კეტონალი - Ketonal ექსტრა 50მგ პაკეტი
ჩვენება: გამოიყენება ხანმოკლე და სიმპტომატური მკურნალობისათვის მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს.
კეტონალ® ექსტრა პლუსი 50 მგ
გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად
კეტოპროფენი
მსუბუქი და ზომიერი ტკივილის ხანმოკლე და სიმპტომური მკურნალობისთვის
ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას. ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი გამოყენების ინსტრუქციაში არსებული მითითებების შესაბამისად, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. - შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია წარმოიშვას მისი კიდევ ერთხელ წაკითხვის აუცილებლობა. - თუ დაგჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან გაგიჩნდებათ კითხვები, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. - თუ გამოგივლინდებათ რაიმე სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე გაიარეთ კონსულტაცია თუ წარმოგეშვებათ ისეთი არასასურველი რეაქციები, რომლებიც არწერილი არ არის ამ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4. - მიმართეთ ექიმს თუ ვერ ამჩნევთ გაუმჯობესებას და მდგომარეობა გაუარესდა: - 3 დღის შემდეგ, თუ მოზარდი ხართ; - 3 დღის შემდეგ სხეულის მაღალი ტემპერატურის მკურნალობის დროს და 5 დღის შემდეგ ტკივილის მკურნალობის დროს, თუ ზრდასრული ბრძანდებით. |
შინაარსი:
1. რა არის კეტონალი ექსტრა პლუსი და რისთვის გამოიყენება
2. პრეპარატ კეტონალი ექსტრა პლუსის გამოყენების წინ
3. როგორ მივიღოთ კეტონალი ექსტრა პლუსი
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
5. შენახვის პირობები
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის კეტონალი ექსტრა პლუსი და რისთვის გამოიყენება
პრეპარატის მოქმედი ნივთერებაა კეტოპროფენი, რომელიც განეკუთვნება ე.წ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (ასას) ჯგუფს.
მოცემული პრეპარატი გამოიყენება ხანმოკლე და სიმპტომატური მკურნალობისათვის მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს, ზრდასრულებსა და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, ისეთი როგორიცაა:
- თავის კტივილი;
- კბილის ტკივილი
- მენსტრუალური ტკივილი;
- მცირე დაჭიმულობის, კუნთების, იოგების და მყესების გაწყვეტის შემდგომი ტკივილი.
2. პრეპარატ კეტონალი ექსტრა პლუსის მიღების წინ
არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი თუ:
· გაქვთ ალერგია კეტოპროფენზე ან პრეპარატის შემადგენელ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6;
· წარსულში, აცეტილსალიცილის მჟავის ან ანალგეტიკების, ისეთი როგორიცაა კეტოპროფენი, იბუპროფენი ან დიკლოფენაკი, მიღების შემდეგ გამოგივლინდათ ალერგიული რეაქციები, ისეთი როგორიცაა:
- ბრონქული ასთმა, სუნთქვის გაძნელება;
- სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება;
- ჭინჭრის ციება, სურდო ქავილით;
- სხვა ალერგიული რეაქციები.
ამ რეაქციების ისტორიის მქონე პირებს შეიძლება განუვითარდეთ მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით.
- გაწუხებთ ბრონქიალური ასთმა;
· გაქვთ კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან წარსულში გქონდათ კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, დაწყლულება ან პერფორაცია;
· გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადება, ისეთი როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება;
- გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;
- გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- მიდრეკილი ხართ სისხლდენისაკენ;
- ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში;
თქვენ არ უნდა მიიღოთ მოცემული პრეპარატი ექიმის ზუსტი რეკომენდაციების გარეშე, თუ გაქვთ კუჭის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, მაგალითად, თუ ხართ ხანდაზმული ან თუ იყენებთ ზოგიერთ სხვა მედიკამენტს, როგორიცაა ანტიკოაგულანტები, ანტითრომბოზული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი) ან ნიკორანდილი (იხილეთ ასევე თავები „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“ და „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“ ქვემოთ).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ამ პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ:
- გაქვთ გახანგრძლივებული ანთებითი პროცესი ცხვირში ან პარანასალურ სინუსებში და (ან) ცხვირის პოლიპებში;
- გაქვთ ან ადრე აღგენიშნებოდათ გულის დაავადებები, ისეთი როგორიცაა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გულის შეგუბებითი უკმარისობა. გულის უკმარისობის მაჩვენებლებია სითხის დაგროვება ფილტვებში, მუცლის ღრუში, ხელებში, ფეხებში. გულის მძიმე უკმარისობასთან დაკავშირებით, იხილეთ ნაწილი 2 „არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი“;
- თუ თქვენ ჩაგიტარდათ გულის სისხლძარღვების შუნტირების ოპერაცია;
- გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადება, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების ანალიზებში გადახრების ჩათვლით. თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობასთან დაკავშირებით, იხილეთ ნაწილი 2 „არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი“;
- ადრე გქონდათ ან ახლაც გაქვთ მომატებული არტერიული წნევა;
- გაქვთ ხელის და(ან) ფეხის ან თავის ტვინის არტერიების დაავადება ;
- გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან ქოლესტერინის მომატებული დონე;
- გაქვთინფექცია(იხ.ქვემოთ ასევე „ინფექციები“);
- ხართ მწეველი;
- ხანდაზმულიბრძანდებით.
ხანდაზმულებს, კეტოპროფენის მსგავსი ანალგეტიკების მიღებისას, ემატებათ არასასურველი რეაქციების რისკი, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენა და პერფორაცია, რომაც შეიძლება მიივიყვანოს ლეტალურ გამოსავლამდე. ამიტომაც, ხანდაზმულმა ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის გამოვლინებას, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, კერძოდ, მკურნალობის დაწყებისას. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ ექიმის ზედმიწევნითი დაკვირვება.
კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, წყლულის და პერფორაციის, რიგ შემთხვევებში ლეტალური გამოსავლით, შემთხვევების შეტყობინება აღინიშნა კეტოპროფენის მსგავსი ნებისმიერი ანალგეტიკით მკურნალობისას. ასეთი რეაქციები წარმოიშობა ნებისმიერ დროს, როგორც გამაფრთხილებელი სიმპტომების არსებობის, ისე არარსებობის შემთხვევაში ან წარსულში არსებული კუჭნაწლავის ტრაქტის სერიოზული დაავადებისას.
კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, წყლულის ან პერფორაციის განვითარების რისკი იზრდება დოზის მომატებისას. ასევე, მაღალია წარსულში წყლულის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით თანხმლები სისლდენით და პერფორაციით, ასევე ხანდაზმულ ადამიანებში. იხ. აგრეთვე ნაწილი 2 „არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი“. კეტოპროფენის მიღებას, განსაკუთრებით მაღალი დოზებისას, შესაძლებელია თან ახლდეს კუჭ-ნაწლავის მძიმე ტოქსიკურობის განვითარების რისკი.
თუ ეს თქვენ გეხებათ, მიმართეთ ექიმს. ის დაგინიშნავთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამცავ პრეპარატებს. ასევე მიმართეთ ექიმს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატების დასანიშნად, თუ გესაჭიროებათ დამატებითი თერაპია აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით ან სხვა სამკურნალო საშუალებებით, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების რისკი (შიგნით მისაღები კორტიკოსტეროიდებით (მაგალითად, პრედნიზოლონით), სისხლის შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებით (მაგალითად ვარფარინით, ტიკლოპიდინით), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორებით (დეპრესიის სამკურნალო საშუალებებით) ან ნიკორანდილით (სტენოკარდიის სამკურნალო საშუალებებით).
კუჭ-ნაწლავის სიხლდენის, წყლულის ან პერფორაციის სიმპტომების წარმოშობისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. იხ. ნაწილი 4 „შესაძლო არასასურველი რეაქციები“.
ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღებას, როგორიცაა კეტონალი ექსტრა პლუსი, შესაძლებელია თან ახლდეს გულის შეტევის ან ინსულტის უმნიშვნელოდ მომატებული რისკი . რისკი იზრდება მაღალი დოზების მიღების ან ხანგრძლივი გამოყენების ფონზე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მიღების ხანგრძლივობას.
კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ გაქვთ პრობლემა გულთან დაკავშირებით ან გქონდათ ინსულტი ან ექვემდებარებით მსგავსი მოვლენების განვითარების რისკს, მაგალითად:
· თუ თქვენ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი ან სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა;
- თუ ხართ მწეველი.
კეტოპროფენის მსგავსი ანალგეტიკებით მკურნალობისას, არსებობს შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების თაობაზე, კანის გაწითლებით და წყლულების წარმოშობით, ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავლით. იხ. ნაწილი 4 „შესაძლო არასასურველი რეაქციები“. უმეტეს შემთხვევაში, მსგავსი რეაქციები წარმოიშობა პრეპარატით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და შეატყობინეთ ექიმს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების გამოვლენისას.
გვერდითი რეაქციების ალბათობა შეიძლება შემცირდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით დრის მაქსიმალურად მცირე მონაკვეთში, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან გამოყენების ხანგრძლივობას.
ინფექციები
მოცემულ პრეპარატს შეუძლია ინფექიური დაავადებების სიმპტომების შენიღბვა (სხეულის მომატებული ტემტერატურის და ტკივილის). ამან შეიძლება დროში გადაწიოს შესაბამისი მკურნალობის დაწყება და გაზარდოს გართულებების განვითარების რისკი. ასეთი რამ შეიმჩნეოდა ბაქტერიული პნევმონიის და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომლებიც თან ახლავს ჩუტყვავილას. თუ თქვენ ღებულობთ ამ პრეპარატს ინფექციის ფონზე და მისი სიმპტომები ნარჩუნდება ან უარესდება, დაუყოვნებით მიმართეთ ექიმს.
ბავშვების და მოზარდები
პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის და 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის. 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებს ესაჭიროებათ ექიმის კონსულტაცია. ექიმს შეუძლია უფრო ხშირად აკონტროლოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თუ თქვენ იღებთ ან იღებდით ან აპირებთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული თუ თქვენ იღებთ:
- ნებისმიერ სხვა ანალგეტიკს, როგორიცაა
- კეტოპროფენის მსგავსი სამკურნალო პრეპარატები (იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნაპროქსენი);
- აცეტილსალიცილის მჟავა, ტკივილის ან ანთების სამკურნალო დოზებით ან ტემპერატურის დასაწევად;
- ტკივილის, ანთების ან რევმატიზმის სამკურნალო პრეპარატები, რომელთა მოქმედი ნივთიერებების დასახელება სრულდება „-კოკსიბ“-ზე.
· პრეპარატები, რომლებიც აფერხებენ სისხლის შედედებას ან თრობმოციტების აგრეგაციას. ისეთი როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, ჰეპარინი, K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ., ვარფარინი), თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგ., ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი), თრომბინის ინჰიბიტორები (მაგ., დაბიგატრანი), Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები (მაგ., აპიქსაბანი, რივაროქსაბანი, ედოქსაბანი);
· ლითიუმი, რომელიც მიიღება დეპრესიის და ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ;
· მეტოტრექსატი 15მგ დოზით კვირაში ან მეტი, გამოყენებული კიბოს სამკურნალოდ;
· ზოგიერთი პრეპარატები კრუნჩხვების (ეპილეფსია) სამკურნალოდ, ისეთი როგორიცაა ფენიტოინი;
· სულფანილამიდების სახელწოდებით ცნობილი პრეპარატები, გამოყენებული შარდმდენი პრეპარატების სახით ან ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.
· თუ შეუძლებელია ზემოაღნიშნულ პრეპარატებთან კეტონალ ექსტრა პლუსის ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება, თქვენ უნდა იმყოფებოდეთ ექიმის ზედმიწევნითი ზედამხედველობის ქვეშ.
ზოგიერთმა სხვა სამკურნალო საშუალებამ ასევე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს კეტონალი ექსტრა პლუსის მოქმედებაზე ან პირიქით. ამიტომაც ყოველთვის უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კეტონალი ექსტრა პლუსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად მიღებამდე. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ პრეპარატებს:
· სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ თირკმელებით წყლის გამოყოფას და აქვეითებენ წნევას, ასევე ცნობილი როგორც „შარდმდენები“;
· მეტოტრექსატი კვირაში 15მგ-ზე ნაკლები დოზით, გამოყენებული კიბოს, სახსრების მძიმე ანთების და კანის ფსორიაზის სამკურნალოდ;
· პრეპარატები, რომელიც აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, რომელთა მოქმედი ნივთიერებების დასახელება სრულდება „-პრილ“ ან „-სარტან/-ზარტან“-ზე ან „-ოლოლ“-ზე (მაგალითად რამიპრილი, კაპტოპრილი, ვალსარტანი, ლოზარტანი, ბისოპროლოლი);
· საგულე გლიკოზიდები (მაგ. დიგოქსინი, გამოიყენება გულის რითმის დარღვევებისას ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ);
· პრეპარატები, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, ეგრედწოდებული სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები;
· კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ანთების, ალერგიის საწინააღმდეგოდ, გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისათვის (მაგ., კორტიზონი));
· პენტოქსიფილინი (გამოიყენებახელის და(ან) ფეხის სისხლძარღვების დაავადებებით გამოწვეული კუნთების ტკივილის სამკურნალოდ);
· პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის და სისხლში შარდმჟავას მაღალი დონის სამკურნალოდ);
· ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად, მაგალითად, ორგანოთა გადანერგვისას);
- თრომბის დამშლელი პრეპარატები;
· ტენოფოვირი (გამოიყენება გარკვეული ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ);
· ზიდოვუდინი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ);
· დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა გლიბენკლამიდი ან გლიმეპირიდი;
· მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კალიუმის დონე სისხლში (მაგ., კალიუმის მარილები, კალიუმის დამზოგველი შარდმდენები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები) და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულური მასით ან არაფრაქციული), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი და ტრიმეტოპრიმი);
· ნიკორანდილი (გამოიყენება სტენოკარდიული შეტევის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის).
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში, ვინაიდან მას შეუძლია ზიანი მიაყენოს ნაყოფს (თირკმელებისა და გულის ფუნქციის გაუარესება) და გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს (დედისა და ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილება, მშობიარობის შეფერხება და მისი გახანგრძლივება).
ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ კეტონალი ექსტრა პლუსის მიღება ხდება ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში ან ქალის მიერ, რომელიც ცდილობს დაორსულდეს, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და გამოყენების ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე. ორსულობის მე-20 კვირიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში კეტონალი ექსტრა პლუსის გამოყენებისას, ნაყოფს შეიძლება წარმოეშვას თირკმელების პრობლემები ან არტერიული სადინრის შევიწროება. ნაყოფში თირკმელების პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზი (ძალიან ცოტა ამნიონური სითხე). თუ კეტონალ ექსტრა პლუსის გამოყენება საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი კვლევები.
უცნობია გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. კეტონალ ექსტრა პლუსის მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.
თუ გეგმავთ ორსულობას ან გაქვთ დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები, შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. კეტონალ ექსტრა პლუსმა შესაძლებელია გააძნელოს დაორსულება.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.
როგორც წესი, მოცემული პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე. თუმცა ისეთი არასასურველი რეაქციების წარმოშობისას, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა, კრუნჩხვა ან არამკაფიო მხედველობა, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმს.პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) პაკეტში, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მას ეწოდოს „ნატრიუმისგან თავისუფალი“.
3. როგორ მივიღოთ კეტონალი ექსტრა პლუსი:
ზუსტად დაიცავით ქვემოთ მოყვანილი მითითებები ან ექიმის დანიშნულება ან ფარმაცევტის რეკომენდაციები. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა:
ზრდასრულები და 16 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები
25 მგ კეტოპროფენი 1-3 ჯერ დღეში ან 50 მგ კეტოპროფენი 1-2 ჯერ დღეში.
ორმაგი პაკეტის ნახევარი იძლევა 25 მგ კეტოპროფენის დოზას, ხოლო მთლიანი ორმაგი პაკეტი - 50 მგ კეტოპროფენს.
ინტერვალი მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 8 საათს.
პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდში, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისათვის.
პრეპარატის გამოყენებისას ინფექციის დროს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ ინფექციის სიმპტომები (სხეულის მომატებული ტემპერატურა და ტკივილი) ნარჩუნდება ან ღრმავდება (იხ.თავი 2).
ხანდაზმული ადამიანები
დოზას განსაზღვრავს ექიმი და აუცულებლობის შემთხვევაში ამცირებს მას. იხ. ნაწილი 2 „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
ღვიძლის/თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირები
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის და(ან) თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევები, ექიმს შეუძლია პრეპარატის დოზის შემცირება. ღვიძლის და (ან) თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას ასეთი პრეპარატის მიღება უკუჩვენებია.
გამოყენების მეთოდი
შიგნით მისაღებად.
· ჩაყარეთ ორმაგი პაკეტის შიგთავსის ნახევარი (25მგ) 50მლ, ხოლო მთლიანი ორმაგი პაკეტის (50მგ) შემცველობა 100 მლ წყალში.
· მოურიეთ დაახლოებით 30 წამი გრანულების სრულ გახსნამდე.
· ხსნარი მიიღეთ სწრაფად მისი მომზადებისთანავე, ჭამის დროს.
გამოყენების ხანგრძლივობა
ზრდასრულები. თუ სხეულის ტემპერატურის მომატების შემთხვევაში 3 დღის მანძილზე მიღებისას ან ტკივილის შემთხვევაში 5 დღის მანძილზე მიღებისას თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
მოზარდები . თუ 3 დღის განმავლობაში მოზარდის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან პირიქით გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლის შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.
უმეტეს შემთხვევაში დოზის გადაჭარბების სიმპტომები შემოიფარგლება მოთენთილობით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით და ტკივილით მუცლის ზედა არეში.
მიღების გამოტოვება
მიღების გამოტოვებისას პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუ თითქმის უკვე მოვიდა მეორე დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ გაქვთ კითხვები მოცემული პრეპარატის განოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
4.შესაძლო არასასურველი რეაქციები:
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
თუ თქვენ გამოგივლინდებათ რომელიმე შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას:
იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 ადამიანში)
- ბრონქული ასთმის შეტევა;
· მწველი ან ყრუ ტკივილი მუცლის არეში უზმოზე. ეს შესაძლებელია იყოს კუჭის ან ნაწლავის წყლულის გამოვლინება.
ძალიან იშვიათი (გვხვდება 10 000-დან არა უმეტეს 1 ადამიანში)
- სისხლი შარდში;
- ხორხის შეშუპება.
სიხშირე უცნობია
· სისხლიანი ღებინება, ძლიერი ტკივილი კუჭის არეში, შავი კუპრისებრი განავალი, რაც ადასტურებს კუჭ-ნაწლავურ სისხლდენას ან პერფორაციას;
· ბუშტუკები, ვეზიკულები, კანის აქერცვლა ან სისხლდენა კანის ნებისმიერ უბანზე, რომელსაც შეიძლება ახლდეს ან არ ახლდეს მუწუკოვანი გამონაყარი ქავილით. ზიანდება ტუჩები, თვალები, პირი, ცხვირი, სასქესო ორგანოები, ხელისგულები ან ფეხის გულები. ამავდროულად შესაძლებელია გრიპის მსგავსი სიმპტომების გამოვლენა. შესაძლებელია აღგენიშნოთ კანის სერიოზული დაზიანება, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი);
· გამოყოფილი შარდის რაოდენობის ცვლილება და შეშუპება, განსაკუთრებით ფეხების, კოჭების და ტერფების, რაც შესაძლოა მიუთითებდეს თირკმლის სერიოზულ პრობლემებზე;
· ტკივილი გულმკერდში (გულის შეტევის სიმპტომი) ან თავის უეცარი ძლიერი ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, დამუნჯება, ლაპარაკის შეუძლებლობა ან მეტყველების გართულება, დამბლა (ინსულტის სიმპტომები).
ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღებას, როგორიცაა კეტონალი ექსტრა პლუსი, შესაძლებელია თან ახლდეს გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების უმნიშვნელოდ მომატებული რისკი. იხ. ნაწილი 2 „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
· მძიმე ალერგიული რეაქციების სიმპტომები, ისეთი როგორიცაა:
- სახის და ტუჩების, პირის, ხახის ან ხორხის შეშუპება, რომელსაც მივყავართ მსტვენავ სუნთქვამდე, ყლაპვის ან სუნთქვის გართულებამდე;
- მკერდში ზეწოლის შეგრძნება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის ვარდნა, შოკი;
- ქავილი, გამონაყარი;
- ხორხის სპაზმი, რომელიც იწვევს სუნთქვის გართულებას;
· ინფექციებისადმი მომატებული მიდრეკილება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის მძიმე დარღვევით, სახელწოდებით აგრანულოციტოზი;
- კრუნჩხვები.
შეატყობინეთ ექიმს რაც შეიძლება სწრაფად თუ განვითარდა რაიმე სახის არასასურველი რეაქცია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 ადამიანში)
· კანის უჩვეულო შეგრძნებები, დაბუჟება, ჩხვლეტა, წიწკვნა, წვა ან „ჟრჟოლვის“ შეგრძნება.
· კანის გაფერმკრთალება, დაღლილობა, სისუსტე ან თავბრუსხვევა, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს სისხლის წითელი სხეულების უკმარისობით სისხლდენის შედეგად;
- არამკაფიო მხედველობა;
· კანის ან თვალის სკლერების სიყვითლე, რაც შესაძლოა ღვიძლის დაზიანებას მოწმობდეს.
სიხშირე უცნობია
· სილურჯეების მარტივად წარმოშობა ან ხანგრძლივი სისხლდენა. რაც შესაძლოა გახდეს თრომბოციტების რაოდენობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა;
· სისხლის წითელი უჯრედების განადგურება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ფერმკრთალი მოყვითალო ელფერი და შეიძლება განვიტარდეს სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება (ჰემოლიზური ანემია);
· სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების გახშირება;
· კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავება, ისეთი როგორიცაა კრონის დაავადება ან კოლიტი;
· კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე ან ხელოვნურ ულტრაიისფერ გამოსხივებაზე (ფოტომგრძნობელობა).
სხვა არასასურველი რეაქციები შესაძლებელია შეგვხვდეს შემდეგი სიხშირით:
ხშირი (გვხვდება 10-დან არა უმეტეს 1 ადამიანში)
- დისპეპსია, მუცლის ტკივილი;
- გულისრევა, ღებინება
არახშირი (გვხვდება 100-დან არა უმეტეს 1 ადამიანში)
- კუჭის ლოროვანი გარსის ანთება;
- ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი;
- კანის გამონაყარი, ქავილი;
· სითხის შეკავება, რომელმაც შესაძლებელია მიგვიყვანოს ხელების და (ან) ფეხების შეშუპებამდე;
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ძილიანობა;
- დაღლილობა ან შეუძლოდ ყოფნა;
- თავბრუსხვევის ან ტრიალის შეგრძნება.
იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 ადამიანში)
- შუილი ყურებში;
- სხეულის მასის მომატება;
- ტკივილი და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება.
ძალიან იშვიათი (გვხვდება 10 000-დან არა უმეტეს 1 ადამიანში)
· პირის, ენის და სახის კუნთების არაკონტროლირებადი რიტმული მოძრაობები (ეგრეთ წოდებული დისკინეზია);
- გაბრუება;
- დაბალი არტერიული წნევა;
· სახის შეშუპება (სახის შეშუპება);
- სისუსტის შეგრძნება.
სიხშირე უცნობია
· გულის უკმარისობა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქოშინი, წოლისას სუნთქვის გაძნელება, ფეხების ან ტერფების შეშუპება;
- პალპიტაცია, გულის რითმის დარღვევა;
- მომატებული არტერიული წნევა;
· კანის გაწითლება, რაც მიუთიტებს სისხლძარღვების გაფართოებაზე; მეტად აჩქარებული გულისცემა;
- გუნება-განწყობის ცვალებადობა;
- ცნობიერების არევა;
- აგზნებადობა;
- ძილის მხრივ პრობლემები;
- გემოვნების ცვლილება;
- გულძმარვა;
- თვალის გარშემო შეშუპება;
- სურდო, ქავილი, ცემინება და ცხვირის გაჭედვა;
- თმის ცვენა;
· ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე და ანთება, მუწუკიანი გამონაყარი.
· სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება ნორმაზე ქვემოთ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და დაბნეულობა, კუნთების კრუნჩხვა, კრუნჩხვები და კომა;
· სისხლში კალიუმის დონის მატება ნორმაზე მეტად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა;
· ასეპტიკური მენინგიტი (თავის ტვინის გარსების ანთება), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც კისრის რიგიდულობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, ღებინება;
· სისხლძარღვების ანთება, რასაც ხშირად თან ახლავს კანზე გამონაყარი (ვასკულიტი, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტის ჩათვლით);
· პანკრეასის ანთება, რომლის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ძლიერ ტკივილს მუცლისა და ზურგის არეში.
სისხლის ანალიზები
სისხლის ანალიზებმა შესაძლებელია გვიჩვენოს ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გამოგივლინდებათ რაიმე სახის არასასურველი რეაქცია, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში.
5. შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ვადის გასვლის თარიღად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.
ხსნარი მიიღეთ მომზადებისთანავე.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია:
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: კეტოპროფენი
ორმაგი პაკეტი შეიცავს 50 მგ კეტოპროფენს (რაც არის 80 მგ კეტოპროფენის ლიზინის მარილის ექვივალენტური).
ორმაგი საშედან შესაძლებელია მივიღოთ ნახევარი (25 მგ) ან სრული (50 მგ) დოზა.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E421), პოვიდონი K30, პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი.
გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემცველობა
თეთრი ან მოყვითალო გრანულატი პაკეტში.
12 ორმაგი პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
ასევე, იხილეთ : KETONAL DUO - კეტონალი დუო 150მგ 30 კაფსულა
რაოდენობა | 12 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account