ნევრომედი - Nevromed რელაქსი N15 კაფსულა
ჩვენება: გამოიყენება სტრესის, დაძაბულობის და მენოპაუზის პერიოდში მოზრდილებში.
ნევრომედი რელაქსი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ნერვული სისტემისთვის
2 კაფსულის შემადგენლობში შედის:
· 120 მგ - კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis L.)
· 80მგ - სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus L. )
· 80 მგ - პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata L.)
კაფსულის გარსი (ჟელატინი, დამატენიანებელი საშუალებები - გლიცერინი და სორბიტოლის სიროფი, საღებავები - კალციუმის კარბონატი და რკინის ოქსიდები (ჰიდროქსიდები), სოიოს ზეთი, პალმის ზეთი, ქოქოსის ჰიდრატირებული ზეთი, მინანქრის საშუალება - ფუტკრის ცვილი, ემულგატორი - სოიოს ლეციტინი
თვისებები:
ნევრომედი რელაქსის კაფსულების აქტიური ინგრედიენტები შერჩეულია ნერვულ სისტემაზე მათი დადებითი ზემოქმედების შესაბამისად. ეს ნივთიერებები ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. გააჩნიათ დამამშვიდებელი, შფოთვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი.
ნევრომედი რელაქსის კაფსულაში შემავალი ნივთიერებები:
· ამცირებენ შფოთვას, დაძაბულობას, სტრესით გამოწვეულ სპაზმს და ტკივილს.
· აუმჯობესებენ ძილს
· ამცირებენ სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.
· აუმჯობესებს გუნება -განწყობას და ცხოვრების ხარისხს
· ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი
სედაციური ეფექტი მიეკუთვნება კატაბალახას ექსტრაქტში შემავალი ვალეპოტრარების ეთერზეთს და დაშლის პროდუქტებს. კატაბალახა უზრუნველყოფს შეგვინარჩუნოს ფსიქოლოგიური წონასწორობა დაძაბულობის და სტრესის დროს , აადვილებს ჩაძინების პროცესს.
სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი
უძველესი დროიდან სვია გამოიყენებოდა უძილობის და ნერვული სისტემის პრობლემის დროს , სვიის გირჩებს გააჩნიათ ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური და ესტროგენული მოქმედება. სვია შეიცავს მწარე ნივთიერება ლუპულინს, ფლავანოიდებს, ფიტოჰორმონებს და ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტების ფუნქიის გაუმჯობესებას მომატებული ნერვული აღგზნებადობის დროს, გამოიყენება უძილობისას. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემანოპაუზის დროს .
პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი
გამოიყენება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მომატებული მგრძნობელობისა და შიშის დროს , დადგენილია მისი მსუბუქი სედაციური და დამაშვიდებელი ეფექტურობა სვიასა და კატაბალახასთან ერთად გააჩნია გამოხატული საძილე ეფექტი.
ასევე, იხილეთ :Vamelan - ვამელანი 30 კაფსულა
გამოყენება:
სტრესის, დაძაბულობის და მენოპაუზის პერიოდში მოზრდილებში
გამოიყენება: 1 კაფსულა 3 -ჯერ დღეში.
უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ.
არ გადააჭარბოთ დოზას.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ ბნელ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25 °C.
შეფუთვა: რბილი კაფსულა N 15, (7,11გ ) ბლისტერზე
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account