ორკბილას ჩაი 20 პაკეტი
ორკბილას ახასიათებს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. მას ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით.
ორკბილა შეიცავს ფლავონოიდებს, კუმარინებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ლაქტონებს, ამინებს, დიდი რაოდენობით მანგანუმს.
ორკბილას ახასიათებს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები. მას ფართოდ იყენებენ დიათეზიანი ბავშვების სამკურნალოდ აბაზანების სახით.
ორკბილას იყენებენ როგორც სუსტ შარდმდენ და ოფლისმომგვრელ საშუალებას, აგრეთვე სასუნთქი გზების დაავადების დროსა და მადის მომგვრელ საშუალებას. ზოგჯერ მას ხმარობენ რაქიტის, ნიკრისის ქარების, ღვიძლის დაავადების დროს. ორკბილას ახასიათებს სუსტი დამამშვიდებელი თვისება.
ორკბილას ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ (3 სუფრის კოვზი) ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და გააცხელეთ მდუაღერ წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ საწყის მოცულობამდე ანადუღარი წყლით (200 მლ), მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ოფლის და შარდმდენ საშუალებად ორკბილას ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: 1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 10 წუთი და მიიღეთ 2-3-ჯერ დღეში თითო სუფრის კოვზი. ასეთივე სახით მომზადებულ ნაყენს თუ გააჩერებთ 10-12 საათს თბილ ადგილას და შემდეგ 1/3-1/2 ჭიქას მიიღებთ 2-3-ჯერ, იგი კარგი სისხლგამწმენდი საშუალებაა.
აბაზანებისათვის ყოველ 10 ლიტრ წყალზე იღებენ 1 ჩაის ჭიქა ნაყენს, საზოგადოდ, ნაყენს ინახავენ გრილ ადგილას არაუმეტეს ორი დღე-ღამისა.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account