დემოქსიფი - Demoxif თვალის წვეთები 0.5% 5მლ
ჩვენება: გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების ადგილობრივ მკურნალობაში, რომლებიც გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე შტამებით თვალის წინა ნაწილში.
დემოქსიფი 0.5% თვალის წვეთები, ხსნარი .
თვალში ჩასაწვეთებელი .
სტერილური
აქტიური ნივთიერება : ყოველი 1 მლ ხსნარი (0,5ხ%) შეიცავს 5,45 მგ მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 5 მგ მოქსიფლოქსაცინს.
დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა (pH კორექტირება), საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა (pH კორექციისათვის).
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
1. რას წარმოადგენს დემოქსიფი და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა გაითვალისწინოთ დემოქსიფის გამოყენებამდე
3. დემოსიფის გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. დემოქსიფის შენახვის პირობები
1.რას წარმოადგენს დემოქსიფი და რისთვის გამოიყენება ?
დემოქსიფი არის ნაწილაკებისგან თავისუფალი, გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო ხსნარი.
დემოქსიფი შეიცავს 5,45 მგ მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს აქტიური ნივთიერების სახით, რომელიც ექვივალენტურია 5 მგ მოქსიფლოქსაცინის. ის არ შეიცავს კონსერვანტებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგები, ანტიინფექციური საშუალებები.
დემოქსიფი წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შედგება 1 საწვეთურისგან, გაუმჭვირვალე, თეთრი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლისგან, რომელიც შეიცავს 5 მლ თვალის წვეთებს და ხრახნიანი, ნარინჯისფერი ფერის თავსახურით.
დემოქსიფი შეიცავს მოქსიფლოქსაცინს, ანტიბიოტიკს ფტორქინოლონების კლასიდან და გამოიყენება თვალის ინფექციების სამკურნალოდ.
დემოქსიფი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების ადგილობრივ მკურნალობაში, რომლებიც გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე შტამებით თვალის წინა ნაწილში.
ასევე, იხილეთ: ვიგამოქსი 5მგ/მლ. 5მლ.. თვალის წვეთები
2.რა უნდა გაითვალისწინოთ დემოქსიფის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დემოქსიფი შემდეგი მდგომარეობების დროს
- თუ ხართ მგრძნობიარე (ალერგიული) მოქსიფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან დემოქსიფში შემავალი სხვა ინგრედიენტების მიმართ
- არ გამოიყენოთ ექიმის მიერ მითითებულ დროზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუ ინფექცია გაუარესდება მკურნალობის მსვლელობისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გამოიყენეთ დემოქსიფი სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში :
თუ
- გამოვლინდა ნებისმიერი ალერგიული რეაქცია დემოქსიფზე. ალერგიული რეაქციები არ არის ხშირი და სერიოზული ხასიათის რეაქციები იშვიათად ხდება. ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციების ან გვერდითი მოვლენების შესახებ იხილეთ ნაწილი 4.
- თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს. თუ თქვენ გაქვთ თვალის ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები, არ გამოიყენოთ კონტაქტური ლინზები.
- როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, დემოქსიფის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ინფექციები.
- შესაძლოა გამოვლინდეს მყესების ანთება და გახლეჩვა (შემაერთებელი ქსოვილები, რომლებიც აკავშირებენ კუნთებსა და ძვლებს) იმ პირებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონით პერორალურ ან ინტრავენურ თერაპიას, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთდროულად მკურნალობს კორტიკოსტეროიდებით და ხანდაზმულ პაციენტებში. თუ თქვენ გაქვთ ტკივილი ან შეშუპება მყესებში, შეწყვიტეთ დემოქსიფით მკურნალობა.
- შეზღუდულია ინფორმაცია დემოქსიფის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ ახალშობილებში კონიუნქტივიტის (თვალის ანთების ტიპი) მკურნალობისას. ამიტომ დემოქსიფის გამოყენება ახალშობილებში კონიუნქტივიტის სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული.
- არ არის რეკომენდებული დემოქსიფის გამოყენება 2 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ, რადგან დემოქსიფი ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის შეფასებული. 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ქლამიდია ტრაქომატის მიკროორგანიზმით გამოწვეული თვალის ინფექციების წინააღმდეგ უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი სისტემური მკურნალობა.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, თუნდაც აღინიშნებოდა წარსულში ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
დემოქსიფის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
თუ პროდუქტი გამოიყენება რეკომენდებული წესის მიხედვით, მას არ ახასიათებს რაიმე ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
არ არის საკმარისი ინფორმაცია ორსულობის დროს დემოქსიფის გამოყენების შესახებ. არ გამოიყენოთ დემოქსიფი ორსულობის დროს.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია გამოიყოფა თუ არა დემოქსიფი დედის რძეში. რისკისა და სარგებელის შეფასების შემდეგ, თქვენი ექიმი გირჩევთ რეკომენდებულია თუ არა ამ პროდუქტის გამოყენება.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
თუ თქვენ განიცდით მხედველობის დროებით დაბინდვას ან დისკომფორტს დემოქსიფის გამოყენების შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები, სანამ ეს მოვლენები არ გაქრება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დემოქსიფში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
არ არსებობს მნიშვნელოვანი მონაცემები დემოქსიფში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არ არის შესწავლილი დემოქსიფის რომელიმე წამლთან ერთდროული გამოყენებისას ურთიერთქმედების შესახებ. თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთს ან თვალის მალამოს, გამოყენებებს შორის უნდა დაიცვათ მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი. თვალის მალამოები უნდა წაისვათ ბოლოს. თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3.დემოქსიფის მიღების წესი
მითითებები გამოყენების და დოზირების/გამოყენების სიხშირეს შესახებ
დემოქსიფი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ თვალებში ჩასაწვეთებლად. არ გამოიყენოთ პროდუქტი სხვა გზით.
1 წვეთი უნდა ჩაიწვეთოთ დაავადებულ თვალ(ებში) დღეში 3-ჯერ (დილას, შუადღეს, საღამოს).
ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ, რომ დემოქსიფი ოგამოიყენოთ რივე თვალში. მისი გამოყენება უნდა განაგრძოთ იმ ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
ინფექცია ჩვეულებრივ განიკურნება 5 დღის შემდეგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დამატებით შემდეგი 2-3 დღის განმავლობაში.
გამოყენების გზა და მეთოდი
- იმისათვის, რომ წვეთოვანის წვერი და ხსნარი სუფთა დარჩეს, უნდა იყოთ ფრთხილად, რომ თავიდან აიცილოთ ბოთლის წვეთოვანი წვერის შეხება ქუთუთოებთან, თვალების ირგვლივ ან სხვა ზედაპირებთან. შეინახეთ ბოთლის თავსახური მჭიდროდ დახურული, როდესაც არ იყენებთ.
|
|
|
|
|
|
|
|
|
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
დემოქსიფის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში. ბავშვებში დოზის კორექცია შეიძლება განხორციელდეს ისევე, როგორც მოზრდილებში.
დემოქსიფის გამოყენება არ არის რეკომენდებული ახალშობილებში კონიუნქტივიტისა და 2 წლამდე ასაკის პაციენტებში ქლამიდია ტრაქომატის მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ.
(იხილეთ ნაწილი 2 დეტალური ინფორმაციისთვის.)
გამოყენება ხანდაზმულებში:
დემოქსიფი შეიძლება უსაფრთხოდ იქნას გამოყენებული 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობა
დემოქსიფი შეიძლება უსაფრთხოდ იქნას გამოყენებული თირკმელებისა და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დემოქსიფის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ დემოქსიფის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ გამოიყენეთ დემოქსიფის ჭარბი დოზა, ნუ შეგაშფოთებთ ეს. მისი გამოდევნა თვალებიდან შესაძლებელია თბილი წყლით დაბანით. არ დაიმატოთ ახალი წვეთი შემდეგ დოზამდე.
დემოქსიფის ზედოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დემოქსიფის გამოყენება
დავიწყებული დოზა ჩაიწვეთეთ გახსენებისთანავე და განაგრძეთ შემდეგ ჩაწვეთება ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმის მიხედვით. არ ჩაიწვეთოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ დემოქსიფი ან შეიყვანეთ ის ინექციის სახით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ვინაიდან მოქსიფლოქსაცინი ასევე შესაფერისია პერორალური მიღებისათვის და ინტრავენური ხსნარის სახით გამოსაყენებლად, არ აღინიშნება უსაფრთხოების განსაკუთრებული რისკი.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნებისმიერ მედიკამენტის მსგავსად, დემოქსიფსაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები იმ პირებში, რომლებთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.
თუ ჩამოთვლილი ეფექტებიდან გამოვლინდება ნებისმიერი, შეწყვიტეთ დემოქსიფის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
· შეშუპება, გამონაყარი ან ჭინჭრის ციება, დიდი წყლიანი ბუშტუკები, დაზიანებები და წყლულები ხელებზე, ტერფებზე, კოჭებზე, სახეზე, ტუჩებზე, პირში, ყელზე, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.
ეს არის ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები.
თუ თქვენს შემთხვევაში გამოვლინდება ერთ-ერთი ასეთი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დემოქსიფზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ამ ინსტრუქციაში გვერდითი მოვლენები მოცემულია ქვემოთ აღნიშნული კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან სულ მცირე ერთ პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე პაციენტში, მაგრამ 1.000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1.000-დან 1-მდე პაციენტში, მაგრამ 10.000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე
ხშირი
· გემოს დარღვევა
· თვალის ტკივილი
· თვალის გაღიზიანება
· თვალების სიმშრალე
· თვალის ქავილი
· კონიუქტივიტის სიწითლე
· თვალის სიწითლე
არახშირი
• ანემია
• ჩხვლეტა
· თავის ტკივილი
· რქოვანას (თვალის ბროლთან დაკავშირებული) დაავადება
· წერტილოვანი ანთება თვალის წინა ნაწილში
· რქოვანას შეღებვა
· სიწითლე ქუთუთოზე
· კონიუნქტივიტი (თვალის ანთების ტიპი)
· თვალის შეშუპება
· თვალის დისკომფორტი
· მხედველობის დაბინდვა
· მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
· ქუთუთოების დარღვევა
· ქუთუთოების ანთება
· თვალის არანორმალური მგრძნობელობა
· ცხვირში დისკომფორტი
· ყელის ტკივილი
· უცხო სხეულის შეგრძნება ყელში
• ღებინება
· თვალის სისხლძარღვების ნაპრალები
· ქუთუთოს შეშუპება
· ღვიძლის ფერმენტების მატება (ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება, გამა-გლუტამილტრანსფერაზა)
უცნობია
• ალერგია
• თავბრუსხვევა
· თვალის ანთება
· ქსოვილის დაკარგვა თვალის გამჭვირვალე სხეულში (რქოვანა)
· რქოვანას დაზიანება
· თვალშიდა წნევის მომატება
· რქოვანას გამჭვირვალობა
· რქოვანას წყლული
· თვალის ზედაპირული ანთება
· ცრემლსადენი სეკრეციის მომატება
· უცხო სხეულის შეგრძნება თვალში
· სინათლის მიმართ მგრძნობელობა
· თვალის გამონადენი
· არარეგულარული გულის რითმი
• ქოშინი
• გულისრევა
· კანის სიწითლე
• ქავილი
• გამონაყარი
· ჭინჭრის ციება
ეს არის დემოქსიფის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. დემოქსიფის შენახვის პირობები
შეინახეთ დემოქსიფი საწყის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ის უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დემოქსიფი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გახსნის შემდეგ ბოთლი უნდა იქნას გამოყენებული 28 დღის განმავლობაში და ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი უნდა გადააგდოთ. თუ შეამჩნევთ ფერის ცვლილებას ან დაბინდვას, არ გამოიყენოთ პროდუქტი.
არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან გარემოს დაცვის მიზნით. გამოუყენებელი მედიკამენტის განადგურების შესახებ მიმართეთ ფარმაცევტს.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account