ნატრიუმის ქლორიდი 0.9% 500მლ-EH/IN
ჩვენება:მარილის გამოლევისშემთხვევაში, როდესაც მნიშვნელოვანია ელექტროლიტების სწრაფი აღდგენა.
ნატრიუმის ქლორიდი ინტრავენური საინფუზიო ხსნარი BP
(0.9% წ/მ)
აღწერილობა
გამჭვირვალე და უფერო ხსნარი ინტრავენური ინფუზიისათვის.
შემადგენლობა
100 მლ შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდი BP 0.9 გ
საინექციო წყალი BP ქ.ს.
მოქმედების მექანიზმი
ნატრიუმის ქლორიდი არის ელექტროლიტების დანამატი საშუალებები: ნატრიუმი და ქლორიდი ადამიანის ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანი ელექტროლიტები არიან და ძირითადად უჯრედგარეთა სითხეში არსებობენ, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სისხლის ნორმალური მოცულობის და უჯრედგარეთა სითხის და ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში. შრატში ნატრიუმის ნორმალური კონცენტრაცია არის დაახლოებით 135-145 მმოლ/ლ, 92% პლაზმური კატიონით და 90% საერთო ოსმოსური წნევით, ისე რომ პლაზმის ნატრიუმის რაოდენობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ოსმოსური წნევისათვის; შრატში ქლორიდის ნორმალური კონცენტრაციაარის 98-106 მმოლ/ლ; ნატრიუმი და ქლორიდი ადამიანის ორგანიზმში რეგულირდება ჰიპოთალამუსით, ჰიპოფიზის უკანა წილით და თირკმლებით, და ინარჩუნებენ ორგანიზმის სითხის მოცულობის და ოსმოსური წნევის სტაბილობას.
ჩვენებები
სითხის დაკარგვასთან ერთად ალკალოზის არსებობისას, ნაჩვენებია ფიზიოლოგიური ხსნარი.
· მარილის გამოლევისშემთხვევაში, როდესაც მნიშვნელოვანია ელექტროლიტების სწრაფია აღდგენა, განსაკუთრებულად ღირებულია ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი.
· მარილის დეფიციტის მკურნალობის შემთხვევაში, რომელიც აღინიშნება გულის უკმარისობის, თირკმლების უკმარისობის, ოპერაციების დროს და ა.შ. აღნიშნულ შემთხვევებში ქლორიდის დანაკარგი ხშირად აღემატება ნატრიუმის დანაკარგს.
· ოფლიანობით, ღებინებით, ფაღარათით გამოწვეულ სითხის ჭარბ დაკარგვას მოჰყვება მარილის გამოლევა.
უკუჩვენებები
ფიზიოლოგიური ხსნარი არაადექვატურია უჯრედშიდა სითხის ჩართულობით ელექტროლიტების დეფიციტის აღსადგენად, ვინაიდან მას შეუძლია უჯრედშიდა დეფიციტის გაზრდა, უჯრედშიდა სითხის მთავარი ელექტროლიტი არის კალიუმი.
ამჟამად, თუ ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენება კალიუმის დანაკლისიან პაციენტებში, დაკარგული კალიუმის ჩანაცვლდება ნატრიუმით, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ელექტროლიტების ბალანსს უჯრედშიდა სითხეში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ხსნარები, რომლებიც უზრუნველყოფენ უჯრედშიდა და უჯრედგარეთა ელექტროლიტებს.
გაფრთხილება
ნატრიუმის შემცველი ხსნარები განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობით, ციროზით ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული მარილის შეკავების ტენდენცია.
ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიამ ოპერაციის დროს ან მას შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოსტაზური მექანიზმებით განპირობებული ნატრიუმის ჭარბი შეკავება.
გვერდითი მოვლენები
ელექტროლიტების წონასწორობის დარღვევა.
ორგანიზმში ნატრიუმის ჭარბი შეკავება ჩვეულებრივ ვითარდება, როდესაც აღინიშნება თირკმლისმიერი ნატრიუმის დარღვეული ექსკრეცია. ეს იწვევს უჯ- რედგარე სითხის დაგროვებას ნორმალური პლაზმური ოსმოლარობის შესანარჩუნებლად, რაც იწვევს ფილტვის და პერიფერულ შეშუპებას.
ჰიპერნატრიემია (პლაზმური ოსმოლარობის მომატება) [ჰიპერტონული ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური შეყვანის შემდეგ].
ჰიპერნატრიემიის ყველაზე რთული ეფექტი არის თავის ტვინის დეჰიდრატაცია, რომელიც იწვევს ძილიანობას და ცნობიერების დაბინდვას, კრუნჩხვებამდე, კომამდე, სუნთქვის უკმარისობამდე და სიკვდილამდე პროგრესირებით. სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს: წყურვილი, შემცირებული ნერწყვდენა და ლაკრიმაცია, სიცხე, ოფლიანობა, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, სისუსტე და კუნთების კანკალი და რიგიდულობა.
ქლორიდების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბიკარბონატების დაკარგვა დამჟანგავი ეფექტით.
დოზირება
დოზა: 1 ლიტრი დღეში უფროსებისათვის
სიჩქარე: ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი უფროსებში შეიყვანება 400 მლ/სთ სიჩქარით.
გამოყენების წესი
შეყვანის გზა: ხსნარი შეიყვანება ინტრავენური გზით.
ჭარბი დოზირება
ნატრიუმის ქლორიდის ჭარბმა რაოდენობამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ზოგადი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და კრუნჩხვები.
შემცირებულია ნერწყვდენა და ცრემლდენა მაშინ, როდესაც მომატებულია წყურვილი და ოფლიანობა.
შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომები: ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, თირკმლის უკმარისობა, პერიფერული და ფილტვების შეშუპება და სუნთქვისგაჩერება.
ცნს-ის სიმპტომებია: თავის ტკივილი, თავბრუ, გაღიზიანება, მოუსვენრობა, სისუსტე, კუნთების რიგიდულობა, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი.
მკურნალობა: პლაზმაში ნატრიუმის ნორმალური კონცენტრაციები უნდა აღდგეს არაუმეტეს 10 – 15 მმოლ/დღეში ინტრავენური ჰიპოტონური ფიზიოლოგიური ხსნარით. თირკმლის უკმარისობის დროს საჭიროა დიალიზი, იმ შემთხვევაში თუ პლაზმაში ნატრიუმის დონე აღემატება 200 მმოლ/ლ-ს ან პაციენტი მომაკვდავია. კრუნჩხვების მკურნალობა ხდება დიაზეპამით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვა:
ინახება არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე.
შეფუთვა
100 მლ, 250 მლ, 350 მლ, 500 მლ, 540 მლ და 1000 მლ-იანი პლასტმასის ბოთლები.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account