Macmiror Complex - მაკმირორი კომპლექსი ვაგინალური კაფსულა 500მგ 8ცალი

განსაკუთრებული ფასი 40,80 GEL რეგულარული ფასი 42,95 GEL
მარაგშია
SKU
50882_1146

ჩვენება:ვულვო-ვაგინალური ინფექციები, ბაქტერიები, ტრიქომონადები, სოკო, ქლამიდიები და Candida.

პრეპარატის სავაჭრო  სახელწოდება – მაკმირორ კომპლექსი

საერთაშორისო  არაპატენტირებული  ან  მაჯგუფებელი სახელწოდება

ნიფურატელი + ნისტატინი

წამლის ფორმა: რბილი ვაგინალური კაფსულა

შემადგენლობა:

ერთი რბილი ბაგინალური კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 500 მგ,  ნისტატინი 200 000 ს.ე.;

დამხმარე ნივთიერებები: დიმეტიკონი

გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ნატრუიმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).

აღწერა:

რბილი ვაგინალური ოვალური ფორმის მდგოვისფერი კაფსულები, რომლებიც შეიცავენ მოყვითალო ზეთოვან სუსპენზიას.;

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  გინეკოლოგიური ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, გარდა კორტიკოსტეროიდებთან, ანტიბიოტიკები, კომბინაციისა, ნისტატინი ნიფურატელთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მაკმირორ კომპლექსი წარმოადგენს ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაციას. ნიფურატელი არის სინთეზური ქიმიოთერაპევტული საშუალება, რომელიც ახდენს ინტენსიურ და ეფექტურ ტიქომონაციდურ, ანტიბაქტერიულ და სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედებას.

ნისტატინი არის კარგად ნაცნობი ფუნგიციდური ანტიბოტიკი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია Candida ტიპის სოკოების მიმართ

ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაცია იძლევა მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრს ინ ვიტრო სოკოს საწინააღმდეგო, ტრიქომონაციდური და ანტიბაქტერიული ეფექტით ისე, რომ არ გამოვიწვიოთ რაიმე სახის უარყოფითი ურთიერთქმედება მოქმედ ორ ნივთიერებას შორის.

 სოკოს საწინააღმდეგო თვისებებთან მიმართებაში ნამდვილად დადასტურდა დადებითი ურთიერთქმედება მოქმედ ორ ნივთიერებას შორის.

 ფარმაკოკინეტიკა

დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ყოველდღიური ვაგინალური გამოყენებისას ცხოველებში (კურდღლებსა და ძაღლებში) დღიური დოზირებით, რომლებიც მეორდებოდა დროში, და უდრიდა 30-ჯერად თერაპიულ დოზას, ნივთიერებები, რომლებიც ქმნიან კომბინაციას, არ აბსორბირდება და შესაბამისად არ იწვევს სისტემურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენება:

ვულვო-ვაგინალური ინფექციების კომპლექსური თერაპია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: Candida ტრიქომონადებით და  ბაქტერიებით.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე აქტიური ინგრედიენტის ან დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გამოყენების მეთოდი და დოზირების რეჟიმი:

1 ვაგინალური კაფსულა 1-ჯერ დღეში საღამოს ძილის წინ 8 დღის განმავლობაში, ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, კაფულა უნდა შეიყვანოთ საშოს ზედა ნაწილში.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთმოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია MედDღA -ს კლასის მიხევით. სიხშირე დადგენილია შემდეგი სახით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1 000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), სიხშირე უცნობია, (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე) 

ორგანოთა სისტემების კლასი სიხშირე არასასურველი რეაქციები
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ ძალიან იშვიათად ალერგიული რეაქციების ერთეული შემთხვევა (დერმატიტი, ჭინჭრის ციება)
ზოგადი ხასიათის გართულებები და რეაქციები შეყვანის ადგილას

ძალიან იშვიათად

წვის შეგრძნება საშოში, ქავილი საშოში

დოზის გადაჭარბება

პრეპარატ მაკმირორ კომპლექსის გამოყენებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არის დაფიქსირებული.

ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან:

მაკმირორ კომპლექსის ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესახებ სხვა პრეპარატებთან შეტყობინებები არ არის დაფიქსირებული.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობითი რეაქციები.

აუცილებელია შეწყდეს პრეპარატის გამოყენება მომატებული მგრძნობელობითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში.

მკურნალობის პერიოდში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ კონტაქტს. 

მოცემული პრეპარატი შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებებს, როგორიცაა ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი და ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (მათ შორის შეყოვნებული).

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება

ორსულობა

ორსულებში ნიფურატელის და ნისტატინის კომბინაციის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ან არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები.

ორსულობის დროს პრეპარატი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

ძუძუთი კვება

დაუდგენელია გამოიყოფა თუ არა ნიფურატელი ან ნისტატინი/მეტაბოლიტები ორგანიზმიდან დედის რძეში. ნებისმიერ შემთხვევაში, ძუძუთი კვების დროს აუცილებელია გამოიყენოთ მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში ქალისათვის თერაპიის აუცილებლობისა და ბავშვისათვის ძუძუთი კვების სარგებელის გათვალისწინებით

ფერტილობა

ადამიანების მონაწილეობით ფერტილობის კვლევა არ განხორციელებულა.

სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე გავლება

მაკმირორ კომპლექსი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარებზე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

8 კაფსულა ალუმინის/პვქ/პვდქ ბლისტერზე.

1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდგომ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა8
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy