levomycetin eye drops - ლევომიცეტინი თვალის წვეთები 0.25% 12მლ

1,85 GEL
მარაგშია
SKU
60119_412

ჩვენება:კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, კერატოკონიუნქტივიტი.

შემადგენლობა

1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება:
ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) - 2,5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევომიცეტინი წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს. ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების (ჩირქოვანი ინფექციების, მენინგოკოკუი ინფექციების გამომწვევების, ჰემოფილური ბაქტერიების და სხვა), რიკეტსიების, ქლამიდიების, სპიროქეტების, ზოგიერთი მსხვილი ვირუსის მიმართ. ლევომიცეტინი მოქმედებს ბაქტერიების იმ შტამებზე, რომლებიც მდგრადია პენიცილინის, სტრეპტომიცინის, სულფანილამიდების მიმართ. პრეპარატი სუსტ აქტივობას იჩენს მჟავა გამძლე ბაქტერიების, ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის, კლოსტრიდიებისა და უმარტივესების მიმართ. ლევომიცეტინი მიკროორგანიზმების უჯრედში არღვევს ცილების სინთეზს. თერაპიულ კონცენტრაციებში იგი ხასიათდება ბაქტერიოსტატიკული ეფექტით. მიკროორგანიზმების მდგრადობა პრეპარატის მიმართ ვითარდება შედარებით ნელა და როგორც წესი არ ვლინდება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
თვალში ჩაწვეთების შემდეგ ხდება ლევომიცეტინის ადგილობრივად შეწოვა. თერაპიული კონცენტრაციით გროვდება რქოვანაში, თვალშიდა სითხეში, თვალის ფერად გარსზე, მინისებრ სხეულში. თვალის ბროლში (ლინზა) სამკურნალწამლო საშუალება ვერ აღწევს.

ჩვენებები
თვალის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ:
• კონიუქტივიტი
• ბლეფარიტი
• ბლეფაროკონიუქტივიტი
• კერატიტი
• კერატოკონიუქტივიტი

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, ინსტილაციის გზით კონიუნქტივალურ პარკში, 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 5-15 დღე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად გაივლის.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰემოპოეზის დარღვევა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები), თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ახალშობილები 1 თვემდე, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება საპროფილაქტიკოდ. 
სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ციტოსტატიკებით და იტარებენ სხივურ თერაპიას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სისხლის მიმოქცევაზე მისი დამრთგუნველი მოქმედებიდან გამომდინარე, არაა რეკომენდირებული ლევომიცეტინის ერთობლივი მიღება სულფანილამიდურ საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 8 - 15oC ტემპერატურაზე. მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი II, გაიცემა რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy