KERATOSTILL - კერატოსტილი თვალის წვეთები ფლაკონი 10მლ

განსაკუთრებული ფასი 8,55 GEL რეგულარული ფასი 11,87 GEL
მარაგშია
SKU
14422_932

ჩვენება:თვალის დამარბილებელი საშუალება,ხსნის თვალის სიმშრალესა და გარემო ფაქტორებით გამოწვეულ თვალის გაღიზიანებებს,გადაღლას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას.

შემადგენლობა 

0,3% ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა,0,01% ცეტრიმიდი, დექსპანთენოლი,დინატრიუმის ედეტატი,ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი,ერთფუძიანი კალიუმის ფოსფატი,გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
იგი აბსოლუტურად გამჭირვალეა;მთლიანად იხსნება წყალში ნებისმიერი კონცენტრაციისას;არ წარმოქმნის ლითონური მარილების ან ორგანული ნარჩენების გაუხსნელ დანალექებს,რომლებიც ჩვეულებრივ წარმოიქმნებიან ცრემლდენ ხსნარებში.მისი ph აბსოლუტურად თავსებადია თვალის ქსოვილთან და ამდენად ,ეს ხსნარი არანაირ გაღიზიანებას არ იწვევს.

ჩვენებები
კერატოსტილი არის 0,3%ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას სტერილური წყალხსნარი ,რომელიც გამოიყენება,როგორც თვალის დამარბილებელი საშუალება;ხელს უწყობს თვალის რქოვანას რეეპითელიზაციას სტრესების სემდეგ,ხცნის თვალის სიმშრალესა და გარემო ფაქტორებით(ჰაერი,მტვერი,მზის სხივების რადიაცია)გამოწვეულ თვალის გაღიზიანებებს,გადაღლას კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას.

მიღების წესები და დოზები
წამლის ბოთლზე ხელის მსუბუქად დაჭერით ,ჩაიწვეთეთ კერატოსტილის 1-2 წვეთი კონიუქტივიტის ქვემო თაღში. აუცილებლობის შემთხვევაში, ხსნარი შეიძლება ჩაიწვეთოთ ერთზე მეტადაც დღეში.

განსაკუთრებული მითითებები
-არ გამოიყენოთ რბილი კნტაქტური ლინზების ხმარებისას.აუცილებლობის შემთხვევაში კერატოსტილი ჩაიწვეთეთ ლინზების გაკეთებამდე 15 წთ-ით ადრე;
-არ შეახოთ თვალი ბოთლის წვეროს;

-არ იხმაროთ თვალის ინფიცირების შემთხვევაში; -არ იხმაროთ თვალის გარეგანი მკურნალობის სხვა საშუალებებთან ერტად;
-არ იხმაროთკერატოსტილის რომელიმე კომპონენთან შეუთავსებლობის შემთხვევაში;
-არ იხმაროთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადები
კერატოსტილი ვარგისია პირველი გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
წამალი შეინახეთ არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
გაფრთხილება: წამალი შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy