ლიპიტრესი თვალის წვეთები 10მლ
ჩვენება:მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომები (წვა, სიწითლე, გაღიზიანება და ცრემლდენა).
ლიპიტრესი
ოფთალმოლოგიური ემულსია, კონსერვანტების გარეშე
რა არის ლიპიტრესის თვალის წვეთები?
ლიპიტრესი არის თვალის წვეთები ემულსიის სახით რომელიც აღადგენს ცრემლის აპკის სამივე შრეს მისი ფიზიოლოგიური სტრუქტურის შესაბამისად. შეიცავს პოლარულ და არაპოლარულ ცხიმოვან კომპონენტებს, რის გამოც ცხიმოვანი ფენა ეფექტურად ვრცელდება თვალის ზედაპირზე და მცირდება წყლის ფენის აორთქლება. ვიტამინი A იცავს გობლეტის უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მუცინის გამომუშავებაზე.
შემადგენლობა
ნატრიუმის ჰიალურონატი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, ლეციტინი (ფოსფატიდილქლორიდი), ვიტამინი A (რეტინოლის პალმეატი 1 სე/გ), ტოკოფეროლის აცეტატი, ბორის ჟავა, სამფუძძიანი ბორის მარილი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატ 80, გამოხდილი წყალი.
როდის გამოიყენება ლიპიტრესი?
ლიპიტრესის წვეთები ინტენსიურად ატენიანებს და აღადგენს ცრემლის აპკის სამივე შრეს. გამოიყენება ცრემლის აპკის სრულყოფილად და ეფექტურად აღსადგენად. ლიპიტრესი ამსუბუქებს ზომიერი და მძიმე ხარისხის მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომებს.
უნიკალური შემადგენლობის გამო, ლიპიტრესის თვალის წვეთები გამოიყენება როგორც წყლოვანი ფენის დეფიციტით გამოწვეული, ასევე საცრემლის ჯირკვლის დისფუნქციის, მეიბომის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის და ქუთუთოების კიდეებს ანთების შედეგად განვითარებული მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ.
ჩვენებები
ნებისმიერი ეტიოლოგიით (მშრალი ჰაერი, კონდიცირება, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, გამონაბოლქვი, მზე, ქარი, მარილიანი წყალი, მტვერი) გამოწვეული მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომები (წვა, სიწითლე, გაღიზიანება და ცრემლდენა).
როგორ მოქმედებს ლიპიტრესის აქტიური ინგრედიენტები?
ლიპიტრესის თვალის წვეთები არის მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალო ეფექტური ფორმულა, რომელიც აღადგენს ცრემლის აპკის სამივე შრეს და უზრუნველყოფს მყისიერ და ხანგრძლივ შვებას.
ნატრიუმის ჰიალურონატი, როგორც ინტენსიური დამატენიანებელი ნივთიერება, ვისკოელასტიური თვისებების წყალობით აღადგენს ცრემლის აპკის წყლოვან შრეს.
საშუალო ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავების (MCT) და ფოსფოლიპიდების კომბინაცია ხელს უშლის ცრემლის მომატებულ აორთქლებას, აღადგენს ლიპიდურ შრეს.
ვიტამინი A ხელს უწყობს გობლეტის უჯრედების რეგენერაციას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მუცინის გამომუშავებაზე.
ვისთვის არის განკუთვნილი ლიპიტრესის თვალის წვეთები?
ლიპიტრესი გამოიყენება მოზრდილებში
რა სიხშირით გამოიყენება ლიპიტრესის თვალის წვეთები?
1 წვეთი.2-4 ჯერ დღეში. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია უფრო ხშირი ჩაწვეთება. ლიპიტრესი არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად და ყველა ტიპის კონტაქტურ ლინზაზე.
- ჩაწვეთების წინ დაიბანეთ ხელები;
- მოხსენით თავსახური
- ოდნავ გადახარეთ თავი უკან
- ბოთლი დაიჭირეთ ვერტიკალურად
- ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო, მოუჭრეთ ბოთლს და ჩაიწვეთეთ კონიუნქტივალურ პარკში ისე, რომ საწვეთური არ შეახოთ თვალს
- დახუჭეთ თვალი, რათა მოხდეს წვეთის თვალზე გადანაწილება
- გაიმეორეთ იგივე მეორე თვალში ჩაწვეთების დროს
- გამოყენების შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური ისე, რომ არ შეეხოთ ხელით საწვეთურს
- წვეთის ჩაწვეთების შემდეგ არ გამოირეცხოთ თვალები წყლით ან სხვა სითხით
სიფრთხილის ზომები და შენახვის პირობები
• არ გამოიყენოთ შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში
• არ გამოიყენოთ შემავალი კომპონენტების მიმართ არსებული ალერგიული რეაქციის დროს
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
• მოარიდეთ სიცხეს
• შეინახეთ 5 0 C – 35 0 C –მდე ტემპერატურაზე
• არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
• გამოიყენეთ გახსნიდან 90 დღე
• არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში
• სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას დაიცავით ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი მინიმუმ 15 წუთი, ლიპიტრესი ჩაიწვეთეთ ბოლოს
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ექიმს
შეფუთვა: 10 მლ
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account