Lidocainе hydrochloridе - ლიდოკაინი 2% 2მლ 10 ამპულა
გამოყენების ინსტრუქცია
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 2% ხსნარი საინექციო
(Solutio Lidocaini hydrochloridi 2% pro injectionibus)
ATC კოდი: N01BB02 C01BB01
INN: Lidocain hydrochloride.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო, ანტიარითმული საშუალება.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: საინექციო ხსნარი ამპულებში. 1 მლ პრეპარატი შეიცავს 20მგ ლიდოკაინის ჰ/ქ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: წარმოადგენს ძლიერ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეებს, როგორიცაა: ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი ანესთეზია. გააჩნია გამოხატული ანტიარითმული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა: კუნთში შეყვანისას ხდება პრეპარატის პრაქტიკულად სრული ადსორბირება სწრაფი გადანაწილებით. პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 60-80%. მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, აქტრიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებიდან ძირითადად მეტაბოლიტების სახით, 10% უცვლელი ფორმით.
ჩვენება: პრეპარატს იყენებენ ინფილტრაციული ანესთეზიისათვის ქირურგიაში; გამტარი და ტერმინალური ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში, ბრონქოსკოპიაში და სხვა ქირურგიული პროცედურების დროს. ანტიარითმული საშუალების სახით-სხვადასხვა გენეზის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის და პაროქსიზმული ტაქიკარდიის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: ინტრამუსკულური (ი/მ) ინექციები ადგილობრივი ანესთეზიისთვის. მაქსიმალური დოზა 300მგ/სთ (დაახლოებით 4,5 მგ/სთ კგ წონაზე). ქირურგიულ და სამეანო პრაქტიკაში, სტომატოლოგიაში, ყელ-ყურის პრაქტიკაში დოზირების რეჟიმს ადგენენ ინდივიდუალურად.
ინტრავენური (ი/ვ) ინექციების გზით გამოიყენება როგორც ანტიარითმიული საშუალება. საშუალო ერთჯერადი დოზა 1მგ/კგ წონაზე.
წინააღმდეგჩვენება: სინუსური კვანძის სისუსტე, ატრიოვენრტიკულური ბლოკადა, ძლიერი ბრადიკარდია, ღვიძლის მძიმე დაავადებები, მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, ტრემორი, იშვიათ შემთვევებში კრუნჩხვები, ენის დაბუჟება (სტომატოლოგიაში გამოყენების დროს).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტერიული წნევის აწევა ან დაწევა, ტაქიკარდია. ალერგიული რექციები: კანის გამონაყარი, დაფოთვლა, იშვიათ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის დაავადებების, დასუსტებული და ხანდაზმული ავადმყოფების შემთხვევებში.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებისას. ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ბარბიტურატები ამცირებენ, ხოლო ბეტა-ადრენობლოკატორები და მაო-ინჰიბიტორები აძლიერებენ ლიდოკაინის თერაპიულ ეფექტს.
საძილე და სედატიური პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე. მორფინთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს უკანასკნელის ანალგეზიურ ეფექტს.
პრენილამიდთან ერთდროული გამოყენება ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +25C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 2მლ 2% საინექციო ხსნარი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი, ტელ/ფაქსი: (99532) 238 34 59 ელ.ფოსტა: info@biopharm
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account