ვიზიპრესი 2% თვალის წვეთები 5მლ

14,45 GEL
მარაგშია
SKU
61457_353

ჩვენება:მომატებული თვალშიდა წნევა, ღიაკუთხიანი გლაუკომა - ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომა.

თვალის წვეთები 2%

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება, კარბოანჰიდრაზას  ინჰიბიტორი.  თვალის ცილიარული სხეულის  კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება ხელს უწყობს თვალშიგა სითხის სეკრეციის დაქვეითებას, რაც ჯამში იწვევს თვალშიგა წნევის შემცირებას. პრეპარატი არ იწვევს მიოზს, აკომოდაციის სპაზმს, ჰემერალოპიას. პრეპარატი გამოდის უპირატესად შარდით უცვლელი და მეტაბოლიტის სახით.

გამოყენების ჩვენება:
- მომატებული თვალშიდა წნევა;
- ღიაკუთხიანი გლაუკომა

- ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომა.

გამოყენების წესი და დოზირება:
მონოთერაპიისას, პრეპარატს უნიშნავენ მოზრდილებს თითო წვეთი 3-ჯერ დღეში. ადგილობრივი გამოყენებისას ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში პრეპარატი ინიშნება - თითო წვეთი 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
მხედველობის ორგანოს მხრივ: წვა, ჩხვლეტა, ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების ანთება და გაღიზიანება, ცრემლდენა, ქავილი, მხედველობის დაბინდვა, თავის ტკივილი, ღებინება, მწარე გემო პირში.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა დორზოლამიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; თირკმელების მძიმე უკმარისობა (კკ 30 მლ/წთ ნაკლები); ჰიპერქლორემიული აციდოზი.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება:
პრეპარატის გამოყენება ფეხმძიმობის დროს რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროა ბუნებრივი კვების შეწყვეტა.

გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში დორზოლამიდის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დემონსტრირებულ იქნა მრავალცენტროვან ორმაგ ბრმა თერაპევტულ კვლევაში აქტიური კონტროლით.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეუთვ:
2%-იანი თვალის წვეთები გამოდის 5 მლ-იან პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით.

მწარმოებელი: ,,ლიქვორი”, სომხეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy