Dexar - დექსარი თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 25,39 GEL რეგულარული ფასი 35,26 GEL
მარაგშია
SKU
79117_3173

ჩვენება:რქოვანას დაზიანება კონტაქტური ლინზების ტარებისას,მშრალი თვალის სინდრომი.

დექსარი-თვალის წვეთები

შემადგენლობა:

ნატრიუმის ჰიალურონატი 0.15%

დექსპანთენოლი 2%

გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 10 მლ ფლაკონში

ფარმაკოლოგიური თვისებები

რქოვანას რეგენერეციული საშუალება

დექსარი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც უზრუნველყოფს რქოვანას ნეირორეპარაციას, შეიცავს ჰიალურონის მჟავას, და დექსპანთენოლის კომბინაციას, რაც ხელს უწყობს ცრემლის მოცულობის გაზრდას და მისი სტაბილურობის გაუმჯობესებას.

დექსპანთენოლი უზრუნველყოგს ქსოვილის მთლიანობის აღდგენას ნაწიბურის განვითარების გარეშე და უნარჩუნებს რქოვანას გამჭირვალობას.

ჩვენებები:

რქოვანას დისტროფიული დაავადებები

რქოვანას ტრავმული დაზიანებები

დამწვრობა

რქოვანას დაზიანება კონტაქტური ლინზების ტარებისას

მშრალი თვალის სინდრომი

გამოყენების წესი: 

 1 წვეთი 2-3 ჯერ დღეში.

დექსარის გამოყენება შესაძლებელია კონტაქტურ ლინზებთან ერთად.

გაფრთხილება: 

- არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია რომელიმე კომპონენტის მიმართ

- არ გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ

- ინახება გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 25 c ტემპერატურაზე

-არ გამოიყენება თუ დაზიანებულია შეფუთვა

- არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დროს სასწრაფოდ შეწყვიტეთ გამოყენება, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს

- ჩაწვეთების დროს ფლაკონი არ უნდა ეხებოდეს თვალის ზედაპირს.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

არ არის გამოვლენილი.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 1 თვის განმავლობაში. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy