Optinol - ოპტინოლი ინტენსივ თვალის წვეთები 10მლ
ჩვენება:თვალის სიმშრალის მოსახსნელად, ცრემლის აპკის სტაბილიზაციისთვის, თვალის დასატენიანებლად და მისი ზედაპირს დასაცავად.
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ინტენსიური აღდგენა 350 წვეთი ფლაკონში
შემადგენლობა: ერთი მლ შეიცავს:
დექსპანთენოლი - 20,12 მგ
ნატრიუმის ქლორიდი - 4,53 მგ
ჰიალურონის მჟავა ნატრიუმის ჰიალურონატის სახით –1,51 მგ
დინატრიუმის ფოსფატი უწყლო - 0.90 მგ
ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 0,50 მგ
გამოხდილი წყალი - 1 მლ-მდე
არ შეიცავს კონსერვანტებს. სტერილურია.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო სითხე.
დანიშნულება: პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ხარისხის თვალის სიმშრალის მოსახსნელად, ცრემლის აპკის სტაბილიზაციისთვის, თვალის დასატენიანებლად და მისი ზედაპირს დასაცავად; კონტაქტური ლინზების ტარებით ან დიაგნოსტიკური მიზნით ჩარევის შედაგად განპირობებული მექანიკური გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით; კომპიუტერთან ხანგრძლლივი მუშაობით გამოწვეული თვალის დაღლილობის მოსახსნელად.
დახასიათება:
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ინტენსიური აღდგენა წარმოადგენს სტერილურ, იზოტონურ ხსნარს, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის ჰიალურონატის სახით და დექსპანთენოლს. ნატრიუმის ჰიალურონატი - ქიმიური სტრუქტურით ჰიალურონის მჟავას მარილი, ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა. ნატრიუმის ჰიალურონატის მოლეკულა განსაკუთრებული ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით ხასიათდება, კერძოდ წყლის მოლეკულების შეკავშირებისა და მათი თვალის ზედაპირზე შეკავების მკვეთრად გამოხატული უნარით. ასეთი თავისებურება საშუალებას აძლევს ნივთიერებას წარმოქმნას თანაბარი, სტაბილური და მდგრადი დამცავი შრე თვალის რქოვანა გარსზე, მხედველობის სიმახვილეზე გავლენის გარეშე. დექსპანთენოლი წარმოადგენს პანთოტენის მჟავას (ვიტამინი B5) წარმოებულს, რომელიც შედის ყველა ცოცხალი ორგანიზმისა და მცენარეების შემადგენლობაში. დექსპანთენოლი დამატებით ატენიანებს თვალს, ხელს უწყობს მისი ზედაპირის შეხორცებასა და აღდგენას, ხასიათდება დამამშვიდებელი თვისებებით, აძლიერებს ნატრიუმის ჰიალურონატის ტენის შემანარჩუნებელ უნარს. ბუნებრივი ცრემლის ფუნქციის შესრულებით დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ნაზი აღდგენა ხელს უწყობს თვალის დაზიანებათა და ტრავმისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ჭრილობების შეხორცებას.
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ნაზი აღდგენა ეფექტურად და სწრაფად ხსნის „მშრალი თვალის“ სინდრომისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ხარისხის სიმპტომებს, როგორიცაა უცხო სხეულის, წვის, ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში, დაღლილობა მხედველობის მნიშვნელოვანი დაძაბვის შედეგად, სხვადასხვა ტიპის ლინზების ტარებით გამოწვეული დისკომფორტი და ხელს უწყობს ჯანმრთელი თვალების შენარჩუნებას. კონსერვანტების არარსებობა და ისეთი ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალების შემცველობა, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის მარილის სახით) და დექსპანთენოლი უზრუნველყოფენ „ოპტინოლი“ ნაზი აღდგენის კარგ ამტანობას ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. ფლაკონის სპეციალურად შექმნილი მექანიზმის წყალობით ხსნარი სტერილური რჩება გახსნიდან 180 დღის (6 თვის) განმავლობაში, ამასთან არ შეიცავს კონსერვანტებს. ფლაკონის მულტიდოზატორი უზრუნველყოფს „ოპტინოლი“ ნაზი აღდგენის დოზირების სიზუსტეს და გამოყენების სიმარტივეს. ფლაკონი შეიცავს 350 წვეთს.
გამოყენების ჩვენებები: დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური საშუალება „ოპტინოლი“ - ინტენსიური აღდგენა გამოიყენება თვალების ინტენსიური და ხანგრძლივი დატენიანებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
თვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი პეროდი ან რქოვანა გარსის დაზიანება და ტრავმები; სხვადასხვა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარება - დისკომფორტის მოსახსნელად;
„მშრალი თვალის“ სინდრომი (დისკომფორტი, სიმშრალე, უცხო სხეულის შეგრძნება („ქვიშა თვალებში“), წვა, გაღიზიანება);
კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობით გამოწვეული თვალის დაღლილობა.
გამოყენების წესი: 1-2 წვეთი თითოეულ თვალში რამდენჯერმე დღეში. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება უფრო ხშირად. გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.
გამოყენების მეთოდი: მოხსენით დამცავი ხუფი ფლაკონს. ხელით არ შეეხოთ საწვეთურის ღია ბოლოს. მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითები ფლაკონის ფსკერზე, ხოლო დიდი თითი ფლაკონის ზედა ნაწილზე არსებულ მრგვალ ფირფიტაზე. პირველი გამოყენების წინ გადმოატრიალეთ ფლაკონი წვერით ქვემოთ და 2-3-ჯერ დააჭირეთ დიდი თითი ფირფიტას პირველი წვეთის გამოჩენამდე. გადაწიეთ თავი უკან. თავისუფალი ხელის საჩვენებელი თითით ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და აიხედეთ ზემოთ. ფლაკონი შეძლებისდაგვარად ვერტიკალურად დაიჭირეთ. პრეპარატის ერთხელ ჩასაწვეთებლად დააჭირეთ ფირფიტას თითი. სპეციალურად შექმნილი მექანიზმის წყალობით, ყოველი ზეწოლის დროს გამოიყოფა ზუსტად 1 წვეთი. დახუჭეთ თვალი და ნელა ამოძრავეთ თვალის კაკალი ყველა მიმართულებით ხსნარის თანაბრად გადასანაწილებლად რქოვანა გარსის ზედაპირზე. გაიმეორეთ პროცედურა მეორე თვალზე.
! ფლაკონის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ შეახოთ მისი წვერი თვალს ან ლინზებს და არ შეეხოთ მას ხელით.
! ყოველი გამოყენების შემდეგ შეამშრალეთ საწვეთურის წვერი და დააფარეთ დამცავი ხუფი.
განსაკუთრებული მითითებები: სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია 15-წუთიანი შუალედების დაცვა ჩაწვეთებათა შორის. თვალის მალამოები/გელები გამოიყენება „ოპტინოლი“ - ნაზი აღდგენის ჩაწვეთების შემდეგ. კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატის ჩაწვეთება შესაძლებელია მათი მოხსნის გარეშე. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა სამედიცინო მოწყობილობის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები: ხსნარის გამოყენების შემდეგ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის სიმახვილის ხანმოკლე დაქვეითება, ამიტომ რეკომენდებულია ავტოტრანსპორტის მართვისგან თავის შეკავება, სანამ მხედველობის სიმახვილე აღდგება. გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: დასაშვებია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. გვერდითი ეფექტები: არ გამოვლენილა.
ვარგისობის ვადა: 30 თვე. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. გახსნილი ფლაკონის გამოყენება დასაშვებია 6 თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 10 მლ ფლაკონი დოზატორითა და დამცავი ხუფით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება 10°C-დან 30°C ტემპერატურის, 45 – 80% ტენიანობისა და 84 – 106,7 კპა წნევის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
უტილიზაცია:
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მოწყობილობა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციებისა და ნორმატივების შესაბამისად. ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, სამედიცინო მოწყობილობა უნდა განადგურდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
მწარმოებელი:
სს იადრან გალენსკი ლაბორატორია, ხორვატია
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account