Xylometazoline - ქსილომეტაზოლინი 0.1% სპრეი 15მლ

განსაკუთრებული ფასი 7,56 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
მარაგშია
SKU
79215_1119

ჩვენება:მწვავე ალერგიული რინიტი,რესპირატორული დაავადებების (მრდ), რინიტი, სინუსიტი, პოლინოზის სიმპტომები.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:“ზვიოზდოჩკა ნოზ”

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად):

ქსილომეტაზოლინი

ფარმაცევტული ფორმა: ნაზალური სპრეი

შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი - 1,0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1 მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი 0.84 მგ, დინატრიუმის ჰიდროფოსფატის დოდეკაჰიდრატი 1.5 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 1.0 მგ, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი 0.5 მგ, გამოხდილი წყალი 1.0 მლ-მდე.

აღწერა:გამჭვირვალე უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები. ანტიკონგესტანტები და ადგილობრივად გამოსაყენებელი სხვა ნაზალური პრეპარატები. სიმპათომიმეტური საშუალებები. ანტიკონგესტანტური საშუალება - ვაზოკონსტრიქტორი (ალფა-ადრენომიმეტური საშუალება). ქსილომეტაზოლინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალფა-ადრენოსტიმულატორი, ავიწროებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ხსნის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას.
აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.
პრეპარატის მოქმედება იწყება გამოყენებიდან რამდენიმე წუთში და გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება, პლაზმაში კონცენტრაცია იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი განსაზღვრა თანამედროვე ანალიზური მეთოდებით.

გამოყენების ჩვენებები

მწვავე ალერგიული რინიტი, მწვავე რესპირატორული დაავადებების (მრდ), რინიტის სინუსიტის, პოლინოზის სიმპტომებით, სიმპტომური თერაპია; ევსტაქიტი, შუა ყურის ანთება (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). ავადმყოფის მომზადება ცხვირის არხებში სადიაგნოსტიკო მანიპულაციების ჩასატარებლად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ქირურგიული ჩარევა ტვინის გარსებზე (ანამნეზში), ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობა, ჰიპერთირეოზი, ფეხმძიმობა, თანმხლები თერაპია მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებითა და ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებით (მათ შორის, მათი მოხსნის შემდეგ 14 დღიანი პერიოდი), ასევე, სისხლძარღვების შემავიწროებელი სხვა ადგილობრივი საშუალებებით (დეკონგესტანტებით) და სხვა სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მომატებას; ცხვირის შესავლის კანისა და ლორწოვანის გარსის ანთებითი დაავადებები, ბავშვთა ასაკი (6 წლამდე).
სიფრთხილით გამოყენება
ძუძუთი კვების პერიოდი, გულის იშემიური დაავადება (III-IV ფუნქციური კლასის სტენოკარდია), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა.
სიფრთხილით გამოიყენება ადრენერგული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, რომელსაც თან ახლავს უძილობა, თავბრუსხვევა, არითმია, ტრემორი, არტერიული წნევის მომატება.
გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს
ფეხმძიმობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. ქსილომეტაზოლინი აღწევს დედის რძეში. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე.

გამოყენების წესი და დოზები 

ინტრანაზალურად: მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 შეფრქვევა თითოეულ ცხვირის არხში 3-ჯერ დღეში. დაუშვებელია დღეში 3-ზე მეტჯერ გამოყენება. მკურნალობის ხანგრძლივობა – არა უმეტეს 7 დღე ექიმის კონსულტაციის გარეშე. პრეპარატის შეყვანის დროს ფლაკონი გამფრქვევით მიმართული უნდა იყოს ზემოთ, შესხურების შემდეგ რეკომენდებულია ცხვირით მსუბუქად შესუნთქვა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების სიხშირის კლასიფიკაცია (ჯმო-ს რეკომენდაციის მიხედვით):
ძალიან ხშირი (1/10 და მეტი), ხშირი (≥1/100 და <1/10), არახშირი (≥1/1000 და <1/100), იშვიათი (≥1/10000 და <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000, მათ შორის ცალკეული შეტყობინებები).
ადგილობრივი რეაქციები: ხშირი - წვა გამოყენების ადგილზე. ბენზალკონიუმის ქლორიდმა, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და ბრონქოსპაზმი.
იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ქავილი);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათი – ღებინება;
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – გულისრევა, იშვიათი – თავის ტკივილი, ძალიან იშვიათი – მოუსვენრობა, უძილობა, დაღლილობა, პარესთეზია, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები (უმეტესად ბავშვებში);
მხედველობის ორგანოების მხრივ დარღვევები: ძალიან იშვიათი – მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
გულ-სისხხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათი – გულისცემის შერძნება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება; ძალიან იშვიათი – არითმია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირი – ცხვირის ლორწოვანი გარსების გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ცხვირში ჩხვლეტის შეგრძნება, ცხვირის ცემინება, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია; არახშირი – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების მომატება (რეაქტიული ჰიპერემია), ცხვირიდან სისხლდენა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების განვითარებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მომატება ან დაქვეითება, ცხელება, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული წნევის მომატება, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, მიოზი, მიდრიაზი, სუნთქვის დარღვევა და აპნოე, ცნობიერების დაბინდვა.
მკურნალობა: სიმპტომური. შემთხვევით შიგნით მიღებისას – კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი.
დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ინტენსიური თერპია სტაციონარში. მძიმე შემთხვევებში – არასელექტიური ალფა-ადრენობლოკატორები არტერიული წნევის დასაქვეითებლად, სიცხის დამწევი საშუალებები, ინტუბაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ქსილომეტაზოლინის გამოყენება შეუთავსებელია მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორებთან (ასევე, თერაპიის დამთავრებიდან 14 დღის განმავლობაში) და ტრი- და ტეტრაციკლურ ანტიდეპრესანტებთან, სისხლძარღვების შემავიწროებელ სხვა ადგილობრივ საშუალებებთან (დეკონგესტანტებტან) და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მომატებას.
ქსილომეტაზოლინისა და მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ (მათ შორის, თერაპიის დამთავრებიდან 14 დღის განმავლობაში) შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება და გულის რიტმის დარღვევა.
განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების წინ რეკომენდებულია ცხვირის გასავლების გამოწმენდა.
გამოყენების წინ უნდა მოიხსნას დგუში-დოზატორის დამცავი თავსახური. თითების მსუბუქი ზეწოლით უნდა გაკეთდეს 2 სასინჯი გაფრქვევა (არა ცხვირში), შემდეგ უნდა მოხდეს შეფრქვევა ცხვირში იმ რაოდენობით, რომელიც მითითებულია პარაგრაფში “გამოყენების ჩვენებები და დოზები”. გამოყენების შემდეგ დგუშ-დოზატორს ყოველთვის უნდა დაეხუროს თავსახური.
Qთ სინდრომის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ქსილომეტაზოლინს, შეიძლება იყვნენ მძიმე პარკუჭოვანი არითმიების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ.
ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივმა (7 დღეზე მეტი ხნის) გამოყენებამ ან დოზის ქრონიკულმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის შესუსტება (ტაქიფილაქსია), ასევე, გაზარდოს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემიის (მედიკამენტოზური რინიტი) და ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის (ოზენა) რისკები.
სამედიცინო გამოყენების სამკურნალო პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის უნარზე.
რეკომენდებული დოზების გადაჭარბებით ხანგრძლივად გამოყენებისას არ არის გამორიცხული სისტემური ზემოქმედების შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში სიფრთხილეა საჭირო.
გამოშვების ფორმა
ნაზალური სპრეი 0.1%.
15 მლ პრეპარატი პლასტიკის ფლაკონში გამფრქვევითა და პოლიეთილენის დამცავი თავსახურით. 1 პლასტიკის ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები 

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
3 წელი
დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას 30 დღის განმავლობაში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy