Sivab - სივაბი 7.5მგ 14 ტაბლეტი

13,20 GEL
მარაგშია
SKU
77181_2708

ჩვენება: კორონარული არტერიების დაავადება , გულის ქრონიკული უკმარისობა.

საერთაშორისო დასახელება: ივაბრადინის ჰიდროქლორიდი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფიგულისცემის სიხშირის შესამცირებელი საშუალება.

ქიმიური დასახელება: 3-(3-{[((7S)-3,4-დიმეთოქსიბიციკლო[4,2,0] ოქტა-1,3,5-ტრიენ-7-ილ]მეთილ]მეთილამინო}პროპილ)-1,3,4,5,-ტეტრაჰიდრო-7,8-დიმეთოქსი-2H-3-ბენზაზეპინ-2-ერთი ჰიდროქლორიდი.

მოლეკულური ფორმულა: C27H36N2O5.HCl

სტრუქტურული ფორმულა:

 თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

სივაბი (ივაბრადინი) ხელმისაწვდომია ორალური მიღებისთვის როგორც:

 სივაბი ტაბლეტები 5მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ივაბრადინის ჰიდროქლორიდს რომელიც ექვივალენტურია 5მგ ივაბრადინის.

 სივაბი ტაბლეტები 7.5მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

ივაბრადინის ჰიდროქლორიდს რომელიც ექვივალენტურია 7.5მგ ივაბრადინის.

 კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედების მექანიზმი

ივაბრადინი წარმოადგენს გულისცემის სიხშირის შემამცირებელ საშუალებას, რომელიც მოქმედებს გულის მუდმივ პეისმეიკერ 1-ზე (აკონტროლებს სინუსურ კვანძში სპონტანურ დიასტოლურ დეპოლარიზაციას და არეგულირებს გულისცემის სიხშირეს)  სელექციური და სპეციფიკური ინჰიბირების გზით. აღნიშნული კარდიოტონური ეფექტები სპეციფიკურად დამახასითებელია მხოლოდ სინუსური კვანძისთვის და ამიტომ ისინი ზეგავლენას არ ახდენენ ინტრაატრიალურ, ატრიოვენტრიკულურ ან ინტრავენრიკულური გამტარობის ჯერადობაზე, ასევე არ მოქმედებენ არც გულის კუმშვადობაზე და პარკუჭოვან რეპოლარიზაციაზე.

 ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ივაბრადინი პერორალური მიღების შემდგომ სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება. უზმოდ მიღების შემდგომ მისი რაოდენობის პიკი პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 1 საათში. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 40%-ია, რაც განპირობებულია ნივთიერების ნაწლავებსა და ღვიძლში პირველადი გავლით.

კვების გავლენა ნივთიერების მოქმედებაზე

საკვები აყოვნებს ივაბრადინის აბსორბციას დაახლოებით 1 საათით და ზრდის მის პლაზმურ ექსპოზიციას 20%-30%-ით, ამიტომ რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება კვების პროცესში.

 განაწილება

ივაბრადინის დაახლოებით 70% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან და წონასწორულ მდგომარეობაში მისი განაწილების მოცულობა 100 ლიტრს უახლოვდება.

მეტაბოლიზმი

ივაბრადინი  ვრცელ მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლსა და ნაწლავებში ციტოქრომ P450 იზოენზიმ CYP3A4-ის საშუალებით. ამის შედეგად აქტიური მეტაბოლიტია N-დესმეთილ-ივაბრადინი, რომლის შემდგომი მეტაბოლიზმი რაღაც ხარისხით ხდება CYP3A4-ის საშუალებით.

 ექსკრეცია

ივაბრადინის პლაზმაში ძირითადი გამოყოფის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 2 საათს, ხოლო მისი მოქმედების ნახევარდაშლის პერიოდი - 11 საათს. სრული კლირენსი დაახლოებით 400მლ/წთ-ია, რენალური კლირენსი კი დაახლოებით 70მლ/წთ-ში. მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით და ფეკალური მასებით. პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდის გზით.

 სპეციფიკური პოპულაციები

ღვიძლის უკმარისობა          

ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს შკალით 7-მდე) შეუკავშირებული ივაბრადინის და მთავარი აქტიური მეტაბოლიტის AUC, ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით  20%-ით უფრო მაღალი იყო.

 თერაპიული ჩვენებები

სივაბის (ივაბრადინი) ტაბლეტები ინიშნება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობის მიზნით:

კორონარული არტერიების დაავადება(CAD)

სიმპტომური მკურნალობის მიზნით ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიით მიმდინარე კორონარული არტერიების დაავადების დროს მოზრდილებში ნორმალური სინუსური რითმით

- პაციენტები, რომლებიც ხასიათდებიან ბეტა-ბლოკერების მიმართ აუტანლობით ან მათთვის უკუნაჩვენებია ბეტა-ბლოკერების დანიშვნა;

-       კომბინაციურ თერაპიაში ბეტა-ბლოკერებთან ერთად იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ბეტა-ბლოკერების ოპტიმალურ დოზაზე, მაგრამ ვერ ხდება მათი მდგომარეობის მართვა, თუ მათი გულისცემის სიხშირე არის > 60 დარტყმა წუთში. 

 გულის ქრონიკული უკმარისობა(CHF)

გულის ქრონიკული უკმარისობის სიმპტომური მკურნალობისას NYHA (New York Heart Association) მიხედვით II ან III კლასის შემთხვევაში და დადასტურებული პარკუჭოვანი განდევნის ფრაქციის (LVEF) 35%-ის არსებობისას, ზრდასრულ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სინუსური არითმია და გულისცემის სიხშირე 77 დარტყმაზე მეტი წუთში. კომბინაციური თერაპია ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობის ოპტიმალურ სტანდარტულ თერაპიასთან ერთად.

 დოზირება და მიღების წესი

სივაბის (ივაბრადინი) ტაბლეტების მიღება ხდება დღეში ორჯერ, პერორალურად  დილას და საღამოს საკვებთან ერთად.

კორონარული არტერიების დაავადების მკურნალობა (CAD)

ივაბრადინის ჩვეულებრივი რეკომენდებული სტანდარტული დოზაა 5მგ ორჯერ დღეში. მკურნალობის დაწყებიდან სამი ან ოთხი კვირის შემდეგ თერაპიულ ეფექტურობაზე დაყრდნობით, დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 7.5მგ-მდე ორჯერ დღეში. იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის პროცესში გულისცემის სიხშირე შემცირდა 50 დარტყმამდე წუთში მოსვენებულ მდგომარეობაში ან პაციენტი აღნიშნავს ბრადიკარდიასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, უნდა მოხდეს დოზის შემცირება 2.5მგ-მდე დღეში ორჯერ მიღებად (5მგ ტაბლეტის ერთი ნახევარი დილით და მეორე ნახევარი საღამოს). მკურნალობა უნდა შეწყდეს თუ გულისცემის სიხშირე ჩამოვიდა უფრო ქვევით, ვიდრე 50 დარტყმა წუთში და ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები კვლავ გრძელდება.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა (CHF)

მკურნალობის დაწყება ხდება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ სტაბილურად მიმდინარე გულის უკმარისობა, ასეთ შემთხვევაში ივაბრადინის ჩვეულებრივი რეკომენდებული სტანდარტული დოზაა 5მგ დღეში ორჯერ. მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ თუ გულისცემის სიხშირე მუდმივად არის წუთში 60 დარტყმაზე მეტი, დოზა შესაძლოა გაიზარდოს 7.5მგ-მდე დღეში ორჯერ, ხოლო თუ გულისცემის სიხშირის შემცირება გრძელდება და წუთში 50 დარტყმაზე ნაკლებია და ასევე ადგილი აქვს ბრადიკადიასთან დაკავშირებულ სიმპტომატიკის განვითარებას, უნდა მოხდეს დოზის შემცირება 2.5მგ-მდე დღეში ორჯერ (5მგ ტაბლეტის ერთი ნახევარი დილით და მეორე ნახევარი საღამოს). თუ გულისცემის სიხშირე მერყეობს 50-დან 60 დარტყმამდე წუთში, უნდა შენარჩუნდეს 5მგ დოზის ორჯერადად მიღება. მკურნალობის პროცესში დოზათა მერყეობა მიმდინარეობს შემდეგნაირად: თუ მკურნალობისას გულისცემის სიხშირემ დაიწყო შემცირება და მოსვენების მდგომარეობაში ჩამოვიდა 50 დარტყმაზე ქვემოთ წუთში ან პაციენტი აღნიშნავს ბრადიკარდიასთან დაკავშირებულ სიმპტომატიკას, დოზათა შემცირების ტიტრირება უნდა მოხდეს მომდევნო დაბალი დოზით, მაგ.: თუ პაციენტი იღებს 7.5მგ-ს ორჯერ დღეში, მას ენიშნება 5მგ ორჯერ დღეში. და პირიქით თუ მკურნალობის პროცესში მოხდა გულისცემის სიხშირის მომატება 60 დარტყმაზე მეტად წუთში მოსვენებულ მდგომარეობაში, დოზის მომატების ტიტრირება ხდება მომდევნო მაღალი დოზით. მაგ.: თუ პაციენტი იღებს 2.5მგ-ს ორჯერ დღეში, მას ენიშნება 5მგ ორჯერ დღეში. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ გულისცემის სიხშირე ნარჩუნდება 50 დარტყმაზე ნაკლები წუთში ან ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომატიკა კვლავ გრძელდება.

 სპეციფიკური პოპულაციები

ხანდაზმული პაციენტები 75 წლის

ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისთვის საწყის დოზად მოიაზრება ყველაზე დაბალი დოზა (2.5მგ დღეში ორჯერ ანუ 5 მგ-იანი ტაბლეტის ერთი ნახევარი დილით და მეორე ნახევარი საღამოს) მანამ, სანამ საჭირო გახდება დოზის შემდგომი მატება.

 ბავშვები

18 წლის ასაკამდე ბავშვებში ივაბრადინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არის გამოქვეყნებული.

 გვერდითი მოვლენები

ივაბრადინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა ოპტიკური ფენომენი, ვიზუალური თვალსაზრისით (Phosphenes), სხვა გვერდით რეაქციებს მიეკუთვნება ბუნდოვანი მხედველობა, ბრადიკარდია, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე და ასევე სხვა კარდიალური არითმიები, გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ქოშინი და კუნთების კრამპები, ჰიპერურიკემია, ეოზინოფილია, ასევე აღწერილი იყო კრეატინინის მომატებული კონცენტრაცია სისხლში.

 უკუჩვენება

ივაბრადინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:

-          ჰიპერმგრძნობელობა ივაბრადინის ან მედიკამენტის რომელიმე შემავსებლის მიმართ;

-          მკურნალობის დაწყების მომენტში მოდუნებული გულისცემის სიხშირე 60 დარტყმაზე ქვემოთ წუთში;

-          მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

-          მწვავე ჰიპოტენზია (<90/50 მმ/ვწყსვ);

-          ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

-          სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;

-          სინო-ატრიალური ბლოკადა;

-          გულის არასტაბილური ან მწვავე უკმარისობა;

-          პეისმეიკერზე დამოკიდებულება;

-          არასტაბილური სტენოკარდია;

-          მესამე ხარისხის AV-ბლოკადა;

-          კომბინაცია ციტოქრომ P450 3A4 მძლავრ ინჰიბიტორებთან, როგორიცაა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ჯოზამიცინი, ტელითომიცინი), HIV პროტეაზას ინჰიბიტორები (ნელფინავირი, რიტონავირი) და ნეფაზოდონი;

-          ორსულობა, მეძუძური დედები და რეპროდუქციული ასაკის ქალები, რომლებიც აპირებენ შვილოსნობას და არ იყენებენ კონტრაცეპტივებს.  

 სიფრთხილის ზომები

- გულის არითმიები:

ივაბრადინი რეკომენდებული არ არის პაციენტებში წინაგულოვანი ფიბრილაციით ან სხვა კარდიალური არითმიებით, რომელიც დაბრკოლებას უქმნის და აფერხებს სინუსური კვანძის ფუნქციონირებას.  რეკომენდებულია, რომ ივაბრადინით მკურნალობის ფონზე მიმდინარე წინაგულოვანი ფიბრილაციის დროს ხდებოდეს პაციენტთა რეგულარული კლინიკური მონიტორინგი, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს ეკგ მონიტორინგს, თუ ეს კლინიკურად იქნება ნაჩვენები. წინაგულოვანი ფიბრილაციის განვითარების რისკი მაღალია გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ივაბრადინით. ასევე აუცილებელია ხდებოდეს იმ პაციენტთა გულდასმით მონიტორინგი, რომლებსაც აღენიშნებათ გულის ქრონიკული უკმარისობა ინტრავენტრიკულური გამტარობის დეფექტებით და ვენტრიკულური დისსინქრონიით.

- მეორე ხარისხის AV-ბლოკადა;

ივაბრადინით მკურნალობა რეკომენდებული არ არის მეორე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის მქონე პაციენტებში.

- დაბალი გულისცემის სიხშირე;

თუ ივაბრადინით მკურნალობის პროცესში გულისცემის სიხშირე მცირდება გახანგრძლივებულად და 50 დარტყმაზე ქვემოთაა წუთში ან თუ პაციენტი აღნიშნავს ბრადიკარდიასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა ან ჰიპოტენზია, საჭიროა მოხდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა იმ შემთხვევაში თუ გულისცემის სიხშირე მუდმივად მცირდება 50 დარტყმაზე ქვემოთ წუთში და ბრადიკარდიასთან დაკავშირებული სიმპტომები მაინც ნარჩუნდება.

- გულის ქრონიკული უკმარისობა;

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ივაბრადინით მკურნალობით დაწყების გადაწყვეტილების მიღებამდე გულის უკმარისობის მიმდინარეობა უნდა იყოს სტაბილური.  ივაბრადინი სიფრთხილით ინიშნება  NYHA ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით გულის უკმარისობის IV ხარისხის მქონე პაციენტებში.

- ინსულტი;

ივაბრადინის გამოყენება რეკომენდებული არ არის ინსულტის შემდგომ საწყის პერიოდში.

- მხედველობითი დარღვევები;

ივაბრადინი გავლენას ახდენს ბადურას ფუნქციონირებაზე. მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თუ გამოვლინდა რაიმე სახის გაუთვალისწინებელი მხედველობითი ხასიათის ფუნქციური გაუარესება. ივაბრადინით მკურნალობის დროს ასევე სიფრთხილეა საჭირო პიგმენტური რეტინიტებით დაავადებულ პაციენტებში.

- ჰიპოტენზია;

ივაბრადინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მსუბუქი და საშუალო ხარისხის ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში.

- ჰიპერტენზიული პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ მომატებული არტერიული წნევის კონტროლი მკურნალობის მოდიფიკაციების გამო:

როდესაც მკურნალობითი მოდიფიკაციები ტარდება გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ივაბრადინით, სისხლის წნევის კონტროლი უნდა ხდებოდეს ყველა სათანადო ინტერვალში.

- ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები;

ივაბრადინი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში.

 წამლებთან ურთიერთქმედება

ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან კომბინაციური გამოყენება:

CYP3A4 ინჰიბიტორები ზრდიან ივაბრადინის პლაზმურ კონცენტრაციას, მაშინ როცა ინდუქტორები ამცირებენ მას. ივაბრადინის გაზრდილი პლაზმური კონცენტრაცია შესაძლოა ასოცირდებოდეს ბრადიკარდიის განვითარების მომატებულ რისკთან.

-    საშუალო სიძლიერის CYP3A4 ინჰიბიტორები (როგორიცაა დილთიაზემი, ვერაპამილი) დამახასიათებელი გულისცემის სიხშირის შემამცირებელი თვისებებით:                                                               

   რეკომენდებული არ არის ივაბრადინის კომბინაცია დილთიაზემთან და ვერაპამილთან ერთად,  რადგან ისინი პოტენციურად დამატებით იწვევენ გულისცემის სიხშირის დაქვეითებას.  

-    სხვა საშუალო სიძლიერის CYP3A4 ინჰიბიტორები

ივაბრადინის გამოყენება შესაძლებელია სიფრთხილით თუ გულისცემის სიხშირე არის 60 დარტყმა წუთში ან მეტი. საჭიროა გულისცემის სიხშირის ყურადღებით კონტროლი.

-    გრეიფრუტის წვენი

  გრეიფრუტის წვენი ზრდის ივაბრადინის გამოყოფას ორგანიზმიდან, შესაბამისად ივაბრადინით მკურნალობის პროცესში გრეიფრუტის  წვენის გამოყენება უნდა შეიზღუდოს.         

- CYP3A4–ის ინდუქტორები (როგორიცაა რიფამპიცინი, ბარბიტურატები, ფენიტოინი, კრაზანას შემცველი საშუალებები):

ამ ნივთიერებებისა და ივაბრადინის გახანგრძლივებულმა კომბინაციურმა მიღებამ შესაძლოა შეამციროს ივაბრადინის გამოყოფის პროცესი და შესაბამისად გამოიწვიოს დოზა დამოკიდებულება ჩატარებული თერაპიის საპასუხოდ. 

QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი ეფექტის მქონე მედიკამენტებთან კომბინაცია:

ივაბრადინის კომბინაციური თერაპია კარდიოვასკულურ (როგორიცაა ქინიდინი, დიზოპირამიდი, სოტალოლი, ამიოდარონი) ან არაკარდიოვასკულურ (როგორიცაა ტრისიკლიკი, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ერითრომიცინი, პენტამიდინი, პიმოზიდი, მეფლოქუინი) მედიკამენტებთან, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას, თავიდან უნდა იქნას არიდებული, რადგანაც QT ინტერვალის გახანგრძლივება შესაძლოა გამწვავდეს გულისცემის სიხშირის შემცირების გამო. თუ მათი კომბინაცია გარდაუვალია საჭიროა განხორციელდეს გულის მუდმივი მონიტორინგი.

 ჭარბი დოზირება

სიმპტომები

დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ან გახანგრძლივებული ბრადიკარდია.

მკურნალობა

მწვავე ბრადიკარდიის მკურნალობა ხდება სიმპტომურად სპეციალიზებულ გარემოში. ისეთი ბრადიკარდიის შემთხვევების არსებობისას, რომელიც მიმდინარეობს გაუარესებული ჰემოდინამიკური მაჩვენებლებით, სიმპტომურ მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს ბეტა-მასტიმულირებელი მედიკამენტები, როგორიცაა იზოპრენალინი. მოთხოვნის შესაბამისად შესაძლოა გაკეთდეს გულის დროებითი ელექტროსტიმულაციაც.

 შეფუთვა

სივაბი (ივაბრადინი) 5მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია 14 ცალიანი ბლისტერული შეფუთვით.

სივაბი (ივაბრადინი) 7,5მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია 14 ცალიანი ბლისტერული შეფუთვით.

 შენახვის პირობები

არ შეინახოთ 30°C მაღალ ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისგან და ნესტისგან.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა ეხება პროდუქტს, რომელიც ინახება სწორად და შესაბამის პირობებში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა14
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy