ნევრალონი 20 ტაბლეტი
ჩვენება:ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია, მიალგიები, რეტრობულბარული ნევრიტი.
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკისებრი გარსით დაფარული, ვარდისფერი ტაბლეტები.
შემადგენლობა
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) 250 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 250 მგ
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინირებული, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: აკრილ-EZE ვარდისფერი 93O3405 (მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი, ტიტანიუმის დიოქსიდი, ტალკი, ტრიეთილციტრატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, ნატრიუმის ბიკარბონატი, კარმინი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქი).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინი B1 კომბინაციაში B6 და B12-თან.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნევრალონი – B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებული პრეპარატი.
B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები დადებით გავლენას ახდენენ ნერვებისა და მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, მაღალი დოზებით გააჩნიათ ანალგეზიური მოქმედება, ხელს უწყობენ სისხლის ნაკადის გაძლიერებას და ახდენენ ნერვული სისტემის მუშაობისა და სისხლის წარმოქმნის პროცესის ნორმალიზებას.
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) – წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტიურ ნივთიერებას. ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, აგრეთვე სინაპსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში. იცავს უჯრედების მემბრანებს პეროქსიდული ჟანგვის პროდუქტების ტოქსიკური ზემოქმედებისაგან.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) ფოსფორილირებული ფორმით შედის ენზიმების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ ამინომჟავების დეკარბოქსილირებისა და ტრანსამინირების პროცესებში, ლიპიდურ ცვლაში. აუცილებელია პერიფერული და ცენტრალური ნერვული სისტემების (ცნს) ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ერთმანეთის მოქმედებების პოტენცირება, რაც ვლინდება ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე დადებით გავლენაში. B6 ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში დეფიციტის ფართოდ გავრცელებული მდგომარეობები სწრაფად კუპირდება ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ.
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმის პროცესებისთვის. გავლენას ახდენს სისხლის წარმოქმნის ფუნქციაზე (გარეგანი ანტიანემიური ფაქტორი), მონაწილეობს ქოლინის, მეთიონინის, კრეატინინის, ნუკლეინის მჟავების წარმოქმნაში. ციანოკობალამინი მონაწილეობს მიელინური გარსის სინთეზში, ავლენს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1) პერორალურად მიღების შემდეგ, რეზორბირდება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში და მის ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენს თიამინკარბონის მჟავა და პირამინი (2,5-დიმეთილ-4-ამინოპირიდიმინი). მეტაბოლიტები, მცირე რაოდენობის შეუცვლელ თიამინთან ერთად, გამოიყოფა ნაწლავებით და თირკმლებით.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან. ღვიძლში მეტაბოლიზდება ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების - პირიდოქსალფოსფატის და პირიდოქსამინფოსფატის წარმოქმნით. ვიტამინი B6 ფუნქციონირებს როგორც კოენზიმი მე-5 პოზიციაში CH2OH–ჯგუფის ფოსფორილირების შემდეგ, ანუ პირიდოქსალ-5-ფოსფატის (PALP) წარმოქმნით. PALP დაახლოებით 80% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პირიდოქსინი უპირატესად გროვდება კუნთებში, ღვიძლში და ცნს-ში. პირიდოქსინის მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს 4-პირიდოქსილის მჟავა, რომელიც ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლებით.
ციანკობალამინის (ვიტამინი B12) ძირითადი რაოდენობის ათვისება ხდება “კასლის შინაგან ფაქტორთან” შეკავშირების შემდეგ. ვიტამინი B12 ძირითადად გროვდება ღვიძლში. სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 დღეს, ღვიძლიდან – დაახლოებით 1 წელს. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად ნაღველით და შარდით.
მიღების ჩვენებები
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, ნერვული სისტემის ისეთი დაავადების სიმპტომური მკურნალობა, როგორიცაა:
- ნევრიტი, ნევრალგია (მათ შორის სამწვერა ნერვის), პოლინევრიტი, პოლინეიროპათია (მათ შორის დიაბეტური და ალკოჰოლური), შემომსარტყვლელი ლიქენი, მიალგიები, ფესვობრივი სინდრომი (გამოწვეული ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით), რეტრობულბარული ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი;
- სისტემური ნევროლოგიური დაავადებები, რომლებიც განპირობებულია ვიტამინი B1, B6 და B12 დადასტურებული დეფიციტით.
ამას გარდა, პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას:
- კარდიომიოპათია (დაკავშირებული ვიტამინი B1 დეფიციტთან);
- ოპერაციისშემდგომი ღებინება;
- სხივური დაავადება;
- ქრონიკული ინტოქსიკაცია, რომელიც აღინიშნება ალკოჰოლიზმის დროს.
მიღების წესი და დოზები
ნევრალონის ტაბლეტები მიიღება შიგნი, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში.
მკურნალობის მიზნით – 2-4 ტაბლეტი დღეში. სიმპტომების შესუსტებისას დოზა შეიძლება შემცირდეს დღეში 1 ტაბლეტამდე.
მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 1 თვეს.
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ერთეულ შემთხვევებში – ოფლიანობა, აკნესმაგვარი გამონაყარი, კანის რეაქციები (ჭინჭრის ციება). იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარება (გამონაყარი კანზე, სუნთქვის დარღვევა, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება).
განსაკუთრებული მითითებები
ნევრალონის მიღების საკითხი პაციენტებში გულის მწვავე და მძიმე დეკომპენსირებული უკმარისობით, წყდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისას პრეპარატის გამოყენებისათვის არავითარი შეზღუდვები არ არის.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აუცილებლობისას პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატ ნევრალონის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვიტამინი B6 აქვეითებს ლევოდოპას თერაპიულ ეფექტურობას.
თიოსემიკარბაზონი და 5-ფტორურაცილი ამცირებენ ვიტამინი B1 ეფექტურობას, წარმოადგენენ რა მის ანტაგონისტებს. ანტაციდები ანელებენ ვიტამინი B1 შეწოვას.
ალკოჰოლის, ამინოსალიცილატების, ან კოლხიცინის (განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდების კომბინაციები) ჭარბი გამოყენება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ამცირებს ვიტამინი B12 აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: სენსორული ნეიროპათია, პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გამოხატულების გაძლიერება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერზე.
2 ან 5 ბლისტერი დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
2 წელი გამოშვების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account