმატიტის სიმპტომების შესახებ. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატ ოფთან კატაქრომის გამოყენების ფონზე შესაძლოა აღინიშნოს ალერგიული რეაქცია, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის კანის ქავილი და შეშუპება. არათვალისმხრივი გვერდითი რეაქციები ვლინდება ძალიან იშვიათად. ადენოზინთან დაკავშირებული შესაძლო ხანმოკლე გვერდითი რეაქციებია: გულისრევა, არტერიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა და ქოშინი. ნიკოტინის მჟავას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება და შესაძლოა გამოიწვიოს სიცხის შეგძნება, გულის წასვლა და  პულსაციის შეგრძნება საფეთქლებში. არ დაფიქსირებულა ინფორმაცია ციტოქრომ ჩ მიერ გამოწვეული სისტემური გვერდითი ეფექტების შესახებ. თვალის წვეთებში აქტიური ნივთიერებების მცირე შემცველობის გამო სისტემური გვერდითი ეფექტების გამოვლენა ნაკლებსავარაუდოა.

დოზის გადაჭარბება
ოფთან კატაქრომი მოცემულ დოზებში არის უსაფრთხო ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის,  სისხლში მისი უმნიშვნელო შეწოვის და სწრაფი დაშლის გამო. შემთხვევითი ან გამიზნული პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევები ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.
ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
არ არის გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან.

გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო.

განსაკუთრებული მითითებები:
ოფთან კატაქრომი არ გამოიყენება ინექციის ან პერორალური მიღებისათვის. პრეპარატი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შეიძლება დაილექოს რბილ კონტაქტურ ლინზებზე. თვალის წვეთების ინსტილაციის წინ, კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ. სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას პაციენტმა ინსტილაციათა შორის უნდა გააკეთოს 15 წუთიანი ინტერვალი. ფლაკონის შიგთავსის და საწვეთურის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული საწვეთურის წვერით შეხება წამწამებზე და სხვა ნაწილებზე. ფლაკონი უნდა ინახებოდეს მჭიდროდ დახურული.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციისას:
საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა  მანქანის და მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე:
პრეპარატის ინსტილაციის შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს  მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, მხედველობის სრულ აღდგენამდე არ არის რეკომენდებული მანქანის ტარება ან მუშაობა რთულ ტექნიკასთან.

გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 
10 მლ ფლაკონ-საწვეთურში. ყოველი ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა: 3 წელი. 
გახსნის შემდეგ ფლაკონის ვარგისიანობის ვადაა 1 თვე.

შენახვის პირობები:
უნდა ინახებოდეს გრილ ადგილას 8 - 15ºC ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის პირობები: ექიმის  რეცეპტით.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy