მელატონინი 3მგ 30 საღეჭი ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
გამოიყენება ძილის დარღვევებისა და უძილობის დროს.
მელატონინი 3მგ 30 საღეჭი ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab
ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ორგანიზმის ცირკადულ რითმებს, აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას და ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას. მელატონინი აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. მელატონინი ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებაზე. მელატონინს აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება, არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.
ჩვენება
· ძილის დარღვევები, უძილობა
· სტრესი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა
· მოუსვენრობა, შფოთვა
· ფიზიკური, გონებრივი გადაღლა
· კონცენტრაციის დაქვეითება
· ვეგეტონევროზი
· საათობრივი სარტყლის ცვლილებებით (მოგზაურობა) გამოწვეული ძილის დარღვევები
· ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
შემადგენლობა
მელატონინი - 3 მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
დოზირება
1 საღეჭი ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30, N90 საღეჭი ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ასევე, იხილეთ: ფიური - Pure მელატონინი 3 მგ 60 კაფსულა
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account