ნიამარინი-პანთენოლი ცხვირის სპრეი 50მლ
ჩვენება:ცხვირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენისთვის,ცხვირის დაზიანებული ლორწოვანის ეპითელიზაციის პროცესის გასაუმჯობესებლად.
Niamarin-Panthenol
ნიამარინი-პანთენოლი
ნაზალური სპრეი 50 მლ
(ზღვის მარილის იზოტონური ხსნარი Ca-D-პანტოთენატით)
ცხვირის ღრუს ლორწოვანის დამატენიანებელი და ჰიგიენური საშუალება
გთხოვთ, გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ნიამარინი-პანთენოლის ცხვირის სპრეისთან დაკავშირებით.
თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ სამედიცინო მოწყობილობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნიამარინი-პანთენოლი ნაზალური სპრეი - ზღვის მარილის იზოტონური ხსნარი გამდიდრებული კალციუმის D-პანტოთენატით.
1 მლ შეიცავს: 9 მლ ზღვის მარილს და 20 მგ Ca-D-პანტოთენატს.
გამხსნელი: გაწმენდილი წყალი.
როდის გამოვიყენოთ ნიამარინი-პანთენოლი ნაზალური სპრეი?
•ცხვირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენისთვის
•ცხვირის დაზიანებული ლორწოვანის ეპითელიზაციის პროცესის გასაუმჯობესებლად (დეკონგენსტანტების გამოყენების დროს და/ან შემდეგ)
•ნაზალური ობსტრუქციის მქონე პაციენტებში, რომელიც გამოწვეულია სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით და ალერგიული რინიტით
•ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული და/ან ვირუსული ინფექციებისა და ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებში, გაღიზიანებული და გამომშრალი ლორწოვანის აღსადგენად და დასატენიანებლად
•მოგზაურობისას; ცენტრალური გათბობითა თუ კონდიციონერით აღჭურვილ სივრცეში ყოფნისას
•ცხვირის სხვა წვეთების გამოყენებამდე, ცხვირის ღრუს გამორეცხვისა და წამლის უკეთესად შეწოვის მიზნით
•ჰიგიენური ხელსახოცის ხშირი გამოყენებისას, ცხვირის ირგვლივ კანის გაღიზიანებისა და გამოშრობის დროს
•პირსინგის შემდეგ
ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანის დატენიანებას და ნორმალურ ფუნქციონირებას, აღადგენს ცხვირის ღრუს ლორწოვანის ეპითელიუმს, უზრუნველყოფს ლორწოს გამომუშავებას, რაც იცავს ცხვირის ღრუს გამოშრობისა და მექანიკური გაღიზიანებისგან (კვამლი, მტვერი და ა.შ.). ხსნარი გამდიდრებულია კალციუმის D-პანტოთენატით, რომელიც აუმჯობესებს ცხვირის გაღიზიანებული და დაზიანებული ლორწოვანის ეპითელიზაციის პროცესს. სპრეის რეგულარული გამოყენება ზედა სასუნთქ გზებს ეფექტურად იცავს ბაქტერიული, ვირუსული ინფექციებისგან და აუმჯობესებს ბაზისური თერაპიის შედეგებს ალერგიული რინიტის დროს.
როგორ გამოვიყენოთ ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეი?
ერთ წლამდე ბავშვები: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში, 2-3-ჯერ დღეში და მეტჯერ, საჭიროების შემთხვევაში.
მოზრდილები და ერთი წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 4-6-ჯერ დღეში და მეტჯერ, საჭიროების შემთხვევაში.
ნაზალური სპრეი დაცულია საფარით/ხუფით, რომელიც იცავს გამომფრქვევს დაბინძურებისგან. მოხსენით შესასხურებელს (აპლიკატორს) ხუფი და პირველ გამოყენებამდე გაათავისუფლეთ დამცავი რგოლისგან. ხელსაწყო რამდენჯერმე გაააქტიურეთ დოზის პირველ გამოფრქვევამდე. ამის შემდეგ შესაძლებელია სპრეის გამოყენება.
აპლიკატორის წვერი ფრთხილად მოათავსეთ ცხვირის ნესტოში და დააჭირეთ გამომფრქვევს. შესხურებისას აპლიკატორი დააფიქსირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და ჩაისუნთქეთ ცხვირით. გაიმეორეთ იგივე პროცედურა მეორე ნესტოსთვის. ყოველი გამოყენების შემდეგ გაასუფთავეთ აპლიკატორის წვერი სუფთა წყლით და მოარგეთ დამცავი საფარი. სპრეის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი კუთხით.
ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეის გამოყენების უპირატესობები:
ნიამარინი-პანთენოლის ნაზალურ სპრეის ახასიათებს კარგი ამტანობა და მინიმალური გვერდითი მოვლენები. არ არსებობს სხვა განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომლებიც უნდა იქნას დაცული ნიამარინი-პანთენოლის სპრეის გამოყენებისას. არ არსებობს მონაცემები ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეის გამოყენების უარყოფითი შედეგების შესახებ.
ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებსა და მოზრდილებში. სპრეის ფორმის გამო, პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფეხზე მდგომ ან მჯდომარე მდგომარეობაში თავის უკან დახრის გარეშე, რაც მისი კომფორტულად გამოყენების საშუალებას იძლევა. სპრეის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ცხვირის ღრუს ლორწოვანის აღდგენასა და დატენიანებას, რაც ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფიცირების რისკს.
როდის არ უნდა გამოიყენოთ ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეი:
ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეის ხსნარი არ გამოიყენება პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ალერგიის სიმპტომების განვითარებისას (შეშუპება, წვა, ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება), არ შეგეშინდეთ, შეწყვიტეთ გამოყენება და აცნობეთ ექიმს. უმეტეს შემთხვევაში ალერგიული რეაქციები მსუბუქია და, როგორც წესი, ქრება გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეის გამოყენების დროს:
ბავშვებმა პროდუქტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ. ქირურგიული ჩარევის ან ცხვირის დაზიანების შემდეგ, ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეი გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მომხმარებელმა ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეის აპლიკატორი უნდა გამოიყენოს ინდივიდუალურად. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
როგორ უნდა შეინახოთ ნიამარინი-პანთენოლის ნაზალური სპრეი:
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ბოთლი შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი დამზადების დღიდან.
შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 6 კვირა.
შეფუთვა: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს პლასტმასის სპრეის ბოთლს 50 მლ ხსნარით და სამედიცინო მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქციას.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | კაფ TEMP |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account